ცხინვალიდან დევნილი გოგონა ოს ახალგაზრდებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას ცდილობს
font-large font-small
ცხინვალიდან დევნილი გოგონა ოს ახალგაზრდებთან ჩატეხილი ხიდის აღდგენას ცდილობს
სოფელში ახალგაზრდები ცხოვრობენ, თუმცა ძალიან ცოტა

ორი ომი გამოიარა: 90-იან წლებში - ცხინვალის, რომელიც ბუნდოვნად ახსოვს და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს უთანასწორო ომი, რომელმაც მისი ცხოვრება შეცვალა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გააძლიერა. თამარ სოსიაშვილი ცხინვალიდან დევნილია, მშობლები კონფლიქტის ზონაში, სოფელ დიცში ცხოვრობენ. საკმაოდ მძიმე ცხოვრებამ ბევრი რამ ასწავლა, მათ შორის - საჭირო პროფესიების შერჩევა და მათი სწორად გამოყენება. ამჟამად, კონფლიქტის საკითხებში ტრენინგ-მედიატორია და ოს ახალგაზრდებთან თავის დროზე არასწორი პოლიტიკით ჩატეხილი ხიდის აღდგენას ცდილობს...


- 90-იანი წლების ომამდე, ცხინ­ვალში, ჩკალოვის ქუჩაზე ვცხოვ­რობდით. ომის პერიოდიდან რაღაც ფრაგმენტები, უფრო ქალაქის ცხოვ­რება მახსოვს, მშვიდობიანი პერიოდი. ჩვენ წინ შუშებიანი მაღაზია იდგა, `უნივერმაღი~. დედა იქ მიდიოდა და მეც თან მივყავდი. შემდეგ ეს ყველაფერი ხშირად მესიზმრებოდა, ბავშვობაში მაბრუნებდა... ბოლოს, ომი რომ დაიწყო, დიცში, ბებია-პაპას სახლში გადმოვედით. ბებია ოსი მყავს, გვარად კოკოითი. ცხინვალის რეგიონის `ექსპრეზიდენტი~, ედუარდ კოკოითი მისი ბიძაშვილია. პატარა ვიყავი, მაგრამ ერთი ამბავი ძალიან მტკივნეულად დამამახსოვრდა: ბებიას ძმა ერედვში ცხოვრობდა და იქიდან გაასახლეს მხოლოდ იმიტომ, რომ ოსი იყო. ძალიან დიდი სოფლის მეურნეობა ჰქონდა და ყველაფერი დატოვა. ხელი არაფერზე ახლებინეს... ისიც მახსოვს, მამამ ვილისით თავისი ბიძაშვილები ჩამოიყვანა დიცში, იქაურ ქართველებს რომ არ დაეხოცათ... სხვათა შორის, ბებიას დისშვილებმა, რომლებიც ომის შემდეგ საცხოვრებლად ცხინვალიდან გერმანიაში წავიდნენ, ახლახან მომწერეს, თბილისში გვინდა ჩამოსვლა და რომელიმე სასტუმრო შეგვირჩიეო... ისინი დღემდე იმ ცნობიერებით ცხოვრობენ, ოსი და ქართველი ერთ ოჯახად რომ ითვლებოდნენ... თუმცა, სხვა ნათესავებმა ერთმანეთის არაგონივრული ქმედებების შედეგები ვიწვნიეთ.

დედა ცხინვალის საექთანო ტექნიკუმში სწავლობდა, მამამ ცხინვალის ვეტერინარული სასწავლებელი დაამთავრა. პოლიტიკაში არასდროს ყოფილა ჩართული - ყოველთვის შორს ეჭირა თავი და დღემდე პატივს სცემენ ოსები. როგორც ვთქვი, კოკოითი ბებიას ბიძაშვილია. 90-იან წლებში ჩვეულებრივი ურთიერთობა გვქონდა, შემდეგ - აღარ. 2008 წლის ომამდე, ცხინვალის კონფლიქტი ფაქტობრივად, მოგვარებული იყო, რასაც ადამიანურმა ურთიერთობებმა შეუწყო ხელი... ერგნეთის ბაზრობა სახელმწიფოს ბიუჯეტში უზარმაზარი `შავი ხვრელი~ იყო, მაგრამ სხვა პლუსიც ჰქონდა, - ხალხმა ერთმანეთთან მისასვლელი გზა იპოვა. ცხინვალის რეგიონი მთიანია, მათ არა აქვთ ისეთი მიწა, სადაც ბოსტნეულს მოიყვანენ, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ და აქედან ეზიდებოდნენ ყველაფერს. ოსები და ქართველები ერთად ვაჭრობდნენ, რამაც ისინი ისევ დაახლოვა.
2008 წლამდე, ჩვეულებრივი მიმოსვლა გვქონდა, ჩემი ოსი ნათესავებიც გადმოდიოდნენ, ჩვენც მივდიოდით, ქორწილები იყო თუ გასვენება, ერ­თად ვიყავით... 2000-იან წლებში, არაერთხელ ვიყავი ცხინვალში.

- მშობლები ახლა დიცში ცხოვრობენ?

- დიახ, ბებია-ბაბუას ძველ სახლში ცხოვრობენ... საქონელი ჰყავთ და მცირედი სოფლის მეურნეობა აქვთ, რადგან ამ დაუსრულებლად მოძრავი მავთულხლართების გამო, მიწის ნაკვეთები არა აქვთ... მავთულხლართების გადატან-გადმოტანა იქაც ჩვეულებრივი ამბავია. მგონი, შეეჩვივნენ კიდეც. მიწის ნაკვეთი, რომელიც წლების წინ, ბებია-ბაბუას, შემდეგ კი, ჩემს მშობლებს ჰქონდათ სარგებლობაში, ახლა მავთულხლართებს მიღმაა. არადა, ჩვენგან 4-5 მეტრშია... დედა ტირძნისის საექიმო ამბულატორიაში მუშაობს, თუმცა, მისი ხელფასი სიმბოლურია... სოფელში ახალგაზრდები ცხოვრობენ, თუმცა ძალიან ცოტა. ისინი, ვინც ახლა ამთავრებენ სკოლას, ცდილობენ, თბილისში წამოვიდნენ... წყლის პრობლემა მუდმივად მოუგვარებელია, ეს ეხება როგორც სასმელ, ასევე სარწყავ წყალს. ბოლოს რომ ვიყავი, ზუსტად 15 წუთი მოდიოდა.

- ჭაბურღილები ხომ დააყენეს?

- კი, მაგრამ მალევე ფუჭდება ძრავი, რომლის შეკეთებასაც ერთი კვირა სჭირდება. ვიცი, რომ ადრე სახელმწიფო შეაკეთებდა ხოლმე, შემდეგ უთქვამთ, - ძვირი გვიჯდება და თავად მოაგვარეთ ეს საქმეო, ამიტომ, ახლა როგორც კი გაფუჭდება, ადგილობრივები თანხას აგროვებენ, რასაც ერთი კვირა სჭირდება... ჩემი ოჯახისთვის არც ქონების კომპენსაცია მიუციათ. სხვებს მისცეს, ბინები გადასცეს. ჩვენებს რატომღაც პასუხსაც უგვიანებენ.

- შენ დიცში არ გააგრძელე ცხოვრება?

- სკოლა იქ დავამთავრე, მაგრამ იქ დარჩენა არ მომინდა, გორში ცხინვალის სახელმწიფო უნივერსიტეტი დავამთავრე... ის პერიოდი იყო, მაშინ რომ გოგონებისთვის სწავლა-განათლება დიდად არ იყო აუცილებელი, მაგრამ მამამ, შვილებისთვის რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა. თუმცა, მუდმივად მეუბნებოდნენ, გოგოს სწავლა რად უნდაო, მაგრამ ჩვენი გავიტანეთ... უცხო ენების პედაგოგი ვარ, მაგრამ მასწავლებლობა დიდად არ მხიბლავდა. მართლა ძალიან მოტივირებული უნდა ყოფილიყავი, ამ სფეროში რომ გემუშავა. მეორე პროფესიის შესწავლას შევუდექი, ინფორმაციული ტექნოლოგიის სპეციალობაზე ჩავაბარე. ერთიანი ეროვნული გამოცდები უკვე იყო. გამიმართლა... პირველისგან განსხვავებით, `აიტიშნიკობა~ ძალიან გამომადგა, გამოძახებით დავდიოდი და საკმაოდ კარგი ანაზღაურებაც მქონდა... ბევრი გაოცებით მიყურებდა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ და ახლაც, რატომღაც მამაკაცის პროფესიად უფრო აღიქმება. შემდეგ ერთ-ერთ კერძო კომპანიაში დავიწყე მუშაობა, სწავლის ქირასაც ვიხდიდი. ისე მოხდა, რომ გორში დამოუკიდებლად გავაგრძელე ცხოვრება... შემდეგ კი, დაიწყო ომი და ყველა გეგმა თავდაყირა დადგა...

- ომის დროს სად იყავი?

- მე გორში ვიყავი, ჩემი მშობლები, ბებია და პაპა - დიცში... 8 აგვისტოს, როდესაც რუსები შემოვიდნენ, მთელი ქალაქი ცარიელი იყო. 9 აგვისტოს, გორის სატანკო ბატალიონი დაიბომბა. იქ ჩემი სიძეც იყო, ჩემი და ძალიან ნერვიულობდა, რადგან ვერ უკავშირდებოდა... იმისთვის, რომ მასზე რამე გაგვეგო, ერთადერთი გამოსავალი, ადგილზე მისვლა იყო. ეს ყველაზე უმძიმესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში, რადგან იქაურობა ახალი დაბომბილი იყო და დახოცილი ბიჭები ერთმანეთის გვერდით იწვნენ. ბატალიონის ზედა მხარეს, კასეტური ბომბები ჩამოყარეს, რომელსაც იქაურობა დაენგრია. იქვე მდებარე 5-სართულიანი კორპუსებიც იწვოდა. იყვნენ დაღუპულებიც... საბედნიეროდ, ჩემი სიძე გადარჩა... მეორე დღეს, ასევე კასეტურმა ბომბმა შეიწირა ჰოლანდიელი ჟურნალისტი. 11 აგვისტოს კი, გორისკენ რუსული ჯარი დაიძრა. სახლში ვიყავით და გვესმოდა, სამხედრო ტექნიკის ხმაზე როგორ ზანზარებდა იქაურობა. ქალაქში დარჩენილი ის თითოოროლა ადამიანიც გადიოდა და თავის შველას ცდილობდა... ჩვენც ცენტრალურ ქუჩაზე ვიდექით, ჩემს დას პატარა შვილი ხელში ეჭირა... ვცდილობდით, როგორმე ტაქსი გაგვეჩერებინა, რომ თბილისში ან სადმე, სამშვიდობოს წავსულიყავით... ამ დროს მოძღვარმა ჩამოიარა. დიდი მორწმუნეობით არ გამოვირჩევი, მაგრამ შემდეგ ეს ყველაფერი რაღაცნაირად ერთმანეთს დავუკავშირე. ამ სასულიერო პირმა ჩვენ ჩაგვიარა და იქვე შეჯგუფებულ ჯარისკაცებთან მივიდა, ლოცვას კითხულობდა და თან ნაკურთხ წყალს ამ ჯარისკაცებს აპკურებდა. ჩვენც შემოგვაპკურა... ამ ყველაფრიდან 15 წუთი არ იყო გასული, უცებ ავტომანქანა დავინახე, რომელიც მამაჩემის ავტომობილს ჰგავდა, - გაოცებისგან ყველამ ერთად შევყვირეთ, - ჩემს მშობლებს დიციდან სასწაულებრივად გამოეღწიათ და ჩვენთან, გორში ჩამოსულიყვნენ... შიშისგან ორივე დაპატარავებული მეჩვენა. შემდეგ ერთ-ერთ სოფელში, ნათესავთან შევაფარეთ თავი, მაგრამ რამდენიმე დღეში მეზობელ ბიჭს კასეტური ბომბი მოხვდა და ადგილზე მოკლა... ერთი სიტყვით, კოშმარი არ სრულდებოდა. იძულებული გავხდით, თბილისში წამოვსულიყავით, მაგრამ მამა ძალიან ნერვიულობდა, რადგან მშობლებს ვერ უკავშირდებოდა და მათზე არაფერი იცოდა.

ბებიასთან თავისი ცხინვალელი ოსი ნათესავები ჩამოსულან, დისშვილები და სხვები, ხომ არაფერი გჭირდებათ, ახლა აქეთ ჩვენს მეტი არავინ გყავსო... როგორც გვითხრა, საფრთხე არ ემუქრებოდათ, მაგრამ მაინც უპატრონეს... ყველაფერი რომ ჩაწყნარდა, დედ-მამა დიცში დაბრუნდნენ და ახლაც იქ ცხოვრობენ... 2011 წლიდან, სწორედ ამ მიმართულებით დავიწყე მუშაობა, ჩემი კავშირები მქონდა ცხინვალელ ოსებთან და არასამთავრობო სექტორის დახმარებით, ვცდილობდი და დღემდე ვცდილობ, მათ, განსაკუთრებით, ქალების ცნობიერების ამაღლებას. მათთან ნათესაური კავშირები ძალიან მეხმარება. ერთობლივი არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოვაყალიბეთ. აქტიურად ვმონაწილეობდი მოლაპარაკებებში, მედიატორი ვარ. 2014 წელს ვიყავი ვენაში, ქართულ-ოსურ შეხვედრაზე, სადაც ძალიან კარგი ადამიანები გავიცანი და მათთან დღემდე ვაგრძელებ ურთიერთობას. ვმეგობრობ იმ ოს ახალგაზრდებთან, რომლებიც საქართველოს ეგიდით ევროპაში მიდიან სასწავლებლად. ვცდილობთ, რაც შეიძლება, ტოლერანტული გარემო შევქმნათ, რადგან ვიმედოვნებთ, მომავალში, ოდესმე, დიალოგი სწორედ ამ ევროპაში განათლებამიღებულ ახალგაზრდებთან მოგვიწევს...

ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"2018 წელი მსოფლიოში უფრო დაძაბული იქნება, ვიდრე 2017"
"ის იგივეა მარად და მარად. შეიძლება, ანალოგი მხოლოდ ჩე გევარასთან გავაკეთოთ"
ეს ზაქარია ქუცნაშვილის, ყოფილი გამგებლის სახეა, რომელმაც ეს ყველაფერი გახარჯა
დეკლარაცია ქუცნაშვილის დეკლარაციასავით სავსე და მსუყე უნდა იყოს, ყველა ქართველის გულსა და გონებას რომ ეამოს
ირმა ინაშვილი დედას 7.000-დოლარიანი ოქროს ბეჭდით დაუსაჩუქრებია
"მე თითოეული საბურთალოელის ინტერესების დამცველი ვარ..."
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
დეკლარაციის თანახმად, გასულ წელს საკუთარი სწავლის გადასახადზე 22,000 ლარი და 10,000 დოლარი დახარჯა
კვირის სიახლეები
რა შეიცვლება მომავალი წლიდან "მხრჩოლავი ჯიპების" ქალაქში?
ე.წ. ტექდათვალიერება საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდება
1 კომენტარი
ექ­ს­კ­ლუ­ზი­უ­რი ქალ­თა ჰო­როს­კო­პი ანუ რა ელით ქა­ლებს 2018 წელს ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვით
მე­გობ­რო­ბით დაწყე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა წლის ბო­ლოს შე­იძ­ლე­ბა ქორ­წი­ნე­ბის შან­სებ­ში გა­და­ი­ზარ­დოს
0 კომენტარი
მეუფე შიო - გამორჩეული მღვდელმსახური
როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, რამდენიმე დღეში წერილობით გაიწერება მისი უფლება-მოვალეობები
0 კომენტარი
ქალის სასტიკი ხვედრი "მესამე სამყაროში" - სულისშემძვრევლი ამბავი გაყიდულ შვილებზე
ავღანელი გოგონას უმძიმესი ცხოვრების ამბავი
13 კომენტარი
მა­ჩაბ­ლის იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი ცხოვ­რე­ბა და გა­უ­ჩი­ნა­რე­ბა
"რუ­დუ­ნე­ბით შე­მო­ნა­ხუ­ლი მი­სი სა­მი ნეკ­ნი მთაწ­მინ­დას მი­ა­ბა­რეს..."
12 კომენტარი
"დრო ყველაფერს "ალაგებს"... - რაში გაუმართლა თინი გალდავას
როდესაც იცვლება შენი ფიქრები, მაშინვე იცვლება შენი ცხოვრებაც
1 კომენტარი
თემა, რომელზეც ილო ბეროშვილი საჯაროდ პირველად ალაპარაკდა
ილო ბეროშვილის "ფერისცვალება" და განცდა, რომელიც ხელახლა დაბადების ტოლფასია
14 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
 "შვი­ლი დღემ­დე არ მპა­ტი­ობს, რომ დე­და­სა და ქმარს სა­თა­ნა­დო ად­გი­ლი ვერ მი­ვუ­ჩი­ნე..."
"წი­თე­ლი" მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბა და და­კარ­გუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა
4 კომენტარი
უძლური ქმრისა და 18 წლის ცოლის დავა - 11 წლის ასაკში გათხოვილი გოგონას უცნაური თავგადასავალი

უმოწყალესო ხელმწიფევ, ვეკრ­ძალვი და ვიშიშვი თუ ვითარ გავბედო ესე ვითარი მოხსენება
2 კომენტარი
კეთილ სიცრუეში გაზრდილი ქალის ცრემლები
ვერ დავუშვებდი ორმეტრიანი ბიძის უხმოდ გასვენებას

1 კომენტარი