სარფში შემოსულ ლევან ვარშალომიძეს მოქალაქემ ფეხსაცმელი ესროლა - გზაპრესი

სარფში შემოსულ ლევან ვარშალომიძეს მოქალაქემ ფეხსაცმელი ესროლა

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის შემოსვლას მცირე ინციდენტი მოჰყვა. საზღვრის გადმოკვეთის დროს მას ღოღობერიძემ ფეხსაცმელი ესროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

შსს-ს ცნობით, მოქალაქე ადმინისტრაციული სამართალდამღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით დააკავეს, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას.

ლევან ვარშალომიძემ საზღვარი დაახლოებით 13:30 საათზე გადმოკვეთა. მას სარფში ათობით მხარდამჭერი და მიხეილ სააკაშვილის მეუღლე სანდრა რულოვსი დახვდა. სარფში შეკრებილ მხარდამჭერებს ლევან ვარშალომიძემ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ "გამარჯვების დრო დადგა".