"არ ვიცოდით, როგორი მხეცები იყვნენ "ისლამურ სახელმწიფოში" - გზაპრესი

"არ ვიცოდით, როგორი მხეცები იყვნენ "ისლამურ სახელმწიფოში"

გამტაცებლების იმეილი და მშობლების იმედი

ჯეიმს ფოულის მამა გამოტყდა, რომ მან "ისლამური სახელმწიფოს" სისასტიკის სათანადოდ შეფასება ვერ მოახერხა. მკვლელობამდე, წინა კვირაში მიღებულმა მეილმა ოჯახს დამატყვევებლებთან მოლაპარაკების იმედი ჩაუსახა.

ჟურნალისტის მშობლების "ისლამური სახელმწიფოს" მკვლელების მიერ ტანჯვის შესახებ მთელმა მსოფლიომ მაშინ გაიგო, როცა მათი იმეილის მთლიანი ტექსტი გავრცელდა.

მშობლებმა თქვეს, რომ შვილის აღსასრულის ვიდეოს თავიდან ბოლომდე უყურეს, რადგან მათ უნდა სცოდნოდათ, რა მოხდა. მისტერ ფოულიმ თქვა, რომ ის,"როგორც ქრისტიანი", საკუთარი შვილის მკვლელებს მიუტევებს, მაგრამ "ახლა არა". ამის შესახებ ინფორმაციას Daily News ავრცელებს.

ამერიკელი ჟურნალისტის გამტაცებლებმა სულ 6 შეტყობინება გამოგზავნეს, მათ შორის ბოლო მთავრდებოდა სიტყვებით: "ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ წყურვილს თქვენი სისხლით არ დავიკმაყოფილებთ".

GzaPressჯონ ფოულიმ განაცხადა: "იმეილის ნახვით ნამდვილად ავღელდი და იმედი მომეცა, მიუხედავად ტექსტის ბოლოში გაკეთებული დასკვნისა, რომ ისინი ჯიმს სიკვდილს მიუსჯიდნენ. ეს სიტყვები სათანადოდ ვერ შევაფასეთ. ვერ გავაცნობიერე, რეალურად როგოი სასტიკები არიან ისინი. იმედი მქონდა, მათთან მოლაპარაკებაში ჩართვას შევძლებდი, რახან ისინი კონტაქტზე გამოვიდნენ, რა ფუფუნებაც მანამდე თითქმის არ გვქონდა.

ჯეიმსის დედამ, დაიან ფოულიმ თქვა: "ბოლოს ისინი დეკემბერში შეგვეხმიანენ. რამდენიმე იმეილი მივიღეთ, მაგრამ შემდეგ მათ კონტაქტი გაწყვიტეს. ამიტომ, მათ მოუთმენლად ველოდით. სპეციალური იმეილი შევადგინეთ იმ იმედით, რომ მათ ყურადღებას მივიქცევდით.

ჯეიმსის ამტანობა

მშობლებმა ასევე ისაუბრეს მათი შვილის დიდ სიმამაცეზე. ამის შესახებ ფრანგმა ჟურნალისტმა ისაუბრა, რომელიც ჯეიმსთან ერთად ტყვედ იყო აყვანილი. მისი თქმით, ჯეიმსს სხვა ტყვეებზე სასტიკად ეპყრობოდნენ და სჯიდნენ, იმ მიზეზის გამო, რომ ის ამერიკელი იყო.

GzaPressდაიან ფოულიმ თქვა: "ჯიმის გამბედაობა და განსაკუთრებით მისი თანაგრძნობა და სიყვარული იმ "ყუთში", როგორც მას უწოდებენ, პასუხი იყო ლოცვაზე... უამრავი ადამიანი ლოცულობდა ჯიმისთვის".

როცა მშობლებმა ისაუბრეს მათთან, ვინც ჯეიმსთან ერთად იყვნენ მძევლად აყვანილები, შეიტყეს, რომ მიუხედავად ჟურნალისტის ფიზიკური და მორალური წამებისა, ის ყოველთვის ინარჩუნებდა ძალას სხვების დასახმარებლად და ასევე, მზად იყო გამტაცებლებთან კომუნიკაციისთვის, როცა საქმე საკვებს და გარკვეულ პირობებს შეეხებოდა.

პაპი ფრანცისი

ისინი ამბობენ, რომ მწუხარება პაპ ფრანსისს გაუზიარეს, როცა პაპმა მათ ვატიკანიდან დაურეკა. წყვილისთვის პაპის სიტყვა ამ ბარბაროსული მკვლელობის შემდეგ დიდი ნუგეში იყო.

 

მათ არ გაამხილეს, რაზე ისაუბრეს პაპ ფრანცისთან სატელეფონო საუბრის დროს, მაგრამ თქვეს, რომ ძალიან მადლიერები არიან ამ ზარისთვის მაშინ, როცა თავად პაპი განიცდის საკუთარ დანაკარგს - მისი ორი პატარა ძმისწული და მათი დედა იმავე კვირაში, არგენტინაში დაიღუპნენ ავტოავარიაში.

 

ჟურნალისტისმიდრეკილებასაფრთხისკენ მშობლებმა აღიარეს, რომ თავდაპირველად არ ესმოდათ ჟურნალისტი შვილის სურვილი, საკუთარი თავი უკიდურეს საფრთხეში ჩაეგრო.

მისის ფოულიმ თქვა: "როგორც მშობლებს, მისი გაგება გვიჭირდა. ის 2012 წლის ოქტომბერში, თავის დაბადების დღეზე სახლში იყო, ისე კარგად გამოიყურებოდა... ვთქვი: "ჯიმ, იქნებ შობამდე მაინც დარჩე სახლში". მან მიპასუხა: "ოჰ, დე, უნდა დავბრუნდე, მაგრამ შობისთვის სახლში ვიქნები".

"ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა პრობლემებს... მას ყველაფრის მოგვარება უნდოდა, განსაკუთრებით, ბავშვების პრობლემების. ის აგროვებდა ფულს სასწრაფო დახმარებისთვის, როცა ადამიანები საავადმყოფოში ურიკებით მიჰყავდათ. რაც უფრო მეტ ტანჯვას ხედავდა, მით უფრო უდიდდებოდა გული".

ფოულის ოჯახი სოტლოფის შეწყალებისთვის

ფოულის ოჯახი ჯეიმსის ტყვეობის განმავლობაში გამუდმებით ითხოვდა სხვა ჟურნალისტების შეწყალებასაც. ჟურნალისტებს უშვებდნენ, მაგრამ ერთ-ერთი ამერიკელი რეპორტიორი, სტივენ სოტლოფის ისევ ტყვეობაშია.

მათ მოკლე კომენტარები გააკეთეს ჟურნალისტისა და ყოფილი მძევლის, დევიდ როდის ესეში. ის მიმართული იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკისადმი, რომელიც კრძალავს მოლაპარაკებების გამართვას ტერორისტებთან.

მშობლებმა თქვეს, რომ ისინი ამ თემასთან დაკავშირებით მომავალშიც გააკეთებენ განცხადებებს და არ გაჩუმდებიან. მისტერ ფოულიმ თქვა: "გვესმის, რომ ეს ძალიან რთული შემთხვევაა. რა საკვირველია, ვგრძნობთ, რომ მოლაპარაკებების პროცესი გაუწონასწორებელი და ამ მომენტში იმაზე ვლოცულობთ, რომ სტივენ სოტლოფი შეიწყალონ".

უშედეგო მოლაპარაკებები ტერორისტებთან

"ისლამური სახელმწიფოს" იმეილების რაოდენობამ იმატა მას შემდეგ, რაც ფოულის ოჯახმა დაადასტურა, რომ ისინი მილიონობით დოლარის შეგროვებას ცდილობდნენ. ტერორისტები 134 მლნ დოლარს ითხოვდნენ ფოულის გაშვებისთვის. მშობლებმა იცოდნენ, რომ მთლიან თანხას ვერასდროს შეაგროვებდნენ, ამის მიუხედავად, მათ 5 მლნ დოლარი შეაგროვეს იმ იმედით, რომ ჯიჰადისტები დათანხმდებოდნენ. ამის შესახებ ჯეიმსის ყოფილი რედაქტორი, ფილ ბალბონი საუბრობს ჯონ და დაიან ფოულებს მათი შვილის ტყვეობის პირველ პერიოდში ნება დართეს, რომ ჰეიმსისთვის სამი პირადი, ისეთი კითხვა გაეგზავნათ, რაზეც მხოლოდ მას ეცოდინებოდა პასუხი - მაგრამ მიღებული სწორი პასუხები ვაჟიშვილთან მათი უკანასკნელი კონტაქტი აღმოჩნდა.

დღეს, სანამ ჯონი და დაიანი თანხის შეგროვებას ისევ სასოწარკვეთილნი ცდილობდნენ, "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში ვიდეო ატვირთა, სადაც ჟურნალისტის სასტიკი მკვლელობა იყო ასახული.

იმეილი მიმართული იყო ასევე დასავლელი ტყვეებისკენ, რომლებიც "ისლამურმა სახელმწიფომ" დაიჭირა, როგორც "თქვენი საზოგადოების ნაძირლები". წერილში ეწერა: "მათ ლომის ბუნაგში შესვლა გაბედეს, ლომმა კი ისინი გადასანსლა".

 

GzaPress ორგანიზაციამ Globalpost, სადაც ფოული ტყვედ ჩავარდნამდე მუშაობდა, იმეილი მთლიანად გამოაქვეყნა. ორგანიზაციამ განაცხადა: "ფოულის ოჯახი ტერორისტების წერილის სრული ვერსიის გამოქვეყნებას დათანხმდა. GlobalPost-მა ამის გაკეთება გამჭვირვალობის და ჰეიმსის ამბის მოსაყოლად გადაწყვიტა. გვჯერა, ტექსტი "ისლამური სახელმწიფოს" მოტივაციისა და ტაქტიკის მიხვედრის საშუალებას იძლევა".

ფოული 2012 მაშინ მოიტაცეს, როცა სირიაში შექმნიი კონფლიქტის შესახებ ცდილობდა, Globalpost-ისთვის და საფრანგეთის სიახლეების სააგენტოსთვის შეეტყობინებინა.

იმეილში ეწერა, რომ ფოულის ოჯახს "მოლაპარაკებების შანსი ბევრჯერ მიეცა".

"ისლამური სახელმწიფოს" არარეალური მოთხოვნები

ტერორისტები "სინამდვილეში არასდროს ამხელდნენ თავიანთ მოთხოვნებს, - CNN-ს ამის შესახებ Globalpost-ის დირექტორი, ფილიპ ბალბონი ესაბრება. - მათ საკუთარი მოთხოვნების წამოყენების დასაწყისში 100 მილიონი ევრო ან მუსლიმანი პატიმრების გათავისუფლება სურდათ.

ბალბონიმ NBC-ს განუცხადა, რომ მოთხოვნა ისეთი მასშტაბური იყო, თავიდანვე იტყობინებოდა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების წარმოება არ სურდა.

"სერიოზულად არ მიგვიღია. ეს იმდენად გადაჭარბებული მოთხოვნა იყო, ამხელა თანხის შეგროვება არავის შეეძლო".

GzaPressბალბონიმ თქვა, რომ ფოულის მშობლებმა იმეილზე პასუხი გასცეს, ტერორისტებს შეწყალება და დროის მიცემა სთხოვეს, მაგრამ ამის შემდეგ პასუხი აღარ მიუღიათ.

ფოულის ოჯახს მებრძოლებისგან ჯეიმსზე არაფერი გაუგიათ მისი გატაცებიდან მთელი წელიწადის განმავლობაში, სანამ 2013 წლის 26 ნოემბერს "ისლამური სახელმწიფოს" ტერორისტებმა იმეილი არ გამოაგზავნეს, სადაც ბევრ ფულს ითხოვდნენ.

იმეილში ფოულის იდენტიფიკაციის დადასტურების შემდეგ, მათ 100 ევრო, ანუ 132,5 მლნ დოლარი ან ამერიკელების მიერ დაპატიმრებული მუსულმანების განთავისუფლება მოითხოვეს.

GlobalPost-ის დირექტორმა, ფილ ბალბონმა აღნიშნა, რომ ევროპულმა მთავრობებმა ბევრად ნაკლები თანხა გაიღეს იმისთვის, რომ "ისლამური სახელმწიფოსგან" გამოეხსნათ საკუთარ ტყვეები.

ამერიკული პოლიტიკა კი მთავრობის და ტერორისტების მოლაპარაკებებს და გამოსყიდვის თანხის გადახდას კრძალავს.

უკანასკნელ იმეილში მოთხოვნები აღარ ეწერა: ეს უბრალოდ, ცივად ატყობინებდა ოჯახს, რომ "ისლამური სახელმწიფო" მათ შვილს მოკლავდა.

მუქარები ამერიკის შეერთებულ შტატებს

"თქვენ და თქვენი მოქალაქეები დაბომბვის გამო პასუხს აგებთ! - ეწერა იმეილში, - პირველი ამერიკელი მოქალაქის სისხლი ჯეიმს ფოულის ეკუთვნის! ის აღესრულება, როგორც პირდაპირი შედეგი თქვენი ტრანსგრესიებისა ჩვენ მიმართ!"

ჯეიმს ფოულის მშობლებმა ნიუ ჰემპშირში, საკუთარი სახლის წინ ისაუბრეს შვილის სიკვდილზე.

"ის არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ბევრი ადამიანისთვის წარმოადგენდა ინსპირაციას, - თქვა აცრემლებულმა ჯონ ფოულიმ, - გვენატრება მისი სიმამაცე, სიყვარული, სიმტკიცე, მისი სიცილი და მისი ღიმილი".

დაიან ფოულიმ თანაგრძნობისკენ მოუწოდა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერებს, რომლებმაც მისი შვილი მოკლეს და რომლებსაც ახლა თან ჰყავთ ამერიკელი ჟურნალისტი, სტივენ სოტლოფი.

გამტაცებლები33 წლის სოტლოფის მოკვლით იმუქრებიან. ის 2013 წლის აგვისტოში ჩავარდა "ისლამური სახელმწიფოს" ხელში. ის ჯეიმს ფოულის მკვლელობის ვიდეოზე სულ ცოტა ხნით ჩანს ისეთ ნარინჯისფერ სამოსში, როგორიც ფოულის ეცვა.

"ისლამური სახელმწიფოს" ლიდერები იმუქრებიან, რომ სოტლოფი შემდეგი მსხვერპლი იქნება, თუ შეერთებული შტატები ერაყში სამხედრო დარტყმებს არ შეწყვეტს.

პრეზიდენტმა ობამამ ფოულის მკვლელობისთვის სასჯელი გამოიტანა, მაგრამ არ უხსენებია, რომ ამერიკა სამხედრო მოქმედებებს შეწყვეტს.

 

თარგმანი dailymail.co.uk-იდან

მოამზადა ეკა აბაშიძემ