"სხვისი პულტებით სარგებლობა დასჯადია" - ვინ გამოააშკარავა "ოცნების" დეპუტატები
font-large font-small
"სხვისი პულტებით სარგებლობა დასჯადია" - ვინ გამოააშკარავა "ოცნების" დეპუტატები
პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სავარაუდოდ, სხვისი პულტების გამოყენებას ჰქონდა ადგილი


პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კენჭისყრისას, სხვისი პულტების სავარაუდო გამოყენებას ჰქონდა ადგილი. ამ თემაზე განცხადება სესიაზე პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გააკეთა. უსუფაშვილმა იმ დეპუტატებს შორის, რომლებიც დღევანდელ კენჭისყრაში ფიზიკურად არ მონაწილეობდნენ, მაგრამ მათი ხმა მაინც ფიქსირდებოდა - ანი მიროტაძე, გოგი ლიპარტელიანი, ირაკლი სესიაშვილი, ნანა ყეინიშვილი და მარიკა ვერულაშვილი დაასახელა.

"კენჭისყრის პროცესში ჩემი კოლეგა ხათუნა გოგორიშვილი დამიკავშირდა, რომელმაც მიმითითა, რომ ჩვენი 11 კოლეგა სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და ამასობაში კენჭისყრაში მონაწილეობდა. ჩვენ ეს საკითხი ერთობლივად გადავამოწმეთ. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი იმყოფება და მონაწილეობს, მაგალითად, სოსო ვახტანგიშვილი, კახა ოქრიაშვილი, გოგლა ჟვანია, სოსო ჯაჭვლიანი, ელისო ჩაფიძე იყო და არ არის, მაგრამ რაც შეეხება კოლეგებს ანი მიროტაძეს, გოგი ლიპარტელიანს, ირაკლი სესიაშვილს, ნანა ყეინიშვილს, მარიკა ვერულაშვილს, ისინი დარბაზში ვერ დაფიქსირდნენ. გთხოვთ, გავარკვიოთ ამის თაობაზე", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტის რეგლამენტი სხვისი პულტების გამოყენებაზე დეპუტატების ხელფასიდან 20%-ით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

ასევე იხილეთ: სხვის პულტზე თითის დაჭერის "ტრადიციას" ახალი უმრავლესობაც აგრძელებს
ბეჭდვა