"რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მო­პო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია თურ­ქეთს რომ არ და­უთ­მოს"
font-large font-small
"რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, მო­პო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია თურ­ქეთს რომ არ და­უთ­მოს"
შან­სი, რომ­ლი­თაც აფხა­ზეთს უნ­და ესარ­გებ­ლა...

არ­ც­თუ ისე დი­დი ხნის წინ, რო­დე­საც რუ­სე­თი და თურ­ქე­თი ერ­თ­მა­ნეთს ნერ­ვებს უსინ­ჯავ­დ­ნენ, ორ სა­ხელ­მ­წი­ფოს შო­რის არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს შა­ვიზღ­ვი­პი­რა რე­გი­ონ­ში, აფხა­ზეთ­შიც იგ­რ­ძ­ნო­ბო­და... "რუ­სე­თი ცხა­დია, ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი იყო აფხა­ზეთ­ში თურ­ქუ­ლი ბიზ­ნე­სის აქ­ტი­უ­რო­ბით და წლის და­საწყის­ში, ვი­თა­რე­ბის პრე­ვენ­ცი­ის­თ­ვის სო­ხუმ­ში აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხ­რეთ ოსე­თის სა­კითხებ­ში პრე­ზი­დენტ პუ­ტი­ნის თა­ნა­შემ­წე, ვლა­დის­ლავ სურ­კო­ვი ჩა­ვი­და და ჩვენს ლი­დე­რებს ულ­ტი­მა­ტუ­მი წა­უ­ყე­ნა, რაც თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას შე­ე­ხე­ბო­და. ჩვე­ნებ­მა დათ­მეს. მე­რე რა, რომ ეს საკ­მა­ოდ მძი­მედ აისა­ხა ჩვე­ნი ქვეყ­ნის ეკო­ნო­მი­კა­ზე, მთა­ვა­რია, მათ ძა­ლა­უფ­ლე­ბას არა­ფე­რი შე­ხე­ბი­ა", - წერ­დ­ნენ აფხა­ზე­ბი. მა­თი­ვე თქმით, მა­შინ სურ­კოვ­მა გა­დაწყ­ვი­ტა, ესარ­გებ­ლა რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წარ­მო­შო­ბი­ლი ღია კონ­ფ­რონ­ტა­ცი­ით და თურ­ქეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის გა­საწყ­ვე­ტად, აფხა­ზე­თის ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბის­გან კონ­კ­რე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გ­მა მო­ითხო­ვა.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით, რუ­სე­თი აფხა­ზეთს დაჰ­პირ­და, რომ მთლი­ა­ნად შე­ის­ყი­დი­და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ას, გან­სა­კუთ­რე­ბით - ციტ­რუ­სის მო­სა­ვალს. თურ­ქეთ­თან ექ­ს­პორტ-იმ­პორ­ტის ჩა­ნაც­ვ­ლე­ბი­სა და რუ­სეთ­თან ტვირ­თ­ბ­რუნ­ვის გაზ­რ­დის­თ­ვის, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ყი­რი­მი­დან სო­ხუ­მის პორ­ტ­ში რუ­სუ­ლი ბო­რა­ნი "ვა­რი­ა­გი" ივ­ლი­და, რო­მე­ლიც მა­ნამ­დე თურ­ქე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ობ­და... თუმ­ცა, აფხა­ზე­ბის თქმით, რუ­სე­თის და­პი­რე­ბე­ბის­გან თით­ქ­მის არა­ფე­რი შეს­რულ­და. "სტრა­ტე­გი­უ­ლი პარ­ტ­ნი­ო­რი" სა­ხელ­მ­წი­ფოს ხელ­მ­ძღ­ვა­ნე­ლო­ბამ, თურ­ქეთ­თან არ­სე­ბუ­ლი და­ძა­ბუ­ლო­ბის ფონ­ზე, დამ­ს­ვე­ნებ­ლე­ბი აფხა­ზე­თის­კენ გა­და­ა­მი­სა­მარ­თა.
"ეს იყო ერ­თა­დერ­თი, შემ­თხ­ვე­ვი­თი შან­სი, რომ­ლი­თაც აფხა­ზეთს უნ­და ესარ­გებ­ლა, მაგ­რამ ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არც ამის პო­ტენ­ცი­ა­ლი აღ­მო­აჩ­ნ­და", - ამ­ბო­ბენ აფხა­ზე­ბი.
ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა უკ­ვე სა­უბ­რობს რუ­სეთ­სა და თურ­ქეთს შო­რის ახა­ლი ფურ­ც­ლი­დან დაწყე­ბუ­ლი მე­გობ­რო­ბის სა­ვა­ლა­ლო შე­დეგ­ზე, რო­მე­ლიც აფხა­ზე­თის ეკო­ნო­მი­კა­ზე უკ­ვე საგ­რ­ძ­ნობ­ლადUაისახა. მა­თი თქმით, აფხა­ზუ­რი ინ­ტე­რე­სე­ბი, ორი გი­გან­ტი სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რე­სე­ბის ფონ­ზე, უფ­რო მე­ტად და­ზა­რალ­და. "სა­ინ­ტე­რე­სოა, ამ გა­წა­მა­წი­ა­ში ჩვენ რა დაგ­ვ­რ­ჩე­ბა?" - სვა­მენ კითხ­ვას აფხა­ზე­ბი...

ქა­დირ ჰი­მა­რი, თურ­ქი ბიზ­მეს­მე­ნი:

- კა­ბა­ლურ პი­რო­ბებ­ში გვა­ყე­ნე­ბენ. მე და ჩემს აფხაზ პარ­ტ­ნი­ორს - გო­გუ­ას პრაქ­ტი­კუ­ლად, აწყო­ბი­ლი ბიზ­ნე­სი დაგ­ვათ­მო­ბი­ნეს. მი­ზე­ზი ვერ გვითხ­რეს. თუმ­ცა, ისე­დაც ვი­ცით, - მი­ზე­ზი გახ­ლ­დათ ჩვენ მი­ერ მომ­ხ­მა­რებ­ლის­თ­ვის შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი შე­და­რე­ბით და­ბა­ლი ფა­სე­ბი, რო­მე­ლიც ბევ­რად ხელ­საყ­რე­ლი იყო ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თ­ვის... მა­შინ, რო­დე­საც ისი­ნი ცდი­ლო­ბენ, ფსო­უს­კენ გა­უშ­ვან ნა­კა­დი, აფხა­ზე­ბი ქარ­თუ­ლი ბაზ­რე­ბის­კენ მი­ის­წ­რაფ­ვი­ან, რაც ლო­გი­კუ­რია, თუმ­ცა, რუ­სე­თის ქმე­დე­ბე­ბიც ლო­გი­კუ­რია, - აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის უმე­ტე­სო­ბა რუ­სე­თის­გან მი­ღე­ბუ­ლი პენ­სი­ით ცხოვ­რობს და ცხა­დია უნ­დათ, ეს თან­ხა რუ­სეთ­ში და­ი­ხარ­ჯოს.

ჯერ­ჯე­რო­ბით მო­უგ­ვა­რე­ბე­ლია აფხა­ზურ თევ­ზის ბიზ­ნეს­ში თურ­ქუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის სა­კითხი, რო­მელ­საც თა­ვის დრო­ზე რუ­სე­თის ზე­წო­ლით, მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ზი­ა­ნი მი­ად­გა. ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში თევ­ზ­ჭე­რის ლი­ცენ­ზი­ას ხუ­თი თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნია ფლობ­და, ახ­ლა კი გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია, რა გა­ნა­ჩენს გა­მო­უ­ტანს რუ­სე­თი ახალ­და­მე­გობ­რე­ბულ თურ­ქე­თის ბიზ­ნესს. ამ დრომ­დე გა­ურ­კ­ვე­ვე­ლია სხვა, თუნ­დაც ქვა­ნახ­ში­რი­სა და ხრე­შის მომ­პო­ვე­ბელ კომ­პა­ნი­ებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბაც.
რა შე­საძ­ლო სცე­ნა­რით შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს აფხა­ზეთ­ში რუ­სულ-თურ­ქუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი? რო­გორ მო­რიგ­დე­ბი­ან ისი­ნი აფხა­ზეთ­ში ბიზ­ნე­სის წარ­მო­ე­ბა­ზე და რო­გორ აისა­ხე­ბა ორი გი­გან­ტი ქვეყ­ნის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი აფხა­ზე­თის ე.წ. ეკო­ნო­მი­კა­ზე? - ამ სა­კითხებ­ზე ექ­ს­პერ­ტი სამ­ხ­რეთ კავ­კა­სი­ის სა­კითხებ­ში, მა­მუ­კა არე­ში­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:
- ბო­ლო წლებ­ში, აფხა­ზეთ­ში თურ­ქუ­ლი ბიზ­ნე­სი ყვა­ო­და. ეს იყო ქვა­ნახ­ში­რის ბიზ­ნე­სი, თევ­ზის მრეწ­ვე­ლო­ბა, სა­ყო­ფაცხოვ­რე­ბო ნივ­თე­ბით ვაჭ­რო­ბა, აფხა­ზე­თი­დან სხვა­დას­ხ­ვა სა­ხის პრო­დუქ­ცი­ის გა­ტა­ნა. ამა­ში, რო­გორც სა­შუ­ა­ლო, ისე მსხვი­ლი თურ­ქუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ. ვიდ­რე ქარ­თულ მხა­რეს შე­ეძ­ლო, თურ­ქუ­ლი გე­მე­ბის მოძ­რა­ო­ბა და­ებ­ლო­კა, აფხა­ზე­თის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში უამ­რავ ადა­მი­ანს აპა­ტიმ­რებ­და, მაგ­რამ მე­რე, რუ­სე­თის ზე­წო­ლის შე­დე­გად, სი­ტუ­ა­ცია შე­იც­ვა­ლა. ასე რომ, ქარ­თუ­ლი მხა­რე იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ზოგ რა­მე­ზე თვა­ლი და­ე­ხუ­ჭა. სხვა­თა შო­რის, რუ­სუ­ლი მხა­რეც ხუ­ჭავ­და თვალს თურ­ქე­თის აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე. ამას ასე წარ­მო­ა­ჩენ­დ­ნენ, - თით­ქოს თურ­ქეთ­ში არ­სე­ბუ­ლი აფხა­ზუ­რი დი­ას­პო­რა თა­ვის ის­ტო­რი­ულ სამ­შობ­ლო­ში ვაჭ­რობ­და. 2008 წელს აფხა­ზე­თის და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღი­ა­რე­ბის, სი­ნამ­დ­ვი­ლე­ში კი მი­სი პრაქ­ტი­კუ­ლი ანექ­სი­რე­ბის შემ­დეგ, რუ­სებ­მა თან­და­თან და­იწყეს თურ­ქუ­ლი სა­ვაჭ­რო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბა. მას შემ­დეგ, რაც თურ­ქებ­მა თვით­მ­ფ­რი­ნა­ვი ჩა­მო­აგ­დეს და რუ­სებ­მა სან­ქ­ცია და­უ­წე­სეს, აფხა­ზე­თი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, ამ სან­ქ­ცი­ას შე­ერ­თე­ბო­და.

- ეს რე­ა­ლუ­რად მოხ­და თუ ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და?

- უფ­რო, ფორ­მა­ლურ ხა­სი­ათს ატა­რებ­და, მაგ­რამ სა­ერ­თო სი­ტუ­ა­ცი­ას მა­ინც და­ეტყო: თურ­ქი მე­პატ­რო­ნის სა­ვაჭ­რო გე­მებს აფხა­ზე­თის აკ­ვა­ტო­რი­ა­ში შე­მოს­ვ­ლა აეკ­რ­ძა­ლა. ამას­თან, აიკ­რ­ძა­ლა სხვა­დას­ხ­ვა ტი­პის სა­ქონ­ლის შე­მო­ტა­ნა-გა­ტა­ნა. ეს თურ­ქე­თის­თ­ვის კო­ღოს ნაკ­ბე­ნი­ვით იყო, მაგ­რამ აფხა­ზე­თის რე­გი­ონს ძა­ლი­ან და­ეტყო. რუ­სე­თის ამო­ცა­ნა იყო, აფხა­ზე­თის მო­სახ­ლე­ო­ბას პირ­ვე­ლა­დი სა­ჭი­რო­ე­ბის ნივ­თე­ბი რუ­სე­თი­დან შე­მო­ე­ტა­ნა.

- ბო­ლო დროს ვი­თა­რე­ბა შე­იც­ვა­ლა...

- დი­ახ, რუ­სეთ-თურ­ქე­თის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ოდ­ნავ დათ­ბა, მაგ­რამ სან­ქ­ცი­ე­ბი ისევ გრძელ­დე­ბა და მის შეც­ვ­ლას დრო სჭირ­დე­ბა... რაც შე­ე­ხე­ბა ორი სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რეს­თა შე­ჯა­ხე­ბას აფხა­ზეთ­ში: რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს, რომ მო­პო­ვე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რია თურ­ქეთს არ და­უთ­მოს. არა იმი­ტომ, რომ იქ დი­დი ტვირ­თ­ბ­რუნ­ვაა და ეს მის ეკო­ნო­მი­კას წა­ად­გე­ბა, უბ­რა­ლოდ, გავ­ლე­ნის დათ­მო­ბა არ უნ­და. თუმ­ცა, რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კის არ აქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, იქ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ვაჭ­რო აქ­ტი­ვო­ბე­ბი გა­ა­ჩა­ღოს.

- თუმ­ცა, იქ მუ­შა­ობს რუ­სუ­ლი ბან­კე­ბი, სუ­პერ­მარ­კე­ტე­ბი და ზო­გა­დად, რუ­სუ­ლი ბიზ­ნე­სი, რა­საც აფხა­ზე­ბი სუს­ტად, მაგ­რამ მა­ინც აპ­რო­ტეს­ტე­ბენ.

- დი­ახ, თუნ­დაც ფა­სის თვალ­საზ­რი­სით, აფხა­ზე­ბის­თ­ვის ხელ­საყ­რე­ლია, სა­ჭი­რო პრო­დუქ­ცია თურ­ქე­თი­დან და "ლი­ლოს ბაზ­რო­ბი­დან" შე­ი­ტა­ნონ. ასე რომ, არა­ვი­თა­რი ორი დი­დი სა­ხელ­მ­წი­ფოს ინ­ტე­რეს­თა კონ­ფ­ლიქ­ტი ვერ მოხ­დე­ბა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იქ თურ­ქეთს თა­ვი­სი სა­სი­ცოცხ­ლო ინ­ტე­რე­სე­ბი აქვს, რა­საც მარ­თა­ლია, მა­ლავს, მაგ­რამ ეს მა­ინც ცხა­დია. რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზე­ბის პრო­ტესტს, ეს არის დე­მა­გო­გია, რად­გან მათ ჩვენ­ზე კარ­გად იცი­ან, რომ რუ­სე­თის პი­რო­ბებ­ში, მათ მცდე­ლო­ბას, რა­ი­მე შეც­ვა­ლონ, შე­დე­გი არ მოჰ­ყ­ვე­ბა.

ლა­ლი პა­პას­კი­რი

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2538 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2451 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი