"პარლამენტარობა ძალიან მძიმე, მომქანცველი და უმადლობო სამუშაოა"
font-large font-small
"პარლამენტარობა ძალიან მძიმე, მომქანცველი და უმადლობო სამუშაოა"
გიორგი მოსიძის პირადი ცხოვრება და ჰობი

გიორგი მოსიძე, მას შემდეგ, რაც პოლიტიკას პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის სტატუსით დაუბრუნდა, გადაცემის -"რა? სად? როდის?" ავტორი "ბატონი წამყვანის" ამპლუაში აღარ გვევლინება, თუმცა ინტელექტკლუბში თამაშს ყოველკვირეულად განაგრძობს და პროფესიად ქცეული ჰობისთვის ფორმაში სამყოფად მუდმივად შეიმეცნებს ლიტერატურულ, სატელევიზიო თუ სხვა სახის სიახლეებს. გიორგი მოსიძე საპარლამენტო და წარსული საქმიანობის, მასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების, ოჯახისა და ევროინტეგრაციის გზაზე შემდგარი საქართველოს პრიორიტეტული მიმართულებების შესახებ გვესაუბრება:

-პოლიტიკასთან შეხება რამდენიმე წელია, აღარ მქონია და მეგონა, რომ აღარც მექნებოდა, მთლიანად პროდიუსერულ საქმიანობაზე ვიყავი ორიენტირებული, მაგრამ რადგან შემომთავაზეს -პოლიტიკაში ხომ არ დაბრუნდებოდიო, საკმაო განსჯისა და ფიქრის შემდეგ, მივიღე გადაწყვეტილება, რომ ჯერ კიდევ შემწევს ძალა, ენერგია, გამოცდილება და ცოდნა, რომ ჩემს ქვეყანას არა მხოლოდ ინტელექტუალური განვითარების მიმართულებით ვემსახურო, არამედ სახელმწიფოებრივი აღმშენებლობის საკითხშიც. 10-წლიანი პაუზის შემდეგ, ასე მოხდა ჩემი "მეორედ მოსვლა" პოლიტიკაში -მაჟორიტარულ არჩევნებში გავიმარჯვე და 18 ნოემბრიდან საქართველოს პარლამენტის წევრი ვარ. აქამდე გამოცდილება შორეულ -2004-06 წლებში მქონდა, როცა თბილისის საკრებულოს წევრი ვიყავი, "ახალი მემარჯვენეებიდან". აღმოჩნდა, რომ პარლამენტარობა ძალზე მძიმე, მომქანცველი და უმადლობო სამუშაოა, ქილიკი და ქვების სროლა კი -იცოცხლეთ! არავინ ცდილობს ჩასწვდეს, რა როგორაა სინამდვილეში. პარლამენტარებთან დაკავშირებით არსებობს სტერეოტიპი -თითქოს აქ მოხვედრის შემდეგ, ფულის ტომრებად იქცევიან და თავიანთ ბიზნესებს ლობირებენ. ეს დამოკიდებულება ძველი დროიდან ჯერ კიდევ მოგვყვება.

-ამის არაერთი მაგალითი გვქონდა წინა ხელისუფლებების დროს და იმიტომ.

-მესმის, მაგრამ აქ წესიერი ხალხიც ხომ მუშაობდა? ბიზნესმენი არასდროს ვყოფილვარ, არც მაღალი თანამდებობა მქონია სადმე, არც ფული მიშოვია. პირიქით, საქმიანობის ცვლილებით მატერიალური შემოსავალი დავკარგე, პროდიუსერული საქმიანობისას დეპუტატის ხელფასზე ბევრად მეტი ანაზღაურება მქონდა, როგორც პოპულარული ტელეშოუს წამყვანს. საქმე კი, რომელიც ახლა თავზე მაყრია, ბევრად მეტია, ვიდრე აქამდე მქონდა. თანაც, არც თანაშემწე მყავს. ასე რომ, ნამდვილად ნურავის ეგონება, პარლამენტარობა ფუფუნება იყოს.

-რაში ხედავთ თქვენს ფუნქციას საკანონმდებლო ორგანოში?

-დავიწყოთ იმით, რომ იურისტი არ ვარ და მსოფლიოს არც ერთ პარლამენტში არ არის აუცილებელი, რომ საჯარო პოლიტიკოსი იურისტი იყოს, კანონების შესაქმნელად არსებობს აპარატი, მთავრობა და ა.შ. ჩემს ფუნქციებს ვხედავ იმაში, რომ სწორად შევაფასოთ ამა თუ იმ კანონის ავკარგიანობა, რამდენად შეეფერება საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას, რამდენად მოდის თანხვედრაში ევროკავშირის კანონმდებლობასთან, რომლისკენაც ჩვენ გვაქვს გეზი აღებული და მერე, ამის გახმოვანება ხდება. საჯარო პოლიტიკოსი კანონმდებლობას თავად არ წერს, შეიძლება, ინიციატორი იყოს. რაც შეეხება ამ კუთხით განათლებას, ევროსაბჭოს კურსები მაქვს გავლილი, პოლიტოლოგიისა და პოლიტიკური სწავლებების სკოლა დავამთავრე. ჩვენი პარლამენტის ახალი სახეების უმრავლესობა საზღვარგარეთ სერიოზულ სასწავლებლებში სწავლობდნენ და მათგან განსხვავებით, მე, ჩემდა სამარცხვინოდ, საზღვარგარეთ ასეთი განათლება მიღებული არ მაქვს, თუმცა ეს ხელს არ მიშლის იმაში, რომ 20 წლის განმავლობაში საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტი ვიყო.

-კონკრეტულად რას მოიცავს თქვენი საქმიანობა ამა თუ იმ კომიტეტში?

-ორ საერთაშორისო დელეგაციასა და ორ კომიტეტში ვარ -ევროინტეგრაციის და სპორტისა და ახალგაზრდობის, სადაც ახალგაზრდულ ნაწილზე ვაგებ პასუხს, საკონტაქტო პირი ვარ სპორტის სამინისტროს იმ ქვედანაყოფებთან, რომლებიც ახალგაზრდული მიმართულებით მუშაობენ. პირველი და მნიშვნელოვანი, არის კანონი საქართველოში ახალგაზრდობის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ. თვისებრივად ახალი კანონია, რომელიც უკვე შემუშავებულია და სამი მოსმენის შემდეგ უნდა მივიღოთ, იქ ბევრი რამაა ჩასამატებელი და სწორედ ამ კანონის სრულყოფაზე ვმუშაობ. ეს იქნება ახალი სიტყვა, რადგან ქვეყანაში ახალგაზრდული კანონმდებლობა არ გვაქვს და ამით საფუძველი ჩაეყრება მიმართულებას, რომელიც აუცილებელია, თუ ევროკავშირისკენ მივდივართ. რაც შეეხება საერთაშორისო შეხვედრებს, სპეციალურად ვემზადებით ხოლმე, ჩვენი მასალების პრეზენტაციებს ვაწყობთ, იქაურ საზოგადოებას ვაცნობთ, მერე შეჯამება ხდება და ა.შ. დატვირთული, შრომატევადი, ინტელექტუალურად დახუნძლული და საინტერესო სამუშაოა. გარდა ამისა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, "შერიგების დროებითი კომისიის" შემადგენლობაშიც ვარ, ასევე, უკრაინასთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე.

-ვარკეთილის #11 ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ხართ. რას აკეთებთ თქვენი ამომრჩევლისთვის, რომელთათვისაც ერთგვარი შუამავლის როლს ასრულებთ?

-დიახ, ადგილობრივ თვითმმართველობასა და მოსახლეობას შორის გარკვეული ხიდის ფუნქცია გვაკისრია. დაგვიანებით, მაგრამ უკვე გაიხსნა ჩემი ბიურო და მოქალაქეების მიღება ყოველდღიურად ხდება, ამისათვის კვირაში ერთი დღე მეც მაქვს გამოყოფილი. ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნები და სურვილები, ძირითადად, ორ ნაწილად იყოფა: ე.წ. ადგილობრივი პრობლემები, სახურავზე წყლის ჩამოსვლა, სადარბაზოს შეთეთრება, ასფალტის დაგება, წყლის მომმარაგებელი სისტემების განახლება და ა.შ. ამისათვის გამგეობა, მუნიციპალიტეტია, რომელიც იქვე მდებარეობს და შესაბამისი დავალებით პირდაპირ მათთან ვამისამართებთ რეაგირებისთვის და პრობლემების აღმოსაფხვრელად. ზოგს ფინანსური ან ჯანდაცვის კუთხით სჭირდება დახმარება და მაქსიმალურად ვცდილობთ, ამ მიმართულებით რაც შეგვიძლია, რაც ჩვენი კომპეტენციის ფარგლებშია, გავაკეთოთ. ალბათ ყველას გვესმის, რომ თავად მაჟორიტარს არც რაიმე ფონდი აქვს, არც ის სახსრები, რომ პირადად დაეხმაროს ვინმეს, დიდი ბიზნესის მფლობელი და მილიონების მაკონტროლებელი კი არ ვარ. მეც ჩვეულებრივი მოქალაქე ვარ.

-შესაძლოა, ბევრმა არ იცის, რომ პროფესიით ექიმი-ინფექციონისტი ხართ. ის პერიოდი გავიხსენოთ, როცა საქმიანობას იწყებდით, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი იყავით და "ინტელექტკლუბის" თამაშები პირველ ნაბიჯებს დგამდა.

-პირველი თამაში თსსუ-ში 1991 წლის შემოდგომაზე ვითამაშეთ და მას შემდეგ, ეს პატარა ველოსიპედი, რომელსაც მაშინ სულ რაღაც 10-20 ადამიანი თამაშობდა, ახლა დიდ ინტელექტკლუბად გადაიქცა, რომელიც, უკვე, ფაქტობრივად, ყველა რაიონსა და დიდ ქალაქშია. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე წარმატებული პროექტია, რომელიც სულ ვითარდება, მუშაობს და ალბათ, არც არასდროს დასრულდება, რადგან ამოუწურავი რესურსი აქვს. ამ მიმართულებით მუშაობა არ შემიწყვეტია, საქართველოს ინტელექტკლუბის პრეზიდენტად კვლავაც ვრჩები, არასატელევიზიო თამაშები ყოველ კვირას ტარდება და ვმონაწილეობ. რაც შეეხება ტელეგადაცემას -"რა? სად? როდის?", ალბათ გარკვეული დროის მერე აღდგება, რადგან ახლა ფინანსური პრობლემებია და როგორც კი მოგვარდება, დარწმუნებული ვარ, ჩვენი ტელემაყურებელი განახლებულ ინტელექტკლუბს იხილავს.

-პარლამენტარის საქმიანობა ტელეწამყვანობას ხელს არ შეუშლის?

-პარლამენტარს არა აქვს უფლება, გასამრჯელო მიიღოს სხვა საქმიანობაში და მე, ეს ყველაფერი, ფაქტობრივად, ისედაც საზოგადოებრივ საწყისებზე მიმყავდა ხოლმე. ასე რომ, ასეც წავიყვან, პრობლემა არ არის.

-როგორი იყო "ბატონი წამყვანი" ბავშვობასა და თინეიჯერობის პერიოდში?

-ჩემი ბავშვობა, სკოლის პერიოდი 80-იან წლებს დაემთხვა, არეულობის, "პერესტროიკის" ხანას, სტუნდენტობა კი -ე.წ. ბნელ ხანას, თბილისის ქუჩებში ხალხი იარაღით რომ დარბოდა. ყველაზე სერიოზული დარტყმა სწორედ ჩემს თაობას მიადგა, ბევრი დაიკარგა და ბედმა გამიღიმა, რომ გადავრჩი, ჯანმრთელი ვარ და ჯანსაღად ცხოვრებას ვაგრძელებ. პათოსურად გამომივა, თუ გეტყვით, რომ მხოლოდ წიგნების კითხვამ გადამარჩინა, ეს ასე არ იყო, რადგან მაშინ შეუძლებელი იყო იმ პროცესებს მოსწყვეტოდი, რაც ქალაქში ხდებოდა. ეს ახლაა გასაგები, რომ თუ წიგნიერებით იქნები დაკავებული, ისწავლი და იმეცადინებ, მომავალში ღირსეულ სამსახურს იშოვი და ოჯახს ღირსეულად შეინახავ, მაშინ კი ჯერ კიდევ იარაღის ჟღარუნი იყო მოდაში და ვისაც უფრო მაგარი იარაღი ჰქონდა, ის უფრო კაი ტიპად ითვლებოდა. აქედან გამომდინარე, ჩემი მშობლების იმ შორეულმა გათვლამ წიგნზე, გაამართლა და საბოლოო ჯამში, მათ რიცხვში აღმოვჩნდი, ვინც მოახერხა, იმ მძიმე მდგომარეობიდან გამოეცურა და დღეს აქტიურ როლს თამაშობს ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ თუ კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში.GzaPress
-რა არის თქვენი ჰობი? სპორტული ხართ?
-ბავშვობისას, სპორტის ბევრი სახეობა მოვიარე, კლასიკური ჭიდაობით დაწყებული, რაგბი კი ყველაზე კარგად გამომდიოდა, სამმეოთხედელი ვიყავი, მაგრამ ინსტიტუტში ამისი დრო აღარ იყო და სიამოვნებისთვის, ბადმინტონს ვთამაშობდი ხოლმე, ისეთი ინტენსივობით, რომ საქართველოს სპარტაკიადაზე მესამე ადგილი დავიკავე. ყოველდღე პარლამენტში ვარ, კვირას კი -ინტელექტ-კლუბში, ჩემი ჰობი კი, გამოდის, რომ ჩემი ოჯახია, რადგან ბევრი დრო არ მრჩება. ჩემი მეუღლე, სამივე შვილი და მეხუთე წევრი -პატარა ძაღლი, ბევრად მეტ დროს ითხოვენ, ვიდრე ამის საშუალებაა, მაგრამ მაინც ვცდილობ, მათთან ერთად ვიყო. 13 და 14 წლის ასაკში მყოფ შვილებს მშობლებისგან განსაკუთრებული ყურადღება სჭირდებათ, პატარა კი 6 წლისაა და სკოლაში წელს წავა. პაპაჩემი -ოთარ რჩეულიშვილი, რომელიც ცნობილი ექიმი-ინფექციონისტი იყო, პროფესორი, თელაველი, კოლორიტი კაცი და თბილისში ცნობილი თამადა, მასწავლიდა, რომ ცხოვრებაში მთავარი ინვესტიცია შვილებია და რაც მეტს ჩადებ, შემდგომში მით მეტი შედეგი იქნებაო. გარდა ამისა, ვცდილობ, მსოფლიო ლიტერატურის საქმის კურსში ვიყო, რადგან როგორც მოთამაშე, სულ ფორმაში უნდა ვიყო. სერიალებსაც ვერ ველევი, 2011 წელს ნიუ-იორკში კინოაკადემიის კურსები დავამთავრე დრამატული სერიალების პროდიუსერის დიპლომით და თუ პოლიტიკას შევეშვები, ალბათ, ოდესმე წავალ და რამე კარგ დრამატულ სერიალს გავაკეთებ საქართველოსთვის. პოლიციური დრამა არ გვაქვს. ამიტომ, წმინდა პროფესიული თვალსაზრისით, ძილის წინ, ტოპ სერიალებს ყველას ვუყურებ. იმის გათვალისწინებით, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" თავად ვითამაშე საქართველოს პრეზიდენტის როლი, შეიძლება ოდესმე ეპიზოდურ მომენტებშიც გამოვჩნდე.

-"ბატონი წამყვანი" ყოველთვის ობიექტურობით გამოირჩეოდა. ახლა პოლიტიკაში ხართ და როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელი, რეალურად როგორ თვლით, "ქართული ოცნება" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ასრულებს იმ დაპირებებს, რასაც წინასაარჩევნოდ გულუხვად არიგებდა?

-ჩემი აზრით, დაპირებების ნაწილი უკვე შესრულდა -ბოლო პერიოდის ყველაზე სასიხარულო სიახლე ვიზალიბერალიზაციაა. დანარჩენზე მუშაობა მიმდინარეობს და დარწმუნებული ვარ, ბევრი რამ გაკეთდება ისეთი, რაც ქვეყანასაც წაადგება და ჩვენი მოსახლეობაც აუცილებლად იგრძნობს. ერთი რამ ფაქტია, სწორი ვექტორი გვაქვს აღებული და ამას ვერაფერი შეცვლის, რამდენიც არ უნდა ისაუბრონ რუსეთზე, პუტინზე. ეს ვიზალიბერალიზაციის საკითხმაც დაადასტურა. აუცილებელია, ჩვენმა ახალგაზრდება ამა თუ იმ ქვეყანაში რაღაც პერიოდი დაჰყონ, იქაური ცხოვრების სტილი ნახონ, თავისი პლუსებითა და მინუსებით. ევროინტეგრაციის სამინისტრო ახალ კამპანიას იწყებს იმის შესახებ, რომ ავუხსნათ მოსახლეობას სინამდვილეში რას წარმოადგენს ევროპა, ევროკავშირი, ნატო და ა.შ. როგორც კი ამ კუთხით განათლების დონე ამაღლდება, ყველაფერი თავისთავად დალაგდება. დროს თავისი გამოწვევები აქვს და ჩვენ ამ გამოწვევებს შესაბამისად უნდა ვუპასუხოთ.


თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
28.02.2017
წარმატებები გიორგი.მიხარია რომ სწორედ იქ ხართ სადაც საჭიროა და ველოდები ყველაზე საუკეთესო პროექტის "რა? სად? როდის? აღდგენას
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
გცხელათ? დიდი ამბავი! ზაფხული იმისაა, რომ უნდა იყოს მზე, რუჯი, ზღვა, პლაჟზე ორლარიანი სიმინდის ტარო, ეროვნული გამოცდები და მაია მიმინოშვილი, უზარმაზარი ხელფასით!
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი