"შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ"... - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები მომავალ არჩევნებზე
font-large font-small
"შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ"... - რას ფიქრობენ ცნობილი ადამიანები მომავალ არჩევნებზე
"ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას არ ვაპირებ"

საქართველოს მოსახლეობას წინ კიდევ ერთი არჩევნები ელოდება, რომელიც 2016 წლის შემოდგომაზე უნდა გაიმართოს. მართალია, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვეა დარჩენილი, მაგრამ პოლიტიკურ პარტიებში ამ მოვლენით გამოწვეული ვნებათაღელვა უკვე იგრძნობა. როგორც კულუარებში ამბობენ, შესაძლოა, კოალიცია "ქართული ოცნების" პირველ ნომრად ბიძინა ივანიშვილის უფროსი ვაჟი - უტა ივანიშვილიც ვიხილოთ. სამაგიეროდ, პარტიულ სიაში კოალიციის ზოგიერთი ცნობილი ადამიანი აღარ იყოს... ექსპერტმა გია ხუხაშვილმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" შეთავაზებაზე, კოალიციის წევრი გამხდარიყო, ბევრმა ცნობილმა ადამიანმა უარი თქვა.

გახდებოდით თუ არა არჩევნებში რომელიმე პოლიტიკური ძალის სახე? - ამ შეკითხვაზე ცნობილმა ხელოვანებმა, მომღერლებმა, მსახიო­ბებმა განსხვავებული პასუხები გაგვცეს.

გივი ბერიკაშვილი, მსახიობი:
- ყოველთვის იმ ძალის მომხრე ვარ, ვისაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე უნდა. სხვათა შორის, "მოქალაქეთა კავშირის" დროს შემომთავაზეს პარლამენტარობა, მაგრამ მადლობა გადავუხადე და უარი ვუთხარი. როცა დრო დადგება, გამოვალ და ვიტყვი, რატომ ვუჭერ ამა თუ იმ ძალას მხარს. წინასწარ ლაპარაკი ჩემთვის ძალზე ძნელია. ჩემი მასწავლებელი აკაკი ხორავა იყო და ასე მასწავლიდა: შვილო, გივი, სცენაზე რომ დგახარ, დარბაზში ქურდი, მამაძაღლი, პროფესორი და აკადემიკოსი გვერდიგვერდ სხედან, შენც ყველასთვის ერთნაირად უნდა ითამაშოო. ჰოდა, ვიცი, რომ ყველასთვის უნდა ვითამაშო, რადგან ამ ქვეყნის შვილი ვარ, პოლიტიკაში კი ყველაფერი უფრო რთულადაა. ამიტომ, როცა არჩევნებზე მივალ, ჩემს პოზიციას იქ გამოვხატავ. ჩემი აზრიც მაქვს, ყველაფერს ვაკვირდები, შინაურობაში პოლიტიკაზე ბევრს ვჩხუბობ და ვკამათობ, მაგრამ ჯერჯერობით ჩემი პოზიციის ხმამაღლა დაფიქსირებას არ ვაპირებ. მით უმეტეს - რომელიმე ძალის პიარსა და მხარდაჭერას. როგორც კი არჩევნები დაიწყება, შეიძლება, ხმამაღლაც ვთქვა, ვისი მხარდამჭერი ვარ. ერთი რამ კი ზუსტად ვიცი: სწორი ნაბიჯების გადადგმას და ქვეყნის სწორ გზაზე წაყვანას ვინც შეძლებს, მეც იმის მომხრე ვიქნები.
მედეა ამირანაშვილი, მომღერალი:
- ჯერ ერთი, რატომ უნდა შემომთავაზონ, მაგრამ თუ შემომთავაზებდნენ, უფრო "ქართული ოცნების" სახე გავხდებოდი, რადგან ამ ძალის მომხრე და წარმომადგენელი ბიძინა ივანიშვილია. ის კი მომავალშიც ბევრ რამეს გააკეთებს ქართული კულტურისთვის, მეცნიერებისთვის, სპორტისთვის. რაც უკვე გააკეთა, იმის დანახვა და დაფასებაც ხომ უნდა შევძლოთ?! სამება მისი აშენებულია და კიდევ 40 ეკლესია, კონსერვატორიაში რემონტი მან გააკეთა, ახლა ოპერის თეატრიც გაარემონტა, ფიროსმანის სურათი შეისყიდა და უფასოდ გადასცა ხელოვნების მუზეუმს, ახლა კი უზარმაზარ თანხას იხდის, ოღონდაც კიბოს საწინააღმდეგო წამალი შეიქმნას. ყოველთვიურად ათასობით ლარს უხდის ცნობილ მუსიკოსებს, მსახიობებს. მე, მაგალითად, 2 ათას ლარს მიხდიან, თუმცა ვიცი, რომ სხვებს 5 ათას ლარსაც აძლევენ. შეიძლება, ვიღაც "ქართულ ოცნებაში" თავის სიმაღლეზე არ იყოს, მაგრამ ეს ივანიშვილის ბრალი არ არის. დარწმუნებული ვარ, მას საქართველოსთვის მართლა სიკეთე უნდა. საყვედურობენ, დანაპირები არ შეგვისრულაო. რამდენი რამ გააკეთა, ამაზე რატომ არ ფიქრობენ? "ნაციონალურ მოძრაობას" რაც შეეხება, ხმას ნამდვილად არ მივცემ, რადგან მათი ლიდერი "მიშა დამანგრეველია". მე ჩემი ხალხი მიყვარს და ნუ აღიზიანებენ ამ ხალხს. ყველაფერი ერთ დღეში არ კეთდება. პირდაპირი ადამიანი ვარ და პირდაპირ გეტყვით: ძალიან მეწყინა, "რუსთავი 2"-ზე მედეა მირიანიშვილად რომ "მომნათლეს", მაგრამ როდესაც ნიკა გვარამიამ თქვა, "აბესალომ და ეთერი" რა ოპერააო, ამაზე სულ გავგიჟდი. ეს ხომ ჩვენი ეროვნული საგანძურია! როგორ, ნიკა გვარამიას უფრო ესმის მუსიკა თუ - მე?
ჯემალ ჭკუასელი, ანსამბლ "ერისიონის" ხელმძღვანელი:
- სხვათა შორის, მსგავსი წინადადება ახლახან შემომთავაზეს, მაგრამ უარი ვუთხარი. მე "ქართულ ოცნებას" ვუჭერ მხარს, მაგრამ პიარი და სახედ გახდომა არ მინდა. ადრეც, რამდენჯერაც მსგავსი წინადადება მივიღე, იმდენჯერ ვიკითხე - როგორ, ჩემს საქმეს ვერ ვაკეთებ-მეთქი? ვფიქრობ, რომ უცხო ქვეყნების, უცხო ტრადიციებისა და კულტურების გარემოცვაში ქართული კულტურის შენარჩუნება ყველაზე დიდი და სერიოზული საქმეა. მოკლედ, პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის.
ბესო ბერულაშვილი, პაროდისტი:
- "ქართულ ოცნებაში" ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და მათ ისედაც ვეხმარები, მაგრამ ვინმეს მედროშე რომ გავხდე, ამას ვერ ვიზამ. სულაც არა მაქვს სურვილი, სადღაც გამომფინონ ან ბანერზე გამომაკრან. ოპოზიციაშიც მყავს მეგობრები, მმართველ გუნდშიც, მაგრამ პოლიტიკაში რომ ვიყო აქტიურად ჩართული და გარეული, ასე არ მინდა. მირჩევნია, ჩემი საქმე ვაკეთო. რაც მთავარია, პაროდიებს არ მოგაკლებთ. არჩევნები მოდის, უფრო სახასიათო პერსონაჟები გამოჩნდებიან და ჩემი პაროდიებიც უფრო მრავალფეროვანი გახდება - ამის იმედი ნამდვილად მაქვს, პოლიტიკაში წასვლა კი არასოდეს მხიბლავდა და არც დღეს მხიბლავს.
ავთანდილ ვარსიმაშვილი, რეჟისორი:
- გამოგიტყდებით: არც ერთი პარტიის მიმართ გამორჩეული სიმპათია არ მაქვს და ვერც ვერავის სახე გავხდებოდი. ჩემთვის არ არის მისაღები, როდესაც ხელოვანი პოლიტიკაში მიდის. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და თუ ვინმე ასეთი წინადადებით მომმართავს, აუცილებლად უარს ვიტყვი.
ნატო გელაშვილი, კომპოზიტორი:
- თუ რომელიმე პოლიტიკური ძალის სახე გახდები, უნდა გწამდეს კიდეც ამ ძალის. მხოლოდ პიარისთვის ეს წარმოუდგენელია. ჩემთვის პირადად, ასეთი წინადადებით არასოდეს მოუმართავთ. როგორც ჩანს, ჩემი დამოკიდებულება კარგად იციან. არასოდეს მქონია სურვილი, პოლიტიკაში გავრეულიყავი, მაგრამ თუ ხელოვანი პოლიტიკაში მიდის, ეს მისი პირადი არჩევანია და მისი გადასაწყვეტია. ყველა ადამიანი ინდივიდია და ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ისიც არ მესმის, ასეთ ხალხს ცოცხლად რატომ მარხავენ ხოლმე. თუ რომელიმე ხელოვანს პარლამენტში ვიხილავ, ნამდვილად არ დავგმობ და მის გადაწყვეტილებას კულისებში არ განვიხილავ. ჩემთვის კი მნიშვნელობა არა აქვს, "ქართული ოცნება" იქნება, "ნაციონალური მოძრაობა", ნინო ბურჯანაძის პარტია თუ სხვა. ჩემი შვილიც რომ იყოს რომელიმე პარტიის ლიდერი, მისი ოფიციალური სახე მაინც არ გავხდები.
რეზო ესაძე, რეჟისორი:
- გააჩნია, რას გთავაზობენ. ეს უნდა იყოს საქმიანი, საფუძვლიანი და პრაგმატული გადაწყვეტილება, რომელსაც თან დიდი პასუხისმგებლობაც უნდა ახლდეს. ჩვენ ყველანი მოწოდებულნი ვართ, რომ ამ ქვეყანას რაღაც შევმატოთ, მაგრამ ერთია სურვილი და მეორე - შესაძლებლობები. საქართველოს ბედზეა ლაპარაკი და ეს სახუმარო ამბავი არ არის! უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს, რამდენად აქვს ადამიანს პოლიტიკაში ჩართვის სურვილი, მაგრამ ამხელა საქმე სათამაშოდ არ უნდა ვაქციოთ. ლამის ცოცხალ ორგანიზმთან გვაქვს საქმე და თუ კაცი გრძნობს, რომ ამ საქმეს ვერ გაუძღვება, საამისო შინაგანი რესურსი არა აქვს, უარი უნდა თქვას, - ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ჩემი აზრით, თუ პოლიტიკაში ჩაერევი, აუცილებლად უნდა ივარგო - სხვა გზა არ არსებობს, რადგან დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი წყდება.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი