მიდიან თუ არა უკრაინაში ქართველი მოხალისეები?!
font-large font-small
მიდიან თუ არა უკრაინაში ქართველი მოხალისეები?!
"ამისთვის არავითარი "ვერბოვკა" არ მჭირდება, უკრაინაში წასასვლელად ისედაც მზად ვარ!"
რუსეთის საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს, "რია ნოვოსტის" (და არა მარტო) ინფორმაციით, "ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის ყოფილი წევრის, გოჩა ბახიას ინიციტიავით, "უკრაინაში ფედერალიზაციის მომხრეების წინააღმდეგ საბრძოლველად ქართველი ნაციონალისტების გადაბირება მიმდინარეობს". როგორც რუსული გამოცემა იუწყება, მათ საქართველოს პარლამენტში ერთ-ერთმა წყარომ განუცხადა, რომ გადაბირება ძირითადად, თბილისში, "ნაციონალური მოძრაობის" რიგებიდან ხდება.

გოჩა ბახიას დავუკავშირდით და მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის შესახებ ვკითხეთ. ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების დროინდელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ "რია ნოვოსტი" მას ცრუ ინფორმაციას უვრცელებს.
- "რია ნოვოსტოს" მიერ გავრცელებული ინფორმაცია შიზოფრენიით დაავადებული ადამიანის მიერ მოგონილსა და გავრცელებულს ჰგავს. ეს არის პუტინის მთავარი იდეოლოგის, ევრაზიული კავშირის შექმნის ერთ-ერთი სულისჩამდგმელის, ალექსანდრ დუგინის მარჯვენა ხელისა თუ ხელის ბიჭის, არჩილ ჭყოიძის მოგონილი. ეტყობა, რაღაც თანხას ელოდება და ცდილობს, უფროსობასთან ახალ-ახალი იდეებით წარმოაჩინოს თავი. მათთან ერთად ამ იდეების გამზიარებელია მიხეილ ხუბუტიაც... კიდევ ერთი: მათი თქმით, მე 20 წელია, ფინეთში მიმალვაში ვარ. სინამდვილეში, ამ დროის განმავლობაში, ფინეთში სრულიად ლეგალურად, ოჯახთან ერთად ვცხოვრობ და ამ ქვეყნის მოქალაქეობაც მაქვს... დავიღალე რუსულ და ქართულ ტელევიზიებში ამ პასკვილების ტრიალით და არ ვიცი, როგორ არ მოჰბეზრდათ ჩემი ხან ერთ, ხან მეორე ბანდფორმირებებთან დაკავშირება. რაც შეეხება ჩემს რეგალიას, ზვიად გამსახურდიას პირადი დაცვის წევრი არასდროს ვყოფილვარ, უშიშროებისა და თავდაცვის საკითხებში პრეზიდენტის საგანგებო რწმუნებული ვიყავი და ვერ ვხვდები, რა მიზნით ავრცელებენ ამ ინფორმაციას. ეტყობა, პირადი დაცვის ბანდფორმირებებთან ურთიერთობა უფრო დამაჯერებლად ჟღერს... ყველას მინდა ვუთხრა: არ ვაპირებ, ბელგოროდის ტყეებსა და ჭაობებში ვეომო რუსებს. თუ ომი იქნება საჭირო, ჩემი ქვეყნისთვის ვიომებ. თუ ასეთი ინფორმაციასა და ჭორებს ეყდრნობა რუსეთი, ომი, რომელიც ჩაიფიქრა, წაგებული აქვს.

- პოლიტიკასთან თუ გაქვთ კავშირი, ბატონო გოჩა?
- არავითარი კავშირი არ მაქვს. არც "ნაციონალური მოძრაობისა" და არც "ქართული ოცნების" დეპუტატები ჩემთვის ქართველი ერის სახეს არ წარმოადგენენ. მათთან ურთიერთობა კი არა, მათი დანახვაც არ მინდა.

- ამჟამად რას საქმიანობთ?
- ჩემი ბიზნესი მაქვს საქართველოსა და ფინეთში. ასევე, უკრაინასა და რუსეთში. ვინაიდან უკრაინაშიც მაქვს ბიზნესი, იქაც მიწევს ჩასვლა. რამდენიმე დღის წინ კიევსა და ოდესაში ვიყავი. უკრაინიდან ძაღლი უნდა ჩამომეყვანა და აუცილებლად ზღვით უნდა წამოვსულიყავი. იმედია, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ვეომები... შეამოწმონ ჩემი ანგარიშები, ვის აქვს თანხა ჩარიცხული, ან - პირიქით, მე სად მაქვს გადარიცხული. საერთოდ, 90-იანი წლების შემდეგ სამხედრო ფორმირებებთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. კანონიერ ხელისუფლებას ვიცავდი და მთელი ცხოვრება ამ იდეით გავატარე. შემდეგ კი, როგორც ჩემი თანამოაზრეების, ისე ჩემი ცხოვრება სხვანაირად წარიმართა და ბიზნესში წავედი.

- გავრცელებული ინფორმაციით, "რია ნოვოსტის" წინააღმდეგ სარჩელის შეტანას აპირებთ. ეს სიმართლეა?
- დიახ, უკვე შევიტანეთ სარჩელი. ჩემი ადვოკატი, სოსო ბარათაშვილი სარჩელს ასევე ამზადებს არჩილ ჭყოიძის წინააღმდეგაც. შვილები და შვილიშვილები მყავს და ისინი ამ ყველაფერს ძალიან განიცდიან. არც ერთ "ნაციონალს" არ ვიცნობ, ისინი მხოლოდ ტელევიზიით მყავს ნანახი.


ინფორმაცია, უკრაინაში წასვლის მსურველი ე.წ. "დავერბოვკებული" თუ ენთუზიასტი ქართველი მოხალისეების შესახებ თითქმის ყველა რუსულმა სააგენტომ გაავრცელა.

"იზვესტია.რუ"-ს მიერ მომზადებული სტატიის მიხედვით, უკრაინაში ფედერალიზაციის წინააღმდეგ საბრძოლველად, ძირითადად, ახალგაზრდებს "ავერბოვკებენ" ანუ იმათ, ვისაც პოლიტიკური პოზიცია ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი აქვთ და რუსეთის მიმართ განსაკუთრებული სიძულვილი ამოძრავებს.

სააგენტოს ანონიმური წყარო, რომელიც რუსული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, საქართველოს პარლამენტში მუშაობს, იუწყება, რომ "ნაციონალური მოძრაობა" და "თავისუფალი ზონა" არასდროს მალავდნენ თავიანთ უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთის მიმართ. ამიტომაც, მათ ქმედებებში გასაკვირი არაფერია. ისინი იღებენ ფულს დასავლეთიდან და ე.წ. მოხალისეებს უკრაინის უკანონო ხელისუფლების ბრძოლაში უხდიან".

რუსული სააგენტოების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ადასტურებს "ევრაზიული არჩევანი - საქართველოს" ხელმძღვანელი, არჩილ ჭყოიძე:
- მგონი, ყველას ახსოვს საქართველოს წინა ხელისუფლების პროვოკაციული ქმედებები 2004 წლის უკრაინის არჩევნების დროს. განსაკუთრებით, გივი თარგამაძე და მიხეილ სააკაშვილი უჭერდნენ მხარს იულია ტიმოშენკოს. კიდევ, ჩვენ ვიცით, რომ ბოლო დროს მაიდანზე ქართველებიც იდგნენ, რომლებიც უკრაინაში უკანონო ხელისუფლების მხარდამჭერი რადიკალური მოძრაობის წევრები იყვნენ.

სოსო კვარაცხელია, უკრაინაში მცხოვრები ქართველი:
- არავითარ შემთხვევაში არ ვამართლებ, ფულის გამო უკრაინაში ბრძოლას. ვინც ამას აკეთებს, როგორც უკრაინას, ისე საქართველოს უსპობს მომავალს და რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს. მე უკრაინაში, კიევში ვცხოვრობ და ვალდებული ვარ ისე მოვიქცე, როგორც ვიქცევი. მე ვიდექი მაიდანზე უკრაინის უკეთესი მომავლისთვის და თუ საჭირო გახდება, თუ საყოველთაო მობილიზაციას გამოაცხადებენ, იარაღსაც ავიღებ ხელში, რადგან 20 წელია, აქ ვცხოვრობ. უკრაინა ჩემი მეორე სამშობლოა და ნამდვილად ვერ დაველოდები, როგორ განვითარდება მოვლენები, რათა სიტუაციის ჩაწყნარების შემდეგ ჩამოვიდე და გავაგრძელო ცხოვრება.

- საქართველოში ალბათ გყავთ ახლობლები. დახმარების სურვილით ვინმე დაგიკავშირდათ?
- დიახ, მითხრეს, უკან არ დაიხიოთ და თუ საჭირო იქნება, ჩამოვალთ და მხარში ამოგიდგებით, მით უმეტეს, რომ უკრაინა ყოველთვის ჩვენ გვერდში იყოო, მაგრამ ფაქტის წინაშე თუ დადგებიან, ნამდვილად არ ვიცი, რას იზამენ და ვერც ვერავის მოვთხოვ, ჩამოდით-მეთქი... ფულის გადახდისა და "დავერბოვკების" შესახებ ნამდვილად არაფერი გამიგონია.

აღნიშნული ინფორმაციის გავრცელებამ ქართველ და რუს საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. რუსების ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ მათ წინააღმდეგ მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ იბრძოლონ. მეორე ნაწილის აზრით კი ქართველები კარგი ცხოვრების მოყვარული ხალხია და ფულისთვის ბევრ რამეზე არიან წამსვლელი...
"იზვესტია.რუ"-ს ინტერნეტგვერდზე კომენტარი ქართველებმაც გააკეთეს.

ნოდარ მგალობლიშვილი:
"ამისთვის არავითარი "ვერბოვკა" არ მჭირდება, უკრაინაში წასასვლელად ისედაც მზად ვარ, რადგან ეს სიტუაცია ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ვიცი, რასაც ნიშნავს, როდესაც გართმევენ მიწას, გიხოცავენ ძმებსა და მეგობრებს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი თავიანთი ოჯახებისთვის, სამშობლოსა და სიმართლისთვის იბრძვიან. ისინი მუდმივად გვიმტკიცებენ, რომ ჩვენი "მართლმადიდებელი ძმები" არიან, მაგრამ მათი ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკა სულ სხვა რამეზე მიანიშნებს... ლამის ზეპირად ვიცით რუსეთის სცენარები. საქართველო და უკრაინა ყოველთვის მეგობრობდნენ და განსაცდელის ჟამს, ერთმანეთს მხარში ედგნენ. ამ და სხვა ფაქტების გათვალისწინებით, მზად ვარ, ვიბრძოლო უკრაინისთვის და ამისთვის არავისი იდეოლოგიური დამუშავება და თანხა არ მჭირდება. ამიტომაც, ველოდები იმ დღეს, როდესაც მას დავჭირდები. მით უმეტეს, რომ ის, რაც ახლა უკრაინაში ხდება, მხოლოდ მისი შიდა პრობლემა არ არის. რუსეთი ახლა მხოლოდ უკრაინას არ ებრძვის... ამიტომ მზად ვარ, მივიღო მონაწილეობა. მერწმუნეთ, ასე ფიქრობს ქართველების 99%... ყველამ იცის, რომ რუსეთის სათავეში ყველაზე საშინელი მმართველი ძალა დგას..."

ნოდარ ბახტურიძე:
"მივესალმები ამ ინიციატივას და მიმაჩნია, რომ მოძმე უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ. ალბათ ყველას ახსოვს 1993 წელი, როდესაც უკრაინელი მოხალისეები აფხაზეთის ომის დროს, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში გვეხმარებოდნენ".
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (1)
11.11.2014
Dana-changali tu gakvs momaragebuli?
davit baqradzes
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი