ვის­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი სო­ხუმ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა
font-large font-small
ვის­ზე იყო გათ­ვ­ლი­ლი სო­ხუმ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა

"ვგრძნობ, რომ აფხა­ზეთ­ში რა­ღაც მწიფ­დე­ბა..."

"სა­ით მივ­დი­ვართ?" - რაც დრო გა­დის, ამ კითხ­ვას სულ უფ­რო ხში­რად სვამს აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბა. მა­თი­ვე თქმით, ვი­თა­რე­ბა ყვე­ლა სფე­რო­ში: ეკო­ნო­მი­კა, ჯან­დაც­ვა, სა­მარ­თა­ლი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა და ა.შ. ყო­ველ­დღი­უ­რად უარეს­დე­ბა და არც საშ­ვე­ლი ჩანს... "ქვე­ყა­ნა­ში" ეროვ­ნუ­ლი ძა­ლე­ბი აღარ დარ­ჩ­ნენ...

რე­გი­ონ­ში არ­სე­ბუ­ლი უმ­ძი­მე­სი კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა ბო­ლო დღე­ებ­ში კი­დევ უფ­რო გამ­წ­ვავ­და. რამ­დე­ნი­მე დღეა, აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა სო­ხუმ­ში მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტ­სა და მი­ზე­ზებ­ზე მსჯე­ლობს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტე­ლე­რა­დი­ო­კომ­პა­ნი­ის წინ მომ­ხ­და­რი აფეთ­ქე­ბა თით­ქ­მის გახ­ს­ნი­ლია, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბას არ სჯე­რა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბის ვერ­სი­ის, - მა­თი თქმით, ეს გა­მიზ­ნუ­ლი აფეთ­ქე­ბა იყო...
უკ­ვე ცნო­ბი­ლია, რომ პი­რი, რო­მე­ლიც 17 ოქ­ტომ­ბერს სო­ხუმ­ში ტე­ლე­ვი­ზი­ის შე­ნო­ბას­თან ასა­ფეთ­ქე­ბე­ლი მოწყო­ბი­ლო­ბის აფეთ­ქე­ბის შე­დე­გად და­ი­ღუ­პა, რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე იყო, მაგ­რამ "გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­სი სა­ხე­ლი და გვა­რი არ სა­ჯა­როვ­დე­ბა".
აფხა­ზე­თის დე ფაქ­ტო რეს­პუბ­ლი­კის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის, მუ­ჰა­მედ კილ­ბას ცნო­ბით, აფეთ­ქე­ბის ფაქ­ტ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა კო­ლო­სა­ლუ­რი სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ა­ტა­რეს:
"და­ღუ­პუ­ლის ვი­ნა­ო­ბა ცნო­ბი­ლია. იგი გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ სა­ჯა­როვ­დე­ბა. წი­ნას­წა­რი ცნო­ბით, აფხა­ზეთ­ში პირ­ვე­ლად ზაფხულ­ში, მე­გობ­რებ­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, შემ­დეგ კი 2 ოქ­ტომ­ბერს გად­მოკ­ვე­თა საზღ­ვა­რი..."
გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ტე­რო­რის­ტის­თ­ვის მი­უ­ღე­ბე­ლი იყო აფხა­ზე­თის პო­ლი­ტი­კა. ად­გი­ლობ­რივ­თა ერთ-ერ­თი ვერ­სი­ით, შე­საძ­ლოა, ეს ფაქ­ტი ზაფხულ­ში მის აფხა­ზეთ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­საც უკავ­შირ­დე­ბო­დეს...

ინალ ხა­ში­გი, გა­ზეთ "ჩე­გემ­ს­კაია პრავ­დას" რე­დაქ­ტო­რი:

- შემ­თხ­ვე­ვის ად­გი­ლას ვი­ყა­ვი და სა­კუ­თა­რი თვა­ლით ვნა­ხე გა­რე­მო­ე­ბე­ბი, რაც იმის თქმის უფ­ლე­ბას მაძ­ლევს, რომ ის არა­ვი­თა­რი თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ტე­რო­რის­ტი და შა­ჰი­დი არ ყო­ფი­ლა. მას ჰქონ­და გეგ­მა, რო­მე­ლიც სა­ბედ­ნი­ე­როდ, ვერ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა... სა­ვა­რა­უ­დოდ, წამ­მ­ზო­მი ჰქონ­და და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც დრო­ზე ად­რე აფეთ­ქ­და, ამან კი გეგ­მე­ბი აურია. რომ არა ეს შემ­თხ­ვე­ვა, იქი­დან ის სხვა ობი­ექ­ტ­ზე გეგ­მავ­და წას­ვ­ლას: სა­ვა­რა­უ­დოდ, დიდ შე­ნო­ბას­თან, სა­დაც ბევ­რი ხალ­ხი იყო და შე­სა­ბა­მი­სად, დი­დი მსხვერ­პ­ლი იქ­ნე­ბო­და... აქ­ვე, აფეთ­ქე­ბის ად­გილ­თან ახ­ლოს არის ტე­ლე­კომ­პა­ნია, სას­ტუმ­რო­ე­ბი, სკო­ლა, ოფი­სე­ბი, სა­ხელ­მ­წი­ფო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი. შე­საძ­ლოა, მის ჩა­მო­ნათ­ვალ­ში გზის აფეთ­ქე­ბაც შე­დი­ო­და, რო­მელ­საც დი­ლით გავ­ლე­ნი­ა­ნი პერ­სო­ნე­ბი, მათ შო­რის - პრე­ზი­დენ­ტიც გა­ივ­ლის... ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­მარ­თალ­დამ­ც­ვე­ლებს მშვი­დად ყოფ­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას არ აძ­ლევს, რად­გან მას ვი­ღაც "შიგ­ნი­დან" ეხ­მა­რე­ბო­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ჩვენს გა­ჩუ­მე­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, "რა­ღაც-რა­ღა­ცე­ბის" გაპ­რო­ტეს­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით. თუ ჩუ­მად არ იქ­ნე­ბით, კი­სერს მო­გიგ­რეხ­თო, - ირი­ბად გვე­უბ­ნე­ბი­ან. ვინ და რა­ტომ გაგ­ვი­მე­ტა გა­ნუ­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, მაგ­რამ და­უნ­დო­ბე­ლი ტე­რაქ­ტის­თ­ვის, ალ­ბათ მი­სახ­ვედ­რია... "ძვე­ლი მე­ზობ­ლე­ბის­კენ" ხე­ლის გაშ­ვე­რა უად­გი­ლოა, რად­გან ყვე­ლა ერ­თხ­მად ვა­ღი­ა­რებთ, რომ სა­ო­მა­რი რი­ტო­რი­კა შე­იც­ვა­ლა... მაშ ასე, - დავ­ტ­კ­ბეთ ბო­ძე­ბუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბით. მე ვგრძნობ, რომ აფხა­ზეთ­ში რა­ღაც მწიფ­დე­ბა.

ირ­მა ჯო­პუა, სო­ხუ­მე­ლი აფხა­ზი:

- რამ­დე­ნი აფეთ­ქე­ბა, ჩაცხ­რილ­ვა და მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტი ვი­ცით გახ­ს­ნი­ლი?.. სო­ხუ­მის ბა­ზარ­შიც თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ტე­რო­რის­ტი შე­ვარ­და?.. იმ ად­გი­ლას, სა­დაც აფეთ­ქე­ბა მოხ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო დაც­ვა დგას... ეს ძალ­ზე ცუ­დია, მაგ­რამ უფ­რო უარე­სი იქ­ნე­ბა, თუ ეს თვით­მ­კ­ვ­ლე­ლო­ბაა, ამის დაშ­ვე­ბა ისე­დაც გა­უ­ბე­დუ­რე­ბულ და გა­სა­ცო­და­ვე­ბულ აფხა­ზეთ­ში, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. აქ კო­რუფ­ცია, ადა­მი­ა­ნის გა­ტა­ცე­ბე­ბი, ნარ­კო­და­ნა­შა­უ­ლე­ბი, იარა­ღით ვაჭ­რო­ბა და სხვა მძი­მე და­ნა­შა­უ­ლე­ბი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი "ბიზ­ნეს­სა­ხე­ო­ბე­ბი­ა" და ახ­ლა თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა ჩვენს ისე­დაც მი­წას­თან გას­წო­რე­ბულ იმიჯს სა­მუ­და­მოდ და­ა­სა­მა­რებს. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ უმ­ძი­მეს სო­ცი­ა­ლურ ფონ­ზე, რომ­ლის გა­მოც გახ­ში­რე­ბუ­ლი სუ­ი­ცი­დის ფაქ­ტე­ბი, ლა­მის ყო­ველ­დღი­უ­რო­ბად გვექ­ცა. თვით­მ­კ­ვ­ლე­ლი ტე­რო­რის­ტე­ბის გა­მო­ჩე­ნა აფხა­ზეთ­ში - ეს ჩვენ­თ­ვის ბო­ლო დარ­ტყ­მა იქ­ნე­ბა... სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის შე­ნო­ბა­ში მყო­ფე­ბი­დან და­ზი­ა­ნე­ბუ­ლა ვინ­მე და ამ უკუ­ნეთ­ში ეს ცო­ტა­თი მამ­შ­ვი­დებს.

ლა­ლი პა­პას­კი­რი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2534 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2656 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
7 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
3 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
1544 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2446 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1207 კომენტარი