თეა წულუკიანს ამომრჩეველთა სიების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ
font-large font-small
თეა წულუკიანს ამომრჩეველთა სიების გაყალბების მცდელობაში ადანაშაულებენ
ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ბევრი სამართლებრივი დარღვევა იკვეთება

ხელისუფლებამ, არჩევნებისთვის მზადების ნაცვლად, საარჩევნო ხმების მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის მზადება დაიწყო, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ირაკლი აბესაძემ იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მიერ საარჩევნო კანონში შეტანილ ცვლილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ძალიან აქტიური წინასაარჩევნო პროცესი დაიწყო და ხელისუფლებამ, ნაცვლად არჩევნებისთვის მზადებისა, ნაცვლად მოქალაქეებისთვის სამომავლო გეგმების და პროექტების შეთავაზებისა, მზადება დაიწყო საარჩევნო ხმებით მანიპულირებისთვის და არჩევნების გაყალბებისთვის, რისი საშუალებაც რა თქმა უნდა, ხელისუფლებას არ მიეცემა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, 23 ივნისს ანუ არჩევნების თარიღის დასახელების შემდგომ წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში გამოსცა ბრძანება, რომლითაც მნიშვნელოვნად გაამარტივა იმ ადამიანებისთვის საქართველოს მოქალაქეობის დადგენის და ამ ადამიანების საარჩევნო სიაში ჩასმის საკითხი, რომლებსაც აქამდე პირადობის მოწმობა, ან პასპორტი არ მიუღია. ასეთი არის ასეულობით ათასი საქართველოს მოქალაქე, რომელიც იმყოფება საზღვრებს გარეთ არალეგალურად და მათი აღრიცხვა აქამდე სრულყოფილად არ განხორციელებულა", - განაცხადა აბესაძემ.

"აქამდე მოქმედი წესის შესაბამისად ადამიანს, რომელმაც 1991 წლამდე დატოვა საქართველოს ტერიტორია ან 1991 წლის შემდგომ, განცხადებით უნდა მიემართა იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სააგენტოსთვის, უნდა წაედგინა დოკუმენტაცია, რომლითაც დაადასტურებდა საქართველოს მოქალაქეობის დადგენისთვის აუცილებელ ფაქტბრივ გარემოებებს და შემდგომ უნდა მისცემოდა მას საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი", განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

მისივე თქმით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით, შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ასეულობით და ათასობით ახალი ამომრჩეველი არჩევნებამდე 11 დღით ადრე.

"ახლა იუსტიციის მინისტრის ბრძანებით წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას თვითმმართველობის ორგანოებს უფლება მიენიჭათ მოქალაქის განცხადების გარეშე თავად იუსტიციის სამინისტროს მიმართვის საფუძველზე, ყოველგვარი დოკუმენტაციის წარდგენის გარეშე და თავად გამგეობის რწმუნებულის მიერ მოტანილი ინფორმაციის საფუძველზე გასცენ პირადობის მოწმობები ადამიანებზე, რომლებიც, როგორც აღვნიშნე პროცესში საერთოდ არ მონაწილეობენ. მოქმედი საარჩევნო კოდექსით ასეთი ადამიანების სიაში ჩამატება შესაძლებელია არაუგვიანეს არჩევნებამდე 11დღისა ანუ შესაძლებელია ჩვენ მივიღოთ ასეულობით და ათასობით ახალი ამომრჩეველი არჩევნებამდე 11 დღით ადრე. ისე რომ საარჩევნო სუბიექტებს ექნებათ ძალიან ცოტა დრო გადასამოწმებლად, რამდენად ობიექტურად განხორციელდა პროცესი, რომელში თავად დაინტერესებული პირი, ამომრჩეველი მონაწილეობას არ იღებდა და გამგეობამ გადაწყვიტა საკითხი მისი სიაში მოხვედრის შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელშიც ბევრი სამართლებრივი დარღვევა იკვეთება. ყველანაირ ხერხსა და გზას - სამართლებრივს, პოლიტიკურს ჩვენი პოლიტიკური გუნდი გამოიყენებს, რათა ხელისუფლებას არ მიეცეს მოქალაქეებით მანიპულირების საშუალება", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი