მხსნე­ლი დიქ­ტა­ტუ­რა ანუ რო­გორ მო­იხ­ვე­ჭა დი­დი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა
font-large font-small
მხსნე­ლი დიქ­ტა­ტუ­რა ანუ რო­გორ მო­იხ­ვე­ჭა დი­დი პრე­ზი­დენ­ტის სა­ხე­ლი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა
ის­ტო­რი­ას ბევ­რი ლი­დე­რი ახ­სოვს, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას სა­ბე­დის­წე­რო ხა­ნა­ში ჩას­დ­გო­მია სა­თა­ვე­ში და არა მხო­ლოდ გა­მო­უყ­ვა­ნია ღრმა კრი­ზი­სი­დან, არა­მედ გან­ვი­თა­რე­ბის უფ­რო მა­ღალ სა­ფე­ხურ­ზეც აუყ­ვა­ნია. მათ რიგ­ში ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი ად­გი­ლი ამე­რი­კელ ფრან­კ­ლინ დე­ლა­ნო რუზ­ველტს შე­იძ­ლე­ბა მი­ვა­კუთ­ვ­ნოთ.

ირი­ნა ჯან­დი­ე­რი

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის ეკო­ნო­მი­კა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დ­გომ მომ­ხ­და­რი ძლი­ე­რი გარ­და­ტე­ხის სა­ფუძ­ვე­ლი ჯერ კი­დევ 1930-იან წლებ­ში ჩა­ი­ყა­რა. მა­შინ პრე­ზი­დენ­ტ­მა ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა იმ­გ­ვა­რი რე­ფორ­მე­ბის გა­ტა­რე­ბა შეძ­ლო, რომ არა მხო­ლოდ იხ­ს­ნა და­ღუპ­ვის პი­რას მყო­ფი ქვე­ყა­ნა "დი­დი დეპ­რე­სი­ის­გან", არა­მედ მსოფ­ლიო ლი­დე­რა­დაც აქ­ცია.
აშშ-ის ის­ტო­რი­ა­ში ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტი ერ­თა­დერ­თი პრე­ზი­დენ­ტი იყო, რო­მე­ლიც ორ ვა­და­ზე მეტ­ჯერ აირ­ჩი­ეს. პა­სუ­ხი კითხ­ვა­ზე _ რა­ში მდგო­მა­რე­ობ­და მი­სი წარ­მა­ტე­ბის სა­ი­დუმ­ლო? _ საკ­მა­ოდ მარ­ტი­ვია. ამ სა­ი­დუმ­ლოს სა­ხე­ლი _ "დი­დი დეპ­რე­სი­ა­ა", რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას 1929 წელს და­ატყ­და თავს. ეკო­ნო­მი­კურ­მა კრი­ზის­მა ჩა­მო­წე­რა ისე­თი "მძი­მე­წო­ნი­ა­ნი" ლი­დე­რი, რო­გო­რიც ჰერ­ბერტ ჰუ­ვე­რი გახ­ლ­დათ. ყო­ფი­ლი "რეს­პუბ­ლი­კე­ლი" და თხე­მით ტერ­ფამ­დე ჭეშ­მა­რი­ტი ამე­რი­კე­ლი ჰუ­ვე­რი არ­ჩე­ვანს ბო­ლომ­დე კერ­ძო ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე აკე­თებ­და და მთე­ლი ძა­ლით ცდი­ლობ­და, აღეკ­ვე­თა სა­ხელ­მ­წი­ფოს ჩა­რე­ვა სა­ბაზ­რო ეკო­ნო­მი­კა­ში. თუმ­ცა, იმ­ხა­ნად ეს არას­წორ გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბად ით­ვ­ლე­ბო­და და ამი­ტო­მაც, 1932 წლის არ­ჩევ­ნებ­ში გზა გა­მარ­ჯ­ვე­ბის­კენ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის კან­დი­დატს, ფრან­კ­ლინ დე­ლა­ნო რუზ­ველტს და­უთ­მო.

ბე­დის ნე­ბი­ე­რა

ყო­ველ­მ­ხ­რივ უზ­რუნ­ველ­ყო­ფილ ოჯახ­ში გაზ­რ­დი­ლი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტი უფ­რო მე­ტად, ბე­დის ნე­ბი­ე­რად წარ­მოდ­გე­ბო­და, ვიდ­რე "ა­მე­რი­კუ­ლი ოც­ნე­ბის" იდე­ა­ლად. მას სა­კუ­თა­რი თა­ვი არ შე­უქ­მ­ნია _ უბ­რა­ლოდ, ხე­ლი­დან არ უშ­ვებ­და არც ერთ შე­საძ­ლებ­ლო­ბას თი­თო სა­ფე­ხუ­რით წინ წა­ე­წია.
ჰარ­ვარ­დი­სა და კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტე­ტებ­ში ბრწყინ­ვა­ლე იური­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბის შემ­დეგ, ფრან­კ­ლინ­მა უოლ-სტრიტ­ზე სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ა­ნო­ბას მიჰ­ყო ხე­ლი. მა­ლე ახალ­გაზ­რ­და პერ­ს­პექ­ტი­უ­ლი ად­ვო­კა­ტი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის რე­გი­ო­ნულ­მა გან­ყო­ფი­ლე­ბამ შე­ამ­ჩ­ნია. რუზ­ველ­ტი მის შე­თა­ვა­ზე­ბას მა­შინ­ვე გა­მო­ეხ­მა­უ­რა და 1910 წელს, ნიუ-იორ­კის სა­კა­ნონ­მ­დებ­ლო კრე­ბის წევ­რი გახ­და. მომ­დევ­ნო წელს უყოყ­მა­ნოდ, მა­სო­ნურ ლო­ჟა­შიც გა­წევ­რ­და, რა­მაც მას სა­ჭი­რო ნაც­ნობ­თა წრე საგ­რ­ძ­ნობ­ლად გა­უ­ფარ­თო­ვა.
ბავ­შ­ვო­ბი­სას, მშობ­ლებ­თან ერ­თად ევ­რო­პის მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბამ რამ­დე­ნი­მე უცხო ენის შეს­წავ­ლა­შიც შე­უწყო ხე­ლი (რაც სა­შუ­ა­ლო ამე­რი­კე­ლის­თ­ვის საკ­მა­ოდ არა­ტი­პუ­რი­ა) და იმა­ზე წარ­მოდ­გე­ნაც შე­უქ­მ­ნა, თუ რო­გორ ცხოვ­რობ­და ხალ­ხი აშშ-ის ფარ­გ­ლებს გა­რეთ.
რუზ­ველ­ტის შემ­დ­გო­მი პო­ლი­ტი­კუ­რი კა­რი­ე­რა საკ­მა­ოდ წარ­მა­ტე­ბუ­ლად წა­რი­მარ­თა. თუმ­ცა, მო­წი­ნა­ვე პო­ზი­ცი­ებ­ზე ერ­თ­ბა­შად რო­დი მოხ­ვ­და. ვუდ­რო ვილ­სო­ნის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის მხარ­და­ჭე­რის შე­დე­გად, 1912 წელს, ფრან­კ­ლინ­მა მთავ­რო­ბა­ში პოს­ტი მო­ი­პო­ვა, მაგ­რამ 8 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მხო­ლოდ საზღ­ვაო მი­ნის­ტ­რის მო­ად­გი­ლის მოკ­რ­ძა­ლე­ბულ თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და. მთე­ლი ამ ხნის მან­ძილ­ზე პარ­ტი­ა­ში ავ­ტო­რი­ტეტს იმ­ტ­კი­ცებ­და და ცდი­ლობ­და გარ­კ­ვე­უ­ლი­ყო _ რო­გორ მუ­შა­ობ­და "სა­ხელ­მ­წი­ფო მან­ქა­ნა".
ნამ­დ­ვი­ლად სო­ლი­დუ­რი პოს­ტი რუზ­ველ­ტ­მა 1928 წელს მი­ი­ღო. ნიუ-იორ­კის შტა­ტის ამომ­რ­ჩევ­ლებ­მა მას გუ­ბერ­ნა­ტო­რო­ბა მი­ან­დეს, სა­დაც 2 წე­ლი დაჰ­ყო. სწო­რედ გუ­ბერ­ნა­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბი­სას გა­მო­ი­ყე­ნა პირ­ვე­ლად ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბის ის ხერ­ხე­ბი, რომ­ლებ­მაც მო­მა­ვალ­ში მას ქვეყ­ნის მხსნე­ლის სა­ხე­ლი მო­უხ­ვე­ჭა.
1931 წელს "დი­დი დეპ­რე­სი­ა" მძვინ­ვა­რებ­და. ნიუ-იორ­კის შტატ­ში უმუ­შე­ვარ­თა ოჯა­ხე­ბის და­სახ­მა­რებ­ლად, მუ­შა­ო­ბა და­იწყო "დრო­ე­ბით­მა სა­გან­გე­ბო ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ამ". გუ­ბერ­ნა­ტო­რი მო­სახ­ლე­ო­ბას რა­დი­ო­თი რე­გუ­ლა­რუ­ლად მი­მარ­თავ­და, აქ­ტუ­ა­ლურ პრობ­ლე­მებ­ზე ესა­უბ­რე­ბო­და და ჩა­ტა­რე­ბულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს უხსნი­და. მი­ღე­ბუ­ლი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნ­და. ასე­თი სო­ლი­დუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბით რუზ­ველ­ტ­მა უკ­ვე შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გა­დაწყ­ვი­ტა.

"ა­ხა­ლი კურ­სი და­ვიწყე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის"

არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა ჰერ­ბერტ ჰუ­ვერ­ზე, რო­მელ­მაც სი­ტუ­ა­ცი­ა­ზე კონ­ტ­რო­ლი სა­ბო­ლო­ოდ და­კარ­გა, ძნე­ლი არ ყო­ფი­ლა. მაგ­რამ ახ­ლა, ახა­ლი პრე­ზი­დენ­ტის წი­ნა­შე ჭეშ­მა­რი­ტად ტი­ტა­ნუ­რი ამო­ცა­ნა იდ­გა _ ქვეყ­ნის კრი­ზი­სი­დან გა­მოყ­ვა­ნა.
1929-დან 1932 წლამ­დე მთლი­ა­ნი ში­და პრო­დუქ­ტის მო­ცუ­ლო­ბა 31%-მდე და­ე­ცა, ხო­ლო უმუ­შევ­რო­ბის დო­ნემ 1932 წლის­თ­ვის 23,6%-ს მი­აღ­წია (შე­და­რე­ბის­თ­ვის: 1930 წლის­თ­ვის ის 3,2%-ს შე­ად­გენ­და); ყო­ვე­ლი 5 ბან­კი­დან 2 კოტ­რ­დე­ბო­და. სა­სო­წარ­კ­ვე­თი­ლი ამე­რი­კე­ლე­ბი "მში­ერ მარ­შებს" აწყობ­დ­ნენ, რაც მთავ­რო­ბის წი­ნა­აღ­მ­დეგ ამ­ბოხ­ში გა­დაზ­რ­დის სა­შიშ­რო­ე­ბას ქმნი­და. ერთ-ერ­თი ამ­გ­ვა­რი გა­მოს­ვ­ლის ჩახ­შო­ბა დეტ­რო­იტ­ში სის­ხ­ლის ღვრით დას­რულ­და. 5 ადა­მი­ა­ნი და­ი­ღუ­პა, ბევ­რი და­ა­პა­ტიმ­რეს. ცხა­დი გახ­და, რომ ხალ­ხის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის­თ­ვის უხე­ში ძა­ლის და­პი­რის­პი­რე­ბას არ შე­იძ­ლე­ბო­და, კარ­გი შე­დე­გი მოჰ­ყო­ლო­და. რუზ­ველ­ტ­მაც სხვა გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვა.
"მთელ ქვე­ყა­ნა­ში ქა­ლე­ბი და კა­ცე­ბი, მთავ­რო­ბის "პო­ლი­ტი­კურ ფი­ლო­სო­ფი­ა­ში ჩა­კარ­გულ­ნი", ჩვენ შე­მოგ­ვ­ყუ­რე­ბენ; ელი­ან მი­თი­თე­ბებს, რა ქნან, და ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სიმ­დიდ­რის უფ­რო სა­მარ­თ­ლი­ან გა­ნა­წი­ლე­ბას მო­ითხო­ვენ... მე ამე­რი­კე­ლი ხალ­ხის­თ­ვის "ა­ხალ კურსს" გპირ­დე­ბით. ეს არა მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კუ­რი კამ­პა­ნიაა, ეს არის მო­წო­დე­ბა იარა­ღის­კენ", _ ეს სიტყ­ვე­ბი ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტ­მა 1932 წლის ზაფხულ­ში საპ­რე­ზი­დენ­ტო კან­დი­და­ტის სტა­ტუ­სით წარ­მოთ­ქ­ვა...
რუზ­ველ­ტის მი­ერ შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი "ა­ხა­ლი კურ­სი და­ვიწყე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თ­ვის" არა მხო­ლოდ დეკ­ლა­რა­ცია, არა­მედ რე­ა­ლუ­რი სა­მოქ­მე­დო გეგ­მაც აღ­მოჩ­ნ­და. ამას­თან, უნ­და აღი­ნიშ­ნოს, რომ თვით და­სა­ხე­ლე­ბა _ "ა­ხა­ლი კურ­სი" იყო "პა­ტი­ო­სა­ნი კურ­სის" მი­ბაძ­ვა: ასე ერ­ქ­ვა XX სა­უ­კუ­ნის და­საწყის­ში თე­ო­დორ რუზ­ველ­ტის სა­მოქ­მე­დო პროგ­რა­მას. თა­ვის მხრივ, თე­ო­დორ რუზ­ველ­ტი ფრან­კ­ლინს ერ­თი მხრივ, ბი­ძად ერ­გე­ბო­და, ხო­ლო მე­ო­რე მხრივ _ სი­მამ­რად. ის მის პო­ლი­ტი­კურ კერ­პად ით­ვ­ლე­ბო­და.
რა­ში მდგო­მა­რე­ობ­და "ა­ხა­ლი კურ­სი"? უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, იმა­ში, რომ სა­ხელ­მ­წი­ფო აღარ ერი­დე­ბო­და ბიზ­ნე­სის საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­რე­ვას. პი­რი­ქით, ყველ­გან, სა­დაც ეს შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სა­ხელ­მ­წი­ფოს თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ძლი­ერ­დე­ბო­და. გაჩ­ნ­და ახა­ლი ორ­გა­ნო _ "წარ­მო­ე­ბის აღ­დ­გე­ნის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა", რო­მე­ლიც მკაც­რად მეთ­ვალ­ყუ­რე­ობ­და იმას, თუ რო­გორ იქ­ცე­ოდ­ნენ ამე­რი­კე­ლი ფაბ­რი­კან­ტე­ბი და ხომ არ აზა­რა­ლებ­დ­ნენ ნა­ცი­ო­ნა­ლურ ინ­ტე­რე­სებს. მთე­ლი ამე­რი­კის მრეწ­ვე­ლო­ბა 17 ჯგუ­ფად და­ი­ყო: თი­თო­ე­უ­ლი ჯგუ­ფის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­კუ­თა­რი "კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი კონ­კუ­რენ­ცი­ის კო­დექ­სით" რე­გუ­ლირ­დე­ბო­და. ეს დო­კუ­მენ­ტი გან­საზღ­ვ­რავ­და: გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ის კვო­ტებს, გა­სა­ღე­ბის ბაზ­რე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას, ფა­სებს, კრე­დი­ტე­ბის გა­ცე­მის პი­რო­ბებს, სა­მუ­შაო დრო­ის ხან­გ­რ­ძ­ლი­ვო­ბას, ხელ­ფა­სის დო­ნეს და სხვა...
სწო­რედ ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტის დროს შე­იქ­მ­ნა აშშ-ში სო­ცი­ა­ლუ­რი სა­ხელ­მ­წი­ფოს სა­ძირ­კ­ვე­ლი: 1935 წელს მი­ღე­ბულ იქ­ნა სო­ცი­ა­ლუ­რი უზ­რუნ­ველ­ყო­ფის პირ­ვე­ლი სა­ყო­ველ­თაო ფე­დე­რა­ლუ­რი კა­ნო­ნი. მას შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქე­ნი, რომ­ლე­ბიც 65 წელს მი­აღ­წევ­დ­ნენ და არ ჰქონ­დათ მა­ღა­ლი შე­მო­სა­ვა­ლი, ბი­ნად­რო­ბის ცენ­ზის შე­სა­ბა­მი­სად იღებ­დ­ნენ პენ­სი­ას.
უმუ­შევ­რო­ბას­თან საბ­რ­ძოლ­ვე­ლად სპე­ცი­ა­ლუ­რად შე­იქ­მ­ნა ე.წ. შრო­მის ბა­ნა­კე­ბი. იქ ამე­რი­კე­ლე­ბი უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყ­ვ­ნენ სა­შუ­ა­ლო, მაგ­რამ სტა­ბი­ლუ­რი შე­მო­სავ­ლით. სა­ხელ­მ­წი­ფო და­ბა­ლი ფე­ნის წარ­მო­მად­გენ­ლებს მუდ­მი­ვი შეკ­ვე­თე­ბით უზ­რუნ­ველ­ყოფ­და _ გზე­ბის, ჯე­ბი­რე­ბის, აერო­პორ­ტე­ბი­სა და სახ­ლე­ბის მშე­ნებ­ლო­ბებ­ზე.
რუზ­ველ­ტი არას­დ­როს გა­ურ­ბო­და პო­პუ­ლის­ტურ ქმე­დე­ბებს, რო­ცა სა­კუ­თა­რი თა­ვის­თ­ვის (და მა­შა­სა­და­მე, სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კის­თ­ვის) ფარ­თო მა­სე­ბის მხარ­და­ჭე­რის მო­პო­ვე­ბას ცდი­ლობ­და. მის ად­მი­ნის­ტ­რა­ცი­ა­ში მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვან პო­ზი­ცი­ებ­ზე იმ­დე­ნი აფ­რო­ა­მე­რი­კე­ლი მუ­შა­ობ­და, რომ ხალ­ხ­ში "შავ კა­ბი­ნეტ­საც" კი უწო­დებ­დ­ნენ. პრე­ზი­დენ­ტ­მა გა­ა­უქ­მა ავად­სახ­სე­ნე­ბე­ლი "მშრა­ლი კა­ნო­ნიც", რო­მელ­მაც ამე­რი­კას ბევ­რი უბე­დუ­რე­ბა მო­უ­ტა­ნა.
დღეს ეკო­ნო­მის­ტე­ბი რუზ­ველ­ტის "ა­ხალ კურ­ს­ში" მრა­ვალ­ნა­ირ ხინჯს პო­უ­ლო­ბენ, მაგ­რამ ფაქ­ტია _ ამე­რი­კა რუზ­ველ­ტის მმარ­თ­ვე­ლო­ბის პი­რო­ბებ­ში მყა­რად დად­გა ფეხ­ზე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­საკ­ვი­რი არ გახ­ლავთ, რომ ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დეს ნა­წილს სა­კუ­თა­რი პრე­ზი­დენ­ტი გულ­წ­რ­ფე­ლად უყ­ვარ­და, რის გა­მოც უმაღ­ლეს თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ოთხ­ჯერ აირ­ჩი­ეს.
რუზ­ველ­ტის კე­თილ­შო­ბი­ლურ იერს ისიც სრულ­ქ­მ­ნი­და, რომ პო­ლი­ო­მი­ე­ლი­ტით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი, ინ­ვა­ლი­დის ეტლს მი­ჯაჭ­ვუ­ლიც არ იშუ­რებ­და არც ძა­ლა­სა და არც ჯან­მ­რ­თე­ლო­ბას სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე ზრუნ­ვის­თ­ვის. სწო­რედ ამ­გ­ვა­რა­დაა ის წა­მო­სა­ხუ­ლი ოფი­ცი­ა­ლურ ბი­ოგ­რა­ფი­ა­თა უმე­ტე­სო­ბა­ში. თუმ­ცა, არ­სე­ბობს რა­ღაც, რაც მის პორ­ტ­რეტს ჩრდილ­საც აყე­ნებს.

დი­დი პო­ლი­ტი­კა და... სის­ხ­ლი
ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ "ჩრდი­ლად" ლუ­ი­ზი­ა­ნის გუ­ბერ­ნა­ტო­რი­სა და აშშ-ის სე­ნა­ტო­რის, ჰიუ ლონ­გის მკვლე­ლო­ბის ის­ტო­რია გა­ნი­ხი­ლე­ბა.
თავ­და­პირ­ვე­ლად, ლონ­გი რუზ­ველ­ტის გუნ­დის წევ­რი იყო და მას აქ­ტი­უ­რად უჭერ­და მხარს 1932 წლის არ­ჩევ­ნე­ბის დროს, მაგ­რამ შემ­დეგ მა­თი გზე­ბი გა­ი­ყო. ზე­პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­ნა­ტო­რი, რო­მე­ლიც დი­დი ორა­ტო­რუ­ლი ნი­ჭით გა­მო­ირ­ჩე­ო­და, სულ უფ­რო მე­ტად აშ­ფო­თებ­და პრე­ზი­დენტს. საქ­მის ვი­თა­რე­ბას ისიც არ­თუ­ლებ­და, რომ 1936 წლის არ­ჩევ­ნე­ბის­თ­ვის თა­ვად რუზ­ველ­ტის პო­პუ­ლა­რო­ბამ იკ­ლო. პრე­ზი­დენ­ტ­მა მეყ­სე­უ­ლად რე­ა­გი­რე­ბა ვერ მო­ახ­დი­ნა და, მი­უ­ხე­და­ვად "დი­დი დეპ­რე­სი­ის" დას­რუ­ლე­ბი­სა (1933 წელს), იმა­ვე ეკო­ნო­მი­კურ-პო­ლი­ტი­კურ კურსს გა­ნაგ­რ­ძობ­და.
"მშვი­დო­ბი­ან წლებ­ში" სა­ხელ­მ­წი­ფოს მხრი­დან ბიზ­ნეს­ზე წნე­ხი სა­ერ­თო მხარ­და­ჭე­რით აღარ სარ­გებ­ლობ­და. რუზ­ველ­ტი იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, სხვა­დას­ხ­ვა კორ­პო­რა­ცი­ი­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის ინ­ტე­რე­სებს შო­რის ლა­ვი­რე­ბა მო­ეხ­დი­ნა. ამ დროს, ექ­ს­ცენ­ტ­რი­კუ­ლი ჰიუ ლონ­გი არაფ­რით იყო შეზღუ­დუ­ლი. ის კორ­პო­რა­ცი­ებ­თან კონ­ფ­ლიქ­ტ­ში უშიშ­რად შე­დი­ო­და, თავს ეს­ხ­მო­და და ყვე­ლას­თ­ვის თა­ნა­ბარ უფ­ლე­ბებ­სა და შე­საძ­ლებ­ლო­ბებს მო­ითხოვ­და. მი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი პროგ­რა­მა მკაცრ, პროგ­რე­სი­რე­ბად გა­და­სა­ხა­დებ­ზე იყო აგე­ბუ­ლი: ამ პროგ­რა­მის მი­ხედ­ვით, ღა­ტა­კი ამე­რი­კე­ლე­ბი გა­და­სა­ხა­დე­ბის­გან სრუ­ლი­ად თა­ვი­სუფ­ლ­დე­ბოდ­ნენ, მი­ლი­ო­ნე­რებს კი სა­გა­და­სა­ხა­დო ტვირ­თი უფ­რო მე­ტად უნ­და დამ­ძი­მე­ბო­დათ.
ჰიუ ლონ­გის პო­პუ­ლა­რო­ბას ისიც ზრდი­და, რომ, რუზ­ველ­ტის­გან გან­ს­ხ­ვა­ვე­ბით, არ იყო მე­წარ­მე­თა არის­ტოკ­რა­ტი­ის წრი­დან გა­მო­სუ­ლი და ამ­დე­ნად, მო­სახ­ლე­ო­ბის და­ბა­ლი ფე­ნა "თა­ვი­სი­ა­ნად" მი­იჩ­ნევ­და.
წი­ნას­წა­რი გა­მო­კითხ­ვე­ბის მი­ხედ­ვით, ლონგს სავ­სე­ბით შე­ეძ­ლო 6 მი­ლი­ო­ნი ხმის მო­პო­ვე­ბა. ამე­რი­კუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მის მი­ხედ­ვით, ეს საკ­მა­რი­სი იყო სა­ი­მი­სოდ, რომ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტის­თ­ვის რე­ა­ლუ­რი კონ­კუ­რენ­ცია გა­ე­წია. თვით ლონ­გიც გრძნობ­და წარ­მა­ტე­ბის ნიშ­ნებს და ამომ­რ­ჩე­ველ­თა წი­ნა­შე სულ უფ­რო მწვა­ვედ გა­მო­დი­ო­და. ერთ-ერ­თი ღირ­ს­შე­სა­ნიშ­ნა­ვი გა­მოს­ვ­ლა მას 1935 წლის აგ­ვის­ტო­ში, სე­ნატ­ში ჰქონ­და. ლონ­გ­მა თა­ვი­სი ფა­რუ­ლი მო­წი­ნა­აღ­მ­დე­გე­ე­ბის შეკ­რე­ბის სტე­ნოგ­რა­მა წა­ი­კითხა, სა­დაც მი­სი "ნე­იტ­რა­ლი­ზა­ცი­ის" გეგ­მას გა­ნი­ხი­ლავ­დ­ნენ. ამას რამ­დე­ნი­მე გა­უფ­რ­თხი­ლე­ბე­ლი ფრა­ზაც მოჰ­ყ­ვა, რო­მე­ლიც შეთ­ქ­მუ­ლე­ბა­ში ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზეც მი­ა­ნიშ­ნებ­და. ამ­ბობ­დ­ნენ, რომ ამ გა­მოს­ვ­ლის დროს ერთ-ერ­თ­მა დამ­ს­წ­რემ საკ­მა­ოდ ხმა­მაღ­ლა თქვა: "არც ვეჭ­ვობ, რომ რუზ­ველ­ტი ნე­ბის­მი­ერს შე­იწყა­ლებს, ვინც ლონგს ბო­ლოს მო­უ­ღებს"...
იმ დღი­დან ერ­თი თვის შემ­დეგ, ლუ­ი­ზი­ა­ნის შტა­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა პა­ლა­ტის სხდო­მის დაწყე­ბი­სას, ექიმ­მა-ლა­რინ­გო­ლოგ­მა, კარლ ვა­ის­მა მო­უ­ლოდ­ნე­ლად ლონგს ეს­რო­ლა. მკვლე­ლი დაც­ვის მი­ერ მა­შინ­ვე იქ­ნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც, და­ნა­შა­უ­ლის მო­ტი­ვი უც­ნო­ბი დარ­ჩა. ჰიუ ლონ­გი 48 სა­ა­თის შემ­დეგ, სა­ა­ვად­მ­ყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ბევ­რი ამ­ბობ­და, რომ ჭრი­ლო­ბა არ იყო სა­სიკ­ვ­დი­ლო და თუ ოპე­რა­ცი­ას მა­შინ­ვე გა­მოც­დი­ლი ექი­მი გა­უ­კე­თებ­და (და არა ახალ­ბე­და ქი­რურ­გი, რო­გორც ეს რე­ა­ლუ­რად მოხ­და), სე­ნა­ტო­რი გა­დარ­ჩე­ბო­და.
არ­სე­ბობს კი­დევ უფ­რო რა­დი­კა­ლუ­რი ვერ­სია: კარლ ვა­ი­სი მხო­ლოდ "გან­ტე­ვე­ბის ვა­ცი" იყო, რო­მე­ლიც დიდ პო­ლი­ტი­კას ემ­ს­ხ­ვერ­პ­ლა, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში, სა­სიკ­ვ­დი­ლო გას­რო­ლა პი­რა­დი დაც­ვის ერთ-ერ­თ­მა წევ­რ­მა არე­უ­ლო­ბი­სას მო­ახ­დი­ნა.
სა­ყუ­რადღე­ბოა, რომ არც ერ­თი ვერ­სი­ა გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნი არ გამ­ხ­და­რა. გა­მო­ძი­ე­ბის ფე­დე­რა­ლურ ბი­უ­როს ჭეშ­მა­რი­ტე­ბის და­სად­გე­ნად სა­ჭი­რო ზო­მე­ბი არ მი­უ­ღია. სხვა­თა შო­რის, ამ ორ­გა­ნომ ახ­ლან­დე­ლი სა­ხელ­წო­დე­ბა და მა­ღა­ლი სტა­ტუ­სი სწო­რედ 1935 წელს, პრე­ზი­დენტ ფრან­კ­ლინ რუზ­ველ­ტის დროს მი­ი­ღო, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ, ტრი­უმ­ფით, ხე­ლახ­ლა აირ­ჩი­ეს მე­ო­რე ვა­დით... მას სა­კუ­თარ გზა­ზე ჯერ კი­დევ ბევ­რი რამ ჰქონ­და წინ, მათ შო­რის _ მო­კავ­ში­რე­ებ­თან ერ­თად, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომ­ში გა­მარ­ჯ­ვე­ბა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი