სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები - ვინ არიან "ქართული ოცნების" ახალი სახეები თბილისში - გზაპრესი

სპორტსმენები, მომღერლები, მსახიობები - ვინ არიან "ქართული ოცნების" ახალი სახეები თბილისში

კანდიდატები მთაწმინდის პარკში გამართულ ღონისძიებაზე თავად პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა.

პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატები არიან: 1.გლდანში, მე-20 ოლქში, კობა კობალაძე. 2. გლდანში, 21-ე ოლქში, - ლევან კობიაშვილი. 3. გლდანში, 22-ე ოლქში - ლევან კობერიძე. 4. დიდუბეში, მე-15 ოლქში - ზაზა პაპუაშვილი. 5. დიდუბეში, მე-16 ოლქში - ილია წულაია. 6.ვაკეში, მე-2 ოლქში - ბიძინა გეგიძე. 7. ვაკეში, მე-3 ოლქში - ზაზა ხუციშვილი. 8. ისანში, მე-8 ოლქში - ირაკლი აბუსერიძე. 9. ისანში, მე-9 ოლქში - დავით ჭიჭინაძე. 10. ისანში, მე-10 ოლქში - ბექა ნაცვლიშვილი. 11. კრწანისში, მე-7 ოლქში - ბექა ოდიშარია. 12. მთაწმინდაზე, 1-ელ ოლქში პარტია მხარს სალომე ზურაბიშვილის კანდიდატურას უჭერს. 13. ნაძალადევში, მე-17 ოლქში "ქართული ოცნებიდან" კენჭს - სოფო კილაძე იყრის. 14. ნაძალადევში, მე-18 ოლქში - მიხეილ ყაველაშვილი. 15. ნაძალადევში, მე-19 ოლქში - ზაზა გაბუნია. 16. საბურთალოზე, მე-4 ოლქში - მამუკა მდინარაძე. 17. საბურთალოზე, მე-5 ოლქში - ნინო გოგუაძე. 18. საბურთალოზე, მე-6 ოლქში - ლევან გოგიჩაიშვილი. 19. სამგორში, მე-11 ოლქში - გიორგი მოსიძე. 20. სამგორში, მე-12 ოლქში - მარიამ ჯაში. 21. სამგორში, მე-13 ოლქში - შოთა ხაბარელი. 22. ჩუღურეთში, მე-14 ოლქში კი - გია ვოლსკი.

"მე მჯერა, რომ თითოეული ჩვენი კანდიდატი მოიპოვებს მოქალაქეთა უმრავლესობის ნდობას, მხარდაჭერას და დამაჯერებლად გაიმარჯვებს. წარმატებებს ვუსურვებ ყველას", - განაცხადა პრემიერმა თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წარდგენისას.