ოჯახში უშნოდ შეჭრილი პოლიტიკა
font-large font-small
ოჯახში უშნოდ შეჭრილი პოლიტიკა
ამას წინათ, ერთ-ერთი ახლობლის ოჯახში შევესწარი სიტუაციას, როცა ცოლი ქმარს ტელევიზორის პულტს არ უთმობდა.
კაცი ყვიროდა, იგინებოდა, ცოლი ცალი ყურით ისმენდა მის ლანძღვას, მეორიდან კი გარეთ უშვებდა და იღიმოდა, -ძაღლს ყეფით არაფერი დაემართებაო. არადა, ოჯახის უფროსს ყვირილისას თვალები ისე ჰქონდა დაჭყეტილი, იფიქრებდით, სადაცაა ცოლს მოკლავს ტელევიზორის გამოო. გაბრაზებულმა, გული გადამიშალა.



-სამსახურიდან შინ დაღლილი რომ ვბრუნდები, მინდა დავისვენო, ვივახშმო, მერე ტელევიზორს ვუყურო და გავერთო, ეს კიდევ, შინ შემოვალ თუ არა, პულტს ხელს არ უშვებს: ან სერიალს უყურებს, ან კიდევ, სულ ამ "რუსთავი 2"-ზე აქვს გადართული. ამ ტელევიზიას მიშას პრეზიდენტობის დროს თუ სულ ეცეკვებოდა, ახლა გამუდმებით გაკივიან: არიქა, გვხურავენ, "ოცნება" გვანგრევს, ქვეყანა დაღუპვის პირასააო. მოქალაქეები ისედაც დაზაფრულები დავდივართ და კიდევ შეშინება გვინდა? ამ ქალს კი ვერ გავაგებინე, რომ ნეგატიურის ნაცვლად, პოზიტიური ინფორმაციის მიღება ბევრად სასარგებლოა... ან თუნდაც, ამ სერიალებს რომ უყურებს, მერე მის გმირებზე ისე დარდობს, გეგონება, ოჯახის წევრებს ჰქონდეს პრობლემა. სადარდებელი გვაკლია, ამათზე ფიქრითაც რომ არ დაიმძიმოს გული?

ცოლი:
-არ მოსწონს, "ოცნებაზე" ცუდს რომ ამბობენ. თავის დროზე გამომიჭამაE ტვინი შეგონებებით: აგვაშენებენ! ბიძინა თუ მოვა, კარგი ცხოვრება გვექნებაო და აჰა, რაც მივიღეთ, კი ხედავთ.
-თქვენ "ნაციონალები" მოგწონდათ?
-რა გინდა, ქვეყანას მშვენივრად მართავდნენ. შეცდომები კი დაუშვეს, მაგრამ ახალგაზრდები იყვნენ და ყველაფერს თან სწავლობდნენ, თან -აკეთებდნენ. ახლა რომ მოვიდა შედარებით ჭკუადამჯდარი ხალხი, იმიტომ არ დაგვაქციეს?!

ქმარი:
-ა, ელაპარაკე ახლა ამას. ამისთანებია, ქვეყანას რომ ანგრევენ. შეცდომა ჰქვია ხალხის გაუპატიურებას, საზოგადოების აბუჩად აგდებას, უმუშევრობას, გარემოს დაბინძურებას და კიდევ ვინ მოთვლის, იმდენი რამ გააფუჭეს?! მარტო ციხის კადრები ეყოფათ საიმისოდ, რომ საქართველოდან სამუდამოდ მოიკვეთონ ფეხი.

ცოლი:
-მერე, ვინ აუპატიურებდა ხალხს? ხომ ხედავ, რა თქვეს, ეს ბიძინას დადგმული იყოო. ფული გადაიხადა და სხვებმა შეასრულეს, მიშა რომ გზიდან ჩამოეცილებინათ.

ქმარი:
-საიდან მოიტანე ახლა ეს ამბავი? ხომ გითხარი, სულ ჟურნალისტების ბრალია, ხალხი რომ გადაირია. მაყურებელს გამოუჭედეს ტვინი თავიანთი მოგონილი ზღაპრებით და ამისთანა ცალტვინებს სჯერათ, ძილის წინ რასაც უყვებიან. აბა, როგორ გაასულელონ ხალხი?

ცოლი:
-კაი ახლა, ნუ ამოიღე ხმალი, ჩააგე ქარქაშში და დაგვაცადე ლაპარაკი (იცინის).

ქმარი:
-გადამრევ მე შენ! ამ გოგოსთან ლაპარაკი თუ გინდა, პულტი მაინც მომეცი... ა, ხომ ხედავ, სულ გადარეულია. ახლა იძახის, ცოდვა ჩამადენინე, "ოცნებისთვის" რომ მიმაცემინე ხმა, რით მოგაჯადოვა ბიძინამ ასე, მის შეცდომებს რომ ვერ ხედავო? ვხედავ, ბატონო, შეცდომებსაც კარგად ვხედავ, მაგრამ ერთ დღეში ვის რა აუშენებია, ამათ რომ აეშენებინათ?

ცოლი:
-რომელ ერთ დღეზე ლაპარაკობ, თუ კაცი ხარ? სამ წელიწადზე მეტი გავიდა, რაც მოვიდნენ და ერთი კარგი საქმე მითხარი, რომელიც ხალხისთვის გააკეთეს. რომ ამოგიჩემებია, "ნაცებმა" ხალხი "ჩარეცხეს" და ყველას აბუჩად იგდებდნენ, ყველას იჭერდნენო, ახლა ხომ არის საზოგადოება დიდად დაფასებული? რა მიიღეთ "ნაცების" გაგდებით?

ქმარი:
-უგუნურობა მიშასკენ მოიკითხე. კაცი რომ იყოს, კაცურად მოიქცეოდა. სხვებს კი არ აყეფებდა ამ უძაღლო ქვეყანაში, თვითონ ილაპარაკებდა. ისევ ქართველების სისხლის ღვრაზე არ იფიქრებდა. რაც მან ცხინვალში გააკეთა, ისიც საკმარისი იყო, რომ სირცხვილისგან გარეთ არ გამოეყო ცხვირი, მაგრამ სად აქვს ნამუსი?

ცოლი:
-ერთი შენ დაგაყენონ თოფიანი კაცის წინ და ვნახავდი, თუ იქნებოდი უშიშარი გმირი. შენ და შენისთანებს გეგონათ, ბიძინა თავის ფულებს მოგცემდათ... პენსიას მოგვიმატებენო, ჩემი დედამთილიც აღფრთოვანებული იყო და დარჩა ხახამშრალი.

ქმარი:
-რა, 10 ლარი ფული არ არის? რა ქნან, ხომ ხედავ, ეკონომიკა რა დღეშია, დოლარის კურსმა როგორ მოიმატა, ბიუჯეტში ფული არ არის და რა გააკეთონ? მართლა ბიძინა ხომ არ მოიტანს თავის ფულს, ბიუჯეტის შესავსებად?

ცოლი:
-მერე, ვისი ბრალია, ეკონომიკა რომ დააქციეს? რა, ესეც მიშას ბრალია? "მალადეც" იმას, უკრაინიდანაც თუ შეუძლია ქვეყანაში სიტუაციის არევა და ეს მთავრობა, რომელსაც ძალაუფლება აქვს, რას აკეთებს? ვითომ დაიჭირეს უგულავა, მერაბიშვილი და მერე, რა დაუმტკიცდათ, რისთვის ჩასვეს ციხეში? იმისთვის, რასაც დღეს ბევრი "მეოცნებე" აკეთებს: ფულს რომელი მთავრობის კაცი არ შოულობს? სულ რომ არ მოიპარონ, ისეთი კარგი ხელფასი აქვთ, აუცილებლად გამდიდრდებიან. ჩვენ ვიკითხოთ, თორემ, მაგათ კი ეშველებათ.

ქმარი:
-ჰოდა, ამდენი თუ იცი, შე დალოცვილო, გადართე, რა, სხვა არხზე... გუშინ მოვედი და აღშფოთებული დამხვდა: უყურე შენ, ისევ უსმენენ ხალხსო. "ნაცების" დროსაც ბევრი ჩანაწერი გამოქვეყნდა, მაგრამ მაშინ ასე იყო საჭირო და დღეს ასეთი ვიდეოების გამოქვეყნება სირცხვილი გახდა?.. ჟურნალისტი კიდევ, ნეიტრალური უნდა იყოს და მხოლოდ სიმართლე გააშუქოს. ოღონდ "ოცნების" ხალხს ფეხი აუცდეს და სიხარულის ყიჟინას რომ სცემენ, ეს კარგია? ისიც მაცოფებს, არატრადიციული ორიენტაციის ადამიანების პროპაგანდას რომ ეწევიან.

ცოლი:
-სხვა არხებზე უკეთესი რაღაცები გადის? ამ არხს იმიტომ ვუყურებ, რომ მხარს ვუჭერ. ასე რატომ ებრძვიან, თუ არ ეშინიათ? გააკეთონ კარგი საქმეებიც და თუ არ გააშუქებენ, მერე მოედავონ. ის კი არა, ინგასაც დაუხურეს "იმედზე" გადაცემა, რადგან სიმართლეს ამბობდა.

ქმარი:

-რომ დაფიქრდე, მიხვდები, ამათ ისევ "ნაციონალები" უშლიან ხელს საქმის კეთებაში... მოუსმინე, რას ელაპარაკება მიშა თავის ფინიებს ტელეფონით? მითხარი ერთი, ეს კაცი ყველაფრის მკადრებელი არ არის? იცის, რომ უსმენენ და მაინც ასე ლაპარაკობს. ჰოდა, კულუარებში რაებს იტყვის, ხო აზრზე ხარ? 9 წელი იყვნენ ხელისუფლების სათავეში და ქვეყნისთვის სასარგებლო არაფერი გაუკეთებიათ და ახლა რას გააკეთებენ, რომ დაბრუნდნენ? დაიწყება დაჭერების ახალი სერია, მერე ვინც რა იშოვა, წაართმევენ, ისევ აწამებენ, დააშანტაჟებენ... ერთეულები მდიდრდებიან, ჩვენ კი არაფერი გვეშველება და ჟურნალისტების მოფიქრებული ნეგატიური ინფორმაციებით მაინც არ დავიმძიმოთ გული, ჰა? კაცო, ამბობენ, არხს არ ვხურავთ, უბრალოდ ყველაფერი თავის ნამდვილ მეპატრონეს უნდა დაუბრუნდეს, რაც უსამართლოდ წაართვეს, უნდა დავუბრუნოთო. ეს ცუდი საქციელია? ჩემი რომ იყოს, დავთმობდი, თუ დაბრუნების შანსი მექნებოდა.

-თქვენ რომელ არხს ანიჭებთ უპირატესობას? სად უჩვენებენ პოზიტიურ ინფორმაციებს?

-რუსულ არხებს ვუყურებ. ფილმებს, სპორტულ გადაცემებს, კონცერტებს... დავიღალე ამ პოლიტიკით, კრიმინალური ამბების მოსმენით, გაშიშვლებული ქართველი მსახიობების ცელულიტიანი სხეულის ყურებით, "ცისფერების" პროპაგანდით. ახლა ტრანსგენდერებიო კიდევ. გამოვა კარგი ქალი. ყველაფერი თავის ადგილას აქვს და ამბობს, კაცი კი ვარ, მაგრამ ქალი მინდოდა ვყოფილიყავი და ახლა ოცნების ახდენას ვიწყებ, სახელი უკვე შევიცვალეო, -შეიძლება გაგიჟდეს ადამიანი! მაგრამ ასე იყო თურმე ძველადაც: ასეთებს პოლიტიკაში ბინძური საქმეებისთვის იყენებდნენ და დღესაც სჭირდებათ.

-რას გულისხმობთ?

-რას ვგულისხმობ და არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებს აიძულებდნენ "შავი საქმეების" კეთებას, ვიღაცების "ჩაშვებას", შეცდენას და მერე თუნდაც, ვიდეოფირზე იღებდნენ მთელ სიბინძურეს ან ფოტოს უღებდნენ. შემდეგ გეების პარტნიორებს აშანტაჟებდნენ ამ მასალების წყალობით და მათაც აიძულებდნენ ბინძური საქმეების კეთებას თავიანთ სასარგებლოდ... რა, ეს პირველად გესმის ჟურნალისტ ქალს? ჰოდა, რაც მეტი არატრადიციული ორიენტაციის ადამიანი იქნება ქვეყანაში, მით უკეთესი ხელისუფლებისთვის, ხოლო ხალხისთვის რა აჯობებს, ეს არავის ადარდებს... ახლა უთხარი შენს ნათესავს, მომცეს პულტი, თორემ წნევა ამიწევს და მოგიწევთ ჩემი დასაფლავება. ხომ ხედავ, სერიალს ვერ მოსწყდა, რომ სტუმარს გაგიმასპინძლდეს და ეს ტვინის გამორეცხვას არ ემსახურება?

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
5 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
2 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
281 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი