ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ
font-large font-small
ოჩამჩირეში ქართველების ჩასახლებით აფხაზები იქაურობის შეცვლას გეგმავენ
"ძლივს გადავურჩით 90-იანი წლების ქართულ-აფხაზურ მოვლენებს. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ განმეორდა.
კარგა ხანს მიტოვებული გვქონდა სახლ-კარი, ნათესავებს შევაფარეთ თავი, მაგრამ მთელი ცხოვრება სხვის სახლში ხომ ვერ გავატარებდით და როდესაც სიტუაცია ჩაწყნარდა, ისევ დავბრუნდით. ღამე, შემოვარდნების გვეშინოდა და ხან ბეღელში გვეძინა, ხანაც - ბოსელში. მერე თანდათან მოვერგეთ სიტუაციას... ვერ მივატოვეთ სახლი. გავუძელით, შევეგუეთ და როგორღაც დავრჩით. ახლა გვეუბნებიან, - უნდა წახვიდეთო... სად, - არ აკონკრეტებენ..." - ამბობს გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში მცხოვრები, 54 წლის ვალერი, რომლის თქმითაც, ადგილობრივი მოსახლეობა გასახლების შესახებ სიტყვიერად გააფრთხილეს.

GzaPressგალის რაიონის ენგურის სანაპირო ზოლის მოსახლეობის მოსალოდნელი აყრის შესახებ, ინფორმაცია რამდენიმე წლის წინ გავრცელდა. მაშინ საუბარი იყო სასასაფლაოების გაუქმებაზეც, რასაც გალელების დიდი პროტესტი მოჰყვა... ადგილობრივების თქმით, მაშინ ეს პროექტი დაუფინანსებლობის გამო ჩავარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამჯერად ინიციატივა რუსულ მხარეს ეკუთვნის და შესაბამისად, მათ მიერ უნდა დაფინანსდეს. იმ ტერიტორიაზე, სადაც ახლა გალის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებია განთავსებული, რუსული სამხედროების ბაზები და მათი საცხოვრებელი აშენდება. აფხაზური მხარე მხოლოდ შუამავლის ფუნქციას შეითავსებს. მოსახლების ინფორმაციით, პროექტის მიზანი, საქართველოსა და აფხაზეთს შორის საზღვრის განმტკიცება და ოჩამჩირის რაიონის გამოცოცხლებაა, რომელიც აფხაზეთის ხელმძღვანელობისთვისFდღემდე მოუგვარებელ პრობლემად რჩება, როგორც ყველაზე აუთვისებელი, გაველურებული და ჩამკვდარი ტერიტორია... აი რას გვიყვებიან ადგილობრივები, გავრცელებული საფრთხის შესახებ:

მირიანი, 43 წლის, გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი:
- ჩვენს სოფელში ყველაზე მეტი რუსი სამხედროა და დღითი დღე უფრო მეტ ტერიტორიას ითვისებენ. თავიდან გვიხაროდა კიდეც მათი გამოჩენა, რადგან შეიარაღებული აფხაზებისგან გვიცავდნენ და ცდილობდნენ, ჩვენი კეთილგანწყობა მოეპოვებინათ. მერე კი, თანდათან თავად გახდნენ საშიშნი, - ყველგან რუსული ტექნიკა დგას და ყოველდღე უფრო მეტი შემოჰყავთ. რამდენმე ხნის წინ, სოფლის ხელმძღვანელობამ გამოგვიცხადა, - ცოტა ხანში აქაურობის დატოვება მოგიწევთო. მათივე თქმით, მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთი მხრივ, აფხაზეთის ხელმძღვანელობამ ოჩამჩირის გამოცოცხლებაზე უნდა იზრუნოს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთის ხელისუფლების, კონკრეტულად, თავდაცვის სამინისტროს ინტერესებში შედის, გალის რაიონში ისეთი ბაზის განთავსება, საიდანაც აფხაზეთში დისლოცირებულ სამხედრო ნაწილებს გააკონტროლებს.

- როგორც მივხვდი, გასახლების შემთხვევაში, ოჩამჩირეში მოგიწევთ ცხოვრება?..
- დიახ, ასეთი ინფორმაცია გავრცელდა. ოჩამჩირე მათთვის აუღებელ ციხესიმაგრედ რჩება. ადგილი, რომელიც არც სოფელია და არც ქალაქი, თავზე ხელაღებული კრიმინალების თავშესაფარია. ამბობენ, რომ გალში თხილისა და ციტრუსის ბიზნესი, ოჩამჩირელი კრიმინალების მიერ კონტროლდება. იქიდანვე იგეგმება აფხაზეთის დანარჩენ ქალაქებში განვითარებული ტურისტული ბიზნესის რეკეტი. ოჩამჩირელი ე.წ. ავტორიტეტები, აშკარად ნადირობენ რუს ბიზნესმენებზე და ყველანაირად ცდილობენ, მათ ფეხი არ მოიკიდონ, რაც რუსეთის ხელისუფლების გულისწყრომას იწვევს, რადგან ეჭვი აქვთ, რომ გავლენიანი აფხაზი კრიმინალები და ადგილობრივი ხელმძღვანელობა შეთანხმებულად მოქმედებენ... აი, ამ აწეწილი სიტუაციის დალაგება, აფხაზეთისა და რუსეთის ხელისუფლებას ჩვენი ხელით უნდა, რადგან მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში დაცლილი ოჩამჩირე ჩვენ მიერ შეივსება და თანდათან განდევნიან კრიმინალს და მის გაკონტროლებას შეძლებენ. ოჩამჩირეს შეფარებულ ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებს შორის, ქართველებიც არიან, რომლებსაც უფრო ფართო სანაცნობო წრე ჰყავთ და რუსი ჩინოვნიკების წინააღმდეგ, აფხაზებთან ერთად მოქმედებენ. სოხუმსა და აფხაზეთის სხვა ქალაქებში, ბიზნესის კეთებით დაინტერესებულ უცხოელებს ეს ყველაზე მეტად აფერხებთ და აშინებთ... აფხაზეთის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ თუ რუსეთის დახმარებით საქართველოსთან საზღვარს ჩაკეტავს, კრიმინალს თანდათან ალაგმავს. არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, - საზღვრისპირა სოფლების მოსახლეობის ოჩამჩირეში ჩასახლების შემთხვევაში, ეს რაიონი ეკონომიკურად მალე ისეთივე ძლიერი გახდება, როგორც ახლა, მათი თქმით, გალია. ადგილობრივები სოფლის მეურნეობის პროდუქტს ზუგდიდის ბაზარზე კი არ გადმოვაპარებთ, ადგილობრივ ბაზარზე გავიტანთ, ეს აფხაზეთის ეკონომიკისთვის მომგებიანი იქნება.

ემა, 36 წლის, სოფელ საბერიოს მკვიდრი:
- ჩვენც გვითხრეს გასახლების შესახებ... გავრცელებული ინფორმაციით, ფულადი კომპენსაცია იქნება ან ალტერნატიული ფართობიო, მაგრამ არჩევანი თავად უნდა გავაკეთოთ თუ - არა, ეს არ უთქვამთ. უბრალოდ, გვითხრეს, შეეცადეთ, რუსული პასპორტები დროულად აიღოთო. არ ვიცი, რას გადავწყვეტთ, თუ გასახლება მოხდება, მაგრამ იძულებით თუ გაგვასახლეს, ვიცი, რომ რუსეთის მოქალაქეობას ძალიან ბევრი აიღებს პენსიის გამო. თუ ადამიანები მიწის გარეშე დარჩნენ, ახალი ცხოვრების დაწყებამდე, არსებობა სჭირდებათ, მით უფრო, აფხაზეთში, სადაც ყველაფერი ძვირია. ამიტომ ცდილობს ხალხი, ზუგდიდში გადაპარვას, მაგრამ ეს ხშირ შემთხვევაში, ძალიან ძვირი უჯდებათ.

- ე.წ. აფხაზი სამართალდამცველების მხრიდან, მათი დაკავების ფაქტებს გულისხმობთ?
- დიახ, ჩემი ორი მეზობელი ქალი, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, ახლაც დაკავებული ჰყავთ. უკვე თვეზე მეტია, 2 ათას რუბლის ოდენობით ჯარიმის გადახდას სთხოვენ... ბოლო დროს ძალიან გართულდა და გამკაცრდა მიმოსვლა.

- რას აპირებთ?
- არ ვიცით... ენგურს გაღმა უამრავი ნათესავი მყავს, მაგრამ ახლა ყველას თავისი საზრუნავი აქვს. მერამდენედ უნდა "დავესხათ თავს" ეს დევნილები?! ისინიც ხომ ცოდვები არიან? თუ მიწის ფართობით დაგვაკმაყოფილეს და ცოტა თანხითაც დაგვეხმარნენ, ალბათ ძალიან ბევრი წავა ოჩამჩირეში.

- ფულადი კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ენგურს აქეთ გადმოსვლაზე არ გიფიქრიათ?
- არა. იყო საუბარი ამის შესახებ, მაგრამ ასე თქვეს, - დახმარებას მხოლოდ ისინი მიიღებენ, ვინც ე.წ. სასაზღვრო ზოლში მოხვდა და საკუთარი სურვილით, აფხაზეთის ტერიტორიაზე გააგრძელებს ცხოვრებას. ვინც საქართველოში ან თუნდაც სხვა ქვეყანაში წავა საცხოვრებლად, ვერანაირ კომპენსაციას ვერ მიიღებსო...

- ვისი ინიციატივით დაერქვა იმ მონაკვეთს "სასაზღვრო ზოლი"?
GzaPress- ეს აფხაზეთის ხელისუფლების მიერ დადგენილი განსაზღვრებაა და კარგა ხანია, ამ ტერიტორიას ასე მოიხსენიებენ... ოჩამჩირეში ახლა ყველაფერი ჩამკვდარია და იმედოვნებენ, რომ ჩვენი იქ ჩასახლების შემთხვევაში, თანდათან შეიცვლება სიტუაცია, ინფრასტრუქტურა აღდგება ან ახლიდან შეიქმნება... საცხოვრებელი ადგილის კიდევ ერთხელ შეცვლა ადვილი არ არის, მაგრამ თუ არჩევანი არ დაგვიტოვეს, მოგვიწევს დავთანხმდეთ, რადგან პირადად მე და ჩემმა ოჯახმა, უკვე ორჯერ გამოვცადეთ დევნილობა და სხვის სახლში ცხოვრება. ერთი წლის განმავლობაში ნათესავების სახლში ვცხოვრობდით და იმდენად ცუდად ვგრძნობდი თავს, სიცოცხლე არ მინდოდა. ასე რომ, სხვისი არ ვიცი და მე და ჩემი შვილები ისევ კარდაკარ სიარულს არ ვაპირებთ.

- კი, მაგრამ ვიცი, რომ ენგურს აქეთ უამრავი ქართველი ნათესავი გყავთ.
- დიახ, მაგრამ უბრალოდ სხვა არჩევანი არ გვაქვს. ჩემი და-ძმა ქართულ სოფლებში ცხოვრობს და მათაც კი მოვწყდები. სწორედ ეს უნდა აფხაზეთის ხელმძღვანელობას, რომ დავშორდეთ დანარჩენ საქართველოს... ოფიციალურ საშვს აიღებთ, რომელიც ქართული ვალუტით 6 ლარამდე ღირს და საქართველოში წახვალთო.

- თქვეს, რომ რამდენიმე სოფელში ტექნიკა გამოჩნდა და მიტოვებული ნასახლარების დანგრევას აპირებენ. თქვენთან?..
- არა, ჯერჯერობით მხოლოდ აზომვითი სამუშაოები ჩაატარეს. ოფიციალურად არავის არაფერი უთქვამს. რაღაც ტექნიკური სამუშაოები ტარდება სოფლის განაპირას, მაგრამ იქ დასახლებული პუნქტი არ არის. ჯარისკაცები მუშაობდნენ და გვითხრეს, - რაღაცას აშენებენო.

გოჩა რატიანი, შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი:
- თუ გალის რაიონში ენგურის სანაპირო ზოლზე მოსახლეობას აყრიან, ქართული მხარე ამ უკანონო ქმედების აღსაკვეთად ყოველგვარ დიპლომატიურ გზას გამოიყენებს. თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ ეტაპზე აღნიშნულ ინფორმაციას არ ფლობს და არც ადასტურებს. ჩვენ თვალყურს ვადევნებთ იქ მიმდინარე მოვლენებს და ამის შესახებ ინფორმაცია არ მიგვიღია.

- რა მექანიმზის გამოყენება შეუძლია ქართულ მხარეს პრევენციის სახით?
- ჩვენ გვექნება მკაცრი რეაქცია და ვიმეორებ, ყველა დიპლომატიურ გზასა და საერთაშორისო ბერკეტს გამოვიყენებთ, რათა ეს არ დავუშვათ.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, პაატა ზაქარეიშვილი:
- ამ ინფორმაციის სისწორე გადავამოწმეთ ადგილობრივებთან - გალის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან. ისინი არ ადასტურებენ, რომ ტერიტორიის დაცლის თაობაზე მათთვის ვინმეს მიემართოს. ამდენად, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება, რომ სოფლების აყრა იგეგმებოდეს.
ლალი პაპასკირი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, "ეროვნულ დემოკრატიული პარტიის" ლიდერი ბაჩუკი ქარდავა მიმდინარე, პოსტ თუ წინასაარჩევნო საკითხებზე თავის მოსაზრებებს გვიზიარებს.
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
2530 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
2655 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
4 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
5 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
1 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
2 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
5 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
2445 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
1218 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1206 კომენტარი