კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი
font-large font-small
კოდუას და უგულავას ახლო მეგობარი, გვანცა დარასელიას მეუღლე - ვინ არის ალასანიას პარტიის ახალი წევრი

"თავისუფალ დემოკრატებს" ახალი წევრი ჰყავს. პარტიის რიგებს ვახტანგ მჭედლიძე შეუერთდა, რომელიც საზოგადოებას დღეს თავად ირაკლი ალასანიამ წარუდგინა. პარტიის ლიდერმა მჭედლიძეს ძლიერი კადრი უწოდა და აღნიშნა, რომ იგი გამორჩეულია საქმეში წარმატებით, არის გამორჩეული ბიზნესმენი, აქვს სოლიდური სპორტული წარსული - იყო რაგბის ნაკრების წევრი.

ვახტანგ მჭედლიძე "თავისუფალი დემოკრატების" პოლიტიკური ლიდერი ლაგოდეხში იქნება. პარტიის ახალმა წევრმა "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერს მადლობა გადაუხადადა განმარტა, რომ აღნიშნული პარტიის წევრობა მისთვის დიდი პატივია. "ჩემთვის დიდი პატივია, ვიყო "თავისუფალი დემოკრატი" და ვიშრომო ისეთ ხალხთან ერთად, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ჩემს მთელ რესურსს, ენერგიას, ძალ-ღონეს არ დავიშურებ იმისთვის, რომ გუნდი იყოს უფრო წარმატებული და, რა თქმა უნდა, გამარჯვებული", - განაცხადა მჭედლიძემ.

ვახტანგ მჭედლიძე ტელეწამყვან გვანცა დარასელიას მეუღლეა. წყვილი 2010 წელს დაქორწინდა და ერთი ბიჭუნა ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ დარასელიას მეუღლეს "დემოკრატებამდე" მრავალფეროვანი პოლიტიკური წარსული ჰქონდა. ვახტანგ მჭედლიძე გიგი უგულავას მრჩეველი იყო და პატიმრობაში მყოფი ყოფილი მერის ახლო მეგობარია. იგივე ასევე მეგობრობს ირაკლი კოდუასთანაც. როგორც ჟურნალ "რეიტინგის" ერთ-ერთ სტატიაში ვკითხულობთ, კოდუა ძებნილობის დროს ვახო მჭედლიძესთან ერთად იმყოფებოდა პრაღაში. მჭედლიძე რამდენიმე წელი ჩეხეთში ცხოვრობდა და იქ სახლი აქვს.

ვახტანგ მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს საკრებულოს წევრიც გახლდათ. ის "ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის" წევრი და "სარევიზიო კომისიის" თავმჯდომარის მოადგილე იყო. თუმცა 2011 წლის თებერვალში მან საკრებულო დატოვა. როგორც მაშინ საკრებულოში განმარტეს, ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა მჭედლიძემ საკრებულო საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა, თუმცა პრესაში საკრებულოდან მისი წასვლის სხვა ვერსია
დასახელდა.

როგორც გაზეთი "ალია" 2011 წელს წყაროზე დაყრდნობით წერდა, მჭედლიძემ საკრებულო პრეზიდენტის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ დატოვა. "ალიას" ინფორმაციით, მჭედლიძე "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებთან ერთად ახალი წლის დღეებში ერთ-ერთ რესტორანში ქეიფობდა და საკუთარი სუფრის წევრებს დაუპირისპირდა. მჭედლიძემ ჩხუბის შემდეგ ერეკლე კოდუას დაურეკა, რომელსაც "ბიჭების ბრიგადა გაუგზავნია, მჩაგვრელი "ნაციონალები" ერეკლე კოდუას ბიჭებს ისე უბეგვიათ, რომ, როგორც ამბობენ, ბევრი მათგანი დღემდე გონზე ვერ მოდისო", - წერდა გაზეთი "ალია". სწორედ ამის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილს კატეგორიულად მოუთხოვია, დაძაბული ვითარების განსამუხტად უგულავა-კოდუას ძმაკაც მჭედლიძეს საკრებულო დაეტოვებინა. გვანცა დარასელიამ ჟურნალისტთან სატელეფონო საუბარში გაზეთში დაბეჭდილ ინფორმაციას ჭორი უწოდა, თუმცა დაადასტურა, რომ მისმა მეუღლემ საკრებულო დატოვა, არა პრეზიდენტის მოთხოვნით, არამედ პირადი მოტივით.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (2)
15.03.2016
აი ტურმე საიდან აქვს დარასაელიას ამდენი ფული ჩვენი ფული უჭამაით
ფსფწეს
15.03.2016
ნაციონალური წარსულის მქონე ადამიანს რატო გვისაღებს ალასანია? უგულავას მრჩეველი თუ იყო განსაკუთრებით! უგულავა ბიუჯეტის გაფლანგვის მეტი რა გააკეთა და მაგის მრჩეველი თუ იყო კარგად ყოფილა საქმე.
vano
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი