"ცივილიზაციას ჩამოვრჩებით და კომიკური ქვეყანა გავხდებით"
font-large font-small
"ცივილიზაციას ჩამოვრჩებით და კომიკური ქვეყანა გავხდებით"
სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" სცენარისტი - ირაკლი საღინაძე ახალი და წინა ხელისუფლების ქმედებების შესახებ საკუთარ მოქალაქეობრივ აზრს აფიქსირებს და დღევანდელ ყოფას, თავისი პოლიტიკოსებიანად, კომიკურს უწოდებს:
- სიმართლე გითხრა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები ზოგჯერ ისეთი კომიკურია, ადამიანს უხერხულ მდგომარეობაშიც კი გაგდებს. პრესასა და საიტებს რომ გადახედოთ, სათაურების დონეზეც კი სასაცილოა. როცა ამ ყველაფერს გვერდიდან უყურებ და ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, სევდის მომგვრელია ის ვითარება, რომელშიც ვიმყოფებით. არ მომწონს ზოგადად, პოლიტიკური სპექტრი. დავიწყოთ იქიდან, თუ რა არჩევანი მაქვს. არჩევანის გაკეთება კვლავ ცუდსა და უარესს შორის მიწევს. საქართველოში დაუღვინებელი და უმწიფარი პოლიტიკური ძალები გვყავს, რომლებიც იდეოლოგიურად გაუმართავები არიან. მათ არ აქვთ ჩამოყალიბებული პრინციპები, პროგრამები და სიტუაციებიდან გამომდინარე, უცებ ისე იცვლიან ფერსა და ხასიათს, რომ სამწუხაროდ, ამომრჩეველს ხალისს უკარგავენ. ჩვენთან, ჯერჯერობით, როგორც საზოგადოება, ისე - პოლიტიკური სპექტრი, უმწიფარია, საბოლოო სახე არ მიუღია და შესაბამისად, არჩევანის გაკეთება ძალზე ჭირს. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ამოსავალი წერტილი სწორედ არაპროფესიონალიზმი და ხშირ შემთხვევაში - უცოდინარობაა. ბევრი არაკომპეტენტური ადამიანი აღმოჩნდა ხელისუფლებაში, რომლებიც ისე სასაცილოდ გამოიყურებიან, მეტი რომ არ შეიძლება... ჩამოთვლას არ დავიწყებ.

- ვის თვლით კომპეტენტურად და ისეთ პერსონად, რომელიც რაღაცას მაინც აკეთებს თავისი მიმართულებით?
- როგორც ჩანს, ასეთებიც არიან, გარკვეული, მეტ-ნაკლები ცოდნა და გამოცდილება აქვთ, მაგრამ მათი გაკეთებული საქმეები იმ საერთო უსაქმურობისა და უმოქმედობის ფონზე იმდენად მცირეა, რომ იკარგება და რეალურად, ფონს ვერ ქმნის. ამ ხელისუფლების პრობლემები ციფრებსა და სტატისტიკაში აისახება - ისინი ბიუჯეტის ათვისებასა და შევსებას ვერ ახერხებენ, ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც ზედაპირზე დევს და თვალსაჩინოა. ქვეყანაში დემოკრატიის რეალიზება უნდა მოხერხდეს, სხვაგვარად, მივალთ ავტორიტარულ, ნახევრად დემოკრატიებამდე, ჰიბრიდულ სისტემებამდე, რაც საბოლოო ჯამში, ქვეყნის განვითარებას შეაფერხებს, ცივილიზაციას ჩამოვრჩებით და სასაცილოები, კომიკური ქვეყანა გავხდებით. მსოფლიო რუკაზე სერიოზულად აღარ აღგვიქვამენ, მტერიც და მოყვარეც უპატივცემულოდ მოგვეპყრობა.

- როგორც ამბობენ, ეს ერთი შეხედვით უმოქმედობა იმით აიხსნება, რომ ფულს არაფრისმომცემ კონცერტებსა და პროექტებში აღარ ვყრით, სამაგიეროდ, კანონების მოწესრიგებით ვართ დაკავებულები და ისეთ საქმეებს ვაგვარებთ, რომლებიც უბრალოდ, ხალხისთვის თვალში საცემი და პიარის თემა არ არისო. თქვენი გადმოსახედიდან როგორ აღიქმება ეს?
- არ ვიცი, ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებსო. შეიძლება, პროცესი არ ჩანდეს და თვალებში არ გვეჩხირებოდეს, მაგრამ ხომ უნდა აისახოს რაღაცაზე? შედეგია მთავარი. სამწუხაროდ, პროცესი, რომელიც შედეგს არ მოიტანს და პირიქით, უარესდება, ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში რაღაც არასწორად მიმდინარეობს. ბევრი რამით ვარ უკმაყოფილო. ყოველ შემთხვევაში, თანამედროვე საზოგადოების განვითარება არ ხდება, ვექტორი წარსულისკენაა მიმართული, რასაც უამრავი შეცდომა ემატება, რაზეც ვრცლად საუბარს, ჟურნალის რამდენიმე ნომერი არ ეყოფა.

- მერიასაც შევეხოთ. თქვენი აზრით, ახალ მერს რამდენად შესწევს უნარი, დედაქალაქი მართოს და მისთვის სასარგებლო პროექტები განახორციელოს?
- მერიაში განსაკუთრებულად კომიკური სიტუაციაა შექმნილი. პრემიების სახელფასო დანამატებად გადაკეთება და მერე მათი ხელფასებად გაფორმება რა არის? თავისთავად, ჩინოვნიკს მცირე ხელფასი არ უნდა ჰქონდეს, რომ კორუფციაში ჩაბმის ცდუნება არ გაუჩნდეს, ოღონდ ეს სხვანაირად კეთდება. ხალხთან ენის მოჩლექა და თამაში ცუდად მთავრდება. მერიიდან სამმა-ოთხმა პროექტმა გაიჟღერა და სამივე ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შემავალი ინფრასტრუქტურული პროექტებია, რომლებიც ქალაქის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს, სასაცილოა... კომიკური პერსონაჟები არიან ნარმანია და განსაკუთრებით, მარგიშვილი. სერიოზული სახეებით ბევრ სისულელეს ამბობენ, რაც მათ გონებრივ შესაძლებლობებზე მეტყველებს.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი