თავისუფლება და გზა, რომელიც სწორია
font-large font-small
თავისუფლება და გზა, რომელიც სწორია
გუშინდელმა პოლიტიკურმა მოვლენებმა მთელ საქართველოში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ამ აჟიოტაჟის საფუძველი ქვეყნის პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენება გახლდათ.

ფაქტს განსაკუთრებით დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელ "ფეისბუკში". გთავაზობთ იმ სტატუსების ნაკრებს, რომლებიც ამ თემაზე დაიწერა.

ირაკლი ალასანიას მეუღლემ, ნათია ფანჯიკიძემ, გვიან ღამით სტატუსი გამოაქვეყნა: "ოჰ, როგორ მიყვარს თავისუფლება! :) და გზა, რომელიც სწორია"
""არ მინდა არათუ პირველი, არანაირი ლედობა, ეს ქვეყანა გავიდეს ფონს და გავუხსენებ მერე ალასანიას, - რაო, რაო ბიძომ? ვინ გყავდა პარიზშითქოოო??? )))))) მაგრამ ახლა ვერა, ახლა მჭირდება ქვეყნისთვის, მერე ვუტირებ მე მაგას დედას! )))) ოღონდ ჯერ მეტი ყურადღებით ჩავიხედავ საქმეში, მთლად ამ პროკურატურასავით არ ვიზამ )))"

ნათიამ სტატუსთან ორი სურათიც ატვირთა, რომელთა შინაარსიც დღესავით ნათელია. ერთ-ერთი მათგანი ასეთი გახლავთ:

GzaPress

ფანჯიკიძემ "ფეისბუქში" აქტიურობა დღესაც განაგრძო: "დილა მშვიდობისა თავისუფალი დიასახლისისგან, "თავისუფალმა დიასახლისმა თავის სტატუსში განაცხადა"...: დღემდე ყოველმან ჩვენმან მმართველმან შეძლო, იმ თითო, ან თითო-ოროლა სიკეთის საფასურად, რაც მათ ქვეყანას მოუტანეს, ადამიანებს სძულებოდათ ერთმანეთი, დაყოფილიყვნენ მათი ნების და ჭირვეულობის მიხედვით, თუნდაც სისხლისღვრამდე. არც ერთი წინა ხელისუფლებისთვის ადამიანის, ადამიანის სწორ ფსიქოლოგიურ ველში არსებობა, განვითარება და წინსვლა არ ყოფილა მთავარი.
სიძულვილის და ინტრიგის ნაცრისფერი ველიდან გამოსული ვუმღერ სიყვარულს.
ოდა სიყვარულს ადამიანებს შორის, საქმის, ქვეყნის, მომავლის... მინდა რომ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი მთავარი სლოგანი იყოს პროფესიონალიზმი, რაც პირდაპირ გულისხმობს პატიოსნებას, და მხოლოდ ეს ორივე ერთად უდრის პატრიოტიზმს.
გურულის არ იყოს, დემოკრატებო, ვინ ვარ ქე იცით, რა მინდა ქე იცით და აბა თქვენ იცით.."



მედიაექსპერტი ნინო დანელია ირაკლი ღაიბაშვილს მიმართავს: "l რევოლუცია გინდებლარიენ? მიიღებთ! უკვე გადახვედით ზღვარს!"
"მინდია ჯანელიძემ შეცვალა ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის პოსტზე. დალშებოლშე :)) ან ტოლი იშო ბუდეტ, ოი, ოი, ოი :))"
"ვაჰ, შარშანვე იცოდა პარლამენტმა ეს ხელშეკრულება და პრობლემა ვერ დაინახა. ახლა რა ვქნათ? თუ პრობლემაა, მაშინ, ვინც ეს პრობლემა ვერ დაინახა, იმათი პასუხისმგებლობაც უნდა დადგეს, ხომ? სესიაშვილს რა ბედი ეწევა ნეტავი? :)) მართლაც დიდი პოპკორნობის ჟამი დადგა ;) "

პროზაიკოსი ერეკლე დეისაძე სულ რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა: "ალასა, რესპუბლიკელები, მარგველა vs ძონძები. ესეც მესამე ძალა."

ჟურნალისტის ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსები ასეთია: "ეს არის შეტევა ევროატლანტიკურ არჩევანზე" - ირაკლი ალასანია. ასეა ნამდვილად!"
"ალასანიას მოხსნით დღეს ხელისუფლებამ ღიად თქვა რომ მისი საგარეო ვექტორი არა დასავლეთი არამედ რუსეთია!"
"კიდევ კარგი, პრეზიდენტის მოხსნა რომ არ შეიძლება, თორემ ბოლომდე დაგვერხეოდა."
კახი კალაძისგან გამიკვირდა:) უკვირს რომ ალასანიამ ვერ გაატარა ის, რისი საფრთხის წინაშეც თავად გაცილებით უფრო ადრე იდგა. მაგრამ მასთან პაუზა აიღეს მხოლოდ იმიტომ რომ კახის აღალატებინეს საკუთარი პრინციპებისთვის და დაუფასეს მისი მონური დუმილი პარტიის ახალ დირექტორზე:) არ მიიღებდა ჯანყარაშვილს, ადამიანს რომელიც მისი მტერია და ის იქნებოდა მანამდე ვიდრე იყო ალასანია:) კახის მე პატივს ვცემ , იცის მან ეს, მაგრამ მაინც უნდა ვუწინასწარმეტველო. პრემიერის ყველაზე დიდი სურვილია შემდეგი კახი იყოს. უბრალოდ კახი მანამდე არ გახდება პროკურატურის ინტერესის ობიექტი სანამდეც მას პრინციპები ჯიბეში უდევს:) ამოიღებს? იქვე გაჩნდება საქმე. თან პროკურატურამ მისი სამინისტრო უკვე შეამოწმა! :)  თითქმის მაშინ როდესაც ამოწმებდა ალასანიას უწყებას!"
"რეიტინგებში რომ უგებს იქეთ იყოს და უფრო სიმპატიური რომ არის ეგეც:) ცოლშიც რომ გაუმართლა?!:) ნათია ფანჯიკიძე <3"
"ისე, (მან) თუ ვინმეს ფოკუსი ჩაუტარა ვაკე, ვერა, მთაწმინდა იბრძოდნენ ალასანიას გამო და ხელში დანიშნული მერი შერჩათ და ისიც კოკელი :)"

ნანუკა პეტრიაშვილის გადადგომასაც გამოეხმაურა და მის მიმართ პატივისცემა გამოხატა.

თემას მრავალი სტატუსი მიუძღვნა გოგა ხაჩიძემაც :

"არ იდარდო ირაკლი, აგერ მე ცოტა ხნის წინ „ბრავო"-დან მომხსნეს. ;)"
"აბაა, გამოვიდა ჩვენი ნიჭიერი პრემიერი და ირაკლი ალასანიას მოხსნაც კი წაიკითხა. „ირაკლი ალასანიას მოხსნა" კითხვით გვქონია დღეს."
"ძალიანაც ნუ გავერთობით. არ დაგვავიწყდეს, ამ ყველაფრის ანკარა და მოჩუხჩუხე წყარო ვინაა!" (დართულია ბიძინა ივანიშვილის ფოტოსურათი)
"რამე თუ არ მოვიფიქრეთ, ჩვენი პრემიერი ამ მოხსნის შემდეგ გადაიგდებს თავს ხერხემალზე."
"რომ არ მოეხსნა, კიდევ რამდენი ხანი „დაიტანჯებოდა" ნეტავ ამ ევროატლანტიკური მისწრაფების მოწინააღმდეგე ხელისუფლებაში?"
"ვიმეორებ, ალასანია, ღარიბაშვილი, კალაძე და ბერძენიშვილი არ ვიცი მე! სანამ ბ-ნი ჭიკაიძის ანალიზს არ მოვისმენ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე, მანამდე პოზიციას ვერ ჩამოვიყალიბებ. ამათი ნდობა არ შეიძლება..."
"როგორ სხვანაირად ჭიკჭიკებს სრულიად საქართველოს პოლიტიკური სპექტრი. ღმერთო, ადგილი დაგვიტოვე ივანიშვილის წინააღმდეგ ოპოზიციაში..."
"ფაქტია, რომ დღეს, 15 ნოემბერი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი დღე გახდა!"

პეტრიაშვილის გადადგომაზე ხაჩიძემ ასეთი კომენტარები გააკეთა: ":) მიცვალებულის პაროდია გაუკეთებია"
"პეტრიაშვილიც გადადგა.... წულუკიანი! მუნ ძველქართულად გვეტყვი თუ გასაგები ქართულით გააკეთებ გადადგომის განცხადებას?.."

და ბოლოს, "ფოტოშოფში" შექმნილი სურათი, რომელიც "ფეისბუკზე", ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს (ავტორი - ბექა ადამაშვილი):

GzaPress













მოამზადა ეკა აბაშიძემ

აIrakli   Garibashvili "Official რევოლუცია გინდებლარიენ? მიიღებთ! უკვე გადახვედით ზღვარს!Irakli Garibashvili Official რევოლუცია გინდებლარიენ? მიიღებთ! უკვე გადახვედით ზღვარს!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი