ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება - გზაპრესი

ყველაფერი კარბელაშვილის შესახებ: სკანდალური დეპუტატის პირადი ცხოვრება და დეკლარირებული ქონება

დეპუტატი გიორგი კარბელაშვილის გარშემო განვითარებული მოვლენების შედეგად მის მიმართ ინტერესი გაიზარდა. AMBEBI.GE დეპუტატის პირადი, პროფესიული ცხოვრებითა და ქონებრივი დეკლარაციით დაინტერესდა.

ჰყავს მეუღლე ეკატერინე პაპავა და ორი შვილი ანდრია და იავნანა კარბელაშვილები. დეპუტატმა ქალიშვილს იავნანა დედის საპატივცემულოდ დაარქვა. კარბელაშვილის მეუღლის საკუთრებაშია რამდენიმე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი თბილისში და ქვიშხეთში. წყვილი ასევე ფლობს ედმონდ კალანდაძის და ლადო გუდიაშვილის ძვირადღირებულ ტილოებს.

რაც შეეხება მის პროფესიულ საქმიანობას, ის კავშირგაბმულობის ინჟინერია. 1979 წელს ტელერადიოკომიტეტში მუშაობდა ელექტრომექანიკოსად. 1980 წელს თბილისის სატელეფონო კვანძში გადავიდა, 1983 წლიდან რადიოფიკაციის რესპუბლიკურ კვანძში დაიწყო მუშაობა, ასევე, ელექტრომექანიკოსად, თუმცა, საბოლოოდ, უფროსი ინჟინრის თანამდებობასაც მიაღწია.

1990-1992 წლებში საქართველოს კავშირგაბმულობის სამინისტროში გადავიდა ელექტროკავშირგაბმულობის ინსპექციის უფროსად. მუშაობა 1996 წელს განაახლა და ორი წლის განმავლობაში "ტელენეტის" გენერალური დირექტორის მოადგილის პოსტიც ეკავა. 1998 წელს საქართველოს კავშირგაბმულობისა და ფოსტის მინისტრის მოადგილეც გახდა. 2002 წელს საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მოადგილე იყო; 2004 წლის თებერვლიდან "საქაერონავიგაციის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გახდა. 2008 წლის ივლისიდან დეკემბრამდე

საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილედ დაინიშნა, 2009 წლის მარტიდან სექტემბრამდე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც გახდა; 2009 წლის სექტემბრიდან კი ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე იყო. 2012 წლის არჩევნებზე ის კენჭს "ნაციონალური მოძრაობის" სიით ვაკის მაჟორიტარ დეპუტატად იყრიდა. თუმცა არჩევნებში დამარცხდა. წინასაარჩევნოდ ციხის კადრების გასაჯაროვებამ მისი აღშფოთება გამოიწვია, საქმის გამოძიება და სოლიდარობის ნიშნით გამოძიების დასრულებამდე ციხეში ყოფნის სურვილი გამოთქვა.

თამარ ბოჭორიშვილი