ცხინვალში აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცენ - გზაპრესი

ცხინვალში აქციის მონაწილეები მოითხოვენ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს არ გადასცენ

მათივე ინფორმაციით, ინტელიგენციის წარმომადგენლები, სტუდენტები და უფროსკლასელები ითხოვენ, არ გადასცენ ოჯახს არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი. სკოლის მოსწავლეები აქციაზე 1989 წლიდან 2008 წლამდე საომარ მოქმედებებში დაღუპულთა ფოტოებით მივიდნენ.

"სტუდენტებს მოჰქონდათ ტრანსფარანტები ლოზუნგებით: "საქართველო, დაგვიბრუნე ჩვენი შვილების ცხედრები", "ევროკავშირო, არ დაუჭირო მხარი საქართველოს მიერ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ ტერორს", "საქართველო პასუხისმგებელია უგზო-უკვლოდ დაკარგულ 145 ოსზე", - აღნიშნავს Sputnik-Ossetia.

შეგახსენებთ, რომ 22 თებერვალს, საოკუპაციო რეჟიმმა

საქართველოს 3 მოქალაქე - არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი ახალგორში დააკავა. 23 თებერვალს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ არჩილ ტატუნაშვილი გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსი"