უბედურ შემთხვევად გასაღებული მკვლელობა? - რატომ ითხოვენ ბრიტანელი დეპუტატები პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას? - გზაპრესი

უბედურ შემთხვევად გასაღებული მკვლელობა? - რატომ ითხოვენ ბრიტანელი დეპუტატები პატარკაციშვილის სიკვდილის გამოძიებას?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია ბი-ბი-სი-ს რუსული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დეპუტატებმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრს ამბერ რადს მიმართეს და ბრიტანეთის ტერიტორიაზე ბოლო წლებში მომხდარი საეჭვო (თუ მოულოდნელი) სიკვდილის 14 ფაქტის საფუძველზე აღძრული საქმეების საგულდაგულო გამოძიება მოითხოვეს. ბრიტანელმა დეპუტატებმა ეს განცხადება რუსეთის გენშტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) ყოფილი პოლკოვნიკის სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით გააკეთეს.

ვინ არიან ამ 14 საქმის ფიგურანტები? ბორის ბერეზოვსკი, ბადრი პატარკაციშვილი, ალექსანდრ პერეპელიჩნი, იგორ გოლუბევი, იგორ პონომარევი, სკოტ იანგი, სტივენ კერტისი და სხვები. 14 საქმის შესახებ მასალები ჯერ კიდევ შარშან ამერიკულმა გამოცემამ BuzzFeed-მა გამოაქვეყნა. ჟურნალისტური გამოძიების ავტორებმა აღნიშნეს, რომ მათ ხელთ არსებული მონაცემებით, ჩამოთვლილი პირების სიკვდილში რუსეთის სპეცსამსახურებისა და მაფიოზური სტრუქტურების ხელი ურევია, ბრიტანულმა პოლიციამ კი, რუსეთთან კონფლიქტი რომ არ მოსვლოდა, გარდაცვალების ფაქტები თვითმკვლელობად და უბედურ შემთხვევად ჩათვალა". გაგრძელება