როგორ აფასებენ ეკონომისტები ბანკების შერწყმას?
font-large font-small
როგორ აფასებენ ეკონომისტები ბანკების შერწყმას?

"რაც უფრო მეტი ძლიერი მოთამაშე იქნება ბაზარზე, ჩვენთვის უკეთესია"


თუ ბერნარდ შოუს დავუჯერებთ, "ვალი წააგავს უცნაურ ხაფანგს: მასში მოხვედრა ადვილია, ხოლო იქიდან გამოსვლა - ძნელი". საქართველოში ყოველ მეორე ადამიანს ბანკის ვალი აქვს, ამიტომ საბანკო სექტორში მიმდინარე ნებისმიერ ცვლილებას საზოგადოება გულისყურით აკვირდება. სწორედ ამიტომ, "თიბისი ბანკის" მიერ ბანკ "რესპუბლიკის" აქციების შეძენამ დიდი დაინტერესება გამოიწვია.


ცნობილია, რომ "თიბისი ჯგუფმა" უკვე შეთანხმება დადო "სოსიეტე ჟენერალთან", "რესპუბლიკაში" მისი 93,64%-იანი წილის შეძენის შესახებ. როგორც ამბობენ, ამ გარიგებით "თიბისის" აქტივების მოცულობა 8,2 მილიარდს მიაღწევს და ბაზრის ლიდერის - "საქართველოს ბანკის" პოზიციებს გაუთანაბრდება. ეკონომისტებიც და კლიენტებიც ამტკიცებენ, რომ "ბანკი რესპუბლიკა" მათ დაბალ საპროცენტო განაკვეთსა და მომსახურების მაღალ სტანდარტს სთავაზობდა, რაც კონკურენციის გამძაფრებას იწვევდა. შედეგად, "საქართველოს ბანკი" და "თიბისიც" ცდილობდნენ, უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთებით ემუშავათ. როგორ აისახება საბანკო სექტორში მიმდინარე ცვლილებები რიგით მომხმარებელზე და საერთოდ, ქვეყნის ეკონომიკაზე? - ამ შეკითხვით საბანკო სექტორის წარმომადგენლებსა და ეკონომიკის ექსპერტებს მივმართეთ.

ირაკლი მაკალათია, ეკონომიკის დოქტორი:

- არ მეგულება ადამიანი, ვინც ამ მოვლენას დადებითად შეაფასებს, რადგან ბაზარზე ორი მონოპოლისტი კომპანია - "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" რჩება და ეს ორი განსაზღვრავს ეკონომიკურ პოლიტიკასაც და იმ სერვისს, რომელსაც ბანკები აწარმოებენ. მონოპოლისტი ყველას თავის წესებს კარნახობს და როდესაც კონკურენცია ნაკლებია, ბაზარზე სწორედ ასეთი სიტუაცია იქმნება ხოლმე. რჩება ორი მსხვილი მოთამაშე და ეს არც ეკონომიკისთვის, არც მომხმარებლისთვის დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება. თუ გვინდა, განვითარებული საბანკო სექტორი გვქონდეს, ამ ბაზარზე მრავალი ბანკი უნდა იყოს და ისინი ერთმანეთს კონკურენციას უწევდნენ. ერთ მაგალითს მოვიყვან: როდესაც ამ ბაზარზე შემოვიდნენ "ვივუსი" და სხვა მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებმაც მოკლევადიანი სესხები შემოიღეს, ეს პროდუქტი ბანკებს არ ჰქონდათ. რამდენიმე წლის წინ არც ერთი ბანკი არ სთავაზობდა მომხმარებელს სწრაფ სესხებს, მაგრამ მათი შემოსვლის შემდეგ კონკურენტული პირობები შეიქმნა და სხვა ბანკებმაც დაიწყეს სწრაფი სესხების გაცემა. კონკურენცია ბევრ რამეს ცვლის. სწორედ კონკურენციის პირობებში ხდება საპროცენტო განაკვეთის შემცირება. ამ სიტუაციაში კი, განაკვეთები არ შეიცვლება, რადგან ბანკებს საამისო მოტივაცია არა აქვთ. ადრე "თიბისი" და "რესპუბლიკა" კონკურენტები იყვნენ და ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უკეთეს პირობებს შესთავაზებდა კლიენტურას. ახლა კი, "თიბისი" ამ ბანკს ჩაყლაპავს და იმ პირობებს შესთავაზებს მომხმარებელს, რაც მისთვის მისაღები და სასურველი იქნება. "თიბისი" და "საქართველოს ბანკი" მომხმარებელს ერთნაირ პირობებს სთავაზობენ და ერთნაირად თამაშობენ. ორი მსხვილი ბანკის არსებობას აჯობებდა, რამდენიმე მცირე და საშუალო ბანკი ყოფილიყო, ეს უფრო შეუწყობდა ხელს კონკურენციას და მოსახლეობისთვისაც უფრო ხელსაყრელი იქნებოდა.

მიხეილ თოქმაჯიშვილი, ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი, პროფესორი:

- კომერციული ბანკები დღეს ამ სფეროში თავისებურ, მონოპოლიურ კონკურენციას ქმნიან. მათ თავიანთი სეგმენტები აქვთ დაკავებული და ყველა ბანკი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი სეგმენტი მოიცვას. ამ მიზნის მისაღწევად ერთ-ერთი ფორმა გამსხვილებაა. როდესაც ორი ბანკი ერთმანეთს უერთდება, ამ ბანკებს შესაძლებლობა ეძლევათ, რომ ბაზარზე უფრო მეტი საბანკო სეგმენტი დაიკავონ. რა თქმა უნდა, არსებობს საშიშროება, რომ ეს თავისებურ მონოპოლიაში გადაიზარდოს, მეორე მხრივ კი, ბანკების შერწყმას დადებითი ეფექტებიც აქვს: კერძოდ ის, რომ ასეთ ბანკებს უფრო მეტი ფინანსური რესურსი აქვთ, უფრო ძლიერები არიან, უფრო მეტად შეუძლიათ იმოქმედონ საპროცენტო განაკვეთებზე, ხანგრძლივი ვადით გასცენ კრედიტები და რაც მთავარია, უფრო მეტი მსხვილი პროექტი დააფინანსონ. მაგალითად მე, ამ გამსხვილებაში საშიშროებას ვერ ვხედავ, რადგან დღეს საქართთველოში 19 ბანკია წარმოდგენილი, მოსახლეობას არჩევანის გაკეთება თავისუფლად შეუძლია და არა მგონია, ამ 19 ბანკს "თიბისი ბანკისა" და "რესპუბლიკას" შეერთება დიდ საშიშროებას უქმნიდეს. არა მგონია, ეს ბანკები გაკოტრდნენ იმის გამო, რომ ორი ბანკი შეერთდა. რაც შეეხება კრედიტებს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების წილი მთლიან შიდა პროდუქტში მაინცდამაინც მაღალი არ არის. იმისათვის, რომ ეკონომიკა კარგად განვითარდეს, საბანკო კრედიტების წილი კიდევ უნდა გაიზარდოს. როგორ იმოქმედებს "თიბისის" და "რესპუბლიკას" შერწყმა მომხმარებელზე? ვფიქ­რობ, რომ პოზიტიურ ზემოქმედებას ექნება ადგილი, რადგან გამსხვილებული ბანკი უფრო სტაბილურია და მეტი შესაძლებლოება აქვს. ასევე მეტი შესაძლებლობა აქვს, პროცენტის შემცირებაზეც იზრუნოს. მე ამ გაერთიანებებში პოზიტიურ მარცვლებს ვხედავ.

ვახტანგ ჭარაია, თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი:

- ყველამ ვიცით, რომ "თიბისი" ერთადერთი მსხვილი ბანკი არ არის საქართველოში. მას სოლიდური კონკურენტი ჰყავს, "საქართველოს ბანკის" სახით, თუმცა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ორი ბანკი ერთმანეთის ქმედებებს დააკვირდება და ერთმანეთის საწინააღმდეგო პოლიტიკას არ გაატარებს. ეს საკმარისია იმისათვის, რომ ბაზარზე ისეთი ვითარება ჩამოყალიბდეს, რომელიც კლიენტებზე კი არ იქნება ორიენტირებული, არამედ საბანკო სექტორის მოგებაზე. ჩემი აზრით, ის, რომ ბანკების რაოდენობა მცირდება და საშუალო ბანკების რიცხვი არ იმატებს, მისასალმებელი სულაც არ არის. ქვეყანაში ორი ბანკი ხდება წამყვანი და ძლიერი მოთამაშე, ამ სფეროში ორი გამოკვეთილი ლიდერის არსებობა და დანარჩენი ბანკების შესუსტება ნამდვილად არ არის მისასალმებელი, რადგან კონკურენცია მცირდება, ხოლო კონკურენციის შემცირება, უარყოფითად აისახება როგორც მომხმარებელზე, ასევე ეკო­ნომიკაზეც. "რესპუბლიკა" სხვა, პატარა ბანკს რომ შეეძინა, ამ ბაზარზე მესამე სოლიდური ბანკი გაჩნდებოდა, რაც კონკურენციას გაზრდიდა და ეს კარგი იქნებოდა. ამ გარიგებას ნეგატიურად ვაფასებ, რადგან მიმაჩნია, რომ საბოლოოდ მომხმარებლების დაზარალებას გამოიწვევს. არ შეიძლება, საბანკო სისტემა ერთმა და ორმა ბანკმა მართოს. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ სწორედ მსგავს სურათს მივიღებთ. როდესაც "რესპუბლიკა" და "თიბისი" ერთმანეთის კონკურენტები იყვნენ, მომხმარებლებისთვის ეს უფრო კომფორტული და მისაღები იყო.
ავთო სილაგაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის პროფესორი:
- ვაღიარებ, რომ ბანკი "რესპუბლიკა" სხვადასხვა ორგანიზაციას საკმაოდ კარგ პირობებს სთავაზობდა, ის ემსახურებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც, ძალიან კარგი პირობებით. იმედია, რომ გაერთიანების შემდეგ ეს პირობები შენარჩუნდება და უარესობისკენ არ შეიცვლება. ისე კი, ბანკების გაერთიანება საბაზრო ეკონომიკისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა და ამ შემთხვევაშიც ასეთ ფაქტთან გვაქვს საქმე. ცხადია, გაერთიანების პროცესში სიფრთხილეა საჭირო, განსაკუთრებით, როცა ქვეყანაში მხოლოდ რამდენიმე ბანკია, რომელიც სერიოზულ გავლენას ახდენს ბაზარზე, მაგრამ ამის გამო რომ დავფრთხეთ და კომერციული ბანკების გამსხვილება-გაერთიანებას ხელი შევუშალოთ, არასწორი იქნება. ანტიმონოპოლიურმა სამსახურმა თვალყური უნდა ადევნოს, რომ ბანკებმა საპროცენტო განაკვეთები ხელოვნურად არ გაზარდონ. მე წინააღმდეგი არ ვიქნები, ამ ბაზარზე ძალიან დიდი უცხოური ბანკი რომ შემოვიდეს და კონკურენცია გაუწიოს ადგილობრივ ბანკებს, დაბალი საპროცენტო განაკვეთებით. მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ხელი, რომ საბანკო სექტორში ახალი მოთამაშეები შემოვიდნენ და კიდევ უფრო ძლიერმა ბანკებმა დაიწყონ ოპერირება.

- როგორც ამბობენ, არჩევნების შემდეგ კიდევ ერთი გაერთიანებაა მოსალოდნელი: საუბარია "ვითიბი ბანკის" მიერ "ლიბერთი ბანკის" შეძენაზე. თუ ასე მოხდება, საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი მოთამაშე გაჩნდება. რას გვეტყოდით ამის თაობაზე?

- ეს ჯერ დაუზუსტებელი, კულუარული ინფორმაციაა. ამიტომ ჯობია, დაველოდოთ მოვლენებს და ვნახოთ, რა მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენს საბანკო სექტორში კიდევ ერთი მსხვილი გაერთიანება გაჩნდება, ეს ცუდი ნამდვილად არ იქნება.

ხათუნა ჩიგოგიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი