მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა - გზაპრესი

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა

მერაბ მეტრეველმა პაატა ბურჭულაძის პარტია "სახელმწიფო ხალხისთვის" დატოვა. ამის შესახებ მერაბ მეტრეველმა დღეს, პაატა ბურჭულაძესთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ამის მიზეზად კი რამდენიმე პარტიასთან გაერთიანება დაასახელა.

"არსებობს სხვადასხვა მიზეზი, რის გამოც ვიღაცასთან ერთად ჩემთვის ყოფნა მიუღებელია. ეს მიზეზები უკვე ითქვა, რომ ეს გაერთიანება ჩემთვის მიუღებელია. მე მინდა ამ პარტიას ვუსურვო წარმატებები და არჩევნებში გამარჯვება", - განაცხადა მერაბ მეტრეველმა.

თავის მხრივ, პაატა ბურჭულაძემ აღნიშნა, რომ მერაბ მეტრეველის წასვლა პარტიისთვის დიდი დანაკარგია.

"მე მინდა მერაბს გზა დავულოცო და მადლობა ვუთხრა გაწეული მუშაობისთვის", - განაცხადა ბურჭულაძემ.