”ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.” - გზაპრესი

”ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას.”

თინა ხიდაშელი:

"თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნების საქმესთან დაკავშირებთ ჯერ ჩვენ არაფერი ვიცით. ვიცით მხოლოდ ის, რაც პროკურატურამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ჩვენთვის ეთქვა. ძალიან კარგად ვიცით, რომ სისხლის სამართლის საქმეში, გასაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ფინანსურ თემას ეხება, ნებისმიერ პატარა "აი, ეს წინადადება ბოლომდე არ გითხარი"-ს შეიძლება, მნიშვნელობა ჰქონდეს. ამიტომ, სანამ საჯარო არ გახდება და მეტი არ გვეცოდინება, რა თქმა უნდა, ვერაფერს ვიტყვით – არის თუ არა აქ კავშირში პოლიტიკა, ვინმეს სხვა ინტერესი აქვს თუ არა. მეორეს მხრივ, ნამდვილად ვერ ვხედავ "თავისუფალ დემოკრატებთან" რაიმე პრობლემის არსებობას. აბსოლუტურად გულწრფელად ვამბობ, არც ერთი მიზეზი და საფუძველი არ მაქვს, ეს ვთქვა. რა თქმა უნდა, უამრავი კითხვა მაქვს, უამრავი საკითხია საქმესთან დაკავშირებით, სხვა თემებიც მახსოვს ყველა ხელისუფლების დროს, ამიტომ საქმეზე მეტ საჯაროობას მშვიდად ველოდები. ვარ იურისტი, დიდი ხნის განმავლობაში სისხლის სამართლის მიმართულებით ვმუშაობდი და ამიტომ საჯაროობას მოთმინებით დაველოდები და დასკვნებს ამის შემდეგ გავაკეთებ. ამასთან, სრული პასუხისმგებლობით უნდა ვთქვა, რაც უკვე ითქვა პარლამენტის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის მხრიდან – როგორც არ უნდა დასრულდეს საქმე, მას "ტრაქტორების საქმის" დასასრული ვერ ექნება. ეს არის შეუძლებელი, ეს არის ჩვენი ქვეყნის პრესტიჟისთვის და თავდაცვისუნარიანობისთვის მიუღებელი. საქმეზე ძალიან მკაცრად უნდა აგოს პასუხი ყველამ, იმის მიხედვით, ვინ აღმოჩნდება საბოლოო ჯამში მართალი და მტყუანი".

GzaPressთავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი:

"მე პირადად მივიჩნევ, რომ ირაკლიმ უნდა გააგრძელოს თავისი საქმიანობა. ის სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მან ამ შემთხვევაში გვერდზე უნდა გადადოს, თუნდაც, გარკვეულწილად, პოლიტიკური მოტივით მის აზროვნებაში გაჩენილი წყენა და მაქსიმალურად მოახდინოს კონცენტრაცია თავის საქმიანობაზე. უელსის სამიტის შედეგად ჩვენ მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ და მისი იმპლემენტაციის პროცესში ირაკლი ალასანიას დიდი როლი აკისრია. ეს ყველაფერი მანიშნებელია იმის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა. რა თქმა უნდა, პოლიტიკურად შეიძლება არ ჩანდეს ლამაზად, რომ დააკავო მაღალჩინოსნები მაშინ, როცა მინისტრი ძალიან მნიშვნელოვანი ვიზიტით იმყოფება საფრანგეთსა და გერმანიაში, შეიძლება ეს მომგებიანი არ ყოფილიყო, მაგრამ ამით ხაზს ვუსვამთ და ვაანალიზებთ, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი ორგანოა და მას ჩვენ გრაფიკს ვერ დავუყენებთ, ესა თუ ის მინისტრი უცხოეთში იმყოფება და ესა თუ ის საქმე გააჩერეთ თქო. პოლიტიკურად მოტივირებული ის იქნებოდა, რომ პროკურატურა მის საქმეს პოლიტიკურ სპექტრს დაკითხოდა"

მომზადებულია საინფორმაციო სააგენტო ”ინტერპრესნიუსის” მიხედვით

იხილეთ ამ თემაზე:

რატომ არ მოაწერა ალექსი ბატიაშვილმა დაკითხვის ოქმს ხელი?

ირაკლი ალასანიასა და დავით უსუფაშვილის განცხადებები