დასაკბენები
font-large font-small
დასაკბენები
ერთი კვირაა, მთელი საქართველო მარჯვენასაჭიანი მანქანების ექსპორტის შეზღუდვასა და საავტომობილო ჯარიმების ახალ რეგულაციებზე ლაპარაკობს. მეც ამ თემით მინდოდა დამეწყო, მაგრამ ისეთი ამბავი წავიკითხე ამ წუთს, შსს-ს ცნობებში, რომ არ შემიძლია, თქვენც არ გაგიზიაროთ, ავტომობილებზე კი ქვევით ვისაუბროთ.
მაშ, ასე: "გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში ახალგაზრდა გოგონამ მეზობელი ქალბატონი დაკბინა. ქალბატონს ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ჩაუტარდა. კახეთში შსს-ს პრესსამსახურის წარმომადგენლის, შორენა ჯახუას ინფორმაციით, საქმე სსკ-ის 125-ე მუხლით აღიძრა, რაც ცემას გულისხმობს. შემთხვევას წინ კონფლიქტი უძღოდა".
ამ ბოლო ფრაზა-განმარტებამ საერთოდ მომსპო: კონფლიქტი უძღოდა წინო. წარმოიდგინეთ, - რომ არ ყოფილიყო კონფლიქტი და ისე, უმიზეზოდ რომ დაძგერებოდა და დაეკბინა!

ვინმესთვის შესაძლოა, არც არაფერი იყოს განსაკუთრებული ამ ამბავში, მაგრამ მე ნამდვილად მენიშნა, რადგან სულ ვფიქრობდი, გამოთქმა რომ არსებობს - "ესღა გვაკლდა!", რა შემთხვევაში იქნებოდა ზუსტი, რა არის ის ერთადერთი, რასაც "ჩვენქვეყნელები" ერთმანეთს არ ვუკეთებთ-მეთქი და აჰა: პირდაპირი მნიშვნელობით დაკბენა არ იყო ჯერ პრაქტიკაში, მხოლოდ ეს გვაკლდა!
ოღონდ ცუდი ის არის, რომ ამისთვის ცალკე მუხლი არ გვქონია კოდექსში, ცემის მუხლში გადის. ტეხავს. აბა, სად ცემა - ტრივიალური, "ჩვეულებრივი", გოიმური "რტყმევა" და სად ასეთი ნატურალური, ბუნებრივი და ადამიანური - კბენა!
აი, გასულ კვირაში, პატრიარქმა რომ თქვა პატიმარი ქალების სპექტაკლზე, - რა კარგი იქნებოდა, პატრიარქს ტუსაღების შეწყალების უფლება რომ ჰქონდესო, რამდენი კბილალესილი გამოჩნდა! აააიტ! რას ჰქვია, პატრიარქს უნდა ჰქონდეს უფლებაო! მერე რა, რომ 90%-იანი რეიტინგი აქვსო! მერე რა, დღეს შეწყალების საკითხებს ის ადამიანები წყვეტენ, ვისზეც ათას რამეს ამბობენ და ამ "ათასიდან", სულ ცოტა "ცხრაასი" სიმართლეაო! ესაო, ისაო... ვერ დაკბინეს, მაგრამ მცდელობა იყო. მცდელობაზეც არის რაღაც მუხლი, ხო?
ამასობაში, საქართველოში გირჩამ "ნაყოფი გამოიღო", ანუ დაისხა: ჯაფარიძე-ხაჩიძე-კუბლაშვილი-მელაძის კვარტეტს კიდევ ხუთი ყოფილი "ნაცი" ემატება მათი ლიდერის - ბაქრაძის თამადობით და ახალ ფრაქციასაც მივიღებთ პარლამენტში. "გირჩი - შიშველთესლოვანი მცენარეების სქესობრივი გამრავლების ორგანო", - განმარტავს ვიკიპედია და ეგ არი, რა - გამრავლდნენ...
ჰო, მანქანები: ეეეჰ, ჩემი საწყალი "ტოიოტა"... ჯერ რას ჰგავს, არც ერთი მხარე და ნაწილი შეუჭეჭყავი აღარ აქვს და ახლა კანონგარეშეც ცხადდება. თურმე, ნუ იტყვით და, ახალი რეგულაციების მიზეზი ჰაერის დაბინძურება ყოფილა! ე.ი. არსებობენ ადამიანები შსს-ში, რომლებიც თვლიან, რომ მარჯვენასაჭიანის გამონაბოლქვი უფრო მავნებელია, ვიდრე მარცხენასაჭიანისა. ალალად მითხარით: ამ იდეის ავტორი ერთი მაგრად არ უნდა დაკბინო?! კარგი, ბატონო, ზოგი მეტყვის, ნუ პროვოკატორობ, მიზეზი ის არის, რომ ეგ "უკუღმა" მანქანები გზებზე მეტ საფრთხეს ქმნიანო, მაგრამ თქვე დალოცვილებო, ყველაფერზე რომ "რეფერენდუმს" ატარებთ და ასიათასიანი კვლევის გარეშე, ორმოცდაათიათასიან პროექტს არ იწყებთ (მართლა მაქვს მონიშნული რამდენიმე ასეთი შემთხვევა), სადმე არსებობს ავტოკატასტროფების სტატისტიკა ამ თვალსაზრისით? შეკითხვა რიტორიკულია, რადგან გადავამოწმე და არ არსებობს.
ბევრი რომ არ გავაგრძელო (აღარც გვაქვს ადგილი) მიზეზი ორიდან ერთი მგონია და თქვენი აზრიც მაინტერესებს: ბიუჯეტის შევსება ავტომობილების გაძვირების ხარჯზე (ფაქტია, რომ სამ დღეში გაძვირდა) ან მერიის მიერ ვერა და ვერ მოგვარებული საცობების პრობლემების ამ საშუალებით მოგვარება.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2532 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
886 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი