რა სარგებლობას მოგვიტანს 15 ნოემბერი?
font-large font-small
რა სარგებლობას მოგვიტანს 15 ნოემბერი?
პოლიტიკური ძალების პარტიული ინტერესების გამო სწორედ ქართველი საზოგადოება ზარალდება.

"რებრენდირებული" და კოაბიტირებული "ნაციონალური მოძრაობა", მას შემდეგ, რაც ძალაუფლებით ათწლიანი ტკბობით ვერ დანაყრდა, "ლოიალური და უწყინარი" "ოცნების" წინააღმდეგ, სკამებისთვის ნაბიჯ-ნაბიჯ ბრძოლას მაინც განაგრძობს და ცდილობს, ქართველებისთვის მტკივნეული თემები მისდა სასიკეთოდ გამოიყენოს. 15 ნოემბერს დაგეგმილი შეკრება საზოგადოების ინტერესის ობიექტი გამოცხადების წუთიდან გახდა, თუმცა საკითხავია, რამდენად შეუერთდება "მშვიდობიან საპროტესტო აქციებს" ის ქართველი ხალხი, რომელიც მრავალათასიანი მიტინგებით სააკაშვილის ხელისუფლების წასვლასა და "ნაციონალური მოძრაობის" წამყვანი ფიგურების საყოველთაო დასჯას დღემდე განრისხებული მოითხოვს. უცნაურია, რომ შეკრებისკენ ის ძალა მოგვიწოდებს, რომელმაც თავისი არასწორი პოლიტიკის გამო, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ქვეყნის ტერიტორიის დიდი ნაწილის დაკარგვას შეუწყო ხელი.

მართალია, ეს "ოცნების" პასიურობას არ ამართლებს, მაგრამ მთელ ამ ორომტრიალში ყველაზე სამწუხარო და გულსატკენი ის ფაქტია, რომ პოლიტიკური ძალების პარტიული ინტერესების გამო, სწორედ ქართველი საზოგადოება ზარალდება."ნაციონალური მოძრაობის" (თუნდაც მთავრობის) წევრები არასდროს ფიქრობენ იმაზე, რომ მათი პროვოკაციული ნაბიჯებისა და დემაგოგიური მოწოდებების მიზეზით საზოგადოება შუაზე იხლიჩება, განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო, ერთმანეთს ძალზე ახლობელი ადამიანებიც კი იმდენად შეურაცხყოფენ, რომ წყენა პირად ურთიერთობებზე აისახება. 90-იანი წლების მწარე გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, მივხვდებით, ერთმანეთის მიმართ მსგავსმა დამოკიდებულებამ, პოლიტიკურმა ფანატიზმმა რა დაპირისპირებამდეც შეიძლება მიგვიყვანოს...

"ნაციონალები" იმედოვნებენ, რომ 15 ნოემბრის აქციას შეუერთდება ყველა ის ადამიანი, საზოგადოებრივი ჯგუფი თუ პოლიტიკური გაერთიანება, რომლებიც იზიარებენ რუსეთის აგრესიასთან დაკავშირებით და ქართული ხელისუფლების უმოქმედობით მათ შეშფოთებას. დასძენენ, რომ ეს შეთავაზება იმ პოლიტიკურ ძალებს არ ეხება, რომლებსაც, მათი თქმით, რუსეთთან პირდაპირი კავშირი აქვთ და ერთ-ერთ ასეთ პერსონად ნინო ბურჯანაძეს ასახელებენ. ნინო ბურჯანაძე კი აცხადებს, რომ "ნაციონალებს" არ აქვთ მორალური უფლება, აფხაზეთის თემაზე აქციები მართონ, რადგან სწორედ მათი უგუნური პოლიტიკის შედეგად დავკარგეთ ქვეყნის ტერიტორიის 20%.

პაატა დავითაია და მისი გუნდი, რომელიც "აფხაზთა კრებას" წარმოადგენს და თავის დროზეც, სწორედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერად და "სატელიტად" კი იყო მიჩნეული, აქციას ალბათ შეუერთდება. "როგორც დევნილი, აქციას მხარს ვუჭერ", - აღნიშნა მან.

GzaPress"მემარჯვენეების" გადაწყვეტილებით, კონკრეტული პოლიტიკური ძალის რეკლამირებისთვის ისინი ამა თუ იმ ღონისძიებაში არ ჩაებმებიან. ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის პოზიციას მისი ლიდერი ბაჩუკი ქარდავა აცხადებს: ეროვნულ-დემოკრატები ვაგრძელებთ მუშაობას "აფხაზთა კრებასთან" ერთობლივ ფორმატში და 8 ნოემბერს ვმართავთ აქციას დამოუკიდებლად ზუგდიდში, რომელსაც ეწოდება ,,აფხაზთა კრება ზუგდიდში", რომელიც ამავე თემის გარშემო შეკრებაა, ხოლო რაც შეეხება "აფხაზთა კრების" დამოკიდებულებას 15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით, ამ გადაწყვეტილებას მიიღებს თვითონ ,,აფხაზთა კრება". ეროვნულ-დემოკრატიული პარტია პარტიული ნიშნით ამ აქციაში ვერ იქნება ჩართული, რადგან მიგვაჩნია, რომ აფხაზეთის ანექსიის გაპროტესტება არა პარტიული აქცია, არამედ საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობის შედეგი უნდა იყოს", - განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.

"გაერთიანებულმა დემოკრატიულმა მოძრაობამ" კატეგორიულად დაგმო არასაპარლამენტო ოპოზიციის მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" წამოწყების მხარდაჭერა. როგორც ზურაბ ქადაგიძემ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, "ახალგაზრდული ცენტრი" 15 ნოემბერს კონტრაქციას გამართავს და საკუთარ პოზიციას ამ ფორმით გამოხატავს.

ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ ჩემთან საუბრისას აღნიშნა, რომ "ნაციონალურ მოძრაობას", ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას", მორალური უფლება არ აქვს, ხალხს ისეთ საკითხებზე დაუძახოს და ვითომდა აქტიური ქმედებები განახორციელოს, რომლის შექმნაშიც თავად მიუძღვის ლომის წილი. "აქედან გამომდინარე, "ნაციონალების" მიმართ ისეთივე დამოკიდებულება გვაქვს, როგორიც გვქონდა და იგივენაირი - "ოცნების" მიმართ, რადგან ორივე მათგანი ერთი ხის დამპალ ნაყოფს წარმოადგენენ, რომელიც ამ ქვეყანას წამლავს".

- როგორ ფიქრობთ, ხალხი მხარს აუბამს ამ წამოწყებას?

გიორგი გუგავა:
- ექსპერტი არ ვარ, თუმცა სოციალურ ფონს თუ შევხედავთ... ამ აქციის ავტორი "ოცნება" უფროა, თავისი კოაბიტაციით, დანაშაულებრივი თანამშრომლობით და, რაც მთავარია, თავისი ქმედებებით, უკვე წინამორბედს გადაასწრებს. აქედან გამომდინარე, თუ ამ აქციაზე "ნაცებს" ხალხი მიუვიდათ, ეს "ოცნების" დამსახურება იქნება, მათი უპასუხისმგებლო პოლიტიკის გამო.

ექსპერტი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს:
- "ნაციონალურ მოძრაობას" ეს აქცია რისთვისაც სჭირდება, მგონი, ყველასთვის ნათელია. თითქმის ყველა ცალსახად ამბობს, რომ ეს შიდა პოლიტიკური მიზნებისთვის წამოიწყეს და არა - აფხაზეთის პრობლემის გადასაჭრელად. უნდათ დაგვანახვონ, რამდენი ადამიანი უჭერს მხარს და აფხაზეთის თემით მათი რაოდენობის გაზრდა სურთ. თუმცა, არ მგონია, რომ ხალხი მივიდეს, ოღონდ, შეიძლება ითქვას, რომ ეს წაუგებელი თამაშია მათი მხრიდან და ხალხი თუ არ მივა, იტყვიან, აი, ამ ხელისუფლების ხელში აფხაზეთის თემა საზოგადოებას აღარ აინტერესებსო. მთელი ეს ამბავი ისევ და ისევ, პოლიტიკური ბრძოლის კონტექსტშია ატეხილი.

- თქვენი აზრით, რომელი პოლიტიკური ძალები უფრო გაიზიარებენ "ნაციონალების" შეხედულებებს ამ საკითხთან დაკავშირებით და ვინ შეუერთდება მათ აქციას?
- ის ოპოზიციური პარტიები, რომლებიც თავიდანვე "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტები იყვნენ. ალბათ ახლაც ერთგულები დარჩებიან.

- რაც შეეხება 28 ოქტომბერს ჩატარებული უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელსაც რამდენიმე მინისტრი ვერ დაესწრო და პრემიერის მისვლის საკითხიც სათუო იყო: თქვენი აზრით, მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტის ერთმანეთისადმი ასეთი დამოკიდებულება "ნაციონალებს" რაიმეში სასიკეთოდ წაადგება?
- მე ვეღარ ვხედავ უკვე ამ დამოკიდებულებას. როგორც ჩანს, მხარეები მივიდნენ დასკვნამდე და გადაწყვიტეს, რომ მოვლენები ნორმალურ კალაპოტში გაუშვან. ეს თემაც ნელ-ნელა მოიხსნება და, რომც არ მოიხსნას, არ მგონია, "ნაციონალებს" რაიმეში გამოადგეთ.
თამთა დადეშელი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (4)
07.11.2014
კოდორის ხეობის მაცხოვრებლები არ გამოტოვოთ
nika
07.11.2014
15 ნოემბერი ნაც-ანალების დასამარების დღე იყოს, წმინდა გიორგის ვთხოვ ამინ!! კიდევ როგორ ბედავენ საერთოდ ხმის ამოღებას ეგ ფაშისტური სექტა??? დასწყევლოს და დაგმოს წმინდა გიორგიმ ეგ უღირსები და ყველა მაგათი მომხრე, ნუთუ ფულზე უნდა გაყიდო სამშობლო?? სამშობლოს ღალატი -ღმერთის ღალატის ტოლფასია და ყველას გასაგონად ვამბობ გოგირდის ცეცხლში დაიწვებიან!!!!
mariami
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
2 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
4 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2442 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი