"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...
font-large font-small
"თბილისის მერი გინდა, გეი იყოს და გინდა - შმეი"...
მომღერალი ნუგზარ კვაშალი პოლიტიკაში საკმაოდ გათვითცნობიერებული აღმოჩნდა. რასაკვირველია, მას თავის ქვეყანაზე გული შესტკივა და დღევანდელ პოლიტიკას საბჭოთა კავშირის დროინდელ პოლიტიკას ადარებს...
- ზუსტად შვიდი მთავრობა გამოვიცვალე. კომუნისტების დროს გურულებს პოლიტიკური აზროვნება ყველაზე მეტად ჰქონდათ განვითარებული, მაგრამ მაშინდელი მასმედია პოლიტიკით დღევანდელივით გადატვირთული არ ყოფილა. მაშინ ქვეყნის სათავეში ძლიერი მთავრობა იყო და ხალხმა არც კი იცოდა, ვინ რომელ თანამდებობაზე დანიშნეს, ვინ - მოხსნეს და ა.შ. მაშინ ხალხს ჰქონდა შიში, რომელიც "შეიქმს სიყვარულსა". მერე სხვადასხვა მთავრობა მოვიდა და დემოკრატიისკენ დავიძარით. სწორედ მაშინ დაიწყეს ქართველებმა თავზე ხელაღება, რადგან დამუხრუჭებულ ადამიანს საშუალება მიეცა, გახსნილიყო. ახლა პოლიტიკაში ხელოვნებამ და მეცნიერებამაც კი შეტოპა... ხელოვნება დიდი პოლიტიკაა, ხოლო პოლიტიკა - ძალიან დიდი ხელოვნება. პოლიტიკოსებს ისეთი სცენარის განხორციელება, სპექტაკლების დადგმა და რეჟისურა შეუძლიათ, რომ სტანისლავსკისა და ფელინის აჯობებენ. ჩემი აზრით, პოლიტიკა მძიმე, ბინძური თამაშია. ასე მგონია, თუ თბილისი დალაგდება, საქართველოც დალაგდება. უნდა დალაგდეს თუნდაც მერიისა და საკრებულოს ჩხუბი და დავიდარაბა, კულტურის სამინისტროსა და მისი მინისტრის მოადგილეების მოხსნა... მოკლედ, აბსოლუტური ქაოსია, რომელიც სხვისი თვალით შესაძლოა, ისე არ ჩანს, მაგრამ ჩემი თვალით - ჩანს. დღეს მთელი საქართველო თბილისშია, რადგან სხვაგან ფული არ იშოვება. მრცხვენია, რომ კულტურა არ ფინანსდება. გარდა ამისა, არ ვიცი, რა ეშველება ჯანდაცვას. მომღერლები და სხვა ხელოვანი, ლეგენდარული ადამიანები, რომლებიც სამწუხაროდ, ძალიან ცოტანი შემოგვრჩნენ, ავად რომ ხდებიან, ამაზე არავინ წუხს. წელიწადში ერთხელ მაინც დაუძახონ, გაესაუბრონ და მათი გაჭირვებაც გამოიკითხონ. ეს ძალიან ცუდი პოლიტიკაა. ჯერ არ ვიცი, ახალი მთავრობა როგორია. მგონია, რომ ქართველები ვჩქარობთ, ყველაფერი სწრაფად გვინდა დალაგდეს. არჩევნებიდან ჯერ ხომ ორი წელი არც გასულა. საქართველოში ორი-სამი წელი მაინც უნდა მთავრობას, სანამ დალაგდება და აზრზე მოვა. გავიხსენოთ საბჭოთა კავშირი, სადაც რამდენიმე ქვეყანა იყო გაერთიანებული. ყველა ერთნაირად ფინანსდებოდა ჩვენი "დედაქალაქისგან" - მოსკოვისგან, მაგრამ რატომღაც საქართველო ყოველთვის პირველ ადგილზე იდგა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ვართ უნიჭიერესი ერი. დღეს ამ ნიჭს ვეღარ ვხედავ, რადგან ქართველები მას სხვა რამეში იყენებენ. სანამ ქართველები ერთმანეთს არ შეიყვარებენ, მანამდე არაფერი გამოვა. ევროპასთან ინტეგრირება რომ გვინდა, ვართ ამისთვის მზად? ჩადით ერთი და ნახეთ, სოფლებში რა ხდება. ევროპა კი არა, საქართველოს დედაქალაქის სახელი აქვთ დავიწყებული, რადგან სარჩო არ გააჩნიათ. ამიტომ კეთილი ინებონ პოლიტიკოსებმა და მთავრობამაც და ხალხს მიხედონ. ჩემი პოლიტიკა კონცერტებია. წელიწადში 300 კონცერტი უნდა ჩავატარო. უნდა ჩავაკითხო გლეხებს მინდვრებში, ყანებში, ვენახში და იქ ვუმღეროთ მეც და სხვა მომღერლებმაც. ამას ჰქვია დიდი პოლიტიკა, რადგან ის გლეხი თბილისში შენს კონცერტზე დასასწრებად ვერ ჩამოვა. ჩვენ რომ ადრე იქ ჩავდიოდით და ვუმღეროდით, შრომისუნარიანობა 38 პროცენტით იმატებდა. დღეს ამისთვის არავის სცალია. დაველოდები კიდევ ორ წელს, მაგრამ მერე პენსიაზე გავალ და ჩემი პოლიტიკაც იქ დამთავრდება.

- როგორც მივხვდი, თბილისზე გული ძალიან შეგტკივათ. წინ მერის არჩევნები გველოდება. ამ საკითხზე რა აზრის ბრძანდებით?

- ძალიან ბევრმა მერმა გაიარა ჩემს თვალსაწიერში. ჩემს ახალგაზრდობაში მერი პიროვნება იყო ანუ ადამიანი, რომელსაც ქალაქი იცნობს და დიდ პატივს სცემს. არ იყო სავალდებულო, რომ ის ეკონომისტი, ფინანსისტი ან "ვიღაცისტი" ყოფილიყო. მერი ქალაქის სახე უნდა ყოფილიყო. მაგალითად, ასეთები იყვნენ ოთარ ლითანიშვილი და ნიკო ლეკიშვილი. ისინი ნამდვილი თბილისელები გახლდნენ.

- ანუ ემხრობით იმ მოსაზრებას, რომ ქალაქის მერი აუცილებლად თბილისელი უნდა იყოს?

- არა, დღეს უკვე ეს მნიშვნელოვანი აღარ არის. ქალაქის მერი უნდა იყოს კაცი, რომელიც თბილისს მიხედავს. ძალიან ცუდია, როცა აფასებენ, ეს "ნაციონალების" კადრია, ეს - "ოცნებისო". ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, საქმე კარგად გააკეთოს და ვინც უნდა, ის იყოს. თუ უნდა, გეი იყოს და თუნდაც - შმეი. ახლა მერობის ერთ-ერთი კანდიდატი დავით ნარმანიაა და ვიცი, რომ უნიჭიერესი ადამიანია. ამბობენ, მეგრული აქცენტი აქვსო. მერე რა?

- თბილისში ახალი პროექტი - "პანორამა თბილისი" უნდა განხორციელდეს, კვერცხის ფორმის საბაგირო გზები და დახრილი ლიფტები უნდა აშენდეს. ამ პროექტზე რა მოსაზრების ბრძანდებით?
- ძველ თბილისს ის ახალი ხიდი არ მოუხდა. კარგია, თანამედროვე და მშვენიერ ნაგებობებს თუ ააშენებენ, მაგრამ ამას წინათ ვნახე, ძველ თბილისში რა პირობებში ცხოვრობენ ქართველები. მათი სახლები, ფაქტობრივად, სანახევროდ დანგრეულია. კეთილი ინებონ და ჯერ ის სახლები გაუკეთონ ხალხს. ამოუდგნენ მხარში ძირძველ ქალაქელებს და მიხედონ. მერე კვერცხის კი არა, თუ უნდა, კამათლის და თუნდაც დომინოს ფორმის საბაგიროები და ტრამვაები გააკეთონ. რასაც გააკეთებენ, ყველაფერი თბილისს დარჩება.

- დაბოლოს: ახლა პოლიტიკურად ყველაზე აქტუალური - მიხეილ სააკაშვილის პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებაა. ამ საკითხზე რა კომენტარს გააკეთებთ?

- ამერიკაში ახლობლობა და მეგობრობა ისე არ იციან, როგორც საქართველოში. მიშა სააკაშვილიც ერთ-ერთ ამერიკელად მიმაჩნია, რადგან იქაურ უმაღლეს სასწავლებელში სწავლობდა. მეუღლეც იქაური შეირთო, რომელმაც საქართველოც შეიყვარა და ქართულიც ისწავლა. სანდრა ქართულად გველაპარაკება, სააკაშვილი - ინგლისურად. მესმის, რომ ინგლისური კარგად იცი, მაგრამ ეს მთავარი ხომ არ არის? ახლა უკვე პრეზიდენტი კი არა, ექსპრეზიდენტი ხარ და ვალდებული ხარ, ჩამოხვიდე და გამოძიებას შეკითხვებზე პასუხები გასცე. დისტანციურად ვუპასუხებო, ამბობს. დისტანციური მხოლოდ პულტი ვიცი. ჩემი აზრით, ის საქართველოში ვერ ჩამოდის, რადგან ეშინია - შესაძლოა, თავის ამერიკაში ვეღარც დაბრუნდეს...
ნათია ჟივიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (10)
30.05.2015
Toje mne politikan!
nugzarchik
29.05.2015
ნუგზარ- ერთ დროს მიშა გაბოდებდა და ლამის გეცემა ყველა ის ადამიანი ვინც მასზე ცუდს იტყოდა დაგავიწყდაა შე მედროვე-მედროგევ:დ)))პ.ს. ისე კი ,ფულის კეთება კარგად გეხერხება:დ
მედროვევ
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი