საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!
font-large font-small
საყვარელიძის აღიარება - როგორ აჯილდოვებდა სააკაშვილის ხელისუფლება "საქმის მკეთებელ" პროკურორებს?!
ახლა თავისუფლად შემიძლია ჩემი მოქალაქეობრივი აზრის დაფიქსირება

უკრაინის გენპროკურორის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას განიხილა, თუ რა პრობლემებია უკრაინის პროკურატურაში, ჟურნალისტთან საუბრისას მან პარალელები საქართველოს პროკურატურასთან გაავლო:

"დავუპირისპირდი შოკინსაც და ყველას, ვინც ძველ სისტემას ემხრობა. ძველ სისტემაში ისინი თავს კომფორტულად გრძნობდნენ. მაგრამ პროკურატურა, პირველ რიგში კორუფციას უნდა ებრძოდეს. კორუფციასთან ბრძოლა კი სიღარიბესთან ბრძოლას ნიშნავს.

ახლა თავისუფლად შემიძლია ჩემი მოქალაქეობრივი აზრის დაფიქსირება. დავტოვე კაბინეტი, მსგავსი თანამდებობა ბევრი მქონდა. არის მომენტი, როცა შეგიძლია ადმინისტრაციული და იურიდიული რესურსის გამოყენება და როცა ყველა შესაძლებლობა ამოწურულია, უნდა გადახვიდე სამოქალაქო აქტივობაზე, პოლიტიკაზე.
ყველაფერი გააკეთეს, პროკურატურუდან ჩემი გამოგდებისთვის, ახლა კი ეს ყველაფერი ღირსების საქმეა".

ჟურნალისტის კითხვაზე, აპირებს თუ არა საყვარელიძე პოლიტიკაში მოსვლას, მან განაცხადა, რომ იქ ხედავს საკუთავ თავს, სადაც სიმართლეა:

"ჩემს თავს სამართლიან ხალხთან ვხედავ. სადაც აქამდე ვმუშაობდი, იქ სიმართლე არ არის, თუმცა იმ სისტემაშიც ბევრი სამართლიანი ხალხი დავტოვე, მათ იმედის მიცემა სჭირდებათ".

უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას, ქართველმა პოლიტიკოსმა პარალელები გაავლო უკრაინისა და საქართველოს რეფორმებზე და განაცხადა, რომ სააკაშვილის პრეზიდენტობისას საქართველოში არაკორუმპირებულობა პოპულარული იყო.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რამდენს გამოიმუშავებდა პროკურორი საქართველოში, საყვარელიძემ უპასუხა:

"2008 წელს პროკურორი საქართველოში 1200-1300 დოლარს გამოიმუშავებდა. საქმის კონკრეტული შედეგით დასრულებას თან ახლდა პრემია და ბონუსი. თუ რეზონანსული საქმე გაიხსნებოდა და სახელმწიფოს დანაკარგს დაუბრუნებდა, მაშინ პრემიის სახით 10-20 ათასი დოლარი გადაეცემოდა, ეს უფიციალურად ხდებოდა, სახელმწიფოსგან" ... განაგრძეთ კითხვა
ბეჭდვა