ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება - გზაპრესი

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულში ამოქმედდება

ევროკავშირთან საქართველოს უვიზო რეჟიმი, სავარაუდოდ, ზაფხულისთვის ამოქმედდება. შესაბამისი განცხადება ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ევროკომისარმა დიმიტრის ავრამოპულოსმა , ქართველი ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად გააკეთა.

ევროკომისარმა იმედი გამოთქვა, რომ "ყველაფერი მზად ზაფხულისთვის იქნება". "რა თქმა უნდა, ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი მზად იქნება ზაფხულისთვის. ამისთვის დაახლოებით საჭიროა 3-4 თვეა საჭირო", - განაცხადა ევრამოპულოსმა.