რა არის მმართველი გუნდის აქილევსის ქუსლი?
font-large font-small
რა არის მმართველი გუნდის აქილევსის ქუსლი?
"მას ძალიან ცოტა ამომრჩეველი ეყოლება"

"ქართულ ოცნებას" მარგველაშვილი სჭირდება, როგორც პროდასავლური სახე"

"შესაძლებელია, ქვეყანაში მდგომარეობა დესტაბილიზირდეს"

ხელისუფლებამ საკუთარი 2-წლიანი მმართველობის ანგარიში შეადგინა და ის საზოგადოებას წარუდგინა. იმ საქმეების გარდა, რაც სიაშია შეტანილი, რა არის მმართველი ძალის ყველაზე დიდი მიღწევა? შეძლო თუ არა მან, შეეთავაზებინა საზოგადოებისთვის ის, რის გამოც ხალხი "ქართულ ოცნებას" მომავალშიც დაუჭერს მხარს? რამდენად ჯანსაღი პოლიტიკური სიტუაცია გვაქვს საქართველოში და რას შეიძლება ველოდოთ 15 ნოემბერს "ნაციონალური მოძრაობის" აქციაზე - ამ თემებზე პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე gzapress.ge-ს ესაუბრა.

- შეგვიძლია, ვთქვათ, რომ საქართველო პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ყველაზე წინაა იმ თვალსაზრისით, რომ აქ არჩევნებით შეიცვალა ხელისუფლება ისე, რომ დამარცხებული პოლიტიკური ძალა არ დაშლილა, არსებობს და ახლაც იბრძვის ხელისუფლებაში დასაბრუნებლად. მიუთითებს თუ არა ეს იმაზე, რომ პოლიტიკური პროცესები ქვეყანაში ჯანსაღად მიმდინარეობს?

- 2 წლის წინ ხელისუფლების გადაბარება მოხდა საარჩევნო გზით, რაც ძალიან დიდი მიღწევა იყო. მეტიც, ეს პოსტსაბჭოთა სივრცისთვის უპრეცედენტო შემთხვევაა. 2 წლის განმავლობაში ხელისუფლებამ შეძლო, შეენარჩუნებინა სიტყვის, ბიზნესის, სასამართლოს თავისუფლება. ყველაფერი, რაც დღემდე ხდებოდა, ძალიან ჯანსაღი პროცესები იყო. მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას: ნიშნავს თუ არა ეს, რომ დღეს მიმდინარეობს ჯანსაღი პოლიტიკური პროცესი? პასუხია, რომ ეს ასე არ არის. რატომ? პრინციპში, არც ახლა ხდება რაიმე განსაკუთრებული ქვეყანაში, რაც იმის თქმის საბაბს მოგვცემდა, რომ ავტორიტარიზმისკენ ან დიქტატურისკენ ვიხრებით, მაგრამ არის პრეცედენტები, რომლებიც, სულ მცირე, სასურველია, არ ხდებოდეს. თუმცა, ესეც ნორმის ფარგლებშია. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ კოალიციის შიგნით არსებული მდგომარეობა. რესპუბლიკელების გუშინდელი განცხადება აშკარად მიანიშნებს აზრთა სხვადასხვაობაზე კოალიციაში და მეტიც, შეიძლება, დაპირისპირებაზეც მიუთითებდეს, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ ეს რაიმე ტრაგიკულის ნიშანია. თუმცა, თუ კოალიციას გამოეყოფა ორი პროდასავლური ძალა, როგორებიც არიან "რესპუბლიკელები" და "თავისუფალი დემოკრატები", დარჩენილ ნაწილს, უშუალოდ პარტია "ქართულ ოცნებას" ძალიან გაუჭირდება, შეინარჩუნოს პროდასავლური იმიჯი. მათთვის ამის დასაბუთება საკუთარი ამომრჩევლის და, განსაკუთრებით, დასავლელი პარტნიორების თვალში საკმაოდ რთული იქნება. დღეს, საბედნიეროდ, გვაქვს აბსოლუტურად ჯანსაღი სურათი და ღმერთმა ნუ ქნას, კოალიციაში ყველა ერთ ხმაზე ამღერდეს - მაშინ მართლაც ვერაფერი დაგვიცავს ავტორიტარიზმისგან; მაგრამ ხვალ და ზეგ თუ კოალიციაში დაპირისპირება მოხდება და პარტიები მას გამოეყოფა, მაშინ, შეიძლება, არასასურველი პროცესების მოწმენი გავხდეთ. ეს საკმაო დანაკარგი იქნება უშუალოდ "რესპუბლიკელებისთვისა" და "თავისუფალი დემოკრატებისთვის". ეს ორი პარტია, პრინციპში, ყოველთვის ორთქმავლის ძიებაში იყო, კოალიციიდან გამოყოფის შემთხვევაში კი ისევ ახალი ორთქმავალი ექნებათ საძებნი. თუმცა, თუ ასე მოხდება, არანაკლები დანაკარგი ექნება "ქართულ ოცნებასაც". როგორც გითხარით, მათ ძალიან გაუჭირდებათ პროდასავლური სახის შენარჩუნება.

- რას იტყვით მერაბიშვილისა და ახალაიას საქმეებზე; რამდენად შეიძლება, მათი სასჯელი პოლიტიკურ დევნად იქნას აღქმული?

- საერთოდ, არ მიმაჩნია, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური დევნა. ამ მხრივ საკუთარი შეხედულება მყარად მაქვს ჩამოყალიბებული. არ მგონია, რომ საქმეები, რომლებიც წინა ხელისუფლების წარმომადგენლების წინააღმდეგაა აღძრული, დევნის ნაწილია, რადგან ჩვენ ყველა ამ ქვეყანაში ვცხოვრობდით და გვახსოვს, რა გამოვიარეთ და რის გამო თუ ვისი დამსახურებით მოხდა ასე. თუმცა, ადგილი აქვს არაკვალიფიციურ გამოძიებას. ზუსტად ეს გახდა მიზეზი, რომ ზოგ შემთხვევაში დასავლეთს საფუძველი მიეცა, ელაპარაკა პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე. საქმეებთან დაკავშირებით ბევრი რამ გაუგებარი იყო. ჩვენი ცოდნა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა არ არის, დასავლეთის ამაში დასარწმუნებლად საკმარისი სულაც არ იქნება. კვალიფიციური გამოძიება და ბრალის დასაბუთება აუცილებელია იმისთვის, რომ უცხოეთიდანაც იგივე შეფასება მოვისმინოთ.

- უშიშროების საბჭოზე პრემიერი პრეზიდენტს რეზიდენციაში ეწვია. საზოგადოების უმეტესი ნაწილი ფიქრობდა, რომ ღარიბაშვილი საბჭოზე საერთოდ არ მივიდოდა. მან მარგველაშვილთან ერთად ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ისინი მუშაობას კოორდინებულად გააგრძელებენ, ერთსულოვნები არიან და არ არსებობს საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებიან. თქვენი აზრით, რა დასკვნების გამოტანა შეიძლება ამდენი ხნის შემდეგ მათი ერთად გამოჩენის გამო, როცა მათ ურთიერთობას საზოგადოება ისე აღიქვამდა, როგორც დაძაბულს?

- თავისთავად, ის, რომ ისინი ასეთი მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად ერთად დასხდნენ, მისასასლმებელია. თემა, რაც უშიშროების საბჭოზე განიხილებოდა, ქვეყნისთვის სასიცოცხლოა. სხვა გამოსავალი არც ჰქონდათ, რადგან ვერაფრით ახსნიდნენ, რატომ, ბოდიში და, "დაიკიდეს" ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უსაფრთხოება. ამიტომ, ამ შემთხვევაში სხვა ქცევა უბრალოდ გამორიცხული იყო, რადგან თუ ეს სხდომა არ შედგებოდა, ისინი საკუთარ ამომრჩეველს ვერანაირი არგუმენტით ვერ აუხსნიდნენ ამ აბსოლუტურად არაადეკვატურ საქციელს. კარგია, რომ კონსტრუქციული ნაბიჯი გადაიდგა და საბჭო შედგა. მეორე მხრივ, თუ ხელისუფლება პროდასავლური პარტიებისგან განთავისუფლებას ელოდება და ამ მიმართულებით მას მზაობა აქვს (აქაც ვგულისხმობ "რესპუბლიკელებს" და "თავისუფალ დემოკრატებს"), მას სჭირდება ახალი პროდასავლური სახე საკუთარ გუნდში, ასეთი კი, ჯერჯერობით, მხოლოდ გიორგი მარგველაშვილია. შეიძლება, ვიგულისხმოთ, რომ თუ "ქართული ოცნება" ამ ორი პარტიის ჩახსნისთვის ემზადება, - რაც მარტივი ნამდვილად არ იქნება, რადგან "რესპუბლიკელების" ლიდერი პარლამენტის თავმჯდომარეა და მისი გადაყენება სურვილის შემთხვევაშიც კი საკმაოდ რთული პროცესია, თუმცა თუ თეორიულად ამას დავუშვებთ, - მათ სჭირდებათ მარგველაშვილი, როგორც პროდასავლური სახე.

- შეიძლება, ეს თანამშრომლობა ცოტათი მოჩვენებითი იყოს?

- ამას არ ვამბობ. მოჩვენებითი იყო თუ არა, ამას დრო და მოვლენები გვიჩვენებს. ეს იყო ძალიან საჭირო,მნიშვნელოვანი და პოზიტიური შეხვედრა, დანარჩენს კი მომავალი გვიჩვენებს.

- მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი2"-ის ეთერში"ნაციონალების" აქცია დააანონსა, რომელიც, წესით, 15 ნოემბერს ჩატარდება. როგორ ფიქრობთ, რას უნდა ველოდოთ ამ დღეს? მოსალოდნელია თუ არა ქვეყანაში მდგომარეობის დესტაბილიზება?

- პირდაპირ გიპასუხებთ, რომ შესაძლებელია, მდგომარეობა დესტაბილიზირდეს. ასე გეტყოდით - ეს არის ერთი დიდი პროვოკაცია. აქციის მიზანია, საზოგადოებაში არსებული აგრესიული ჯგუფები ერთმანეთს დაეტაკოს, შემდეგ ხელისუფლებამ ამაზე მოახდინოს რეაგირება. არავინ იცის, ჯერ რა სახის იქნება გამოწვევა და შემდეგ, რა სახის შეიძლება იყოს ხელისუფლების რეაგირება. დადასტურებით შემიძლია გითხრათ: პროვოკაციების ალბათობა ძალიან მაღალია. "ნაციონალური მოძრაობის" მიზანია, ქვეყანაში დესტაბილიზაცია დაიწყოს, სახეზე იყოს ხელისუფლების უსუსურობა საკუთარი ქვეყნის შიგნით, მოსახლეობის წინაშე. მათ უნდათ, მაქსიმალურად დაიმსგავსონ "ქართული ოცნება", აიძულონ ხელისუფლება, გამოიყენოს იგივე მეთოდები, რასაც "ნაციონალები" იყენებდნენ საკუთარ ხალხთან ანგარიშსწორებისას: დარბევები, თავისუფლების აღკვეთები, მედიის უკანონოდ შეზღუდვა...

- რა შემთხვევაში შეიძლება, ხელისუფლებამ ძალა გამოიყენოს? საერთოდ, შესაძლებლად გეჩვენებათ, ეს მოხდეს?

- ხელისუფლებას ძალის გამოყენება არ უნდა, მე ამას გამოვრიცხავ, რადგან ეს მისი დასასრულის დასაწყისი იქნება. მაგრამ, "ნაციონალებს" ეს, რასაკვირველია, აწყობთ და ეცდებიან, ხელისუფლება რამენაირად პროვოკაციაზე და ძალის გამოყენებაზე წამოიკიდონ, თუნდაც, დარბევაზე. ვნახოთ, რამდენად ეყოფა ხელისუფლებას გონიერება, მხარი კი არ დაუჭიროს იმ აგრესიულ ჯგუფებს, რომლებიც მისი მხარდამჭერები არიან და წააქეზოს ისინი ორთაბრძოლაში ჩაბმისკენ, არამედ მაქსიმალურად გაანეიტრალოს სიტუაცია. საერთოდ, ამ ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი შეცდომა ის არის, რომ საზოგადოებაში არსებულ აგრესიას უფრო მეტად აღვივებს, იმის ნაცვლად, რომ შეეცადოს, მაქსიმალურად გაანეიტრალოს ეს აგრესია, რომელიც ზრდის შემთხვევაში, საბოლოოდ მას მიუტრიალდება ძალიან ცუდად.

- სააკაშვილი საქართველოში არ/ვერ ჩამოდის, ამავდროულად მისი გამოსვლა თითქოს ფარული მინიშნებაა რევოლუციაზე - ამას როგორ ხედავთ?


- რევოლუცია დღეს და ხვალ მოსალოდნელი არ არის. ერთი მხრივ, ამ აქციის მიზანი ისაა, რომ შეიქმნას შთაბეჭდილება, თითქოს ხელისუფლება ქაოსისკენ მიექანება და მეორე მხრივ, შეიქმნას ილუზია, რომ ის დაემსგავსა "ნაციონალურ მოძრაობას". ამ შემთხვევაში "ნაციონალებს" გაუიოლდებათ მმართველობაში დაბრუნება. თუ საზოგადოებას მოუწევს არჩევანის გაკეთება ორ უარესს შორის და ეს ორი უარესი იქნება "ნაციონალები" და "ქართული ოცნება", მაშინ "ნაციონალებს" ხელისუფლებაში დაბრუნების შანსი უჩნდებათ. ამიტომ, მმართველი ძალა მაქსიმალურად უნდა ეცადოს, არ წამოეგოს პროვოკაციას. გარდა ამისა, მან უნდა შეიძინოს თავისი ხედვა და სახე - მიზანი და იდეა, რომლის გარშემოც საზოგადოებას გააერთიანებს. საზოგადეობისთვის "ქართულ ოცნებას" რაღაც, ასე ვთქვათ, გადასარჩენი არაფერი შეუთავაზებია, რის გამოც ხალხი გვერდზე უნდა დაუდგეს მათ, რაც ადამიანებისთვის ფასეული იქნება. ერთადერთი, რაც კოალიციამ შესთავაზა საზოგადოებას, იყო სააკაშვილის გუნდის წასვლა. სხვა ისეთი, რის გარშემოც საზოგადოება შეიკრიბებოდა, მობილიზაციას გამოაცხადებდა და მისთვის ფასეული იქნებოდა ის სამომავლოდ, ხელისუფლებამ ვერაფერი მოიფიქრა. ეს მისი აქილევსის ქუსლია. ამიტომაც, ამომრჩეველი მას ძალიან ცოტა ეყოლება.

ეკა აბაშიძე, სპეციალურად საიტისთვის
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (3)
02.11.2014
ნეტა ამ ქალმა თუ იცის რამე...გააწყალეს გული ამ ვაი ექსპერტებმა
demo
30.10.2014
ძალიან კარგი ანალიზია. მე განსაკუთრებით იმ გარემოებაზე გამავახვილებდი ყურადღებას, რომ თუ ნაცების პროვოკაციულ თავშეყრას ხელისუფლებამ მათი მომხრეთა აქცია დაუპირისპირა და რაიმე ძალადობა და ცემა-ტყეპა მოხდა, ეს უპირველესად ნაციონალების წისქვილზე დაასხავს წყალს. თუ ასე მოხდა ეს იქნება მმართველი გუნდის უდიდესი შეცდომა. ასეთი რამ თვით ნაციონალებსაც არ გაუკეთებიათ მასობრივი აქციების დროს ანუ არ გამოუყვანიათ თავიანთი ხალხი დასაპირისპირებლად. შეიკრიბებიან, იყმედებენ და დაიშლებიან. არავინ ამას ყურადღება არ უნდა მიაქციოს. რა თქმა უნდა თუ ყველაფერი კანონის ფარგლებში ცაჯდება.
koki
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2536 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2658 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
9 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
6 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
4 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
4 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
2570 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2450 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1219 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1208 კომენტარი