"სამგლე გოჭები"
font-large font-small
"სამგლე გოჭები"
ვიფიქრე, - დაამთავრეს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ: მარგველაშვილი თურქეთში ძლივს წავიდა დაუყვედრებელ-გაუკონტროლებლად (ავი დედამთილის ხელში მორჩილი რძალი მხოლოდ კარის მეზობელთან რომ დადის, დაუკითხავად), მაგრამ ისიც ჩაშხამდა:
დავოსის ყოველწლიური ეკონომიკური ფორუმის ორგანიზატორმა პირადად დაპატიჟა, - იანვარში გვეწვიეო და ჩამოსული არ იყო, ჯერ მანანა კობახიძემ და მერე მაია ფანჯიკიძემ ორ ხმაში "გაუიასნეს":

- არ ვიცით, ვინ რა უთხრა თურქეთში მარგველაშვილს, არ გვინახავს (რატომ არ გინახავს, შე საგარეო საქმეთა მინისტრო?!), ეს მოწვევა პრემიერ-მინისტრს ჯერ კიდევ მაისში აქვს მიღებული და დასტურიც გაგზავნილია, ამიტომ პრეზიდენტი შინ დარჩესო!..
ერთი სიტყვით, მარგველაშვილს ქალები ერჩიან...

ხუმრობა და მაიმუნობა იქით იყოს და, იმის მიუხედავად, რომ პრეზიდენტზე გაბრაზებული ვარ (საგანგებოდ არ ვწერ ამ სიტყვას ბრჭყალებში, რადგან მართლა გაბრაზებული ვარ. იხ. წინა "პროვოკაცია"), ანუ რუბიკ ხაჩიკიანისა არ იყოს, - "ლიჩნუიუ ნეპრიაზნ იმეიუ", მაინც ვიტყვი, რომ ზოგიერთი უკვე დაუკრეფავში გადადის: რატომ მაგებინებ მე - პროვოკატორს ან სხვა რიგით ამომრჩეველს თქვენი ამ საჩოთირო უთანხმოების შესახებ?! მიხედეთ მანდ თქვენს საქმეს, რა!

კარგი, სხვა თემებზე გადავიდეთ: გურიასა და აჭარაში სტიქია არ ცხრება, წყალმა და მეწყერმა წაიღო გზები და ყანა-ბაღები; ადგილზე მდგომარეობის სანახავად... ვაი! როგორ გადავიდე სხვა თემაზე?! აი, ნახეთ: ჯერ მარგველაშვილი ჩავიდა აჭარაში და დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა, - თქვენ მოგიკვდეთ ჩემი თავი, ყველაფერს აგინაზღაურებთო... ერთი კვირის მერე ღარიბაშვილი ჩავიდა გურიასა და აჭარაში და ვიზიარებ თქვენს მწუხარებას, ყველაფერს მე აგინაზღაურებთ, ის რისი გადამხდელია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვალებს ვერ იხდისო (ისევ, იხ. წინა "პროვოკაცია")...

რა ვქნა, რა წყალში ჩავვარდე?! რამე თემა მინდა, რომელშიც ამათ კინკლაობას ავცდები... აი, "ნიუსებს" გადავხედავ... ჰო, ა ბატონო: საქართველოს პრემიერ-მინისტრი ახალი ინიციატივით გამოდის (უფრო ზუსტად: ახალი კი არა, მივიწყებული) და საქართველოს გავლით "დიდი აბრეშუმის გზის" აღდგენაზე საუბრობს. სულ ვფიქრობდი, რაღაცის ნახვა მინდა ენციკლოპედიებში და ინტერნეტში-მეთქი და ვერ ვიხსენებდი (ეეეჰ, სიბერევ...) და აი, გამახსენდა: აბრეშუმის გზა! მოდი, ვნახოთ... მე, ჩემი "პროვოკაციულად მოწყობილი" ტვინის გამო მახსოვს რაღაც სხვანაირად თუ მართლა ასეა?..

ეეეეჰ, სამწუხაროდ არ ვცდებოდი... რა და, - "აბრეშუმის გზა", არც "დიდი" და არც "მცირე", საქართველოზე არ გადიოდა. ერთადერთი წყარო ინტერნეტში, რომელიც ამბობს, რომ ეს გზა ჩვენს ქვეყანაზე იდო და ევროპას ფაზისის ნავსადგურიდან შავი ზღვით უკავშირდებოდა, ქართული "ვიკიპედიაა", ოღონდ ის კი ვერ მოუფიქრებია ამ სატატიის დამწერ "ისტორიკოსს", რომ რუკაც შეეცვალა და ის არ დაეტოვებინა, რაც მსოფლიოს დანარჩენ ენებზე მოცემულ სტატიებშია - იმ რუკაზე კარგად ჩანს, რომ "აბრეშუმის გზა" კარგა დიდზე სამხრეთით გადის ჩვენგან.

იქნებ ვინმემ თქვას, რა მნიშვნელობა აქვს, ათასი წლის წინ რა იყო? მაშინ თუ არ გადიოდა, ახლა გავიყვანოთო. გეთანხმებით, მაგრამ იცით, რატომ გავამახვილე ამაზე ყურადღება? რატომ და, ჩვენი ძველი ავადმყოფობის სიმპტომები მენიშნა: ღობეში გაჭედილი ("გაკვეხებული" უფრო ზუსტი სიტყვა იქნებოდა) გოჭივით, არც იქით რომ ვართ და არც აქეთ ანუ თუ ევროპა და ასოცირება გვინდა, რა გვეაბრუშუმისგზება?! ღობე-ყორეს (ვაჰ, ისევ ღობე!) რომ ვედებით, იმიტომ არის, რომ ევროპას "დერეფნობას" ვეხვეწებით და ისიც არ გვეღირსა - ჯერჯერობით უკანონოდ მიშენებული ლოჯიის სტატუსს ვერ გავცდით და ახლა ამ ლოჯიის "დაკანონებას" ველოდებით. არადა, არც იმათი საწინააღმდეგო არგუმენტ გვაქვს, ეს ლოჯია ფასადს ამახინჯებსო, რომ ამტკიცებენ...

P.S. ამ დღეებში ფეხბურთის მსაჯები დაიჭირეს, ტოტალიზატორში მაიმუნობის გამო და ერთი იდეა მომივიდა: ხომ შეიძლება, ფეხბურთის ანგარიშებისა და წითელ-ყვითელი ბარათების მაგივრად, რომელსაც თურმე, მსაჯები "აკეთებენ", ასეთი ფსონები მიიღონ ტოტალიზატორებმა:
ვინ წავა დავოსში?
- ღარიბაშვილი 1.01
- მარგველაშვილი 20.00
- ორივე 20.00
და კიდევ ასეთი:
გვეშველება რამე?
- კი 100.00
- არა 1.01
პროვოკატორი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი