ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი ფრან­გე­ბი
font-large font-small
ფრან­გუ­ლად ამ­ღე­რე­ბუ­ლი ოთარ რა­მიშ­ვი­ლი და ატი­რე­ბუ­ლი ფრან­გე­ბი

"მო­ვის­მი­ნე სიმ­ღე­რე­ბი და ჩემს ფრანგ მე­გობ­რებ­საც მო­ვას­მე­ნი­ნე. "კოც­ნით ამო­გიშ­რობ მაგ ცრემ­ლი­ან თვა­ლებს" - ჩე­მი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რაა. ფრან­გი მსმე­ნე­ლის­თ­ვის ალ­ბო­მი სა­სი­ა­მოვ­ნოდ მო­სას­მე­ნია, რად­გან ტექ­ს­ტე­ბია არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვად ნა­თარ­გ­მ­ნი, გა­სა­გე­ბი. მრა­ვა­ლი ემო­ცია მო­აქვს! მომ­ღერ­ლის აქ­ცენ­ტიც ერთ-ერ­თი პლუ­სია. ძა­ლი­ან მომ­წონს აკომ­პა­ნე­მენ­ტი, რო­მე­ლიც ერ­თ­გ­ვარ მე­ლან­ქო­ლი­ას სძენს რო­მან­ტი­კულ ტექ­ს­ტებს. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ალ­ბო­მია! გმად­ლობთ!" - წერს საფ­რან­გე­თის ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტ­როს ექი­მი-პოლ­კოვ­ნი­კი, ჟან-ივ ბა­სე­ტი ოთარ რა­მიშ­ვი­ლის ფრან­გუ­ლად აჟ­ღე­რე­ბუ­ლი სიმ­ღე­რე­ბის მოს­მე­ნის შემ­დეგ. სიმ­ღე­რებს ოთა­რის ვა­ჟი - მუ­სი­კო­სი და ად­ვო­კა­ტი მი­ში­კო რა­მიშ­ვი­ლი ას­რუ­ლებს, ოღონდ თა­ვი­სე­ბუ­რად და ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სოდ - სრუ­ლი­ად არ ჰგავს მა­მის ნამ­ღერს.


მი­ში­კო:

- ჩე­მი გო­გო­ნას - ლი­ზის კონ­ცერ­ტე­ბის გა­მო (ლი­ზი ჩე­ლის­ტი­ა) ევ­რო­პა­ში ხში­რად ვმოგ­ზა­უ­რობ­დი და უცხო­ე­ლებ­თან მა­მას სიმ­ღე­რე­ბიც ხში­რად მიმ­ღე­რია. მე­ლო­დია ძა­ლი­ან მოს­წონ­დათ, მაგ­რამ ტექ­ს­ტი არ ეს­მო­დათ. რომ დავ­ფიქ­რ­დი, რა ენა­ზე შე­იძ­ლე­ბო­და თარ­გ­მ­ნა, გა­მახ­სენ­და, მა­მას ერთ-ერ­თი წიგ­ნი რომ გა­მო­ვი­და, ქარ­თ­ლოს კას­რა­ძემ გე­ნი­ა­ლუ­რი რამ და­წე­რა: ოთა­რი ჩვენ­თან ბარ­დი არის. საფ­რან­გეთ­ში რომ და­ბა­დე­ბუ­ლი­ყო, ფრან­გი შან­სო­ნი იქ­ნე­ბო­დაო. მე­უღ­ლემ მითხ­რა, - მო­დი, ფრან­გუ­ლად ვთარ­გ­მ­ნო­თო. ჩე­მით რომ მოვ­სინ­ჯე რა­ღაც სიტყ­ვე­ბით, მუ­სი­კამ ძა­ლი­ან მო­იხ­დი­ნა და მეც სე­რი­ო­ზუ­ლად დავ­ფიქ­რ­დი. რამ­დე­ნი­მე ფრან­გუ­ლის მცოდ­ნეს ვთხო­ვე თარ­გ­მ­ნა, დიდ პა­ტივს ვცემ თი­თო­ე­ულს, მაგ­რამ ის მა­ინც არ გა­მო­დი­ო­და, რაც მინ­დო­და. მე­რე ნი­ნო ნი­კო­ლაშ­ვი­ლი გა­ვი­ცა­ნი და ოთა­რის ერ­თი ლექ­სის თარ­გ­მ­ნა ვთხო­ვე. ძვე­ლი სიმ­ღე­რის ტექ­ს­ტია - "შენ შორ­სა ხარ ახ­ლა ჩემ­გან". - თუ სიმ­ღე­რა არ მო­ვის­მი­ნე, ვერ გა­დავ­თარ­გ­მ­ნიო, - მითხ­რა და იმ­წამს მივ­ხ­ვ­დი, ნი­ნო სწო­რედ ის იყო, ვი­საც ვე­ძებ­დი. ასე და­ვიწყეთ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბა. ნი­ნო ძა­ლი­ან მომ­თხოვ­ნი აღ­მოჩ­ნ­და: მე ხომ ფრან­გუ­ლი არ ვი­ცი, ამი­ტომ ძა­ლი­ან ბევ­რი ვიშ­რო­მეთ, სიტყ­ვე­ბი სწო­რად რომ წარ­მო­მეთ­ქ­ვა, მაგ­რამ ქარ­თუ­ლი აქ­ცენ­ტი მა­ინც საგ­რ­ძ­ნო­ბია.

ნი­ნო ნი­კო­ლაშ­ვი­ლი, ფრან­გუ­ლი ენის ფი­ლო­ლო­გი:

- მი­ში­კო მუ­სი­კო­სია და სმე­ნით ყვე­ლა­ფერს იმახ­სოვ­რებ­და. მარ­თა­ლია, გა­ვა­წა­მე, რად­გან ურ­თუ­ლე­სი იყო რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, სხვაგ­ვა­რი პი­რის აპა­რა­ტია სა­ჭი­რო ფრან­გულ ენა­ზე სა­მეტყ­ვე­ლოდ და ბგე­რე­ბის წარ­მოთ­ქ­მა რთუ­ლია, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი გა­მოგ­ვი­ვი­და. შე­ვე­ცა­დეთ, რომ სა­ოც­რად კრი­ტი­კულ, მკაცრ, სა­კუ­თარ ენას­თან მი­მარ­თე­ბა­ში ძა­ლი­ან კონ­სერ­ვა­ტი­ულ ფრანგ მსმე­ნელს ის მი­ე­ღო. ფრან­გებს კარ­გად ვიც­ნობ და კონ­სერ­ვა­ტი­ულ­თან ერ­თად, ძა­ლი­ან გულ­ღია, დე­მოკ­რა­ტე­ბი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე­ნი არი­ან, მაგ­რამ ენა მათ­თ­ვის პრინ­ცი­პუ­ლად უმ­ნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნე­სია და ხათ­რით არა­ფერს მო­ი­წო­ნებ­დ­ნენ. დას­რუ­ლე­ბუ­ლი დის­კის ეგ­ზემ­პ­ლა­რე­ბი საფ­რან­გეთ­ში რამ­დე­ნი­მე ღირ­სე­ულ, ნაღდ ფრანგს გა­ვუგ­ზავ­ნე და თა­ნაც - მა­მა­კა­ცებს, რად­გან ისი­ნი კი­დევ უფ­რო სხვაგ­ვა­რად აღიქ­ვამ­დ­ნენ ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას, სა­დაც სიყ­ვა­რუ­ლიც ბლო­მა­დაა, ქა­ლე­ბიც და სას­მე­ლიც... აღ­ფ­რ­თო­ვან­დ­ნენ. სიმ­ღე­რე­ბის თე­მა­ტი­კა რომ მო­ი­წო­ნეს, არ გამ­კ­ვირ­ვე­ბია, მაგ­რამ სა­დაც ჩვენ გვე­ღი­მე­ბა, მოს­მე­ნი­სას მა­თაც იქ რომ გა­ი­ღი­მეს; სა­დაც ჩვენ ვიც­რემ­ლე­ბით, მა­თაც გუ­ლი რომ აუჩუყ­დათ და ცრემ­ლი მო­ად­გათ, მივ­ხ­ვ­დი, რომ სათ­ქ­მე­ლი სწო­რად მი­მი­ტა­ნია. მი­ში­კომ გა­ა­ერ­თი­ა­ნა სა­მი სიმ­ღე­რა: "დე­და", "დე­დას" და "მა­მა" და დის­კ­ში ჰქვია "მშობ­ლებს". მას­ზე სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­ს­პერ­ტ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო უსაფ­რ­თხო­ე­ბა­ში, პოლ­კოვ­ნიკ­მა ოლი­ვიე ლე რუმ მითხ­რა, - რას მერ­ჩო­დი, რომ ამა­ტი­რეო? არა­და, ისე­თი მკაც­რი გა­რეგ­ნო­ბა აქვს, გე­გო­ნე­ბა, ვე­რა­ფე­რი მო­ე­რე­ვა. მა­ტა­რე­ბელ­ში "ა­ი­ფო­ნით" ის­მენ­და თურ­მე და მომ­წე­რა: ერთ დღეს მა­მა რომ გარ­და­მეც­ვა­ლა, მე­ო­რე დღეს შვი­ლიშ­ვი­ლი შე­მე­ძი­ნა. სამ დღე­ში მწუ­ხა­რე­ბაც გან­ვი­ცა­დე და სი­ხა­რუ­ლიც. ამ სიმ­ღე­რებ­ში ეს ყვე­ლა­ფე­რი ერ­თად არის და მთე­ლი გზაა, ვტი­რიო...
ოთარ რა­მიშ­ვი­ლის შე­მოქ­მე­დე­ბას ბავ­შ­ვო­ბი­დან ვიც­ნობ, რად­გან 1990-იან წლებ­ში, სან­თ­ლის შუქ­ზე, ჩემს პა­ტა­რა სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ელე­მენ­ტე­ბი­ა­ნი მაგ­ნი­ტო­ფო­ნით მშობ­ლე­ბი ყო­ველ­თ­ვის მას­მე­ნი­ნებ­დ­ნენ. მას ვუს­მენ­დი საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ მონ­პე­ლი­ე­ში, მა­გის­ტ­რა­ტუ­რა­ში სწავ­ლის დრო­საც. ყო­ვე­ლი დი­ლა, ლექ­ცი­ე­ბამ­დე, მი­სი სიმ­ღე­რე­ბით იწყე­ბო­და. ერთ მშვე­ნი­ერ დღეს, ცო­ტა­თი ხმა­მაღ­ლა ჩავ­რ­თე სიმ­ღე­რე­ბი და კარ­ზე მო­რი­დე­ბუ­ლი კა­კუ­ნი მო­მეს­მა. არ მე­სი­ა­მოვ­ნა, რად­გან ვი­ფიქ­რე, რო­მე­ლი­მე ფრანგ მე­ზო­ბელს შე­ნიშ­ვ­ნა უნ­და მო­ე­ცა. კა­რი გა­ვა­ღე და დგას უც­ნა­უ­რი ბი­ჭი - გრძელ­თ­მი­ა­ნი და პირ­სინ­გი­ა­ნი, ტა­ტუ­ე­ბით და­ფა­რუ­ლი სხე­უ­ლით, "შლო­პან­ცებ­ში". აშ­კა­რაა, ხე­ლო­ვა­ნი უნ­და იყოს. ად­რი­ა­ნად მო­კა­კუ­ნე­ბის­თ­ვის მო­მი­ბო­დი­შა (პა­რა­ლე­ლუ­რად, ბა­ტო­ნი ოთა­რის სიმ­ღე­რა - "ყვე­ლა შენ გეტ­რ­ფის, ჩე­მო თბი­ლი­სო" ის­მო­და) და მკითხა: ვი­დეო გაქვთ ჩარ­თუ­ლი? შე­იძ­ლე­ბა, შევ­ხე­დო, ორი ხე­ლი უკ­რავს, ოთხი თუ ექ­ვ­სი? სა­მი დღეა ვის­მენ, ტექ­ს­ტი კი გა­უ­გე­ბა­რია, მაგ­რამ ტექ­ნი­კუ­რი შეს­რუ­ლე­ბა მა­ინ­ტე­რე­სებ­სო. გა­მე­ღი­მა და ავუხ­სე­ნი, რომ აუდი­ო­ჩა­ნა­წე­რებს ვუს­მენ­დი. თა­ვად გი­ტა­რის­ტი ყო­ფი­ლა. გა­მომ­კითხა, - ვინ მღე­რო­და, რო­მე­ლი ქვეყ­ნი­დან იყო და ასე შემ­დეგ. დავ­პა­ტი­ჟე, ჩა­მო­დი ზაფხულ­ში თბი­ლის­ში და პი­რა­დად გა­ი­ცა­ნი ეს კა­ცი-მეთ­ქი. სე­რი­ო­ზუ­ლად და­ფიქ­რ­და შე­თა­ვა­ზე­ბა­ზე... ასე დაგ­ვა­მე­გობ­რა ოთარ რა­მიშ­ვილ­მა მე და ის უც­ნა­უ­რი ბი­ჭი, ინ­ფორ­მა­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი­დან...
ტყუ­ი­ლად არა­ფე­რი ხდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, წლე­ბის შემ­დეგ ვხვდე­ბი მი­ში­კოს, რო­მე­ლიც მა­მა­მი­სის ლექ­სე­ბის თარ­გ­მ­ნას მთხოვს. არა­და, მხატ­ვ­რუ­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რა არას­დ­როს მი­თარ­გ­მ­ნია და ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბამ დამ­შო­კა. იდე­ით აღ­ვ­ფ­რ­თო­ვან­დი, მაგ­რამ კარ­გად დავ­ფიქ­რ­დი, ვიდ­რე დავ­თან­ხ­მ­დე­ბო­დი... "შენ შორ­სა ხარ ახ­ლა ჩემ­გან" - ეს სიმ­ღე­რა არ ვი­ცო­დი. მი­ში­კომ წა­მი­ღი­ღი­ნა და და­ვი­მახ­სოვ­რე. ტექ­ს­ტი იმ ღა­მეს­ვე გა­დავ­თარ­გ­მ­ნე, მაგ­რამ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ შე­ვატყო­ბი­ნე: მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მე­ო­რე და მე­სა­მე დღე­საც თუ ისევ ისე მო­მე­წო­ნე­ბო­და. რო­დე­საც მი­ვუ­ტა­ნე და გი­ტა­რას­თან აამ­ღე­რა, მივ­ხ­ვ­დი, დის­კომ­ფორ­ტი არა­ფერს შე­უქ­მ­ნია და ტექ­ს­ტი ბუ­ნებ­რი­ვად გაჰ­ყ­ვა მე­ლო­დი­ას. მე­რე მე­ო­რე ლექ­სის თარ­გ­მ­ნა­საც დავ­თან­ხ­მ­დი...

მი­ში­კო:

- რომ და­იწყო, ახ­ლაც ვერ ჩერ­დე­ბა. რა დღე­ში ვარ, იცი? ლა­მის, გა­დამ­წ­ვა (ი­ცი­ნის). უკ­ვე 31 სიმ­ღე­რის ტექ­ს­ტი თარ­გ­მ­ნა. პირ­ველ დის­კ­ში 14 სიმ­ღე­რა შე­ვი­და. ჩემს მე­ცა­დი­ნე­ო­ბას 2 თვე დას­ჭირ­და, თო­რემ სიმ­ღე­რე­ბი 3 დღე­ში ჩავ­წე­რე. აქ­ვე გეტყ­ვით, რომ დის­კ­ზე ჩვენ­თან ერ­თად იმუ­შა­ვეს აკორ­დე­ო­ნის­ტ­მა ვა­ნი­ა­ნომ - ვა­ნო ხა­ჩი­ძემ, მე­ვი­ო­ლი­ნე ბე­ლა მჭედ­ლი­ძემ, დი­ზა­ი­ნერ­მა თე­ო­ნა კვა­ჭა­ძემ, მხატ­ვარ­მა ნი­ნა ჩა­ჩუ­ამ, ჩე­მი უფ­რო­სი ძმის მე­უღ­ლემ, მას­ტე­რინ­გი გა­ა­კე­თა თა­მაზ დარ­სა­ვე­ლი­ძემ და ხმის რე­ჟი­სო­რი იყო გე­ლა იმ­ნა­ძე. სამ­წუ­ხა­როდ, მწი­რი ფი­ნან­სე­ბის გა­მო, მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე ეგ­ზემ­პ­ლა­რის გა­მო­ცე­მა მო­ვა­ხერ­ხეთ და ისიც გა­ვა­ჩუ­ქეთ.
დის­კის ჩა­წე­რამ­დე, ნი­ნოს ინი­ცი­ა­ტი­ვით, 11 სიმ­ღე­რის მი­ნიპ­რე­ზენ­ტა­ცია მო­ვაწყეთ ახ­ლობ­ლე­ბის­თ­ვის. ნი­ნომ მო­იწ­ვია საფ­რან­გე­თის ელ­ჩის მრჩე­ვე­ლი თა­ნამ­შ­რომ­ლო­ბი­სა და კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა სა­კითხებ­ში ჟან-ივ ლა­ვუ­ა­რი, მე­უღ­ლეს­თან ერ­თად.
ნი­ნო:
- მი­ში­კომ სიმ­ღე­რა "შამ­პა­ნუ­რი" ფრან­გუ­ლად რომ იმ­ღე­რა, იქ ტექ­ს­ტია: "ყვე­ლას ნატ­ვ­რაა "პახ­მე­ლი­ა­ზე" ჩა­ცი­ვე­ბუ­ლი შამ­პა­ნი­უ­რი". ამ კაც­მა ატე­ხა ხარ­ხა­რი. თვი­თონ ქა­ლაქ ბორ­დო­დან არის, ღვი­ნის ქა­ლა­ქი­დან და იცის ღვი­ნის ფა­სი. მე­რე ცოლს მი­უბ­რუნ­და: ხომ გე­უბ­ნე­ბო­დი, რა არის კარ­გი "პახ­მე­ლი­ა­ზე". ჩე­მი თუ არ გჯე­რა, ამ კაცს მა­ინც და­უ­ჯე­რეო...
თუ და­ფი­ნან­სე­ბა მო­ვი­პო­ვეთ, დის­კი­სა და ჩა­წე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, მა­ლე ბა­ტო­ნი ოთა­რის ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი ლექ­სე­ბის კრე­ბულ­საც გა­მოვ­ცემთ. მუ­შა­ო­ბი­სას აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ რო­გორც ფრან­გუ­ლი გაძ­ლევს თარ­გ­მ­ნი­სას დიდ თა­ვი­სუფ­ლე­ბას, ოთარ რა­მიშ­ვი­ლიც ასე­ვეა, ოღონდ იცი, კი­დევ რას გი­კე­თებს? გე­უბ­ნე­ბა: მე ამას ვამ­ბობ ასე და შენც ასე უნ­და თქვაო! იგი მარ­ტი­ვად, მაგ­რამ დახ­ვე­წი­ლად გად­მოგ­ცემს იმას, რა­საც სხვა ჩახ­ლარ­თუ­ლად იტყო­და. ფრან­გე­ბიც აღარ ლა­პა­რა­კო­ბენ გა­დაპ­რან­ჭუ­ლად, ისი­ნი მეტყ­ვე­ლე­ბენ მარ­ტი­ვად და სწო­რად. ამი­ტომ ვცდი­ლობ, თარ­გ­მან­შიც სიტყ­ვა ზუს­ტად შე­ვარ­ჩიო. ზო­გან ბა­ტო­ნი ოთა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით "ითხოვს" სი­ზუს­ტეს. მა­გა­ლი­თად, სიმ­ღე­რებ­ში: "ღვი­ნო", "ფუ­ლი"... ვთქვათ, ამ­ბობს: "ვაჭ­რო­ბის მი­ნის­ტ­რი ფულს ით­ვ­ლის ძი­ლის წინ" - ცი­ნიზ­მის ასე­თი იუმო­რით გა­მო­ხატ­ვა მხო­ლოდ მას შე­უძ­ლია... ან კი­დევ: "მთა­ვა­რია გქონ­დეს ფუ­ლი, რომ არ იყო და­ჩაგ­რუ­ლი" - ამა­ზე ფრან­გე­ბი ლა­მის მოკ­ვ­დ­ნენ სი­ცი­ლით, ეს მა­თი მენ­ტა­ლი­ტე­ტის­თ­ვის სრუ­ლი­ად მი­სა­ღე­ბი იყო. მა­გა­ლი­თად, ლექ­სი "ფეხ­საც­მე­ლი", სა­დაც ლა­კო­ნუ­რად გიყ­ვე­ბა ამ­ბავს: "ფეხ­საც­მე­ლი გა­მიც­ვ­და, ვი­თო­შე­ბი სი­ცი­ვით. ძირს მი­წა მი­ხი­ცი­ნებს, დავ­დი­ვარ და ვი­ცი­ნი..." - ეს თუ შეც­ვა­ლე, გა­მო­დის, რომ ბა­ტონ ოთარს კი არ თარ­გ­მ­ნი, ახალ ლექსს წერ.

- ისე­თი ან­თე­ბუ­ლი ლა­პა­რა­კობ ბა­ტონ ოთარ­თან ამ უჩ­ვე­უ­ლო "ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე", და­მა­ინ­ტე­რე­სე: რო­გო­რია "შე­ნე­უ­ლი" ოთარ რა­მიშ­ვი­ლი?

- (უ­ცებ აც­რემ­ლ­და, მე­რე ძლივს "გა­დაყ­ლა­პა" ყელ­ში გაჩხე­რი­ლი ბურ­თი და გა­ნაგ­რ­ძო. - ავტ.) უკაც­რა­ვად, თა­ვი ვერ შე­ვი­კა­ვე... ოთარ რა­მიშ­ვი­ლი? ჩემ­თ­ვის ბა­ბუ­ა­სა­ვით ტკბი­ლია... ასე მგო­ნია, სა­ა­თო­ბით ვის­ხე­დით ერ­თად და ამ ლექ­სებს თა­ვად მი­კითხავ­და. მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნია, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და თავ­მ­და­ბა­ლი. რა­საც წერ­და, უპირ­ვე­ლე­სად, თა­ვად სი­ა­მოვ­ნებ­და და მე­რე ფიქ­რობ­და, მთე­ლი სა­ქარ­თ­ვე­ლოს­თ­ვი­საც გა­ე­ნა­წი­ლე­ბინა ეს სი­ა­მოვ­ნე­ბა. მი­სი ლექ­სე­ბი არის თავ­მ­დაბ­ლუ­რი, მარ­ტი­ვი და გე­ნი­ა­ლუ­რი ანუ ისე­თი, რო­გო­რიც თა­ვად იყო! და რომ არ მყვა­რე­ბო­და, ვე­რაფ­რით ვთარ­გ­მ­ნი­დი.
პ.ს. 24 ოქ­ტომ­ბერს და­ბა­დე­ბუ­ლა, 6 ოქ­ტომ­ბერს კი მი­სი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღეა - 5 წე­ლი­წა­დი გა­სუ­ლა მას მე­რე... ალ­ბათ სუფ­რას­თან თუ იხ­სე­ნე­ბენ უმე­ტე­სად, უნი­ჭი­ე­რე­სი, კო­ლო­რი­ტი კა­ცი რომ და­აკ­ლ­და ქა­ლაქს, ქვე­ყა­ნას, ჩვენს ცხოვ­რე­ბას, ყურს... არა­და, რამ­დე­ნი იკ­ვეხ­ნის, ოთარ რა­მიშ­ვილ­მა მას­წავ­ლა გი­ტა­რა­ზე დაკ­ვ­რა და სიმ­ღე­რაო... ბევ­რ­მა ისიც არ იცის, მი­სი საყ­ვა­რე­ლი ლექ­სი­სა და მუ­სი­კის მიღ­მა ვინ დგას...
ალა­ლია ამ კა­ცის­თ­ვის დის­კიც, წიგ­ნიც და ფილ­მიც, რომ­ლის გა­და­ღე­ბა­საც, თუ გზა გა­მო­ი­ნა­ხა, სტუ­დია "არ­ტ­ვი­ზი­ო­ნი" გეგ­მავს;
ალა­ლია ამ კა­ცის­თ­ვის თუნ­დაც, ერ­თი კულ­ტუ­რუ­ლი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი სა­ღა­მო, რომ­ლის­თ­ვი­საც სამ­წუ­ხა­როდ, სა­შუ­ა­ლე­ბა ვერ გა­მო­ი­ნა­ხა;
საწყე­ნია, ოთარ რა­მიშ­ვი­ლი რომ გყავ­და და და­გა­ვიწყ­დე­ბა!

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი