დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში...
font-large font-small
დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში...
" კომბლე ისეთი კაცია, რაღაცნაირი, კომბლებს ინახავს..."

ქართველი საზოგადოება, როგორც წესი, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ მიმდინარე პოლიტიკურ თუ სხვა საკითხებს აქტიურად ადევნებს თვალს და შემდეგ, მათი განსჯის საგანიც ხდება. ბოლო დღეებში არსებული რამდენიმე აქტუალური თემის გარშემო, პოეტ დავით მაღრაძეს ვესაუბრეთ.



- მიმაჩნია, რომ ამერიკაში არჩეული ახალი პრეზიდენტის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, კიდევ უფრო გაღრმავდება და უფრო მჭიდრო გახდება ჩვენი ურთიერთობა, პარტნიორობა კი - უფრო სტრატეგიული. ამერიკაში მართლაც ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, - აშკარა გახდა, რომ ამ ქვეყანას მართლაც ხალხის არჩევანი მართავს და ვერავითარი პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა ვერ გაიმარჯებს. ეპოქა, რომელშიც ჩვენ ბოლო ასეული წელი ვიცხოვრეთ, სწორედ პოლიტკონიუნქტურის დიქტატურა იყო, ახლა კი, ეს დამარცხდა...

- ამერიკის ახალ, საკმაოდ ექსცენტრიკულ პრეზიდენტზე რა შეგიძლიათ თქვათ?

- ტრამპი სიცოცხლისუნარიანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რასაც ვერ ვიტყვი მის კონკურენტზე. თავისუფლების ფლაგმანი ქვეყანა, ბოლო დროს დინასტიური მმართველობების ასპარეზად გადაიქცა, - დიდი ბუში, პატარა ბუში, საშუალო ბუში, მომცრო ბუში... შემდეგ კი დაიწყო, - ბილ კლინტონი, ჰილარი კლინტონი, შემდეგ მონიკა ლევინსკიც დააპირებდა მგონი კენჭისყრას... არადა, ამერიკა, ყოველთვის თავისუფალი ნების გამოხატვის სახელმწიფო იყო. ახლა კი, ვაჟა-ფშაველას დრო მოდის, მისი ღირებულებების პოლიტიკაში განხორციელების დრო მოდის.

- მათ შორის, ამერიკის პოლიტიკაში?

- დიახ, აქამდე ამ მსოფლიო მასშტაბის გენიოსის მიერ წამოწეული ადამიანური ფასეულობების იგნორი ხდებოდა. ახლა, განვითარებული ქვეყნების საზოგადოება თანდათან უბრუნდება ამ ფასეულობებს, რაც აქამდე უგულებელყოფილი იყო...

- ქართველი საზოგადოება აქტიურად ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე პროცესებს. როგორ ფიქრობთ, უნდა გადმოსცეს თუ არა, უკრაინამ მიხეილ სააკაშვილი საქართველოს?

- ისე კარგად არ ვიცნობ უკრაინელი საზოგადოების განწყობილებას, რომ ზუსტი პროგნოზი გითხრათ, მაგრამ თუ მართლაც მეგობარი და პარტნიორი ქვეყანაა, ქვეყანასთან უნდა იმეგობროს და არა - რომელიმე ადამიანთან, რომელსაც ყოფილ სამშობლოსთან კონფლიქტი აქვს... რაც შეეხება მის პოლიტიკურ მომავალს, მართლა არ ვიცი, მით უფრო, ყოფილი გუბერნატორის პერსპექტივას ვერ ვხედავ...

- თქვენც მიგაჩნიათ, რომ კომბ­ლე მოძალადე და ცუდი მეცხვარე იყო?

- არა მგონია, რომ ეს თემა, განათლების მინისტრის სააზროვნო ასპარეზი იყოს... იცით, რა მაგონდება? როდესაც ბოლშევიკები მოვიდნენ, გადაწყვიტეს, რომ ქართული ლიტერატურა ეგნატე ნინოშვილით უნდა დაწყებულიყო, მანამდე რა განძსაც ვფლობდით, ჰაგიოგრაფია, სხვა ძირითადი ნაწარმოებები, რაზეც დგას ქართული ლიტერატურა, ეს იქნება, "ვეფხისტყაოსანი", დავით გურამიშვილის ნაწარმოებები თუ სხვა, ყველაფრის რევიზია უნდა მომხდარიყო. თუ ქართველ კაცს მოუნდებოდა თავისი ქვეყნის წარსულისთვის, კულტურის ისტორიისთვის თვალის გადავლება, ნინოშვილით უნდა დაეწყო... ასეთი მიდგომა კი სასიკეთო არც ერთი მთავრობისთვის არ ყოფილა.

- თუმცა, საზოგადოების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ ცვლილებებია საჭირო...
- "კომბლეს" ზღაპრიდან ვიწყებთ ცვლილებებს, თუ რას ვშვრებით?.. საქმე ის არის, რომ ვიღაცებს მოძველებული ძველი ჰგონიათ, პლატონი რადგან ძველად, საუკუნეების წინ ცხოვრობდა, ეს არ ნიშნავს, რომ მისი შეხედულებები მოძველდა... მოდი, პირდაპირ ვიტყვი, - საქართველოში სიკვდილზე მეტად ეშინიათ "გოიმობის" - ოღონდ ვიღაცას ჩამორჩენილი არ ეგონოს. ამ "გოიმობას" განსაკუთრებით ის ხალხი გაურბის, ვისაც ეს რეალურად ემუქრება. ამიტომ მისი აზროვნების მთავარ მიმართულებად ამას აქცევს, რათა ვინმეს არ ეგონოს, მარგინალი და ჩამორჩენილი და მუდმივად იმის მტკიცებაშია, რომ პროგრესი საჭიროა... კომბლე ისეთი კაცია, რაღაცნაირი, კომბლებს ინახავს... შთაბეჭდილება მრჩება, რომ ვიღაცებს, ზღაპრული სამყარო რეალობაში აერიათ... საერთოდ, მინისტრებმა და მათ შორის - პრემიერ-მინისტრმა იქნებ თავიანთ საქმეზე იფიქრონ, ასე უმჯობესი იქნებ მათთვისაც და ქვეყნისთვისაც... რამდენიმე წლის წინანდელი განათლების სამინისტრო გამახსენდა, - როდესაც რაღაცების შეცვლა და ახალი აზროვნების ჩამოყალიბება უნდოდათ. ის ინერცია და ექო გავიგონე ახლა და იქნებ ჯობდეს, ყველამ თავის საქმეს მიხედოს. მათ მართლა ხომ არ ჰგონიათ, რომ ხალხმა ისინი აირჩია?.. მგონი, იციან, რომ ასე არ არის და ჩემი კეთილი რჩევა იქნება, ნუ მიჰბაძავენ ბოლშევიკებს და ნუ შეეცდებიან ახალი ეპოქების გამოგონებას.

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
18.09.2017
წლებია ამ სახელით ვწერ. რატომ ავირჩიე კომბლე? იმიტომ, რომ კომბლე პატიოსანი და სამართლიანი მეცხვარეა, სამართლიანია იმიტომ, რომ მელიას და დათვს, რადგან კბილებში ჩიჩია არ აღმოაჩნდა, არც დასაჯა. სამხილის არქონის გამო. წინდახედულია, კომბლებს თლის, რადგან იცის აუცილებლად დადგება ის დღე, როდესაც კომბალი დასჭირდება სიმართლის დასაცავად. მშრომელია, არავის ჩაგრავს და არც არავის დააჩაგვრინებს თავს. ბატონი ჯეჯელავა, თუ იმიტომ იწუნებს, რომ კომბლეს სულ სამი ცხვარი ყავს, ეს იმიტომ, რომ დანარჩენი ცხვრები, ანუ ცხვრის ფარა, არსებული კანონის თანახმად, საგადასახადომ წაიყვანა და დარჩენილ სამ ცხვარს კი მგელი უპირებს შეჭმას. მგელიც მშიერია, მან სხვა არაფერი იცის გარდა წართმევისა, ბუნაგში მშიერი ლეკვები ელოდებიან, აბა რა ქნას მგელმა? მაგრამ მგელი რადგან უსამართლო მკვეხარა და მატყუარაა იმიტომ სჯის კომბლე. მგელო მგელო, რაღა კომბლეს ცხვრებს ეცი, მარტო კაცია, გაჭირვებული და გეგონა დაჩაგრავდი ხომ! თუ მართლა მგელი ხარ მდიდარი გაგეძარცვა არსენასავით, ან ფოსტას დასცემოდი, შენ კი ტურასავით სტყუებ ცხვარივით ცხვრებს. ხომ გითხრეს პატრონი გვყავს კომბლიანი კომბლეო, მაგრამ მაინც შეჭმა დაუპირე, ვიღაც გლეხი კომბლე რას მიზამს, ეგეც დეპუტატი ან მინისტრი არ მყავდესო და ამიტომაც მოგხვდა კბილებში. ბატონო მინისტრო! კომბლე ის კაცია კომბლებს თლის და ჭერში აწყობს, რა იცი რა დროს დასჭირდეს, შეეშვი კომბლეს, სკოლას წიგნს და ბავშვებს მიხედე. ახლა ვაშლი და შაქარა გაგხსენებია, ლოყა წითელა ვაშლები, შაქარა ვერ წვდება და პირდაპირ სკოლის მერხზე მივართვათო. სანამ წიქარამდე მიხვალ, კარგად დაფიქრდი, წიქარას პატარა სალამურა ყოლია პატრონი, პატარაა მაგრამ იცოდე გმირია უკვე, ბოტოყრბას წინ აღუდგა, თან ორნი არიან, სალამურა და წიქარა, წიქარას კი დიდზე-დიდი რქები ჰქონია. გირჩევ ნაცარქექიას მიხედო, თორემ გადაწვავს ტყეს, ხომ გაგიგონია „ტყე შეუნახე შვილებსაო“ ტყე თუ გაქრა, არც მელია იქნება, არც დათვი და არც ცხვარი და მგელი, მააშ ......მერსი ბოკუ! ბატონო მინისტრო, მერსი ბოკუ!.
კ ო მ ბ ლ ე
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი