ივანიშვილი - სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?!
font-large font-small
ივანიშვილი - სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა, ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?!
როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას

მიხეილ სააკაშვილი დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს შეედარო?! - ამის შესახებ ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა ტელევიზიების ჟურნალისტებთან, "ტექნოპარკში" მიმდინარე შეხვედრაზე განაცხადა.
მან სააკაშვილის მმართველობის სტილზე და "უკან დაბრუნების" ხიფათზე ისაუბრა.

"დავით აღმაშენებელს ედრებოდა - წარმოგიდგენიათ როგორი თავხედობაა ჯერ ყველაზე წარმატებულ პრეზიდენტს გაბედო და შეედარო და მერე როგორი უმეცრობაა?! როგორ შეიძლება დღევანდელი ეკონომიკა და მშენებლობის ტემპები შეადარო მე-11, მე-12 საუკუნისას, მაგრამ სხვას თუ ვერაფერს ეძებდა, თუ როგორ გაებრუებია საზოგადოება, ვირტუალურ სამყაროს გვიხატავდნენ ყველა ტელევიზიიდან. მეორე მხრივ, ციხეები გავსებული იყო საზოგადოების იმ ნაწილით, ვინც არ ემორჩილებოდა, ცემდნენ, აწამებდნენ და კლავდნენ კიდეც. ამ მეთოდით ცდილობდნენ, დაეჭირათ ხელისუფლება", - განაცხადა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალები" არჩევნებში დამარცხების შემდეგ თავდაპირველად დაიძაბნენ, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო, ეშინოდათ და თავჩაღუნულები დადიოდნენ, რომ მსგავსი მეთოდები "ქართულ ოცნებას" არ გამოეყენებინა, თუმცა ახლა სიტყვის თავისუფლებით ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ.

"პირველი თვეები დაიძაბნენ, ეშინოდათ მსგავსი არაფერი მომხდარიყო და თავჩაღუნულები დადიოდნენ. კარგად ჩანდა ეს პარლამენტში, აღმიწერეს, - წყლის დასალევად ვერ ამოდიოდნენ ზემოთ, ახლა ჩვენ აღარ გვიშვებენო. ახლა რომ ნახეს და გააცნობიერეს, რომ ყველას ყველაფრის უფლება აქვს, ყველაზე უკეთ თვითონ სარგებლობენ. მათგან მართული მედია ყოველდღიურად სიცრუეს აფრქვევს და ის, რა საოცრებაც მოხდა ამ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში, ვერც ერთ კომპონენტს ვერ ნახავთ, რომ "ნაცების" დროს იყო უკეთესობა. ისე აღწერენ სიტუაციას, თითქოს დრამატულია. ამ ფონზე ეკონომიკური სიდუხჭირე ძალიან კარგია სასპეკულაციოდ, თუმცა რელობა არ უნდა დავკარგოთ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და როგორც დასძინა, არსებობს რეალური ხიფათი, რომ თუ საზოგადოება ამ ყველაფერს ვერ შეიმეცნებს, ყველაფერი უკან შემობრუნდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2531 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
202 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი