NDI- გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს - გზაპრესი

NDI- გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს

NDI-ის კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ თავს ”იგივე მდგომარეობაში” მიიჩნევს.

ასეთია ”ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის” კვლევის შედეგები, რომლის პრეზენტაციაც სასტუმრო ”რუმსში” ამ წუთებში მიმდინარეობს.

უფრო კონკრეტულად: შეკითხვაზე: 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ როგორ მდგომარეობაში ხართ თქვენ და თქვენი ოჯახი, რესპონდენტთა 10 %-მა აღნიშნა, რომ ”უკეთესად”, 47 %-ის თქმით, ”იგივე მდგომარეობაში”, ხოლო 42 %-ის განცხადებით, ”უარესად”.

გამოკითხვა 23 თებერვლიდან 14 მარტის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 3 900 ადამიანი გამოიკითხა.

გამოკითხულთა 39% მიიჩნევს, რომ საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. კითხვაზე, როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო", რესპონდენტთა 20%-მა უპასუხა, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-მა განაცხადა, რომ საქართველო საერთოდ არ იცვლება.

კვლევის შედეგები დღეს გამოქვეყნდა, რომელშიც ერთ-ერთი კითხვა იყო, თუ რომელი ქვეყანა ან ორგანიზაცია უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას.

ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: ნატო - 23%; ევროკავშირი - 13%; რუსეთი - 13%; აშშ - 10%; ევრაზიული კავშირი - 1%; აზერბაიჯანი - 1%; სომხეთი - 1%; კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" - გასცა 32%-მა.

რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყანა წარმოადგენს საქართველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს, გამოკითხულთა 47% რუსეთს მიიჩნევს. ამ კითხვაზე პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: რუსეთი - 47%; "ისლამური სახელმწიფო"- 8%; აშშ - 7%, თურქეთი - 5%; ნატო - 2%; სომხეთი - 1%, ევროკავშირი - 1%; ევრაზიული კავშირი - 1%; სხვა - 2%; არ ვიცი - 27% და უარი პასუხზე 1%-მა განაცხადა.