ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"
font-large font-small
ღარიბაშვილის პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც ლარმა გაუფასურების პიკს მიაღწია - "ნუ აჰყვებით მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს"
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ ლარის კურსთან დაკავშირებით ადგილი აქვს აბსოლუტურად გამოკვეთილ სპეკულაციას და აჟიოტაჟს.
პრემიერმა დღეს მთავრობის სხდომიდან მოუწოდა ბიზნესმენებს და მოსახლეობას, ნუ აჰყვებიან მედიის და ექსპერტების მიერ შექმნილ ქაოსს და დაეყრდნონ მთავრობისა და ეროვნული ბანკის ოფიციალურ ინფორმაციას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებს სთხოვა განმარტებები გააკეთონ ლარის კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით, რის შემდეგაც საკუთარი რეზიუმე წარმოადგინა.

"მე მქონდა საუბარი კოლეგებთან. ასევე ვიცი, რომ თქვენც გქონდათ კომუნიკაცია ბანკების წარმომადგენლებთან და ეროვნულ ბანკთან. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სახეზე გვაქვს აბსოლუტურად გამოკვეთილი სპეკულაცია და აჟიოტაჟი. ეს არის ემოციურ-ფსიქოლოგიური ფაქტორი. მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ არ აყვნენ ემოციურ აჟიოტაჟს და როგორც ბატონმა გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, დიდი შანსია იმისა, რომ თუ ისინი აჟიოტაჟს წამოეგებიან, ძალიან მალე დაკარგავენ უფრო მეტს, ვიდრე მოიგებენ. მთავარია სიმშვიდე შევინარჩუნოთ. ჩვენს ეკონომიკაში, მაკროეკონომიკაში არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, პირიქით, ეს ეტაპი გადავლახეთ", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, 330 მილიონ დოლ
არზე ნაკლებია გასული ქვეყნიდან, ასევე აღმოფხვრილია დისბალანსი ექსპორტ-იმპორტს შორის და არავითარი ფუნდამენტური პრობლემები ამ ეტაპზე არ გვაქვს.

"ამიტომ უნდა დავასკვნათ, რომ ეს არის აჟიოტაჟი, რომელიც უნდა მოიხსნას და ადრე თუ გვიან, მოიხსნება კიდეც. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს მალე გადაივლის. ასეთია ეროვნული ბანკის ვარაუდიც, ამიტომ მინდა მოსახლეობას მივმართო, რომ სიმშვიდე შეინარჩუნოს. მინდა ჩვენს მოქალაქეებს და ბიზნესმენებს ვუთხრა, ნუ აჰყვებიან მედიასაშუალებებს, მათ მიერ შექმნილ აჟიოტაჟს და ქაოსს და უპასუხისმგებლო ექსპერტებისა და პოლიტიკოსების გამონათქვამებს. ოფიციალური ინფორმაცია მომდინარეობს მთავრობისა და ეროვნული ბანკისგან. გთხოვთ, დაეყრდნოთ ამ ინფორმაციას და არა ვიღაც გაუგებარ, უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებსა და ექსპერტებს, რომლებიც ყველაფრის ექსპერტები არიან", - განმარტა პრემიერმა.

მან ასევე მთავრობის მხრიდან ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობისა და კოორდინაციის სრული მზადყოფნა გამოთქვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი