მერობის კანდიდატთა ქონებრივი დეკლარაციები
font-large font-small
მერობის კანდიდატთა ქონებრივი დეკლარაციები
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია
პოლიტიკოსების დეკლარირებული თუ არადეკლარირებული ქონება-ცხოვ­რებით საზოგადოება მუდმივად ინტერესდება, მით უფრო - მოახლოებული არჩევნების დროს... ამიტომ საინტერესოა, თუ რა ქონებას ფლობენ თბილისის მერობის კანდიდატები.


კახა კალაძის, "სიცოცხლითა და სიყვარულით სავსე" ქალაქის მერობის კანდიდატის დეკლარირებული სიმდიდრე (ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია შევსებული აქვს 2017 წლის 31 იანვარს) მტერსაც თვალს დაუყენებს და მოყვარესაც. ყოფილი ფეხბურთელის წარმატებულ კარიერას თუ გავითვალისწინებთ, ეს ამბავი არავის უნდა აკვირვებდეს. კახა კალაძე დაიბადა სამტრედიაში, 1978 წლის 2 თებერვალს. ამჟამად თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე ცხოვრობს მეუღლესთან - ანა არეშიძესთან და სამ ვაჟთან ერთად. ეს ბინა 367,60 კვმ-ია, რომელიც მერობის კანდიდატს 71.280 ლარად შეუძენია. გარდა ამისა, თბილისში კიდევ სამი ბინა აქვს, დაბა წყნეთში ორი აგარაკი და ბურძგლას ქუჩაზე 39,6 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი, 35 კვმ ავტოფარეხთან ერთად. სამივე ბინა მას ნაჩუქრობით აქვს მიღებული. ასევე, უჩუქებიათ სახლი და მიწის ნაკვეთი სამტრედიაში. დეკლარანტს ბორჯომში, დაბა ბაკურიანში 2 ნაკვეთი აქვს შეძენილი: 20.000 ლარად - 3031 კვმ მიწის ნაკვეთი, ხოლო 2000 კვმ - 80.000 დოლარად. დაბა წყნეთში 1139 კვმ ფართობის მიწის ნაკვეთიც აქვს ნაყიდი 29.000 დოლარად. დაბოლოს, უკრაინაში, კიევში 2 ბინაც შეუძენია: ერთი 15.000, ხოლო მეორე, არც მეტი, არც ნაკლები - 70.000 დოლარად. 3000 კვმ მიწის ნაკვეთში კიევში, 80.000 დოლარი აქვს გადახდილი. სამტრედიაზე შეყვარებულ დეკლარანტს იქ კიდევ 2 არასაცხოვრებელი ფართობიც შეუძენია: 93,9 კვმ - 60.000 დოლარად, ხოლო 76,2 კვმ - 55.000 დოლარად. ამ მთელი უძრავი ქონების 100%-იანი მესაკუთრე თავად კალაძე გახლავთ.
რაც შეეხება მის საკუთრებაში არსებულ სხვა უძრავ ქონებას, მერობის კანდიდატის მფლობელობაშია: 3 მოტოსატრანსპორტო საშუალება: 25.000; 20.000 და 28.000 ევროდ შეფასებული. მასვე ეკუთვნის 5 მსუბუქი ავტომანქანა: BENTLEY KONTINENTAL-is fasia _ 135.000 dolari, MERSEDES C 63-is _ 140.000 evro, FERRARI CTO-s _ 360.000 evro, FIAT 500 BI POSTO _ 50.000 evro, MERSEDES BENZ AMC CTS ki _ 145.00 ევრო. როგორც ჩანს, ყოფილი ფეხბურთელი ლადო გუდიაშვილისა და ელენე ახვლედიანის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელიცაა, რადგან მათი ნამუშევრების შესაძენად თანხას ნამდვილად არ იშურებს. მის მფლობელობაშია გუდიაშვილის სამი (20.000; 50.000 და 120.000 დოლარად ღირებული) და ახვლედიანის სამი ნამუშევარი (აქედან 2 ნამუშევარი - 15.000 და 40.000 დოლარად თვითონ შეუძენია, ხოლო ერთი უჩუქებიათ).
როგორია კალაძის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებებში არსებული ანგარიშები და შენატანები დეკლარაციის შევსების მომენტში: "პროკრედიტ ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე მიზერული თანხა - 960, 45 დოლარი და კიდევ 9,72 ლარია, "ქართუ ბანკში" - 252.219,75 ევრო და 87,57 ლარი, ხოლო საბარათე ანგარიშზე - 3654,88 დოლარი. მხოლოდ ქართულ ბანკებს როდი სწყალობს, უცხოურ ბანკებშიც აქვს ანგარიშები: "ინტეზა სან პაოლოში" მიმდინარე ანგარიშზე 900.000 ევრო და კიდევ 3.600.000 დოლარი აქვს, "ჯიულიუს ბაერში" კი - 3.900.000 ევრო. ყველა შენატანის განკარგვის უფლება თაბად დეკლარანტს აქვს. მეუღლის, ანა არეშიძის სახელზე "საქართველოს ბანკში" მიმდინარე ანგარიშზე მიზერული თანხა - 136,08 ლარია, ანაბარზე - 10.000 ევრო ირიცხება, მოთხოვნამდე ანაბარზე კი - 21.301,54 ევრო უდევს. ოჯახი ხრამია და ნაღდი ფულადი თანხით ოჯახის უფროსს 20.000 დოლარიც დაუფიქსირებია.
დეკლარაციის მიხედვით, კალაძე 5 კომპანიის პარტნიორია. ეს კომპანიებია: შპს "კალა კაპიტალ ლიმიტედი" კვიპროსზე, შპს "კოლხეთი", შპს "ანოუკი", შპს "ნესტ გრუპი" უკრაინაში. შემოსავალი მხოლოდ ამ ორი უკრაინული შპს-ისგან 480.000 დოლარი და 250.000 ევრო და "კალა კაპიტალისგან" 1.354.025 ლარი მიუღია. როგორც მინისტრს, 2016 წლის 1-ლი იანვრიდან ამავე წლის 31 დეკემბრის ჩათვლით 58.563 ლარი აქვს მიღებული. გარდა ამისა, უძრავი ქონების გაყიდვიდან 380.000 ლარი ჰქონია შემოსავალი.
დეკლარაციის თანახმად, შემოსავალთან ერთად გასული წლის ხარჯიც საკმაოდ სოლიდურია: ბანკებში: "ქართუ", "საქართველოს ბანკი" და "თიბისი", საერთო ჯამში დაახლოებით 601.532 დოლარი და 299.745 ევრო გადაუხდია სესხის დასაფარავად, ხოლო გასავალმა ქველმოქმედებაზე 300.000 ლარი შეადგინა. შემოწირულობის სახითაც 50.000 ლარი გაუცია მინისტრს.

"ქართული ოცნების" საარჩევნო ნომერთან ყველაზე ახლოს ალეკო ელისაშვილის ნომერია - 42 და ასევე, ის კახა კალაძის შემდეგ ჯერ კიდევ ივლისის თვეში ჩატარებული NDI-ის კვლევების მიხედვით, რეიტინგში მეორე ადგილს იკავებს, მაგრამ დამოუკიდებელი კანდიდატის სიმდიდრე კალაძის დეკლარირებულ ქონება-ცხოვრებას სიახლოვეს ვერ გაეკარება. ალეკო ელისაშვილი 1978 წლის 17 იანვარს, თბილისში დაიბადა. სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ წლების მანძილზე ეწეოდა ჟურნალისტურ საქმიანობას სხვადასხვა გამოცემასა და ტელევიზიაში. 2014 წლის 15 ივნისიდან კი თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატია. რადგან მას არა აქვს ქონებრივი დეკლარაციის შევსების ვალდებულება, გეტყვით, რომ ალეკო თბილისში იტალიურ ეზოში, 67 კვმ ბინაში ცხოვრობს მეუღლესთან - ირინე კილოსანიძესთან და ორ შვილთან ერთად. წყვილს ეს ბინა 7 წლის წინ კრედიტით შეუძენია და 8 წელი კიდევ უნდა იხადონ ბანკის ვალი. დეკლარანტს სახლი სავსე აქვს სხვადასხვა ნაკლებად ფასეული, თუმცა, ძველი ნივთებით. მის ქონებას შეადგენს, ასევე, 1924 წელს ქართულად დაბეჭდილი ქალაქ თბილისის პირველი გეგმა, რითიც ძალიან ამაყობს. მერობის კანდიდატი ერთ ჩვეულებრივ, უბრალო ოჯახში გაიზარდა და როგორც თვითონ ამბობს, მისთვის გაჭირვება უცხო არ არის, ამაყობს, რომ თბილისელების პრობლემებით ცხოვრობს და ისევე იხრჩობა კრედიტებით, როგორც ნებისმიერი სხვა. ერთ-ერთ გადაცემაში მისმა მშობლებმა გაამხილეს, რომ თურმე საკრებულოს დეპუტატი მათგან ხშირად ითხოვს დახმარებას და ისინიც თავიანთ პენსიას უნაწილებენ. უმეტესწილად, მანქანის გარეშე გადაადგილდება, მაგრამ მერე რა, "მანქანა არ არის თბილისში მთავარი, მთავარი ადამიანია!" - ასე მიაჩნია ჩვენი დროის არსენა მარაბდელს, რომლის ცხოვრება-ქონებაც დღესდღეობით საკმაოდ მწირედ გამოიყურება, თუმცა არავინ იცის, მერად არჩევის შემთხვევაში, 4 წლის შემდეგ, როგორი იქნება მისი უკვე საჯაროდ დეკლარირებული ქონება.
ვერაფერს მოგახსენებთ, რა ქონებას ფლობს ელისაშვილის კოლეგა, გაბრაზებული თბილისელების მერობის კანდიდატი "ნაციონალური მოძრაობიდან" - ზაალ უდუმაშვილი, თუმცა მის მრავალწლიან თანამშრომლობას "რუსთავი 2"-თან და იქ არსებულ არცთუ ისე დაბალ ანაზღაურებას თუ გავითვალისწინებთ, ელისაშვილივით მთლად კრედიტებში არ უნდა იხრჩობოდეს. პროფესიით ზოოინჟინერი ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ში 2003 წლიდან საინფორმაციო გამოშვების წამყვანად მუშაობს და საქართველოში ერთ-ერთ მაღალანაზღაურებად წამყვანადაც მიიჩნევა. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი. რადგანაც მის სახელზე არ არსებობს ქონებრივი დეკლარაცია, შემიძლია მხოლოდ ის გითხრათ, რომ საჯარო რეესტრში ზაალ უდუმაშვილის სახელზე ორი ბინა ფიქსირდება - ზუგდიდისა და ატენის ქუჩებზე და კიდევ - მიწა სოფელ მამკოდაში.

P.S. "გზის" შემდეგ ნომერში თბილისის მერობის დანარჩენი კანდიდატების დეკლარირებული თუ არადეკლარირებული სიმდიდრის შესახებაც მოგაწვდით ინფორმაციას.


ნინო ჯავახიშვილი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
დეპუტატი ფლობს მსუბუქ ავტომანქანას Mercedes Benz GL 500, რომელიც 2010 წელს 95000
ევროდ შეიძინა, ასევე მსუბუქ ავტომანქანას Mercedec benz S63AMG, რომელიც 2008 წელს 157 000 ევროდ იყიდა
"სომხეთს უნდა ახსოვდეს, რომ ის რუსეთის ეკონომიკაზეა მიბმული..."
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში ბრუნდება.
რამდენიმე თვის წინ, მონიტორინგის ცენტრმა "მედიატორმა" პარლამენტარების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შედეგები გამოაქვეყნა. როგორც აღმოჩნდა, დეკლარირებულ მილიონერებს შორის დეპუტატი ქალბატონებიც არიან.
ყველა უბედურების სათავე გაუნათლებლობაა, მაგრამ გვინდა განათლება? გვინდა განვითარება? რაღაც არ ჩანს ის მისწრაფება, ყველა პატარა ერის გადარჩენის უალტერნატივო საშუალებად რომაა მიჩნეული.
ბიზნესომბუდსმენის მოადგილე, ლევან კალანდაძე მის ახალ პოსტზე, წარსულ საქმიანობებზე...
კვირის სიახლეები
კოალიციამ აშშ-ის მეთაურობით სირიაზე ავიადარტყმები მიიტანა - როგორ ეხმაურება ვლადიმერ პუტინი მომხდარს?
14 აპრილს გამთენიისას საერთაშორისო კოალიციამ, რომლის შემადგენლობაშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი შედის, სირიაში გარკვეულ ობიექტებზე დარტყმა მიიტანეს.
0 კომენტარი
"მეზობლებს კარზე კაკუნი რომ არ აეტეხათ, იმ არაკაცს შეიძლება, დედასთან ერთად, ბავშვებიც დაეხოცა"
ბარნოვის ქუჩაზე მომხდარი საზარელი მკვლელობის ახალი დეტალები
0 კომენტარი
საინტერესო დეტალები მსოფლიო ვარსკვლავებთან მუშაობის შესახებ
ქართულ სამზარეულოსა და კულტურაზე შეყვარებული გორან ბრეგოვიჩი
0 კომენტარი
"არ მინდა, ჩემმა შვილმა გაიგოს, რას ვსაქმიანობ" - ყოფილი ბიზნესლედი, რომელიც სასაფლაოების დამლაგებლად მუშაობს
38 წლის სასიამოვნო გარეგნობის ქალბატონი (რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა) 2 წელია, ქალაქ რუსთავის სასაფლაოზე, საფლავების მომვლელია.
2 კომენტარი
სასამართლოში ნასროლი ბოთლი და გზა იურისტობიდან დიზაინერობამდე
დიზაინერობა 25 წლის ასაკში გადაწყვიტა და საბოლოოდ თქვა უარი იურისტობასა და ჟურნალისტობაზეც.
3 კომენტარი
ნანუკა ჟორჟოლიანმა ეფექტური და ჯანსაღი დიეტის რეცეპტი გაამხილა
ნანუკა ჟორჟოლიანი ბოლო პერიოდში შესაშურ ფორმაში ჩადგა. ტელეწამყვანი სხვადასხვა პერიოდში დიეტებით ებრძოდა ჭარბ წონას, თუმცა ზედმეტი კილოგრამების დაკლებასთან ერთად, მიღებული შედეგის შენარჩუნება არანაკლებ მნიშვნელოვანია.
4 კომენტარი
"დედამ ტელეფონში მითხრა, ჟენია დავკარგეთო და ყურმილიც გაითიშა... ისინი იღუპებოდნენ და მე ვერ ვუშველე"

25 მარტი მეორეკლასელი დარინასთვის ერთ-ერთი ლამაზი დღე უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეგობრის დაბადების დღეზე გასართობ ცენტრში გაატარებდა, თუმცა ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა... სავაჭრო-გასართობ ცენტრში მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა, შედეგად უამრავი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა.

1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
უსინათლო ფეხბურთელთა პრობლემები და სპორტის მინისტრის შანსი
ახლახან სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ უსინათლო ბიჭები ფეხბურთს თამაშობენ და რომ ამ ჩემთვის სრულიად უცნობ სპორტის სახეობას ქართველი ახალგაზრდებიც მისდევენ.
0 კომენტარი
"თამარ მეფე იალბუზზე ცხოვრობდა" - ეროვნული გამოცდების "სალაღობო მაგალითები"
"ტარიელმა თავისი საცოლის საქმრო მოკლა და თვითონ ვეფხვის ტყავი ჩაიცვა, რომ მტერს ვეღარ ეცნო"
7 კომენტარი
მეფუტკრე გოგონა თონეთიდან
"მთვრალი ფუტკრები მეზობელ სკებს დაერევიან, მთელ თაფლს შენკენ გამოზიდავენო"
9 კომენტარი