ანტიდასავლური განწყობა და საქართველო
font-large font-small
ანტიდასავლური განწყობა და საქართველო
საქართველოში ანტიდასავლური განწყობის გაძლიერებაზე კარგა ხანია, მსჯელობენ. ერთი შეხედვით, ასეთი განწყობა მართლაც არსებობს:
როდესაც ქუჩებში უცხო ადამიანები არიგებენ ფურცლებს, სადაც შავით თეთრზე წერია -"ამერიკის მთავრობა კოსმოსიდან ახორციელებს რადიაციულ დასხივებას ჩემს ოჯახზე... ეს უნდა იცოდეს ქართველმა ხალხმა! ეს საგანგაშოა!" ხოლო კახელი მევენახეები აცხადებენ -მთავრობა თუ ვერ გვინახავს, "სეტკით" გადავღობავთ კახეთს და რუსეთისკენ წავალთო, როდესაც დედაქალაქში იმართება აქცია, რომლის მონაწილეებიც კამერების წინ, საქვეყნოდ ამბობენ -რუსეთი არ არის ჩვენი მტერი, ამ ქვეყანასთან ერთად გვინდა ცხოვრებაო, არ შეიძლება ადამიანმა ამ საკითხზე არ იფიქროს. პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე იმ თაობას ეკუთვნის, რომლის წარმომადგენლებიც ყველაზე ხშირად გამოთქვამენ მსგავს მოსაზრებებს, თუმცა ბატონი სოსო მიიჩნევს, რომ საქმე სულ სხვაგვარადაა:

-ბატონო სოსო, თქვენც ფიქრობთ, რომ ბოლო წლებში საქართველოში ანტიდასავლური განწყობა გაძლიერდა?
-მოდი ასე ვთქვათ: საქართველოში იზრდება უკმაყოფილება ევრობიუროკრატიისა და ევროჩინოვნიკების მიმართ; დასავლეთის პოლიტიკური წრეების მიმართ და არა -მთლიანად დასავლური ფასეულობებისა და ღირებულებების მიმართ. ვფიქრობ, რომ ამ ორი ცნების ერთმანეთში არევა არ იქნება სწორი. თითქმის ოცი წელია გვატყუებენ, ნატოსა და ევროკავშირში შესვლასთან დაკავშირებით. ევროჩინოვნიკები იმაზეც კი არ ზრუნავენ, რომ თავიანთ სიცრუეში რაღაც კრეატიულობა შეიტანონ. არც კი გვიხსნიან, რატომ გვეუბნებიან უარს. მხოლოდ სტანდარტული ფრაზით შემოიფარგლებიან: კარგი ბიჭები ხართ, სწორი გზით მიდიხართ, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი გაქვთ გასაკეთებელიო. ეს თავმოყვარე ხალხისთვის შეურაცხმყოფელია, თანაც, კონკრეტულად რა გვაქვს გასაკეთებელი, არავინ გვეუბნება. სწორედ ამან გამოიწვია იმედგაცრუება და გულგატეხილობა დასავლეთის მიმართ.

-თქვენი აზრით, რამდენად საშიშია ეს იმედგაცრუება?

-მიუხედავად იმედგაცრუებისა, ვერ ვიტყოდი, რომ საქართველოში ანტიდასავლური განწყობა ძლიერდება, რადგან დასავლეთის გარდა ჩვენ სხვა, უკეთესი ალტერნატივა არ გვაქვს. აქვე უნდა შევეხო ერთ მნიშვნელოვან საკითხს: რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგება აუცილებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც ნატოს ან ევროკავშირის წევრები ვიყოთ. ვინ რას გულისხმობს "დარეგულირებაში", ეს უკვე სულ სხვა თემაა. კონკრეტულად არავინ ლაპარაკობს, რას ნიშნავს დარეგულირება. სხვების გამოცდილებაზე დაკვირვებით მაინც უნდა ვისწავლოთ მეზობლებთან ურთიერთობა: მოსკოვს არანაკლებ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტები აქვს ოკუპირებული იაპონიაში. სამხრეთ სახალინის კუნძულები სამხედრო-სტრატეგიული თვალსაზრისით ძალზე მნიშვნელოვანია იაპონიისთვის, მაგრამ აბა, ვნახოთ, როგორ იქცევა იაპონია: მას რუსეთთან სრულყოფილი დიპლომატიური ურთიერთობა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საომარ მდგომარეობაშია. იაპონიას ზავიც კი არა აქვს დადებული რუსეთთან, მაგრამ სრულფასოვანი ვაჭრობა და მიმოსვლა აქვს. ამავე დროს, იაპონიის მთავრობა ძალიან პრინციპულია ტერიტორიების საკითხში. ყოველ წელიწადს იაპონიაში ტარდება ჩრდილოეთის ტერიტორიების დღე, ათიოდე წლის წინ ამ დღეს მეც შევესწარი და გაოცებული დავრჩი, რადგან ქუჩებში მილიონიანი დემონსტრაციები იმართებოდა იაპონიის კუნძულების დაბრუნების მოთხოვნით. საქართველოში თქვენ ოდესმე გინახავთ თუნდაც 10 000-კაციანი დემონსტრაცია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დაბრუნების მოთხოვნით? პეკინის ქუჩის დასაწყისში ერთადერთი ბანერი იდგა წარწერით -"გახსოვდეს აფხაზეთი", მერე ეს წარწერა წვიმამ გაახუნა და ბოლოს სულ ჩამოხსნეს. ქართული დიპლომატიაც ბევრ რამეში მოიკოჭლებს და ჩვენი მოსახლეობაც საკმაოდ პასიურია, როდესაც საქმე ქვეყნის ერთიანობას შეეხება.

-იმიტომ ხომ არა, რომ რუსეთის მიმართ ლოიალურად არის განწყობილი? ასაკოვანი ხალხი ხშირად იხსენებს, რომ საბჭოთა კავშირში ცხოვრება ძალიან კარგი იყო.
-ეს ხალხი საბჭოთა კავშირს და რუსეთს კი არ მისტირის, ეს ხალხი მისტირის დროს, როდესაც სოციალურად დაცული იყო. სოციალური ფონი ბევრ რამეს განსაზღვრავს. დავფიქრდეთ, ღატაკი მოსახლეობა როდის უფრო მეტი იყო საქართველოში -1990-იან წლებამდე, თუ მერე? მე სოფელსაც კარგად ვიცნობ და ქალაქსაც, მაგრამ არ მახსოვს, რომ 1990-იან წლებამდე ხუთშვილიანი დედა ულუკმაპუროდ ყოფილიყო, უმუშევრობა ხომ საერთოდ არ იყო, რადგან ყველა უმუშევარს მილიცია დასდევდა. ნობელის პრემიის ლაურეატი იოსიფ ბროდსკი ციხეში იმიტომ ჩასვეს, რომ სამუშაოზე უარი თქვა, დღეს კი, ჩემ ირგვლივ ყველა უმუშევარია.

-კახელმა მევენახეებმა საპროტესტო აქციების დროს განაცხადეს -"სეტკით" გადავღობავთ კახეთს და რუსეთისკენ წავალთო.

-კახეთში ნათესავები მყავს, დედაჩემი იქაური იყო და პატარა ვენახიც მაქვს, ამიტომ მათ პრობლემებს ხუთი თითივით ვიცნობ. მაგათ იცით, რა ადარდებთ? -რუსული ბაზარი და ესეც სოციალური მხარეა, სულ არ აინტერესებთ პუტინის პოლიტიკა, მათთვის ეს მეორეხარისხოვანია. საბჭოთა პერიოდში კახეთში ღვინო გაუყიდავი არავის რჩებოდა. ჯერ სახელმწიფო იბარებდა და თუ გლეხი თავის მოსავალს რუსეთშიც გაიტანდა, ათმაგ მოგებას ნახულობდა. ამ განცხადებაშიც სოციალური ფაქტორი იმალება და არა -რუსეთის სიყვარული. ამას მისტირიან, თორემ ცხელ გულზე რას იტყვის კახელი მევენახე, ეს სულაც არ არის იდეოლოგიურად მოტივირებული. ჩვენმა თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა ინტერვიუში, რომელიც ბი-ბი-სის მისცა: საქართველოში ძალიან დიდი იმედგაცრუება და გულგატეხილობა იგრძნობა დასავლეთის მიმართო. ის მინისტრია, ჩვენზე მეტი ინფორმაცია აქვს და ეტყობა ჩვენი ბრიუსელელი მეგობრები კიდევ მოიგონებენ რაღაც ფორმულას, მერე ჩვენი ჩინოვნიკები ჩამოვლენ და გვეტყვიან, ნატოში არ მიგვიღეს, მაგრამ უფრო მეტი მოგვცესო. ასე მოხდა ცნობილი ბუქარესტის სამიტის შემდეგ, როდესაც ყოფილი მთავრობა გვამშვიდებდა: მართალია, მაპ-ი ვერ მივიღეთ, მაგრამ მაპ-ზე უკეთესი მოგვცესო.

-ბატონო სოსო, რამდენად საფუძვლიანად მიგაჩნიათ შიში, რომ თუ საქართველო ნატოში შევა, მეზობელი თურქეთის გავლენის ქვეშ მოექცევა?

-ეს შიში ცოტა არ იყოს, დაგვიანებულია. ამაზე ჩვენს ჩინოვნიკებს 1990-იან წლებში უნდა ეფიქრათ, როდესაც ჩვენს ბაზარზე რუსეთი 100%-ით ჩაანაცვლა თურქეთმა თავისი უხარისხო საქონლით. რაც დღეს აჭარაში, ბათუმში ხდება, მართლაც საფუძვლიან შიშს იწვევს. ჩვენ იმ ინფორმაციის ნახევარსაც არ ვფლობთ, რაც დღეს აჭარაში ხდება. შეიძლება ვთქვათ, რომ იქ მცოცავი ანექსიაა. რუსეთი ჩვენს ქვეყანაში ჭენებით შემოვიდა, მცოცავი, რბილი ძალით კი სწორედ თურქეთი მოდის, რომელმაც ჯერ აჭარაში ჩადგა ფეხი და ალბათ ქართველ მუსლიმებზე დაყრდნობით, უფრო ფართომასშტაბიანი გეგმებიც აქვს. ვფიქრობ, რომ შიში თურქეთის გავლენის გაძლიერებისა, არცთუ უსაფუძვლოა.

-და კიდევ ერთი შიში, რომელიც ჩვენს ხალხს აქვს -თუ საქართველო ნატოს წევრი გახდება, მაშინ აქაურობა რუსეთისა და დასავლეთის დაპირისპირების არენად ხომ არ გადაიქცევა?

-ვიყოთ რეალისტები და პირდაპირ ვთქვათ: ეს შიში უსაფუძვლოა, რადგან საქართველო ნატოს წევრი კიდევ ძალიან, ძალიან დიდხანს ვერ გახდება.


ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი