რა საფრთხის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ ხალხი 2007 წლის 7 ნოემბერს - გზაპრესი

რა საფრთხის წინაშე დააყენა ხელისუფლებამ ხალხი 2007 წლის 7 ნოემბერს

უკვე მერამდენე დღეა, ქართულ ინტერნეტსივრცეში მწვავე განხილვის საგანია რუსული ინტერნეტგამოცემის, - sovsekretno.ru -ს მიერ მომზადებული პუბლიკაცია, სათაურით: "იერიში ტვინებზე". სტატიის ავტორი ალექსანდრ კლუგლოვი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა რეჟიმის დროს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების მიზეზებსა და შედეგებზე წერს, ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის არის საქართველოც. კონკრეტულად, ნახსენებია 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევა, რომლის დროსაც, ავტორის თქმით, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ, მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ აკრძალული ფსიქოტრონული იარაღი გამოიყენა.

ამის შესახებ ინფორმაცია მაშინვე გავრცელდა, თუმცა, ერთმა ნაწილმა ეს ფანტასტიკის სფეროდ აღიქვა და ირონიული განცხადებებიც არ დაიშურა...

რუსულენოვანი სტატიის მიხედვით, 2007 წლის 7 ნოემბერს თბილისში დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოყენებული "უცნაური აპარატურა" სპეციალური აკუსტიკური იარაღი - Medium Range Acoustic Device - იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ ამერიკელებისგან მიიღო. აღნიშნული იარაღი ამერიკელებმა მანამდე ერაყელი ბოევიკების წინააღმდეგ გამოსცადეს, უფრო გვიან კი, რუსეთის ხელისუფლებამ ჩეჩნეთში, - ორივე შემთხვევაში ექსპერიმენტს თუ გამიზნულად გამოყენებულ მეთოდს, საკმაოდ დიდი მსხვერპლი მოჰყვა...

GzaPress

შევეცადეთ, ქართველი სპეციალისტებისგან მოგვესმინა, რა გავლენას ახდენს ეს იარაღი ადამიანის ნერვულ სისტემაზე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ საქართველოში სამხედრო ტოქსიკოლოგი არ არსებობს, სამოქალაქო სფეროში მოღვაწე სპეციალისტების თქმით კი, ეს მათი სფერო არ არის...

რაც შეეხება, კონკრეტულად რუსულ გაზეთში ნახსენებ 7 ნოემბრის მოვლენებს, ნამდვილად იყო თუ არა გამოყენებული აღნიშნული იარაღი იმ დღეს და დაინტერესდება თუ არა ამ საქმის უფრო ღრმად შესწავლით შესაბამისი უწყება, ამას დრო გვიჩვენებს. შევეცადეთ, მეტად სახიფათო იარაღის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია მოგვეპოვებინა:

რა არის ფსიქოტრონული იარაღი:

ეს არის სპეციალური მოწყობილობა, რომელიც გამოსცემს ინფრაბგერებს 15 დან 20 კილოჰერცამდე და ე.წ. ჩუმი ტალღების სახით ხვდება ადამიანის ორგანიზმში, ისე, რომ სმენითი ორგანო ვერ აღიქვამს მათ. სამაგიეროდ, ეს ბგერები "ღვივდება" ადამიანის გონებაში და დროთა განმავლობაში თავის აზრებად აღიქვამს. ეს არის გამომსხივებელი ტიპის იარაღისა და საგნების გამოყენება ჩვეულებრივ ყოფით და საწარმოო გარემოში ადამიანთა ქცევის, ფიზიოლოგიისა და ჯანმრთელობის ფარული დისტანციური მართვის მიზნით. ამ ბგერების "მიღების" შემდეგ, ადამიანს ეწყება გულის რევის შეგრძნება, გაბრუება, თავის, ყურებისა და თვალების ტკივილი, ამოუხსნელი შიში. უჩნდება სურვილი გაეცალოს იმ ადგილს...

ცნობილია, რომ ფსიქოტრონული იარაღის სხვა და სხვა ტიპი არსებობს, თუმცა მიუხედავად მისი ტიპისა და სიმძლავრისა, მისი გამოყენება ანგრევს ადამიანების ფსიქიკასა და ქვეცნობიერს. ადამიანში იწვევს ფიზიკურ, ემოციურ და მენტალურ რეგრესს.

ფსიქოტრონული იარაღის გამოყენებაში განსაკუთრებული "წვლილი" მიუძღოდათ ნაცისტურ გერმანიას, ამერიკის, საბჭოთა კავშირისა და გდრ-ს.

რა გავლენას ახდენს ფსიქოტრონული იარაღი ადამიანის ნერვულ სისტემაზე

"სასიკვდილო დარტყმა ტვინზე" - ასე უწოდებენ მას სპეციალისტები და განმარტვენ, რომ ეს არის "გრძელვადიან შედეგზე გათვლილი იარაღი", რომელიც დროთა განმავლობაში ხასიათდება თავის ძლიერი ტკივილებით, ძილის დარღვევით, გადაღლილობის შეგრძნებით, იმპოტენციით, მეხსიერების გაუარესებით, ისტერიით, აკვიატებული იდეებით, სხეულის სხვადასხვა ნაწილებში ქავილითა და დაბუჟებით... დასხივება მდგომარეობს რადიოტალღების სხვადასხვა სიხშირით მოდულირებული იმპულსებით ადამიანის ორგანიზმზე, - ტვინზე, სისხლძარღვთა კედლებზე, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე. შედეგად, ადამიანები ზოგ შემთხვევაში თვითმკვლელობამდე მიდიან, ზოგჯერ ფსიქიატრიულ ან სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში ასრულებენ სიცოცხლეს, ან მთელი ცხოვრება დაავადების "უცნაურ", თითქმის განუკურნებელ ფორმას მკურნალობენ. მათ ესმით გაუკრვეველი, ამოუხსნელი ხმაური, რომლის გამოხატვის ეშინიათ, რათა საზოგადოებამ შეურაცხადად არ ჩათვალოს, ხალხმრავლობის ქვეცნობიერი შიში და აგრესია, მუდმივი გამოუძინებლობა, გაფანტულობა, მოდუნება. ამ ბგერების მატარებელი ადამიანები ვერ ახდენენ კონცენტრაციას. დროთა განმავლობაში აგრესიული ხდებიან და თითქმის გაუზრებლად ჩადიან კრიმინალურ დანაშაულს...

1983 წელს მსოფლიოს ფსიქიატრთა ასოციაციამ საკუთარი რიგებიდან გარიცხა საბჭოთა კავშირის ფსიქიატრთა და ნევროპათოლოგთა გაერთიანება, რადგან მათი უშუალო მონაწილეობით ხდებოდა დისიდენტური მოძრაობის წევრებისა თუ უბრალოდ, სხვაგვარად მოაზროვნე ადამიანების შეურაცხადად გამოცხადება, მათი ჯანმრთელობისა თუ სიცოცხლის მოსპობა.

საბჭოთა კავშირში, პირველად ასეთი ფაქტის შესახებ ცნობილი 1968 წლის აგვისტოს მოვლენების დროს გახდა, როდესაც 8 საბჭოთა დისიდენტმა, წითელ მოედანზე, ჩეხოსლოვაკიაში საბჭოთა ჯარების შეყვანის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა. აქციის შედეგად 3 მონაწილეს " ფსიქიკურად ავადმყოფისა და შიზოფრენიით დაავადებულის დიაგნოზი დაუდგინეს", რის შედეგადაც ისინი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოხვდნენ. მას შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა.

ამერიკული "ცერეუს" ექსპერიმენტს უწოდებენ 1978 წელს, გაიანას ჯუნგლებში მომხდარ ფაქტს, როდესაც ფსიქოტრონული ირაღის გამოყენებით, ერთ-ერთი რელიგიური მიმდინარეობის 911-მა წევრმა ერთ ღამეს მოიკლა თავი.

GzaPress

2005 წელს, იგივე იარაღით რუსეთმა ჩეჩნეთს შეუტია, - ქალაქ შელკოვსკში წარმოებული სამხედროების ოპერაციების შემდეგ, მოსახლეობის დიდი ნაწილი მოიწამლა. ქალაქის მოსახლეობის მძიმე დეპრესიას, სისტემაური გულის წასვლა, ისტერიკა და პანიკაც დაერთო. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობა იყო ბავშვებსა და ქალებში...

P.S. უცხოელი სპეციალისტების მტკიცებით, ფსიქოტრონული იარაღის გამოყენების ძირითადი მიზანი, იმ ადამიანთა განადგურება, რომლებიც არ ეგუებიან საზოგადოებაში "დამკვიდრებული" ცხოვრების წესს, საკუთარი ხედვით გამოირჩევიან, რაც პოტენციური საფრთხეს წარმოადგენს მმართველი სისტემისთვის, რადგან შეუძლიათ მასიურად გავრცელებული იდეოლოგიის საფუძვლების შერყევა. ასეთი ადამიანების პირდაპირი ლიკვიდაცია, ყოველთვის აღძრავს გარკვეულ ეჭვებს, ამიტომაც მათ მიმართ იგეგმება და ხორციელდება მხოლოდ ე.წ. "არალეტალური" ღონისძიებები.

ლალი პაპასკირი, სპეციალურად საიტისთვის