ბორშჩი და ბუღლამა
font-large font-small
ბორშჩი და ბუღლამა
ახალი პროკურორი გვყავს. გენერალური პროკურორი თუ როგორც ჰქვია... ჰო, მთავარი პროკურორი.
აწი ეშველება "სამართლიანობის აღდგენას" - ჩამორთმეული ქონებაც დაუბრუნდებათ ადამიანებს და დასასჯელებიც დაისჯებიან.
ჩამორთმეულ ქონებაზე გამახსენდა: "ნაცებზე" უკვე ვეღარც ვბრაზდები, პარლამენტში ამ მთავარი პროკურორის კანდიდატურის განხილვისას ისეთი სიბრიყვე თქვა კობა სუბელიანმა, რომ მაგათი ცოდვით დავიწვი - ეგაო ანუ შოთაძეო, ხელისუფლებაში ჩვენი ყოფნის დროს, იცით, რა თანამდებობაზე მუშაობდა პროკურატურაშიო?! რაზეო და, ერთ-ერთი მთავარი "ქონების ჩამომრთმეველი" იყოო!
რაო, რაოოო?! აბა, არავისთვის არაფერი ჩამოგვირთმევიაო?!
რა საყვარლად სულელები არიან...


ჰო, ამ, როგორც ვთქვით, "საყვარლად სულელობაში" ერთმანეთს არ ჩამოუვარდებიან. აგერ, ახლახან, დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა (ცხადია, "ოცნებიდან") ბრძანა, უპოვართათვის მოწყობილ სასადილოებში, ერთი ადამიანის გამოკვება სახელმწიფოს 1 ლარი და 18 თეთრი დაუჯდება და ამ ფასად ნაყიდ საკვებში ადამიანისათვის საჭირო კალორიულობა სრულად იქნება დაცულიო.
საქმე ის არის, რომ მე, თქვენ - პატივცემულო მკითხველო ან ვინმე სხვა რიგით და უდანაშაულო მოქალაქეს სრული უფლება გვაქვს გაბრაზებისა და იმ რეაქციის, რომელიც ასე პოპულარული იყო პრესასა თუ სოციალურ ქსელში: "თქვენ თვითონ მიირთვით "ლარდვაცატიანი" საჭმელი და გნახავთ, როგორ გეყოფათ!" მაგრამ სუბელიანის მიერ შოთაძის "ჩაშვებისა" არ იყოს, ამ თანხის სიმცირის გამო ის "პოლიტ-სოციუმი" რომ აღშფოთდა, რომლის ზეობის დროსაც იგივე მაჩვენებელი 74 თეთრს, დიახ - არა 1 ლარსა და 18 თეთრს, არამედ 0 ლარსა და 74 თეთრს შეადგენდა, ამას რა დავარქვათ?! თუმცა, ხომ უკვე დავარქვით: საყვარლად სულელები... რა ქნან, ჟღურტულებენ, რაც და როგორც შეუძლიათ...
სამშობლოს საზღვრებს მიღმა რა ხდება? უჰ, იქ ხდება, თუ ხდება: წაეკიდნენ ერთმანეთს რუსები და თურქები და აქ ზოგიერთმა ტაში შემოჰკრა - ახლა რუსეთი თურქეთთან ძველი ხელშეკრულების დენონსაციას მოახდენს და ჩვენ ტაო-კლარჯეთს დავიბრუნებთო!
ძალიან მაგარია! "ნაცები" იქით იყოს და, მგონი, ჩვენ, ქართველები ზოგადად ვართ "საყვარლად სულელები"! ამის შემდეგ ორ ბანაკად დაიყო ერი და ასევე სულელმა (ოღონდ არა - "საყვარლად") ზოგიერთმა ჩემმა კოლეგამ საერთო-სახალხო გამოკითხვები ჩაატარა პირდაპირ ეთერში: "თურქეთი გირჩევნიათ თუ რუსეთი?", "ერდოღანი მოერევა თუ პუტინი?", "ლაჰმაჯუნი უფრო გემრიელია თუ ბორშჩი?" და ა.შ.
ამასობაში კი, დიდი ხნის ნალოდინები ამბები ხდება ევროპაში და მგონი, უკვე მეხუთედ გვაძლევენ რაღაც "მაპზე უკეთესს" და ევროპაში უვიზოდ სიარულსაც, რაღაც, გადადების პირი უჩანს... რას ვიზამთ, ქართველთა დიდი ნაწილი შავგვრემანია და არაბებს ჩამოჰგავხართ და უსაფრთხოების გამო ვიქცევით ასე, ცოტაც გვაცადეთო - ევროპელებმა.
ჩვენებურმა ისლამისტებმაც ცეცხლზე ნავთი დაასხეს ამ ამბავს და დღეს ბათუმში აყვანილი ოთხი მათგანის ამბავი "კურიერსა" და "მოამბეზე" ადრე "სი-ენ-ენ"-მა გადმოსცა...
ამასობაში, გუშინ "გამოჩეკილი" სახელმწიფო - მონტენეგრო, ფორსირებული ტემპით მიიწევს ევროსტრუქტურებისკენ და რა ვქნა, ვაღიარებ, ძალიან მეშლება ნერვები: მონტენეგროშიც ნამყოფი ვარ, ბოსნიაშიც და ალბანეთშიც და ვფიცავ ჩვენს ევროინტეგრაციის პერსპექტივას, რომელიმე მათგანი ჩვენზე "ევროპული" თუ იყოს, ნებისმიერ ასპექტში.
ამიტომ, ჩვენო კეთილო და დამსახურებულად არჩეულო ხელისუფლებავ, ძალიან გთხოვთ, ნუ გვაბოლებთ და პირდაპირ გვითხარით: თუ ვერ ახერხებთ ევროპელების "დაკერვას", ამ შემთხვევაში რას ვაპირებთ - "თურქეთი გვირჩევნია თუ რუსეთი"?
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი