როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას
font-large font-small
როგორ ეხმაურებიან მსოფლიო ლიდერები აშშ-ს პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევას
დონალდ ტრამპი აშშ-ის არჩეული პრეზიდენტია.
ამერიკის რიგით 45-ე პრეზიდენტმა უკვე მიმართა ამერიკელ ხალხს. მან სიტყვით გამოსვლაში მხარდამჭერებს, ოჯახის წევრებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. ასევე დაადასტურა, რომ მთავარმა კონკურენტმა - ჰილარი კლინტონმა მას გამარჯვება უკვე მიულოცა.

ახალარჩეულ პრეზიდენტს უკვე ესაუბრა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტი ბარაკ ობამა, რომელმაც მისი "მემკვიდრე" თეთრ სახლში მიიწვია.

მსოფლიო ლიდერები ტრამპის არჩევნებში გამარჯვებას არც ისე სახარბიელოდ აფასებენ, ზოგიერთი მათგანი საკმაოდ მწვავე კომენტარსაც აკეთებს.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ ვაშინგტონთან პარტნიორობა გერმანიის საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედად რჩება.

თავის მხრივ, საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვებით "გაურკვევლობის პერიოდი" იწყება. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აშშ საფრანგეთის პარტნიორი ყოველთვის იყო, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში არსებული კრიზისის საკითხებში. "ამ საკითხებში საფრანგეთი აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს, როგორც კი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგება", - განაცხადა ოლანდმა.

ტრამპს გამარჯვება დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმაც მიულოცა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთის და აშშ-ის ურთიერთობა ყოველთვის განსაკუთრებული იყო და თავისუფლების, დემოკრატიისა და თანამშრომლობის პრინციპებს ეფუძნებოდა.

ტრამპის არჩევას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ ვალტერ შტაინმაიერიც გამოეხმაურა. მან ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვედრისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტრამპის გამარჯვება ის არ არის, რაც მას და გერმანელ ხალხს სურდა.

ტრამპის გამარჯვებას ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ფედერიკა მოგერინი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა. მოგერინის თქმით, ევროკავშირისა და აშშ-ის კავშირი იმაზე ღრმაა, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილება. "ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას, რათა ევროკავშირის ძალა ხელახლა აღმოვაჩინოთ," - ნათქვამია ფედერიკა მოგერინის განცხადებაში.

ერთობილივი წერილით ეხმაურებიან აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი:

"ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული პარტნიორობა თავისუფლების, ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და საბაზრო
Aდვერტისემენტ
ეკონომიკის რწმენის ერთობლივ ღირებულებებს ეფუძნება. ევროკავშირი და აშშ წლების განმავლობაში ერთად მუშაობდნენ, რათა მოსახლეობის მშვიდობა და კეთილდღეობა უზრუნველეყო, არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებში, არამედ მთელი მსოფლიოს ირგვლივ,"- ნათქვამია წერილში.

დონალდ ტრამპის მისალოც წერილში ტუსკმა და იუნკერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ კიდევ უფრო უნდა განამტკიცონ ტრანსატლანტიკური ხიდის მშენებლობა.

ევროკავშირის ლიდერებმა ამერიკის შეერთებული შტრატების 45-ე პრეზიდენტი ევროპაში უკვე მიიწვიეს. გარდა ამისა, დონალდ ტრამპს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა. იენს სტოლტენბერგმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ს ახალ პრეზიდენტს მალე შეხვდება და ის 2017 წლის ბრიუსელის სამიტზე მიიწვია.

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი კი ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევის გამო იმედგაცრუებას გამოხატავს.

შულცის განმარტებით, ის არჩევნების შედეგებით გაოგნებულია და მიიჩნევს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობა გაცილებით რთული იქნება. ევროპარლამენტის თავმჯდომარემ ამერიკის შეერთებული შტატების ახალ პრეზიდენტს მოუწოდა, პატივი სცეს სუვერენული სახელმწიფოების ფუნდამენტურ ღირებულებებს.

რაც შეეხება რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინმა დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც რუსული მედია იტყობინება, პუტინი დარწმუნებულია, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის დიალოგი როგორც რუსეთის, ისე აშშ-ის ინტერესებში შედის.

ვლადიმერ პუტინი ასევე იმედს გამოთქვამს, რომ ის და ტრამპი, ერთობლივი ძალისხმევით, აშშ-რუსეთის ურთიერთობების კრიზისიდან გამოყვანას შეძლებენ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი