სამი პროგნოზი, წინასაარჩევნო პერიოდის მიწურულს
font-large font-small
სამი პროგნოზი, წინასაარჩევნო პერიოდის მიწურულს
შანსები და ბარიერები


ვინ და რის ხარჯზე მოხვდება პარლამენტში, მოსახლეობის რა ნაწილის მხარდაჭერას მოიპოვებს არჩევნებზე, რა "მოხიბლავს" გადაუწყვეტელ ამომრჩეველს დარჩენილ მცირე დროში და როგორია ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის შანსები, ექსპერტები - გია ხუხაშვილი, ნიკა ჩიტაძე და არჩილ გამზარდია გვესაუბრებიან:


გია ხუხაშვილი:
- პროცენტების დასახელებისგან თავს შევიკავებ, რადგან ეს ძნელად პროგნოზირებადია. ერთი რამ ცხადია, ლიდერ პოზიციას "ქართული ოცნება" დაიკავებს, მას მეორე ადგილზე "ნაციონალური მოძრაობა" მოჰყვება, რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, მათი რაოდენობა და რიგითობა დამოკიდებულია იმაზე, თუ რაზე ჩამოყალიბდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, რომელთა რაოდენობა, ამ ეტაპზე, კრიტიკულად მაღალია. ეს ამომრჩეველი ამ თვის განმავლობაში მესამე ალტერნატიულ არჩევანზე შეაჩერებს ყურადღებას, გამომდინარე იქიდან, რომ მისი პროფილი ასეთია - არც "ქართული ოცნება" მოსწონს, არც - "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ დანარჩენი პოლიტიკური ელიტაც ძალზე სუსტად გამოიყურება. ასე რომ, ასეთი ამომრჩეველი ან წავა არჩევნებზე და ამ შემთხვევაში, შეიძლება პარლამენტში 6-7 პარტია ვიხილოთ, ან თუ არჩევანი ვერ იპოვა და სახლში დარჩა, დაბალ აქტივობას მივიღებთ და შესაბამისად, პარლამენტში 4-5 პარტია მოხვდება. ვინაიდან პროპორციული არჩევნებია, ამ ნაწილში "ქართულ ოცნებას" მაინცდამაინც სახარბიელო მდგომარეობა არა აქვს. ამიტომ ხელისუფლების შენარჩუნების შანსებიც შესუსტებულია, თუმცა, მაჟორიტარების ხარჯზე, პრინციპში, დაბალი აქტივობის შემთხვევაშიც, საკონტროლო პაკეტს შეინარჩუნებს. ეს ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, ასე რომ, ამის შანსი 50/50-ზეა. დარჩენილ ვადაში თუ რაიმე სიურპრიზი არ მოხდა, "თავისუფალ დემოკრატებს" მეტი შანსი აქვთ, ბარიერი გადალახონ, "რესპუბლიკელებისგან" განსხვავებით, რადგან მათი ამომრჩეველი ჯერჯერობით არ ჩანს. ვინ და რა მოტივით უნდა მისცეს მათ ხმა, გაუგებარია.

- საქართველოს ზოგიერთ რეგიონში წინა ხელისუფლების წარმომადგენლებს აქტიური და მკვეთრად გამოკვეთილი მხარდამჭერები ჰყავთ, მაგალითად, აჭარაში, სამეგრელოში. აქ "ქართულ ოცნებას" რთულად აქვს საქმე. რის ხარჯზე შეუძლია სასურველი ხმების მიღება?

- სამეგრელო-აჭარაში "ოცნებას" მართლაც პრობლემები აქვს. მე ვიტყოდი, არა მხოლოდ იქ. ჩემი აზრით, მმართველი გუნდი გადაჭარბებულად ოპტიმისტურადაა განწყობილი, რეალური მონაცემები კი ამის საფუძველს მაინცდამაინც არ იძლევა. რა თქმა უნდა, ამა თუ იმ კვლევას თვალყურს ვადევნებ, მაგრამ არჩევნების დეტალებში ძალიან ღრმად ჩახედული არ ვარ. გამომდინარე იქიდან, რომ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ქცევა ჯერჯერობით ბუნდოვანი და გაურკვეველია, დღეს რაიმეს პროგნოზირება გამიჭირდება. ერთი რამ ფაქტია, დღეს მერყევ ამომრჩეველს "ქართული ოცნება" არ მოსწონს, ისევე როგორც არ მოსწონს "ნაციონალური მოძრაობა" და საბოლოოდ რომელზე შეაჩერებს არჩევანს, ამან, შესაძლოა, სურათი რადიკალურად შეცვალოს. ერთადერთი, რაც შემიძლია ვივარაუდო, ისაა, რომ პირველ ადგილზე მაინც "ქართული ოცნება" გავა, მაგრამ ეს ადგილი საკმარისი იქნება თუ არა ხელისუფლების შესანარჩუნებლად, ეს უკვე არ ვიცი. გადაუწყვეტელი ამომრჩევლის გულის მოსაგებად, ამ მოკლე დროში, ალბათ ვეღარაფერს გააკეთებს. შეუძლია რაღაც იფაფხუროს და ისევ ნეგატივზე ორიენტირებით დაარწმუნოს, რომ თუ ხელისუფლებაში ის არ დარჩა, რაღაც უბედურება მოხდება. ის, რომ ამ მოკლე ხანში რამე პოზიტიური შესთავაზოს და ელექტორატი დაარწმუნოს, რომ ქვეყანას ააყვავებს, ამის შანსები ცხადია, მცირეა. ერთადერთი, რაც შეიძლება, "ანტინაციონალური მოძრაობის" მოტივებზე ითამაშოს და თქვას, - მე თუ არ ამირჩევთ, ისევ ის მოვა და საშინელებებს დაგმართებთ. თუმცა, ამომრჩევლის რაოდენობის რადიკალურად გაზრდა ამით არ მოხდება.

- ხაინდრავას ფილმი რამდენად მოახდენს გავლენას ასეთ ამომრჩეველზე?

- ვფიქრობ, გარკვეულწილად გავლენას მოახდენს, ოღონდ არა - "ნაციონალური მოძრაობის" ამომრჩეველზე, მათ ეს ფილმი ხმებს ვერ წაართმევს, ბუნებრივია, მაგრამ გადაუწყვეტელი ამომრჩევლის ემოციურ ნაწილზე შეიძლება რაღაც როლი ითამაშოს. თუმცა, აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მათ შეიძლება "ქართულ ოცნებას" არც მისცენ ხმა, რადგან შესაძლოა, გარკვეული აგრესია მათ მიმართაც გამოიწვიოს, დაებადებათ კითხვა, რომ თუ ასეთი დანაშაულები ხდებოდა და ამაში ამდენი ხალხი იყო ჩართული, სად არიან დღეს? რატომ არ დაისაჯნენ? ისევ ჩვენ გვერდით რატომ დადიან? შესაბამისად, გაღიზიანება შესაძლოა "ქართულ ოცნებაზეც" გადავიდეს და ეს ამომრჩეველი ჩამოყალიბდეს რომელიმე სხვა, დავუშვათ, "პატრიოტთა ალიანსის" მხარდამჭერად, რომელიც ამ პრობლემატიკაზე მუდმივად აპელირებს.

ნიკა ჩიტაძე:

- 5%-იანი ბარიერის გადალახვის ყველაზე რეალური შანსი, რა თქმა უნდა, პოლიტიკურ პარტიებს - "ქართულ ოცნებასა" და "ნაციონალურ მოძრაობას" აქვთ. შანსი ჰქონდა, ასევე, პარტიას - "სახელმწიფო ხალხისთვის", მაგრამ ამ კოალიციაში შექმნილი პრობლემების გამო, უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას, შეძლებს თუ არა ბარიერის გადალახვას. თუმცა, მაინც არ გამოვრიცხავ, რომ 6-7% მიიღონ. პარლამენტში მოხვედრის გარკვეული შანსები აქვთ, ასევე, "თავისუფალ დემოკრატებს", რომელიმე პრორუსულ პარტიასაც - "პატრიოტთა ალიანსს" ან "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს". ჩემი აზრით, ისინი საკანონმდებლო ორგანოში ამინდს ვერ შექმნიან, მაგრამ რამდენიმე დეპუტატს ალბათ გაიყვანენ. პირადად მე, როგორც საქართველოს მოქალაქეს, სურვილი მაქვს, რომ "რესპუბლიკურმა პარტიამ" 5%-იანი ბარიერი გადალახოს, რადგან ინტელექტუალი ადამიანებითაა დაკომპლექტებული, გამოცდილი პოლიტიკოსები არიან, მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მგონია, რომ ცოტა გაუჭირდებათ, მაგრამ შანსები, რა თქმა უნდა, აქვთ. როგორც მოქალაქეს, სურვილი მქონდა, "თავისუფალ დემოკრატებსა" და "რესპუბლიკელებს" ალიანსი შეექმნათ, თუმცა არ შედგა, როცა 2010 წელს, მუნიციპალური არჩევნების დროს ამის მცდელობა ჰქონდათ.

- ერთი შეხედვით, "რესპუბლიკური პარტია" მკვეთრად გამოკვეთილი დასავლური ღირებულებებითა და განცხადებებით გამოირჩევა, ჩვენი ქვეყნის გეზიც და საზოგადოების ნაწილის შეხედულებებიც სწორედ აქეთკენაა მიმართული, მაგრამ მიუხედავად ამისა, ელექტორატში ისინი უფრო ნეგატიურ განწყობას იწვევენ და სიმპათიას ვერ იმსახურებენ, თქვენი აზრით, რა განაპირობებს ამას?

- მათი შეხედულებები, წესით, მისაღები უნდა იყოს და გარკვეულწილად პარადოქსია, თუ რატომ არ აქვს ამ პარტიას უფრო მაღალი რეიტინგი. 2008 წლის არჩევნებზე გაერთიანებულმა ოპოზიციამ დაახლოებით 20% მიიღო, "რესპუბლიკურმა პარტიამ" კი - 3,5%, როდესაც ხალხმა "გრეჩიხას" მეტი ხმა მისცა, ვიდრე - მათ. მოდი, ასე ვთქვათ, გარკვეული პრობლემა არსებობს მოსახლეობის პოლიტიკურ კულტურაში, ეს მეც მეხება, ჩემს თავზეც ვიღებ ამ პასუხისმგებლობას; ზოგჯერ, იცით, როგორ არის ჩვენთან, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი რადიკალურ გამოვლინებებს უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებს, ვიდრე ინტელექტუალების დინჯ მოწოდებას. ამიტომ, ვინც უფრო მეტს გაჰყვირის, მაგრამ რეალურად საქმის გამკეთებელი არ არის, ხალხში უფრო მეტი პოპულარობით სარგებლობს, ვიდრე - ასეთი პოლიტიკოსები. სამწუხაროდ, ასეა.

- თქვენი ვარაუდით, როგორი იქნება "ოცნებისა" და "ენმ" პროცენტული თანაფარდობა?

- როგორც აღვნიშნე, უპირატესობა მაინც "ოცნებას" შეიძლება ჰქონდეს, უფრო მეტად - მაჟორიტარების ხარჯზე. ისაა მმართველი ძალა და შესაბამისად, გარკვეული ზემოქმედება შეუძლია მოახდინოს ამომრჩეველზე, ამიტომაც, გარკვეული უპირატესობა მაჟორიტარების ხარჯზე შეიძლება ჰქონდეთ.

- რას ფიქრობთ, მაგალითად, "ლე­იბორისტული პარტიის" შანსებზე?

- მგონია, რომ მათი მხარდამჭერების პროცენტული მაჩვენებელი არცთუ მაღალი იქნება. ბოლო პერიოდში, მათ მიმართ ამომრჩევლის ინტერესი ნაკლებია, თუმცა, დიდი ხნის წინ წარმატებები მოიპოვეს - 1998 წლის არჩევნებში და 2001 წელს - საკრებულოს არჩევნებზე. შემდგომში ეს რეიტინგი დაკარგეს.

არჩილ გამზარდია:

- წლევანდელ არჩევნებზეც, დიდი ალბათობით "ქართული ოცნება" საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობით მოვა ან ისეთი მნიშვნელოვანი დოზით, რომ გადაწყვეტილებების მიღებაში თუ უმრავლესობა არ ექნება, სხვა პარლამენტარები ეყოლება, რომელთა კავშირებითაც გადაწყვეტილებების ნაწილს მაინც გაიტანს. "ნაციონალები", ჩემი აზრით და დიდი ალბათობით, დღევანდელი მოცემულობის მესამედით იქნებიან წარმოდგენილი, ასევე ვიხილავთ ალბათ ბურჭულაძის ბლოკს და სხვებს, რომლებიც 10-12 ადამიანის გაყვანას შეძლებენ. შესაძლოა, პარლამენტში მცირედად "პატრიოტთა ალიანსიც" შევიდეს. ალასანიას, "რესპუბლიკელებს" და ბურჯანაძეს კი ვეჭვობ, ძალიან დაბალი შანსები აქვთ.

თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
3 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2444 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი