ჯოხარ დუდაევის დის შვილი, უმარ იდიგოვი: - ”პუტინი შეეცდება, აჭარაში, გარდაბანსა თუ ახალქალაქში ვაჰაბიტები შემოგზავნოს”
font-large font-small
ჯოხარ დუდაევის დის შვილი, უმარ იდიგოვი: -  ”პუტინი შეეცდება, აჭარაში, გარდაბანსა თუ ახალქალაქში ვაჰაბიტები შემოგზავნოს”
რით იზიდავს ხალიფატს საქართველო?


ქართველი ექსპერტების უმეტესობა დღეს აქტიურად საუბრობს, რომ პოლიტიკური ისლამის გაძლიერება აშკარაა და მისგან წამოსული საფრთხეები უკვე გლობალურ ხასიათს ატარებს. ისინი არ გამორიცხავენ, რომ ახლო აღმოსავლეთის შემდეგ ხალიფატის სამიზნე კავკასიის რეგიონი გახდება და სხვა ქვეყნებთან ერთად, ისლამური ექსტრემიზმი საქართველოსაც დაემუქრება. რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეთ პოლიტიკურ ისლამისტებს საქართველოს მიმართ, როგორ შეიძლება მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილება და რა ხდება სინამდვილეში პანკისის ხეობაში - ამ საკითხებზე ექსკლუზიურ ინტერვიუში კავკასიელ ხალხთა ინტეგრაციის ფონდის პრეზიდენტი, იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის დისშვილი უმარ იდიგოვი საუბრობს.

- ბატონო უმარ, ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ისლამური ხალიფატი დღეს თუ ხვალ საქართველომდე მოვა. თქვენი აზრით, ემუქრება ქვეყანას პოლიტიკური ისლამი? როგორ უნდა აიცილოს თავიდან ეს საფრთხე სახელმწიფომ?
- ეჭვი არ მეპარება, რომ ხალიფატი შემოვა საქართველოში. სამწუხაროდ, ვერ ვხედავ, რომ ხელისუფლება ამ მიმართულებით აქტიურობდეს. ძალზე სუსტია და დასახვეწი ჩვენი სპეცსამსახურები და შსს. რადიკალი ისლამისტები ყველაფერს შთანთქავენ, გაანადგურებენ და დიდ პრობლემებს შეუქმნიან საქართველოს. ხელისუფლებამ უნდა იბრძოლოს, რომ ეს არ დაუშვას. ამის გაკეთება ადვილია - შესაბამისმა სტრუქტურებმა უნდა გააკონტროლონ საზღვრები და არ დაუშვან, რომ ვისაც მოესურვება, შემოვიდეს და გავიდეს ქვეყნიდან. მთავარია იმის გარკვევა, ვინ აფინანსებს ამ ძალებს, ვინ არიან მათი ხელმძღვანელები, ვინ დგას მათ უკან პანკისში, აჭარასა თუ ქვემო ქართლში. შსს-ს უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, ვინ სად მიდის და ვინ ვის ეკონტაქტება.

- თქვენ თუ იცით, ვინ დგანან ამ ძალების უკან?
- მე არ ვიცი, კონკრეტულად ვინ დგას, მაგრამ საკითხავია, ვინ შექმნა ისინი, ვინ შეაიარაღა და ვინ აფინანსებს. ხალიფატი ამერიკის შექმნილია და არა მგონია, მათ საუდის არაბეთი ან კატარი აფინანსებდეს. ჩვენი ხელისუფლება უნდა ეცადოს წინააღმდეგობის გაწევას, სიტყვით კი არა, მკაცრი კანონებით. თვეების შემდეგ სირიიდან და ერაყიდან ვინც დაბრუნდება, ისინი უნდა დაისაჯონ - დააკავონ და ისეთი სასჯელი გამოუტანონ, რომ ვერც ერთმა ადვოკატმა ვერ შეძლოს მათი დაცვა. და იცით, რატომ? სირიიდან დაბრუნებული ადამიანი არ იქნება სუფთა, მის კისერზე დიდი სისხლი იქნება. ამიტომაა აუცილებლად გასარკვევი, ვინ დგას მათ უკან და ვინ უწყობს ხელს სირიასა თუ ერაყში გამგზავრებაში. ჩემთვის ცნობილია, რომ მსურველებს დიდ თანხას უხდიან და უპრობლემოდ უშვებენ თურქეთში, რის შემდეგაც ისინი სირიაში გადადიან. ახალგაზრდები რუსეთში ან ჩეჩნეთში რომ მიდიოდნენ საომრად, პრობლემა არ იქნებოდა. ჩეჩნეთში სხვანაირად ომობენ, მიწა-წყლისთვის. სირია სხვა საქმეა. იქ მე ჯიჰადს ვერ ვხედავ.

GzaPress

- მიგაჩნიათ, რომ სირიაში წასული მებრძოლების უკან დაბრუნების შემთხვევაში, ქვეყანა დიდი საფრთხის წინაშე დადგება?
- რა თქმა უნდა, მათი დაბრუნება საფრთხის შემცველია. მებრძოლებს ვაჰაბიტები წვრთნიან და ისინი აქ აბსოლუტურად სხვა ადამიანებად დაბრუნდებიან. რა სიკეთეს მოუტანენ საქართველოს ტვინგადაბრუნებული ახალგაზრდები? ისინი სირიიდან ნაკადად არ დაბრუნდებიან, ნაწილ-ნაწილ, 2-2, 3-3 კაცი ჩამოვა და ყველას პასუხი უნდა მოეთხოვოს. ამავე დროს, ჩვენმა მესაზღვრეებმა ბევრი უნდა იმუშაონ, რათა დაიცვან და აკონტროლონ საზღვრები. ამბობენ, ადრე აჭარაში საზღვარს 6 000 კაცი იცავდა, დღეს კი მათი რიცხვი 300-მდეა დაყვანილი. სიახლე არ არის, რომ 90% არაოფიციალურად კვეთს საქართველოს საზღვარს. ახალგაზრდებს დაბრუნების კი არა, წასვლის უნდა ეშინოდეთ. ეს საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს.

- ერთნი ამბობენ, რომ რადიკალ ისლამისტებს ახალგაზრდა ყმაწვილები იძულებით გადაჰყავთ პანკისიდან, რის შემდეგაც ისინი სირიაში მებრძოლთა რიგებში ეწერებიან, მეორენი მათში ვაჰაბიტების იდეოლოგიის მსხვეპლთ ხედავენ. თქვენი აზრით, რა ხდება, ვინ არის ამაში დამნაშავე?
- პანკისელებს ვხვდები და ამ თემაზე ხშირად ვკამათობთ. ისინი მეუბნებიან, რომ ბიჭები იძულებით წაიყვანეს საბრძოლველად, მაგრამ არ მჯერა; ეს არაა მართალი, - არავინ არავის აიძულებს სირიაში წასვლას, ყველა მისი ნებით მოქმედებს. აგიტაცია, კი, ბატონო, მიდის. ახალგაზრდებს ვაჰაბიტები არწმუნებენ, რომ თუ ჯიჰადისთვის წავლენ, იბრძოლებენ და მოკვდებიან, ისინი აუცილებლად სამოთხეში მოხვდებიან. ჩემი წარსულიდან ერთ ამბავს გავიხსენებ: 1992 წელს, აფხაზეთის ომის დროს, ქართველების წინააღმდეგ რომ ეომათ, ჩეჩნების მოსყიდვა ფულითა და ძვირფასეულობით ხდებოდა. მიკვირდა და ვკითხულობდი, რატომ უნდა გვეომა ქართველების წინააღმდეგ, როცა ისინი არ გვეომებოდნენ და არაფერი გვქონდა გასაყოფი? ამაზე ზოგიერთები გვპასუხობდნენ, - აფხაზები ჩვენი მუსლიმანი ძმები არიან და ამიტომო. არ დამავიწყდება, ე.წ. ბირჟაზე ვიდექით ბიჭები და ჩვენთან ჩეჩენი ძმები მოვიდნენ, გვითხრეს, - თუ აფხაზეთში საომრად წახვალთ, რუსები ფულსა და ოქროს მოგცემენო. მე ვიკითხე, - ვის წინააღმდეგ უნდა ვიომოთ-მეთქი? - ქართველებისო, - მიპასუხეს. ვუთხარი, - რუსებმა კრიმინალები გამოუშვეს ციხიდან და ყველანი აფხაზეთში გაგზავნეს და კავკასიელი ძმების წინააღმდეგ საომრად ნორმალური ჩეჩენი არ წავა-მეთქი. ძმები უკმაყოფილოები წავიდნენ. შინ დავბრუნდი და მამას ვუამბე ყველაფერი. მამამ უხეშად ჩამავლო ხელი და დედასა და დასთან მიმიყვანა, ლამის მიყვიროდა - მაროდიორები ქართველ ქალებსა და დედებს ართმევენ ოქროულს; შეხედე შენს დას და დედას, მათ ძარცვავენ! ასეთი რამ თუ კიდევ გაგიბედეს, იმ ძმებს საკადრისი პასუხი გაეცი. ოქროს ომში არავინ არავის აძლევს, მას უბედურ ხალხს ართმევენ. ქართველები ჩვენი ძმები არიან და ძმას იარაღი როგორ უნდა დაუმიზნოო?! მამა ისე მიყვიროდა, თითქოს მართლა ვაპირებდი ომში წასვლას. ეს გულშიც არ გამივლია. აფხაზეთში ჯიჰადის საკითხი არ იდგა და აფხაზებისა და ქართველების ჩხუბში ჩეჩნებს არაფერი გვესაქმებოდა. სირიასთან დაკავშირებით, თავს გვახვევენ აზრს, რომ იქაც ჯიჰადია, რაც აბსურდია.

GzaPress

- სინამდვილეში, რა ხდება, ვისი და რა ომია სირიაში?
- ახლა რასაც ვიტყვი, ბევრს არ მოეწონება. ეს არის ამერიკა-სირიის ომი, რომელიც ძალაუფლებისთვის და ნავთობის გამო დაიწყო. ნამდვილ ჯიჰადში თუ უნდათ მონაწილეობა, ქისტები, აჭარლები და სხვები სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ კი არ უნდა იბრძოდნენ, არამედ - მათ წინააღმდეგ, ვინც ეს ომი გააჩაღა. ეს იქნებოდა სინამდვილეში ჯიჰადი.

- რა საერთო აქვს რადიკალურ ისლამსა და ტრადიციულ ისლამს?
- გაგიგონიათ, ისლამი ქადაგებდეს ადამიანის დაწვას, თავის მოჭრას? ან სად წერია სხვისი რელიგიის შეურაცხყოფა, ეკლესიების განადგურება, ისლამის იძულებით მიღება და წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში სიკვდილით დასჯა? ისლამი არ უშვებს ჯიჰადში პოლიტიკის ჩარევას. რადიკალური ისლამი დაკავშირებულია პოლიტიკასთან. ტრადიციული ისლამი ჰუმანურობას, ყველა რელიგიისა და კულტურის პატივისცემას ქადაგებს. ჩვენ ჩეჩნეთში ვიბრძოდით, გვშიოდა, გვწყუროდა, მაგრამ მოსახლეობის სარდაფებში არ ჩავმძვრალვართ, მათი სამკაულებისთვის ხელი არ გვიხლია, თვალი არანაირი სიმდიდრისკენ არ გაგვქცევია. ერთი ჩეჩნური ანტიკვარული ნივთიც რომ ჩამომეტანა, გავყიდდი და ალბათ დღემდე უზრუნველად ვიცხოვრებდი. ჩვენ ჩვენი ხალხის, ჩვენი მიწისა და ჯიჰადისთვის ვიბრძოდით და სიმდიდრის ინტერესი არ გვქონია. ერთხელ, ომში დაჭრილმა მეგობარმა ჩეჩენმა მისი 400 დოლარი შემომთავაზა, - ვკვდები და შენ გქონდესო, მაგრამ ხელი არ მოვკიდე. იქ ფული რად მინდოდა, როცა რუსებით ვიყავით გარშემორტყმული და ვიბრძოდით?! როცა ჯიჰადზე საბრძოლველად მიდიხარ, სიკვდილზე მიდიხარ და არა - ძვირფასეულობისა და სიმდიდრის მოსაგროვებლად. ის, რაც სირიაში ხდება, ისლამის არანაირ კონტექსტში არ ჯდება. ეს სასტიკი დაჯგუფებები სპეციალურად შექმნეს, ისევე, როგორც 1995 წელს ფე-ეს-ბემ ჩეჩნეთში - ვაჰაბიტები. არც პანკისში არიან ვაჰაბიტები, თურქეთში წადით და იქ ნახავთ ნამდვილ ვაჰაბიტებს.

- მაშ, ვინ არიან პანკისში, თუ არა ვაჰაბიტები?
- ისინი ფსევდოვაჰაბიტები არიან. ადამიანი თუ აგიტაციას ეწევა, თვითონ კი ჯიჰადზე არ მიდის, ეს იმას ნიშნავს, რომ ის სპეცსამსახურის ნაწილია. პანკისში ნამდვილ ვაჰაბიტებს ვერ ნახავთ. დიახ, ისინი ლამაზად ილაპარაკებენ, იმჭევრმეტყველებენ, ისე, თითქოს ისლამი კარგად იცოდნენ, მაგრამ ეს ჯაშუშები სპეცსამსახურებმა შექმნეს. 2000 წელს, ჩეჩნეთის ომის დროს, როდესაც პანკისში ვიყავით დაბანაკებულები, მეომრები ცუდ დღეში ვიყავით, საკვების გარეშე, მთელ დღეებს მაკარონზე გადავდიოდით, ვაჰაბიტებს კი ნაირ-ნაირი საკვები ჰქონდათ, ჩაის თაფლით სვამდნენ. ჩვენ ჩეჩნეთში ჯიჰადზე მივდიოდით, ვიხოცებოდით, ისინი კი შორტებით ალაზანში ბანაობდნენ. ამით აღშფოთებულმა რუსლან გილაევმა ჯერ შევარდნაძეს შეუთვალა, - ამათ თუ არ გარეკავთ, პანკისში ომს მიიღებთო, - მერე, 2001 წელს, მანვე გაწმინდა პანკისი ვაჰაბიტებისგან. კუდამოძუებული არაბების ნაწილი სამშობლოში, ზოგიც - რუსეთში გაფრინდა (ბევრი მათგანი რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოუშვეს). ამის შემდეგ გილაევი ჩეჩნეთში დაბრუნდა. ვაჰაბიტებისგან პანკისის გაწმენდა გილაევის დამსახურებაა (ადგილობრივმა მოსახლეობამ სთხოვა დახმარება და მან მეომრები შემოიყვანა), თუმცა, შემდეგ ეს საქმე ვალერი ხაბურზანიამ (რომელმაც მისი თვალით ნახა ყველაფერი) მიიწერა, თითქოს მან ჩაატარა ანტიტერორისტული ოპერაცია.

- რას იტყვით სირიაში ყველაზე გავლენიან საველე მეთაურზე - თარხან ბათირაშვილზე? ამ ადამიანს უამრავ სისასტიკეს მიაწერენ. რასაც მასზე ამბობენ, მითია თუ რეალობა?
- ცნობილია, რომ არსებობს სპეცსამსახურების მიერ შექმნილი ჯგუფები, რომლებიც ავტორიტეტიანი ადამიანების იმიჯის შელახვაზე მუშაობენ. ამას წინათ აზერბაიჯანში შევხვდი სირიიდან დაბრუნებულ ჩეჩნებს, რომლებმაც თარხან ბათირაშვილი ძალზე დადებითად შეაფასეს. მითხრეს, მეომართა 90% ფულის გამოა წასული სირიაში, უმეტესობა ქურდობსო. ჩემ წინაშე იყო ადამიანი, რომელიც სირიიდან, ე.წ. ჯიჰადის სახელით წარმოებული ომიდან იმედგაცრუებული დაბრუნდა. თუ ალაჰისა და ისლამის მებრძოლი ხარ, ქალის ხელის ხლება არ გეპატიება. ისიც მითხრა, ბათირაშვილს იქ არ შევხვედრივარ, მაგრამ ის ჩეჩნები, რომლებიც მასა და მის შენაერთს იცნობენ, ყველანი დადებითად ახასიათებენო. არსებობს სხვადასხვა ჯგუფი, რომელიც ბათირაშვილის შავი პიარით არის დაკავებული. იქაურობა სავსეა ავანტიურისტებითა და გაიძვერებით.

- საქართველოს დავუბრუნდეთ. ბატონო უმარ, როგორ ფიქრობთ, რა ძალები არიან დაინტერესებული პოლიტიკური ისლამის პროპაგანდით საქართველოში და რა ინტერესი აქვთ მათ ჩვენს ქვეყანაში?
- გარკვეული ძალების ინტერესია, როგორმე ომი გააჩაღონ საქართველოში. მე აქ უფრო რუსეთის ინტერესს ვხედავ, რომელსაც ხელს აძლევს საქართველოში ხალიფატის შემოსვლა. ხალიფატი საქართველოში შეიძლება შემოვიდეს, მაგრამ რუსეთში არ წავა. წარმოიდგინეთ, რომ ისინი ჯერაც არ გამოსულან სირიიდან, რომელიც არცთუ დიდი ქვეყანაა. მათი მეთაურები დროს აჭიანურებენ. ან რატომ არ გადიან რადიკალი ისლამისტები ერაყიდან? იმიტომ, რომ იქ ნავთობია. სადაც ფულია და საბადო, ისინი იქ რჩებიან. ხალიფატის დასამარება აქამდეც შეიძლებოდა, რომ არა - მეზობელი ქვეყნების, მათ შორის თურქეთის ხელშეწყობა. რატომ ყიდულობს თურქეთი - ნატოს წევრი ქვეყანა მათგან ნავთობს, რატომ ამდიდრებენ ხალიფატს? ხალიფატს საქართველო, როგორც სატრანზიტო ტერიტორია, ისე აინტერესებს. თუ შემოვლენ, ჩვენთან არ იომებენ, თავიანთ წესრიგს დაამყარებენ, საწყალი ხალხი გაიქცევა (ისევე, როგორც 2008-ში), ყველა საზღვარს მიაწყდება. ისტორიულად, ქართველი ხალხი მეომარია, მაგრამ ეს დიდი ხნის წინ იყო... ხალიფატს სწადია, ხალხისგან გაათავისუფლოს საქართველო, რათა ხელში ჩაიგდოს სატრანზიტო ტერიტორია. ეს რომ ასე მოხდეს, რუსეთი ყველანაირად გამოიყენებს პოლიტიკურ ისლამს. რუსეთმა იცის, ხალიფატი რუსეთში არ წავა. ისე, თუ წავიდოდა, მეც გავყვებოდი მათ და ჩეჩნეთის გათავისუფლებაში მივიღებდი მონაწილეობას, მაგრამ ასე არ მოხდება. მარტო ქართულმა სპეცსამსახურებმა კი არა, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ვიბრძოლოთ ამ უბედურების თავიდან ასაცილებლად. უნდა შევაჩეროთ ისინი, ჯაშუშებს არ უნდა მივცეთ მუშაობის საშუალება. საქართველო ჩვენი ქვეყანაა და მისი დაცვა ყველას გვმართებს. პუტინს არასოდეს უხსენებია, რომ რუსეთს ისლამური ხალიფატის საფრთხე ემუქრება. რუსებმა და ამერიკელებმა შექმნეს ისლამური ხალიფატი, რუსები ყველგან გზავნიან ჯაშუშ ვაჰაბიტებს და ყველაფერს აკონტროლებენ, ამიტომაც დაზღვეულები არიან ამ საფრთხისგან.

- ალბათ დამეთანხმებით, რომ საქართველოში დესტაბილიზაცია რუსეთის ინტერესის საგანს წარმოადგენს და საამისოდ პანკისი - მისწრებაა. თქვენი აზრით, შეძლებს რუსეთი პანკისის ხეობის გამოყენებას თავისი მიზნებისთვის?

- ეჭვიც არ მეპარება, რომ რუსეთი პროვოცირებას შეეცდება. პანკისი საამისოდ მათთვის კარგი ვარიანტია. შესაბამისმა სამსახურებმა რუსეთის მხრიდან შემოსული ყველა ჩეჩენი თუ ქისტი საგულდაგულოდ უნდა შეამოწმონ, გაარკვიონ, ვინ რას საქმიანობს და რა მიზანი ამოძრავებს. რუსეთს შეუძლია, მოამზადოს და შემოგზავნოს ხალხი, რომელიც შეეცდება, რამე ცუდი ჩაიდინოს საქართველოში. რუსული პოლიტიკა ისეთი ბინძურია, პუტინმა რა შეთანხმებასაც უნდა მოაწეროს ხელი, ყველაფერი სიყალბეა. პანკისს ასე პრობლემატურადაც ნუ განვიხილავთ, დრამატიზება არ არის საჭირო. ამ თემის წინ წამოწევა რუსეთისთვის ხელსაყრელია და ის ეცდება, არა მარტო პანკისის ხეობაში, არამედ აჭარაში, გარდაბანსა თუ ახალქალაქში ვაჰაბიტების სახით, თავისი ჯაშუშები შემოგზავნოს, პროვოკაციები მოაწყოს და ამასობაში მიწები მიიტაცოს. რუსეთს ტერიტორია აინტერესებს, სხვა არაფერი. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

- ბატონო უმარ, რა უნდა გაკეთდეს პანკისის ხეობაში საიმისოდ, რომ პრობლემები თავიდან ავიცილოთ?

- პირველ რიგში, ხეობაში უნდა გაუმჯობესდეს სოციალური და ეკონომიკური პირობები. პანკისი დღეს ყოვლად დაუცველი მხარეა. დუისში ელემენტარული რამ - გაზი არაა გაყვანილი. აუცილებელია, გაძლიერდეს ტრადიციული ისლამი, დასაქმდნენ ახალგაზრდები და ამაღლდეს მათი განათლების დონე, რათა სალაფიტების გავლენის ქვეშ იოლად არ მოექცნენ. მოსახლეობის ცხოვრება გაუსაძლისია, ზოგიერთ საბავშვო ბაღში ბავშვებს დღემდე იატაკზე სძინავთ, დედა შვილს რომ `კორმას~ აჭმევს, ეს ნორმალურია?.. სკოლებზე ლაპარაკი ზედმეტია: გასული საუკუნისას ჰგავს. ამიტომაც მიდიან ბიჭები საზღვარგარეთ. ასეთ გაჭირვებულებს თუ სირიაში 2.000 დოლარს გადაუხდიან, წავლენ, აბა, რას იზამენ? იქნებ ხელისუფლებამ ყურადღება გამოიჩინოს ხეობის მიმართ.

- როგორც ვიცით, ხელისუფლების წარმომადგენლები დაინტერესდნენ და რამდენჯერმე ჩავიდნენ ხეობაში...
- დიახ, მინისტრები რამდენჯერმე ჩავიდნენ ხეობაში, მაგრამ არავის არაფერი გაუკეთებია: დაპირებები გამოთქვეს და წავიდნენ. ახლაც ჩავიდნენ დეპუტატები; ალბათ არჩევნები რომ ახლოვდება, იმიტომ. ავიწყდებათ, რომ ქისტებიც საქართველოს შვილები არიან. საქართველოს თუ დასჭირდა, ჩვენც ქართველებთან ერთად ვიომებთ, რადგან ეს ჩვენი სამშობლოა. სოციალურ-ეკონომიკური გარემო და განათლების დონე თუ გამოსწორდა, სირია-ერაყში არავინ წავა, არც არავინ მოექცევა ვაჰაბიტების გავლენის ქვეშ. ჩაკეტილი რომაა ხეობა, ამიტომაც გადაიქცა ის სპეცსამსახურების სათარეშოდ. არაბი ვაჰაბიტების ზურგს უკან კიდევ რამდენი სპეცსამსახური მუშაობს, ეს ცალკე თემაა.

ნანა ფიცხელაური
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (23)
02.05.2015
ერტი ბახტრიონი უნდა მაგათო, რომ წერთ, სადღა არიან ბახტრიონის მომწყობები? თინა ხიდაშელი? დასავლეთის ფსევდო ქალი, რომელიც ახლა ინიშნება თავდაცვის მინისტრედ ეგ მოაწყობს ბახტრიონს?? აკი აფხაზეტი არ მიმაჩნიაო საქართველოდო , თქვა კიდეც. და მაგისი სამხედრო პოლიტიკა დაიცავს ქვეყანას?? არ არის ხალხი არაა პრობლმა!ვაჰაბისტებივით მუშაობს მათი ტვინი, ფული და ფული, იმიტომაც 6 000 მესაზღვრე 300მდე დაწიეს, ამით მწვანე აუნთეს საზღვარზე თარეშს. ხალხი დაავადებული, განადგურებული, შიმშილისაგან და სიღატაკისაგან წელშია გადამწყდარი. მარტო პანკისში კი არა სრულიად საქართველოა მისახედი სოციალური გაუმჯობესების კუთხით. ქართველი გლეხი რომ მიწას გაყიდის, ქართველი ქართულ მიწას რომ გაყიდის ე.ი.ტვინი გაყწყალდა და მეტი აღარ შეუძლია :((
კაცი-ს
01.05.2015
შემეშინდა. უფალო დაიფარე ჩემი ქვეყანა და ჩემი მართლმადიდებელი ქართველი ერი.
მანდილოსანი
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი