"მინდა მივმართო... სასწრაფოდ და უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები" - ხუხაშვილი უცხოური სპეცსამსახურების მიერ პოლიტიკური შანტაჟის საფრთხეზე - გზაპრესი

"მინდა მივმართო... სასწრაფოდ და უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები" - ხუხაშვილი უცხოური სპეცსამსახურების მიერ პოლიტიკური შანტაჟის საფრთხეზე

ექსპერტ გია ხუხაშვილის აზრით, არსებობს საფრთხე, ფარული ჩანაწერები უცხოურმა სპეცსამსახურებმა პოლიტიკური შანტაჟისთვის გამოიყენონ.

როგორც გია ხუხაშვილი გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ფარული ჩანაწერების საქმეზე დაკავებული ხუთი პიროვნება ნეიტრალური ადამიანები არიან, რომელთაც ამ ტიპის მასალებზე წვდომა არ უნდა ჰქონდეთ.

"ეს მაგალითიც აჩვენებს, რომ ფარული ჩანაწერები მეტასტაზებივით არის გავრცელებული. სხვას რომ ყველაფერს თავი დავანებოთ, თუნდაც ამ ხუთმა ადამიანმა რამდენიმე ასლი გააკეთა, სად გადამალა და კიდევ ვის მისცა, იცის ვინმემ? ამიტომაც საფრთხე, რომ ფარულ ჩანაწერებზე ნადირობდნენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები და მასალის ნაწილი უკვე ხელშიც ჰქონდეთ ჩაგდებული, დიდია. ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ჩანაწერები არ იქნება მხოლოდ სექსუალური ცხოვრების ამსახველი, რასაც ადამიანმა შეიძლება კიდევ გაუძლოს. ახლა საზოგადოების ყურადღება მხოლოდ ასეთი ჩანაწერებისკენ არის მიპყრობილი, რაც არასწორი მგონია", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

იხილეთ ვიდეო| გია ხუხაშვილის ვერსიები, თუ რა შეიძლება იყოს ჩაწერილი პოლიტიკოსებზე, გარდა სექსუალური ურთიერთობებისა

ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა არსებობდეს დანაშაულის ნიშნების შემცველი ჩანაწერებიც, რომელთა საშუალებითაც შეძლებელი იქნება პოლიტიკური შანტაჟი. "ეს კი პირადი ცხოვრების საკითხებს

სცილდება და სახელმწიფო უსაფრთხოების ჭრილში გადადის", - აღნიშნავს ექსპერტი.

ამასთან, ხუხაშვილი ინტერვიუში სახელმწიფო მოხელეებსაც მიმართავს და ურჩევს, თუკი აქვთ ეჭვი, რომ მსგავსი ტიპის ჩანაწერები მათ შესახებაც შეიძლება არსებობდეს, უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები.

"მინდა მივმართო იმ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც დღეს არიან თანამდებობებზე, აქვთ ეჭვი, რომ მათზე შეიძლება ამ ტიპის კომპრომატები არსებობდეს და არ არიან დარწმუნებული, რომ ზეწოლას გაუძლებენ, სასწრაფოდ და უხმაუროდ დატოვონ თანამდებობები, რადგან ეს აღარ არის მხოლოდ მათი პრობლემა, - ეს შეიძლება სახელმწიფოებრივ თავსატეხად იქცეს. ოდნავ მაინც თუ აქვთ სახელმწიფოებრიობის და პატრიოტიზმის განცდა, სახელმწიფოს ეს საფრთხე უნდა აარიდონ", - აცხადებს გია ხუხაშვილი.

წაიკითხეთ სრულად გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით საიტის ხელმომწერ