”ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან ”თეთრი კვამლი” ამოვიდა - პარტიის აღმასრულებელი მდივნის ადგილი შეივსო - გზაპრესი

”ნაციონალური მოძრაობის” ოფისიდან ”თეთრი კვამლი” ამოვიდა - პარტიის აღმასრულებელი მდივნის ადგილი შეივსო

მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ ”ნაციონალური მოძრაობა” პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ზურაბ ჯაფარიძემ დატოვა. დღეს აღნიშნულ ვაკანსიაზე 2 კანდიდატი იყო წარდგენილი - გიორგი ვაშაძე და სერგო რატიანი.

კენჭისყრა 2 ტურად ჩატარდა, ვინაიდან პირველ ტურში ხმები თანაბრად გაიყო. საბოლოოდ კი აღმასრულებელი მდივნის ადგილი სერგო რატოანს ერგო.

ბატიონი გიორგი ბარამიძე სხდომის ფოტოტრანსლაციას ”ონლაინ”, თავის ”ფეისბუკის” გვერდზე ახდენდა და ინფორმაციას ყოველ 5 წუტში ანახლებდა. გულშემატკივრები გულმოდგინედ ელოდნენ ”თეთრი კვამლის” ამოსვლას და როგორც იქნა, ბატონმა გიორგიმ საბოლოოდ კენჭისყრის შედეგებიც გვამცნო:

”სიობრივად დაზუსტებით ხმები ახლოს გაიყო. მაგარი გრძნობაა, პარტიაში ახალი და კარგი პროცესი.

სერგო რატიანმა აიღო 28 ხმა, გიორგი ვაშაძემ - 25. ვულოცავ სერგოს ენმ-ს აღმასრულებელ მდივნად არჩევას!

მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გადაკოცნეს. ჩვენ ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ!”