"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?
font-large font-small
"პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო?" - რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები?
"ქართველები აფხაზებსა და ოსებთან ერთად ქმნიან კრიმინა­ლურ დაჯგუფებებს და ერთობლივად მოქმედებენ. ხშირად ერთმანეთსაც დაერევიან ხოლმე"
ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა უკმაყოფილოა თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდით საქართველოდან, საქარ­თველო კი თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირებისა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების თავიდან აცილების მიზნით ევროკავშირთან ინტენსიურ მოლაპარაკებას აწარმოებს და საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში ჩასმას ითხოვს - ევროკავშირისა და შენგენის ზონის 30 ქვეყნიდან, სადაც საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი ვრცელდება, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად მხოლოდ შვიდ სახელმწიფოს ჰყავს აღიარებული და ამ სიაში არ არის გერმანია, სადაც, საქართველოს მოქალაქეების მიერ უვიზო
რეჟიმის დარღვევის გამო, ყველაზე მეტი პრობლემა შეიქმნა.­ სტატისტიკის მიხედვით, 2016 წელთან შედ­არებით, საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი 35%-ით­ გაიზარდა. მხოლოდ შვედეთს შარშან თავ­შესაფარი საქართველოს 963-მა მოქალაქემ­ სთხოვა, თუმცა შვედეთმა არც ერთი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამ მაჩვენებლით საქართველოს შვედეთში სირია, ერაყი, ერიტრეა და ავღანეთი უსწრებენ. ბევრად მძიმე ვითარებაა გერმანიაში - ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ 2018 წლის იანვარში თავშესაფარი საქართველოს 745-მა­ მოქალაქემ მოითხოვა (თვეების მიხედვით თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა­ ასეთია: სექტემბერი - 238, ოქტომბერი - 355, ნოემბერი - 444, დეკემბერი - 522). 44%-ით არის გაზრდილი შვეიცარიაში თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი, თუ 2016 წელს თავშესაფარი 465-მა საქართველოს მოქალაქემ მოითხოვა, 2017 წელს 670 მიმართვაა დაფიქსირებული.

კახა გოგოლაშვილი, რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი:
- ბოლო რამდენიმე თვის განმავლობ­აში გერმანიაში საქართველოდან თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი გასამმაგებულია, თუმცა მხოლოდ ეს არ არის მთავარი­ პრობლემა - თუ ქვეყანა უარს ამბობს საქართველოს მოქალაქეებისთვის თავშესაფ­რის მიცემაზე, თითქოს მარტივად უნდა მოხდეს­ მათი სამშობლოში დაბრუნება, თუმცა სწორედ ამ პროცედურის აღსრულება გაძნელდა. საქართველოს მოქალაქეების მხოლოდ 55% დაბრუნდა სამშობლოში მას შემდეგ, რაც კონკრეტულმა ქვეყანამ თავშესაფარზე უარი განუცხადა, დანარჩენი კი ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად დარჩა, რაც ზრდის ალბათობას, რომ ისინი კრიმინალური მოქმედებებით ცდილობენ არსებობისთვის ბრძოლას.

- ციფრები შთამბეჭდავად გამოიყურება,­ მაგრამ თუ მას სხვა ქვეყნების მონაცემებს შევადარებთ, ევროკავშირში როგორც კრიმინალის, ისე თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობით არაერთ სახელმწიფოს ჩამოვრჩებით. მაგალითად, ალბანეთს, რომელიც ჩვენზე ორჯერ­ მცირე სახელმწიფოა და ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში... რას უკავშირებთ საქართველოსთვის ნეგატიურ კამპანიას, განსაკუთრებით გერმანიაში?
- დიახ, ალბანეთს ჩვენთან შედარებით ოთხჯერ მეტი არალეგალი მიგრანტი ჰყავს ევროკავშირში, თუმცა ბოლო პერიოდში თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა­ მცირდება. მოლდოვისა და უკრაინის მაჩვენებლებიც უკეთესია, ვიდრე ჩვენი. მოლდოვიდან ევროკავშირში თავშესაფარი დაახლოებით 3000-მა მოქალაქემ მოითხოვა, საიდანაც 48% სამშობლოში დააბრუნეს, უკრაინის მაჩვენებელი კიდევ უფრო მცირეა. 2017 წელს კი საქართველოს 8000-მა მოქალაქემ მოითხოვა ევროკავშირის ტერიტორიაზე თავშესაფარი. ვიზალიბერალ­იზაციის შემდეგ ველოდით, რომ ქვეყნიდან გამსვლელთა რაოდენობა გაიზ­რდებოდა, თუმცა დინამიკა მუდმივად მზარდია...

რას ჰყვებიან ევროპაში ლეგალურად მცხოვრები ქართველები

მიშა ხაჩიძე, გერმანულ მედიაში მომუშავე ჟურნალისტი: - ადგი­ლობრივი გამოცემები ქართველების შესახებ მხოლოდ ქურდობის, ძარცვის, ყაჩაღობისა და სისხლიანი გარჩევების ფაქტებს აშუქებენ... აქ, ჟურნალ-გაზეთები საზოგადო­ებრივი თავშეყრის ადგილებში უფასოდ რიგდება. საქართველო მხოლოდ კრიმინალურ ქრონიკებშია მოხსენიებული და თანაც კვირაში რამდენჯერმე.

ლევან პატარაშვილი, ჰამბურგში­ მცხოვრები ქართველი ემიგრანტი: - რვა წელია აქ ვცხოვრობ. უვიზო რეჟიმის შემოღებამდეც­ ბევრი არალეგალი ქართველი იყო, მაგრამ ბოლო ორი წელია,­ მათი რაოდენობა კატასტროფულად გაიზარდა. ძალიან ბევრი იწერება ჩვენზე - გაძარცვეს, მოიპარეს, მოკლეს... როდესაც საქართველოს ვახსენებ, უკვე ეჭვის თვალით მიყურებენ, რამდენჯერმე პირდაპირ მკითხეს, მოსაპარად ხარ ჩამოსულიო? ზოგი თავშესაფარს ითხოვს და აძლევენ საცხოვრებელს, კვებითაც უზრუნველყოფენ, თუმცა, მაინც იპარავენ. ზოგი უვიზო რეჟიმის ფარგლებში სამი თვით ჩამოდის მოსაპარად, ძირითადად, პარფიუმერიასა და სამკაულებზე ნადირობენ... ერთხელ თვითმფრინავში ქართველი კაცი დამემგზავრა, ოქრომჭედელი ყოფილა და ჰამბურგში ჰქონია სალონი. ისევ ქართველებმა დააყაჩაღეს. მას შემდეგ იქ რამეს როგორ გავხსნიო, ჰყვებოდა გამწარებული...

სოფო ბენიაშვილი, ბერლინში მცხოვრები ქართველი: - დანაშაულის ჩადენაში ქართველებს თურქები და მოლდოველები უსწრებენ, მაგრამ ჩვენი ხალხი პროცენტულად ცოტაა და როდესაც 10-დან 7 იპარავს, ეს საგანგაშოა... ქართველები აფხაზებსა და ოსებთან ერთად ქმნიან კრიმინა­ლურ დაჯგუფებებს და ერთობლივად მოქმედებენ. ხშირად ერთმანეთსაც დაერევიან ხოლმე, მაშინ უნდა ნახოთ ჟურნალებში სტატიები სათაურებით: "პოსტსაბჭოური ვენდეტა", "სისხლიანი გარჩევების კვალი" და ა.შ. (იხილეთ სრულად)
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
"სასურველია, რომ მომავალმა მთავრობის მეთაურმა მართვის ალგორითმი შეცვალოს"
პრემიერ - მინისტრის პოსტზე კვირიკაშვილის შემცვლელად სამი სავარაუდო კანდიდატურა სახელდება, ესენია: მაია ცქიტიშვილი, მამუკა ბახტაძე, გიორგი გახარია.
შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2018 წლის 30 მაისს შეავსო.
"სამთავრობო ცვლილებები უმრავლესობის სხდომის დღის წესრიგში განხილვის საგანი არ ყოფილა".
პროვოკატორის ბლოგი
ჩვენი, ქართველების მოთხოვნილებათა ნუსხის ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტი აქციებია.
ვინ უნდა ირჩევდეს პრეზიდენტს - ხალხი თუ "ხმოსნები"?
კვირის სიახლეები
ქართული ჭირი, უპასუხისმგებლო მშობლები და წახალისებული კრიმინალი
12 სადისტური ჭრილობა, მოკლული 16 წლის მოზარდი, უცნობი მკვლელი და 12 არასრულწლოვანი მოწმე, რომელიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობს.
0 კომენტარი
რატომ ტოვებენ ახალგაზრდები საქართველოს?
დასავლეთში ცხოვრება და "ამერიკული ოცნების" ასრულება დღეს უამრავი ადამიანის ოცნებაა.
0 კომენტარი
ზუგდიდში ძმამ და დაჭრა
ზუგდიდში, დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში ძმამ შელაპარაკების ნიადაგზე, სავარაუდოდ დანით, და დაჭრა.
0 კომენტარი
"შვილი გვყავს და მისი გულში ჩაკვრა არ შეგვიძლია" - პატარა მარიამს ჩვენი დახმარება სჭირდება
ბავშვის თვალებში ჩაბუდებულ ტკივილზე უარესი არაფერია ამ ქვეყნად, არც შვილის სენთან ბრძოლაში დამარცხებულ მშობლებზე სულისშემძვრელი...
0 კომენტარი
"ამბობენ, ბიუჯეტიდან გამქრალია დიდი ოდენობის თანხა, რამაც განსაკუთრებულად აღაშფოთა ივანიშვილი"
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
1 კომენტარი
რას ამბობდა ივანიშვილი და რა ინფორმაციები ვრცელდებოდა ივანიშვილის ოჯახთან ბახტაძის კავშირებზე?
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ხელოვნური ინტელექტი - საფრთხე თუ სარგებელი
არჩილ ჭეიშვილს მსოფლიოს ტექნოლოგიურ რევოლუციაში საკუთარი წვლილი შეაქვს
0 კომენტარი
"რთულია მარტოხელა დედობა"
ექთანი - "მის მკერდის" სტატუსით
1 კომენტარი
"ამ ავარიამ ადამიანების ნამდვილი სახე დამანახვა..."
24 წლის გოგონას სევდიანი თავგადასავალი
7 კომენტარი