ალეკო ელისაშვილი: ნარმანია ბოთეა, დაუღია პირი და დადის აქეთ-იქით - გზაპრესი

ალეკო ელისაშვილი: ნარმანია ბოთეა, დაუღია პირი და დადის აქეთ-იქით

ნარმანია ბოთეა, დაუღია პირი და დადის აქეთ-იქით, ის ერთი მდიდარი კაცის ხელის ბიჭია, - განაცხადა საკრებულოს დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა "პალიტრანიუსის" საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თოქ-შოუში "3600". როგორც მან აღნიშნა, მწვანე სივრცეები ქალაქში ქრება, სიმსივნური დაავადებების რიცხვი კატასტროფულად იზრდება, რაც საზოგადოებისთვის ძალიან საშიშია. სტუდიაში საუბარი ბოტანიკური ბაღის მიმდებარედ არსებულ 29 ჰექტარ მიწის ფართობს ეხებოდა, რომელიც თანაინვესტირების ფონდმა აუქციონის წესით შეიძინა.

"მწვანე სივრცე გვჭირდება იმისთვის, რომ ჯანმრთელები ვიყოთ. ჩვენი სიცოცხლისუნარიანობა ხანგრძლივი იყოს და ნორმალურ სივრცეში ვცხოვრობდეთ. დაავადებების რიცხვი ახლა რომ არის კატარასტროფული ქალაქში-ეს არ იყოს... საჯარო სივრცე იყო იდეალური, რომლის განვითარება მუნიციპალიტეტს შეეძლო ბრწყინვალედ. ეს იყო ყველას საკუთრება. ეს იყო არაცვეულებრივი სივრცე, რომელიც დაჰყურებს ბოტანიკურს ზემოდან და ეს იყო ყველა ჩვენგანის. ახლა მოხდა ამის გაყიდვა, გახდა ერთი კონკრეტული ადამიანის და შემოარტყამს ხვალ დიდ ღობეს და რას გააკეთებს იქ არავინ იცის... შარშან მერიას ნაშთი 40 მილიონი ლარი დარჩა, რომელიც ვერ დახარჯა და ეს მიწა გაიყიდა 6 მილიონად. აქ არის მთავარი საკითხი: რატომ იყო სასიცოცხლოდ აუცილებელი, თუ არა ერთი კაცის ხუშტური, ამ მიწის აუქციონზე გამოტანა.

წამყვანის კითხვაზე, რის ხარჯზე დარჩა ნაშთი მერიაში 40 მილიონი ლარი?- ელისაშვილმა უპასუხა: "ბოთეა ნარმანია, ვერ გააკეთა პროექტები. დაუღია პირი და დადის აქეთ-იქით. აი, იმის ხარჯზე დარჩა...ნარმანიას ღირსება და პასუხიმგებლობა რომ გააჩნდეს ამ ქალაქის მიმართ და არ იყო საცოდაობა და პროვოკაცია მერობის და ერთი კაცის ხელის ბიჭი, არაჩვეულებრივი პარკის გაკეთება შეიძლებოდა... ორი კვირა იყო თბილისის მერი დამალული. ჩირგვებიდან თავს ვერ ყოფდა. " -დაძინა ელისაშვილმა.

იხილეთ ვიდეო