"პოლიტიკის გამო, მომღერალ-მსახიობები სახელს იტეხენ"
font-large font-small
"პოლიტიკის გამო, მომღერალ-მსახიობები სახელს იტეხენ"
იმისთვის არ მოვიდნენ, რომ ხალხზე ეზრუნათ და დასასჯელები - დაესაჯათ?

"წლებია, საზღვარგარეთ ვცხოვრობ. აქაც ბევრი პრობლემაა, მაგრამ სხვის ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები ნაკლებად მადარდებს, რადგან ვფიქრობ, დღეს აქ ვარ, ხვალ სხვაგან ვიქნები-მეთქი... მაგრამ ჩემი სამშობლო იმაზე მეტს რას მაძლევს ან როდის მომცემს, ვიდრე იტალია, სადაც ახლა მუხლჩაუხრელად ვშრომობ, თუმცა, ამის კეთება ღირს იმ გაგებით, რომ კარგად მიხდიან. და მაინც, უკმაყოფილოა გული, რადგან მშობლიურ და ნათესაურ გარემოცვას მოკლებულია. რამდენიმე წელი მოვანდომე ახალი სანაცნობოს გაჩენას, მეგობრების პოვნას, ახლა არც უამისობას განვიცდი, მაგრამ აბა, ვინ შემიცვლის მშობლებს, ნათესავებს, მეზობლებს, რომლებიც ჩემს წამოსვლას ისე განიცდიდნენ, გეგონებოდა, ფრონტის წინა ხაზზე უნდა ვმდგარიყავი", - ეს წერილი ქალბატონმა ნელიკომ იტალიიდან გამოგვიგზავნა. ის მიიჩნევს, რომ მთავრობა ხალხისთვის არასდროს მოიცლის. მას ემიგრანტების დაბრუნება არ სურს, რადგანაც მათ მიერ ოჯახის წევრებისთვის გამოგზავნილი თანხა სახელმწიფოს გარკვეულწილად, ზურგს უმაგრებს.


- მოვიდნენ ხელისუფლებაში ცრუ დაპირებებით. დროებითმა სიხარულმა აგვავსო, მაგრამ მორიგი იმედგაცრუება იმდენად მტკივნეული აღმოჩნდა, რომ ახლა უკვე აღარ ვიცი, ოდესმე ვენდობი კი ვინმეს? ადრე თუ ადამიანების საქციელის გამართლებას ვცდილობდი, ახლა უკვე ვფიქრობ: იქნებ მართლაც, რაიმეში დამნაშავეა? იქნებ არც ისეთი კარგია, როგორიც მგონია და ტყუილად არ აგინებენ-მეთქი? 3-4 წლის წინ, ბიძინასა და მის გუნდზე ვინმეს აუგი რომ ეთქვა, თვალებს ამოვჩიჩქნიდი. ყველასა და ყველაფრისგან დავიცავდი. ჩემ გარშემო მყოფ ქართველებს ვაიმედებდი: აი, ნახავთ, ეს კაცი იზრუნებს ჩვენზე და ღირსეულად დაგვაბრუნებს სამშობლოში-მეთქი. ახლა ის ხალხი, ვისაც ამ სიტყვებს ვეუბნებოდი, ზურგს უკან დამცინის, ზოგი კი პირში მეუბნება სათქმელს: ხომ აქებდი, ახლა გვითხარი, ყოფილა ისეთი კარგი და მზრუნველი, როგორიც გეგონაო?.. არადა, ემიგრანტებს მისი იმედი ნამდვილად გვქონდა და არა მარტო ჩვენ, თქვენც ფიქრობდით, რომ უკეთესი ცხოვრება დაგვიდგებოდა, თორემ მხარში ხომ არ ამოუდგებოდით?..

- უკვე იცით, მომავალ არჩევნებში ვის დაუჭერთ მხარს?

- უკვე გაცნობიერებული მაქვს, რომ ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებაზე არავინ იფიქრებს. აბა, ეს რაში აწყობთ? აქედან საქართველოში რომ ვგზავნით თანხას, ეს თურმე, სახელმწიფოს წისქვილზე ასხამს წყალს. რაც უფრო მეტი უცხოური ვალუტა დაიხარჯება საქართველოში, მით უკეთესი ყოფილა და მე შტერი კიდევ, ვფიქრობდი, ამდენი ემიგრანტი ქართველი რომ ვართ, ამით ჩვენს სამშობლოს სახელი ელახება, არანაირი სარგებელი არ აქვს და ამიტომაც, ყველანაირ ღონეს იხმარს ქველმოქმედი ადამიანი, შინ რომ დაგვაბრუნოს. თან, პატრიარქთან დაახლოებული პირია, მისი სჯერა და ილია მეორის სიტყვებს გაითვალისწინებს, რომელმაც ჩვენი სამშობლოში დაბრუნების აუცილებლობაზე ილაპარაკა-მეთქი. თქვენც არ მომიკვდეთ! საქართველოში არავინ დაუსაქმებიათ და ემიგრანტებზე ფიქრისთვის ვის ეცალა? მოვიდნენ, სკამები მოირგეს და ჰაიდააა... პირველ წელს გაიძახოდნენ, "ნაციონალების" დანატოვარი გაფუჭებული საქმეები უნდა მოვაწესრიგოთო, მეორე წელს - ყველაფერი უკეთაა, მაგრამ "ნაცების" სანაცნობო წრე ძალიან დიდი ყოფილა და მაინც დარჩნენ საპასუხისმგებლო თანამდებობებზე ისეთი ადამიანები, რომლებიც ისევ გვიშლიან ხელსო; მესამე წელსაც მიზეზი არ დაელიათ საიმისოდ, რომ თავიანთი უმოქმედობა სხვისთვის გადაებრალებინათ და ასე გრძელდება დღემდე. თუ მთავრობაზე ძლიერი უმცირესობაში მყოფი "ნაციონალები" არიან, მაშინ რაღას იბრძოდნენ სკამებისთვის? გაგვცენ ამ კითხვაზე პასუხი! იმისთვის არ მოვიდნენ, რომ ხალხზე ეზრუნათ და დასასჯელები - დაესაჯათ? იქნებ მხოლოდ ის იყო მათი მიზანი, რომ ბიძინას სასურველი ტერიტორიები უპრობლემოდ ეყიდა, თავად კი მდიდრული მანქანები, ბინა, ავეჯი შეეძინათ და ხალხს რა დაემართება, "ფეხებზე ჰკიდიათ"? არავის შერჩენია ცუდი საქმეების კეთება და რაღა ამათ შერჩებათ? მოვა ახალი ხელისუფლება და უცებ გამდიდრებულებს ნელ-ნელა, ისე გააკოტრებს, აზრზე მოსვლასაც ვერ მოასწრებენ. ხალხი ამით გულს მოიოხებს. თუმცა, ეს საკმარისი არ არის, რადგან გლახა ისევ გლახად დარჩება.
რაც შეეხება თქვენს კითხვას, ცხოვრებაში პირველად, არჩევნებზე მხარს არავის დავუჭერ. ძალიან დაბნეული ვარ. ვეღარ გავიგე, ჩემთვის ან საერთოდ, ხალხისთვის რა იქნება უკეთესი. მას მერე, რაც დამოუკიდებლობა ვიზეიმეთ, ვერ გავიხარეთ. გამუდმებით მთავრობის გინება გვიწევს და დროთა განმავლობაში, სულ უკან-უკან მიდის ჩვენი საქმე. ჰოდა, რა ხდება? როდის გვეშველება? როდის მოვა ხელისუფლების სათავეში ისეთი ადამიანი, რომელიც ქვეყნის აღორძინებაზე და შესაბამისად, ხალხის კეთილდღეობაზე იფიქრებს, რომ ვადამდე ადრე, მისი გადაყენების სურვილი არ გაგვიჩნდეს?.. მცირე პრობლემები ყველა ქვეყანაშია, მაგრამ მაგალითად, იტალიაში, ადამიანების უფლებები დაცულია და სამსახურსაც იშოვი, თუ მუშაობა არ გეზარება... სამწუხაროდ, ქართველები მხოლოდ ისეთ დროს ვართ ერთიანები, როცა ძალიან გვიჭირს, არადა, კარგი იქნებოდა, სხვა დროსაც ერთ მუშტად შეკრულები ვყოფილიყავით და ასეთ შემთხვევაში, მთავრობას ხმას უკეთ მივაწვდიდით.

- ანუ, თუ რაღაც არ მოგვეწონება, აქცია უნდა მოვაწყოთ?

- აქციაც მოვაწყოთ, მსვლელობაც და კიდევ ათასგვარი საშუალება არსებობს, მთავრობის გონს მოსაყვანად. მაგრამ ამდენი ყვირილიც გვეზარება უკვე. იმედი რომ უცრუვდება ადამიანს, რაღაც პერიოდი ძალას კარგავს და დრო სჭირდება აზრზე მოსასვლელად. არ უნდა შევეგუოთ უსამართლობას. აუცილებლად უნდა გავაპროტესტოთ ის, რაც არ მოგვწონს, თორემ დავიღუპებით.
- როცა ემიგრანტები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე საუბრობენ, ბევრი ამბობს: მათთვის ადვილია შორიდან ლაპარაკი. ჩამოვიდნენ, უკეთ იგემონ, რა ხდება აქ და მერე ილაპარაკონ. რა ენაღვლებათ, თავად ხომ არ უწევთ ყოველ წელიწადს პარლამენტის წინ დგომაო...
- იქ არ ვარ, მაგრამ მერწმუნეთ, ძალიან განვიცდი ჩემი ხალხის მდგომარეობას. აქ რა, ფუფუნებაში ვცხოვრობ? მეც გასაჭირმა წამომიყვანა. თუ გგონიათ, რომ მომწონს იტალიის ჰაერი და პირველივე შანსის შემთხვევაში, სამშობლოში არ დავბრუნდები, ძალიანაც ცდებით.

- რა უნდა გააკეთოს მთავრობამ, რომ სამშობლოში დაბრუნდეთ?

- ბევრი არაფერი, სამუშაო უნდა შემომთავაზოს, ღირსეული ანაზღაურებით. ოჯახში ორი წევრი მაინც უნდა მუშაობდეს, რომ ცხოვრება შეძლო. 5-სულიან ოჯახს მხოლოდ მე ვარჩენ. აბა, რამდენი რამ უნდათ ბავშვებს? ჩემი ხელფასიდან მხოლოდ 100 ევროს ვიტოვებ პირადი ხარჯებისთვის, დანარჩენს შვილებს ვუგზავნი, ისინი კი ძლივს ანაწილებენ თანხას თვიდან თვემდე და ესაა საქმე? მომკლა მონატრებამ. 3 წელია, შვილიშვილებს სკაიპით ვუყურებ და ვეფერები. ბავშვებს მგონი, ჰგონიათ, რომ ფულის საჭრელ მანქანას ელაპარაკებიან, ბებიას კი არა. გამოდის, რომ "ჩემს მოხუცზე" უფრო მეტად ვზრუნავ, ვიდრე საკუთარ სისხლსა და ხორცზე, რომელთა ყოლას წლების მანძილზე ვნატრობდი და ვინ იცის, ამ ამბის გამო რა ცეცხლი მიტრიალებს გულში. ამ ტკივილს მხოლოდ ის თუ მიხვდება, ვინც ემიგრანტი ყოფილა ოდესმე ან საყვარელი ადამიანი ჰყავს სადმე შორს, სხვებმა კი გამოუშვან ბოლი, არა უშავს. ადამიანები ვართ და ენის მოფხანა გვიყვარს. მესმის მათი, მეც რომ მატერიალურად კარგი მდგომარეობა მქონოდა და საქართველოდან წამოსვლა აუცილებელი არ გამხდარიყო, ალბათ, დაუფიქრებლად გავლანძღავდი ემიგრანტებს: სად გაიქცნენ? თავის რჩენა აქაც შეიძლება-მეთქი...

- როგორ ფიქრობთ, ყველაზე მეტად, რომელ სფეროში გვაქვს პრობლემები?

- აბა, რომელი ერთი დავასახელო? თქვენ მითხარით, გამართულად რომელი სამინისტრო მუშაობს? მგონი, არც ერთი! ყველგან არის დიდი ხვრელები, რომელთა ამოვსებას ვერ ან არ ახერხებენ... ისე, გიორგი კვირიკაშვილი მგონი, საქმიანი კაცია. ღარიბაშვილის დანიშვნას, თავიდანვე მასზე რომ შეეჩერებინათ არჩევანი, არ ჯობდა? მაგრამ კაცმა არ იცის, იქნებ ჯერ ახალი ცოცხი რომ არის, ამიტომაც გვის კარგად? ბიძინასთან რომ კარგი ურთიერთობა აქვს, ეს თავადაც აღიარა, მაგრამ უარყო: ისეთი ადამიანი არ ვარ, რომ ვინმეს ჭკუაზე გავიაროო. ვნახოთ, რა მოხდება ახლო მომავალში... ძალიან არ მომწონს, პაატა ბურჭულაძე რომ გამოჩნდა პოლიტიკურ სარბიელზე. ემღერა დალოცვილს და ეკეთებინა ქველმოქმედება. ის ხომ ყველას უყვარს და ახლა ვეჭვობ, სახელს გაიტეხს ამ უცნაური ახირებით. მომწონს, როგორც მომღერალი, მაგრამ მის გუნდს არა მგონია, მხარი დავუჭირო. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ. პოლიტიკა კი პაატას საქმე ნამდვილად არ არის. აი, მაგალითად, ბევრი მსახიობი, რომელიც დღეს პარლამენტშია, ადრე ღირსეულ ადამიანად მიმაჩნდა. როცა არჩევნებამდე გაჰყვიროდნენ, "ნაციონალების" ცუდ საქმეებზე თვალებს არ დავხუჭავთო, მეც გავკიოდი: თქვენ გენაცვალეთ, ნამდვილი ქართველები ხართ, ხალხზე გული შეგტკივათ-მეთქი, მაგრამ მას მერე, რაც პარლამენტში მოიკალათეს, აბა, რას აკეთებენ? რატომ ხუჭავენ თვალს უმოქმედობა-უსამართლობაზე? რაც ადრე არ მოსწონდათ, ახლა რატომ მოსწონთ? თუ უკვე გაძღნენ და სხვებიც მაძღრები ჰგონიათ? ისინი თავიანთ საქმეში წარმატებულები იყვნენ, მაგრამ პოლიტიკაში მისვლით სახელი გაიტეხეს და ახლა მათი სცენაზე ყოფნა თუ კადრს მიღმა კარგი მუშაობა აღარავის ახსოვს. მგონი, თავიანთ საქმეს რომც დაუბრუნდნენ, მათი ნამუშევრის საყურებლადაც აღარ მივა ხალხი, ისე აუცრუვდათ მათზე გული.

- თქვენი აზრით, "ოცნების" გუნდს კარგი არაფერი გაუკეთებია?

- უმადური არც მე ვარ და ხალხიც კარგად ხედავს გაკეთებულ თუ გაუკეთებელ საქმეებს. მაგალითად, მიხარია, რომ ჯანდაცვაში არის წინსვლა, გზების მშენებლობაც არ შეწყვეტილა, საელჩოები კარგად მუშაობენ, პრეზიდენტი ეწინააღმდეგება პარლამენტს, როცა მათი გადაწყვეტილება არ მოსწონს და ა.შ. მაგრამ უკეთესი იქნებოდა, ყველას ერთად, შეთანხმებულად, ისეთი საქმეები ეკეთებინა, რაც ხალხს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, ამისთვის კი პირველ რიგში, სამუშაო ადგილების შექმნა და კანონების სრულყოფილად აღსრულებაა საჭირო.

ლიკა ქაჯაია
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი