რატომ არის ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანგელა მერკელის ფავორიტი? - გზაპრესი

რატომ არის ნატოს ახალი გენერალური მდივანი ანგელა მერკელის ფავორიტი?

ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი მუშაობას ოფიციალურად უკვე შეუდგა. ნორვეგიის მთავრობას ის 2005 წლიდან 2013 წლამდე მეთაურობდა. იყო ნორვეგიის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი.

ბევრი მიზეზის გამო საეჭვო იყო, რომ ნატოს მეცამეტე გენერალური მდივანი ნორვეგიის ყოფილი პრემიერ მინისტრი, იენს სტოლტენბერგი გახდებოდა. ეკონომისტი თავდაცვასთან დაკავშირებული გამოცდილების გარეშე, სოციალ-დემოკრატი, რომელმაც კარგი ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან, სკანდინავიელი - ანდერს ფოგ რასმუსენის კვალდაკვალ იწყებს სვლას.

GzaPressშესაძლებელია, აღმოსავლელი ევროპელები იმას შიშობდნენ, რომ სტოლტენბერგი რუსეთთან მიმართებაში (უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით) მეტისმეტად დამთმობი იქნება. მაგრამ აგრეთვე შესაძლოა, ეს შიშები ნაადრევი იყოს.

”ეს პოლიტიკოსია, რომელიც ფარულ წინააღმდეგობებს მოქნილად გაუმკლავდება, ეხება ეს ნატოს უკანდახევას ავღანეთიდან თუ კონფლიქტს აღმოსავლეთ ევროპაში”, - BBC News-ს ამის შესახებ წამყვანი ნორვეგიელი ჟურნალისტი, ჰარალდ სთენგელი ესაუბრება.

დამაინტრიგებელია ის, რომ მისტერ სტოლტენბერგის მიერ ალიანსის ხელმძღვანელობა გერმანიის კანცლერის, ანგელა მერკელის გადაწყვეტილებაა. ითვლება, რომ ევროპელის დანიშვნა ნატოს გენერალურ მდივნად ის მთავარი იარაღია, რაც ამერიკას ევროპაზე ყურადღებას მეტად ამახვილებინებს.

ალბათ, იენს სტოლტენბერგმა რომ ევროპის ”ტოპ” თავდაცვითი სამუშაო მიიღო, არავის ისე არ გაჰკვირვებია, როგორც თავად ნორვეგიელებს...

ერთ დროს სტოლტენბერგის წარმოდგენა ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე ბუნებრივი იქნებოდა - მაგრამ ეს თორვალდი, იენსის მამა იყო. თავდაცვის და საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ახლა 83 წლისაა. ის ნატოში 1990-იან წლებში მოიაზრებოდა.

თორვალდს ეკონომისტი შვილი ლეიბორისტულ პარტიაში მიჰყვა, მერე კი სხვა გზას დაადგა. გახდა მრეწველობისა და ენერგეტიკის მინისტრი 1993 წელს, შემდეგ კი, 1996 წელს ფინანსთა სამინისტროში გადაინაცვლა.

2000 წელს, 40 წლის ასაკში პირველად გახდა პრემიერ-მინისტრი. მისმა ლეიბორისტულმა მმართველობამ 2 წელიწადზე ნაკლებ ხანს გასტანა. ცდილობდა, სახელმწიფოს საკეთილდღეო რეფორმები გაეტარებინა, მაგრამ არჩევნები მისთვის ხელსაყრელად არ დასრულდა.

როცა 2005 წელს პოსტს დაუბრუნდა, სათავეში ედგა კოალიციას, რომელიც შედგებოდა სოციალისტური მემარცხენე და ცენტრისტული პარტიებისგან. 2009 წელს თანამდებობაზე კვლავ ის დარჩა.

2010 წელს სტოლტენბერგმა რუსეთის პრეზიდენტთან, დმიტრი მედვედევთან შეთანხმებას მოაწერა ხელი იმ მიზნით, რომ საბოლოოდ გადაწყვეტილიყო ათწლეულების დავა ნავთობითა და გაზით მდიდარი ბარენცის ზღვის საზღვრებთან დაკავშირებით. რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას მაინც დიდი ხანი დასჭირდა - საქმე 2012 წელს უვიზო რეჟიმის შემოღებამ მოაგვარა.

სტოლტენბერგის მმართველობის დროს ნორვეგია შეუერთდა აშშ-ს ავღანეთში, ნატოს მშვიდობისმყოფელ შეიარაღებულ ძალებში დაახლოებით 600 ჯარისკაცი გაუშვა და საკმაო დანაკარგი განიცადა. მხოლოდ მიმდინარე წელს, ნატოს უკან დახევის დროს 57 ჯარისკაცი დაიღუპა.

GzaPressსხვა მხრიდან ნორვეგიას ტერორიზმი დაატყდა თავს: ეს მოხდა 2011 წლის 22 ივლის, როცა ანდერს ბრევივიკმა სასიკვდილო იერიში მიიტანა საკუთარ ქვეყანაზე და ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდულ ფრთაზე.

ნორვეგიელმა პრემიერ-მინისტრმა მაშინ ცნობილი სიტყვები წარმოთქვა; აღნიშნა, რომ პასუხი შეტევის მიმართ უნდა იყოს ”მეტად დემოკრატიული, მეტად გახსნილი”.

2013 წელს სტოლტენბერგის მმართველობამ არჩევნებში წარმატება ვერ მოიპოვა და იგი 54 წლის ასაკში სამუშაოს გარეშე დარჩა.

”სიახლე, რომ ის ნატოს გენერალური მდივანი უნდა გამხდარიყო, ნორვეგიის პოლიტიკური ელიტისა და მედიისთვის დიდი მოულოდნელობა აღმოჩნდა” - ამბობს ჟურნალისტი სთენგელი, ნორვეგიის ყველაზე დიდი ყოველდღიური გაზეთის, ”აფთენფოსთენის” პოლიტიკური სექციის რედაქტორი.

”შეიძლება, სტოლტენბერგის მომავალზე დიდი დისკუსია იმართებოდა გაეროში, მაგრამ ნატოს ხსენებაც არ ყოფილა”.

ჩანს, რომ მერკელმა ჩააგონა ყოფილ პრემიერ-მინისტრს ნატოს სათავეში ჩადგომის იდეა, რომელსაც შემდგომ ობამას ადმინისტრაციამ მხარი დაუჭირა.

ნორვეგიელ სოციალ-დემოკრატსა და გერმანელ კონსერვატორს შორის პოლიტიკური განსხვავების მიუხედავად, მათ კარგად ითანამშრომლეს.

”მას სტოლტენბერგი ძალიან მოსწონდა” - ამბობს გერმანული წამყვანი ყოველდღიური გამოცემის, ”ზიუდოიჩე ცაიტუნგ”-ის ყოფილი რედაქტორი, - ის, ასე ვთქვათ, მერკელის ფავორიტი სოციალ-დემოკრატი იყო”.

უკრაინის შესახებ სტოლტენბერგის ერთ-ერთი უკანასკნელი განცხადება, რომელიც გასულ კვირას გააკეთა, ასეთი იყო: ”რუსეთმა აგრესიული მიდგომა აირჩია. ამის შედეგი კი გვიჩვენებს: ჩვენი თავდაპირველი იმედები, რომ ახლო და მჭირდო პარტნიორობა გვექნებოდა ამ ქვეყანასთან, ვერ მართლდება”.

”მაგრამ თუ არსებობს გადაკვეთის წერტილი, იენს სტოლტენბერგი ის პოლიტიკოსია, ვინც მას აუცილებლად იპოვის” - აღნიშნავს სთენგელი, - არა მგონია, მას რუსეთთან დაკავშირებული ილუზიები ჰქონდეს, თუმცა ის შესაძლებლობებს იქ დაუწყებს ძებნას, სადაც რასმუსენმა ისინი ვერ დაინახა. ყოველთვის კონსენსუსის მომხრეა, ეძებს კომპრომისებს, მაგრამ ასევე ფაქტზე ორიენტირებული, მოხერხებული პოლიტიკოსია, რომელიც თავდაუზოგავად მუშაობს და პრობლემის გადაწყვეტისკენ ისწრაფის.

რასმუსენი ლაპარაკისას ყოველთვის უკიდურესად პირდაპირი იყო. ძალიან რთულია ორი ერთმანეთისგან ასეთი განსხვავებული ადამიანის აღმოჩენა”.

GzaPressკორნელიუსის თქმით, ყოველთვის ამოცანად რჩება, რა ჩანაფიქრები აქვს გერმანიის კანცლერს ნატოსთან დაკავშირებით, მაგრამ მის მიერ სტოლტენბერგის არჩევა ემსახურება გერმანიის, როგორც ევროკავშირის დომინანტი სახელმწიფოს რამდენიმე მიზანს. ჟურნალისტის თქმით, მერკელი ”საკმარისად რეალისტია, რომ არ მოელოდოს ევროკავშირისგან რეალურ თავდაცვას”. – ”გარდა ამისა, უკრაინის ამბების ფონზე და ევროკავშირის აღმოსავლელი წევრების წნეხის გამო მერკელს ალიანსისთვის მხარის დაჭერა სურს”.

ამავდროულად, ”სკანდინავიელი სოციალ-დემოკრატის არჩევით მან სხვა პერსონალის გადაწყვეტილებები, რომლებიც ევროკავშირის ამა წლის არჩევნების შემდეგ უნდა იქნას მიღებული, მათზე ადრე შეითვისა”.

”სტოლტენბერგის მუშაობა ნატოში ნაწილია ევროპულ ქვეყნებს შორის ფართო ინტერესების დაბალანსების ”თამაშისა”, რომელშიც კონსერვატორები ბატონობენ” - ამბობს კორნელიუსი.

ევროპის კომისიის ახალ თავკაცს, ბრიუსელის კონსერვატორების საზოგადოების წევრ ჟან-კლოდ იუნკერს სტოლტენბერგთან ის საერთო აქვს, რომ ორივე ანგელა მერკელის მოკავშირეა და ორივე ”კონსენსუსის პოლიტიკოსია”...

bbc.com

თარგმნა ეკა აბაშიძემ