სად მუშაობს ვერა ქობალია? - რას ამბობს სააკაშვილი?
font-large font-small
სად მუშაობს ვერა ქობალია? - რას ამბობს სააკაშვილი?
"ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო"

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ამერიკაში მუშაობის დროს მისი ხელფასი ათეულობით ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ სააკაშვილმა გამოცემა "მედუზასთან" ინტერვიუში განაცხადა.

"იყო პერიოდი, როდესაც მე შედარებით მშვიდი ცხოვრება მქონდა. მე ბოსტონში, ტაფტსის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლაში ლექციებს ვკითხულობდი. მაშინ იქ სპეციალურად ჩემთვის გამოიგონეს რაღაც სტატუსი - "მსხვილი უცხოელი პოლიტიკური მოღვაწე". ჩემი წასვლის შემდეგ ამ თანამდებობაზე კოფი ანანი მოიყვანეს. ლექციებში საკმაოდ კარგ ფულს მიხდიდნენ - ათეულობით ათას დოლარს. ჩემი აზრით, ეს საკმაოდ კარგი ხელფასია", - განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოს
პრეზიდენტის პოსტზე ყოფნისას მას არანაირი ქონება არ დაუგროვებია.

"მინდა იცოდეთ, რომ ჩემი მთავრობის ერთ-ერთი მინისტრი, რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარდა, შემდეგ ის თბილისის პირველი ვიცე-მერიც იყო, ახლა ამერიკაში მშენებლობაზე რიგით მუშად მოეწყო. კიდევ ერთი ჩვენი ყოფილი მინისტრი აშშ-ში სატვირთო ავტომობილის მძღოლად მუშაობს. ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის საქართველოში დარჩა, შიმშილით ხომ არ მოკვდებოდა? თუ ეკონომიკა იცი, შეგიძლია ეკონომიკის ყოფილი მინისტრის ვერა ქობალიასავით მოეწყო, რომელიც ახლა ინდონეზიის მთავრობის მთავარი მრჩეველია. ყოფილმა პრემიერმა შექმნა რეფორმების სააგენტო და მთელ მსოფლიოში მოგზაურობს - აფრიკაში, ალბანეთში. მას ხელფასს ქართული რეფორმების გამოცდილების გაზიარებაში
უხდიან", - აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.

"ინტერპრესნიუსი"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
"მახარებს, რომ თბილისში რუს ტურისტებს მიესალმებიან" - ანგელა მერკელის ვიზიტის შუქ-ჩრდილები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
კვირის სიახლეები
"ასე უჭირს ერს და ბერს, რომ 11-სულიანი ოჯახი ქუჩაში არ დავტოვოთ?!"
მამა ათანასეს დახმარება სჭირდება
0 კომენტარი
სპორტსმენი იატაკქვეშეთიდან
ხელოვნების რანგამდე აყვანილი სპორტის სახეობა, რომელიც ცხოვრების წესს გიცვლის
0 კომენტარი
"ქალს სათქმელს ეტყვი, კაცს კი უნდა გაულაწუნო"
რით დაიმსახურა ორმა მამაკაცმა ასმათ ტყაბლაძისგან სილის გაწნა
0 კომენტარი
"ფრაზა "შენ უფრო ჩაცმული ხარ", ჩვენს სახლში ხშირად ისმის"
ნინო მუმლაძის თავს გადახდენილი მხიარული ამბები
0 კომენტარი
"გაუნათლებელი ადამიანი ყველა დროში საცოდავად გამოიყურება"
ია სუხიტაშვილი შვილებსა და საკუთარ თვისებებზე
0 კომენტარი
"ზოგჯერ ჯიბეში სამგზავრო ფულიც არ მქონია"
რა ბიზნესი წამოიწყო ნინი ონიანმა
0 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
ფერწერაში ამღერებული ქართული ქორეოგრაფია, ფრესკები, ჩუქურთმა
ქალი, რომელმაც მსოფლიოს თანამედროვე ქართული ფერწერის სიძლიერე გააცნო
0 კომენტარი
ტრამვაის ქვეშ მოყოლილი გოგონას ამბავი
"მართლა ძალიან საშინელი სანახავი ვიყავი და ხალხმა უკან დაიხია"
15 კომენტარი
"პირველი გასროლისას ადრენალინის უდიდეს მოზღვავებას გრძნობ"
ტანკი "წიქარა" და ტანკისტების "ნათლობა"
3 კომენტარი
"იმ მოტივით, რომ "რაღაც იქნება", საქართველოდან არ წამოხვიდეთ"
ავსტრიაში მცხოვრები წარმატებული ქართველი და მისი რობოტები
1 კომენტარი