დიპლომატი პრემიერი, ტორნადო კიზირია და "ჩაგრული" ჩარკვიანები
font-large font-small
დიპლომატი პრემიერი, ტორნადო კიზირია და "ჩაგრული" ჩარკვიანები
პროვოკატორის ბლოგი

ამ ბოლო დროს მოცლილმა ხალხმა ტექსტოლოგიას მოჰკიდა ხელი. განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ორი ტექსტი მოექცა. ახალგამომცხვარმა ტექსტოლოგებმა ჯერ პრემიერ კვირიკაშვილის დიპლომატიურ ტექსტს გაჰკრეს კბილი, მერე პატრიარქის ნიჰილიზმი გააცამტვერეს. კვირიკაშვილის ნარატივს, ვისაც არ ეზარებოდა, ყველა ისე აგორავებდა, როგორც ქარი დიდ დიღომში, ნაგვის ურნას. პატრიარქის ნათქვამს, თვით დიდმა დოდონა კიზირიამ, ოკეანის გადაღმა რომ იცის, ისეთი ტორნადო დაატეხა თავს და კიდევ კარგი, ჩვენს ბედად, ტრადიციული გინებაც არ მიაყოლა!

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას საუკუნოვანი ისტორია აქვს და არ მახსენდება ისეთი დრო, საქართველო "თავისას რომ ისწორებდა". ამხელა იმპერია,
როგორც საჭიროდ თვლის, ისე იქცევა. ხან ტოტლებენს გვიგზავნის, ხან ტაძრებს გვინგრევს და ზოგჯერ მიცვალებულებსაც არ გვითმობს. ძალა აქვს და გასდის ისევე, როგორც ამერიკას ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქვეყანაში! ზოგჯერ ვამბობთ, რაღა რუსეთთან მეზობლობა დაგვებედაო, მაგრამ რუსეთისთვის და სხვა იმპერიებისთვის მეზობლობა მხოლოდ დროსა და მანძილს გულისხმობს. იმპერიას როცა მოშივდება, ათასობით კილომეტრსაც გადალახავს, მადის დასაკმაყოფილებლად!

კვირიკაშვილის სიდინჯის მითი რომ დაირღვა, მის მიერ განხორციელებული საპარლამენტო გინების მერე, არც ველოდებოდი მისგან დიპლომატიურ გამოსვლას, მაგრამ აჰა, რუსეთს მიმართა დიპლომატიურად და ვფიქრობ, არცთუ ურიგოდ. ოპონენტები გამოცვივდნენ, აი, ეგ უმარილო, როგორ ეფერება რუსეთს, დროა, ახლა "ჩანგლების" ალესვის და უნდა შეაკვდეს ხელისუფლება დიდ დათვს, განა ჯანსუღ ჩარკვიანი ცოცხალი მაგალითი არ იყო, როგორ უნდა ებრძოლო რუსულ იმპერიალიზმსო?! სხვებმა ექსტრემალურ-პარტიზანული ბრძოლის გააქტიურება მოითხოვეს: ნუთუ ძნელია, ისრაელის მსგავსად, ომის გამოცხადების გარეშე, სათითაოდ დაახოცინონ პუტინი, ჟირინოვსკი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება და თვით ლენინიც, სიკვდილის შემდეგო?! აი, ახლა ამ ხალხს რა ეშველება, არ ვიცი, საქართველოსი არ იყოს! ის ნამდვილად ვიცი, რომ ისტერიული პოლიტიკა არ გვიშველის და არც დოდონას "პროფესორული" მიშისტობა!

კი არის ორიოდე შემთხვევა მსოფლიო ისტორიაში ნახსენები, როცა ამერიკასა და რუსეთს არ მიუღია სასურველი შედეგი, მაგრამ მგონია, ამ ორ იმპერიას "გულით" რომ მოენდომებინა ვიეტნამის ან ფინეთის ჩაყლაპვა, მაგათი მადისა რომ ვიცი, ისე მშვენივრად ჩაყლაპავდნენ, წყლის დაყოლებაც არ დასჭირდებოდათ!

რუსეთი რუსეთია და ამას ვერაფრით შევცვლით, მაგრამ ქვეყნის შიგნით რაღაცის შეცვლა რომ შეიძლება და არ იცვლება, ვის უნდა შევჩივლოთ?! ის სიტუაცია, რაც გვაქვს, ხელისუფლებას აწყობს, ოპოზიციასაც "უსწორდება" თავისი პოზიცია, მარტო ამომრჩეველს არ უნდა, რომ ასე გასაცოდავებული იყოს ქვეყანა! ამომრჩეველი რომ იზრდება ნელ-ნელა, ვხედავ და ჩემს გამოუსწორებელ ოპტიმიზმს ესეც ამაგრებს და არა ის ხალხი, ეროვნულობას და პატრიოტობას ამოფარებული მარშს რომ აწყობს ან კიდევ იმაზე მსჯელობს, რას ჩაიცვამდა, ამ დროში რომ ეცხოვრა, ფარნავაზი, დაიცავდა თუ არა თამარი დუკანის დიეტას, იყიდდა თუ არა თურქულ მარგარინს ქეთევან დედოფალი მარხვის პერიოდში, თეიმურაზი დაწერდა თუ არა პატრიოტულ ლექსებს "ივენთისთვის". აი, ასეთი "ივენთები" თბილისის ღამის ეკონომიკაზე დადებითად იმუშავებდა, სერგი გვარჯალაძე პრომოს დაატრიალებდა, მერე გამოვიდოდა ხალხი გარეთ, დასაწყობებული ფული დაიხარჯებოდა და აეწყობოდა წუთისოფელი: აღარ გვექნება წყვდიადის განათლების სისტემა, ხაშის შსს, სამუდამოდ დანიშნული უსამართლო მოსამართლეები, ჩრდილოვანი ეკონომიკა და დაუგეგმავი მშენებლობები თბილისის ცენტრში!

პ.ს. წითელიგენციას გეძახის ხალხიო, უთხრეს თაკო ჩარკვიანს. - უსამართლოდ გვეძახიან, ჩვენი ოჯახი, გეცოდინებათ, რამხელა სტრესის ქვეშ იყო თავის დროზე მამულიშვილური პოზიციების გამო და რომ გავუძელით, კულტურის მინისტრის თუ არა, მისი მოადგილის პოსტი მაინც არ მეკუთვნოდაო?!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარები (0)
კომენტარი არ გაკეთებულა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
პოლიტიკურმა გაერთიანებამ "ძალა ერთობაშია" საერთო საპრეზიდენტო კანდიდატად გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში, ბაგრატის ტაძრის ფონზე წარადგინა.
ჰელსინკში რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებს პუტინსა და ტრამპს შორის შეხვედრა გაიმართა,
გცხელათ? დიდი ამბავი! ზაფხული იმისაა, რომ უნდა იყოს მზე, რუჯი, ზღვა, პლაჟზე ორლარიანი სიმინდის ტარო, ეროვნული გამოცდები და მაია მიმინოშვილი, უზარმაზარი ხელფასით!
სახელისუფლო გუნდი გიორგი კვირიკაშვილის გადადგომის მიზეზად ქვეყანაში არასახარბიელო სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებას ასახელებს.
იმ დროიდან მოყოლებული, რაც მამუკა ბახტაძე "საქრათველოს რკინიგზის" ხელმძღვანელად დაინიშნა, მუდმივად მიმდინარეობდა მითქმა-მოთქმა, რომ ის ბიძინა ივანიშვილის ოჯახთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული.
კვირის სიახლეები
"გმირია ქალი, რომელიც საცხოვრებლად მთაში წავიდა"
"ყველა ერთმანეთს მტრობს, ჭორავს - იშვიათად გაიგებ ტკბილ სიტყვას"
0 კომენტარი
ლაშა შუშანაშვილს საბერძნეთი საფრანგეთს გადასცემს - ქართველი "კანონიერი ქურდების" "შავი დღე" ევროპაში
საერთაშორისო სააგენტო Associated Press-ის ინფორმაციით, საბერძნეთის ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, განახორციელოს ცნობილი ქართველი ავტორიტეტის ლაშა შუშანაშვილის საფრანგეთში ექსტრადიცია.
0 კომენტარი
"მწყემსმა თავად აჩვენა მაშველებს ის ადგილი, სადაც ბავშვის ცხედარი ჰქონდა გადამალული" - ვინ არის ხადას ხეობაში მოკლული ამერიკელი ცოლ-ქმარი
6 ივლისს მარნეულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ამერიკელი ცოლ-ქმარი რაიან და ლორა სმიტები, 4 წლის ვაჟთან ერთად, დუშეთის რაიონის ხადას ხეობაში გაუჩინარდნენ.
0 კომენტარი
"მკვლელმა ლუკას დანა რამდენჯერმე დაარტყა და გაიქცა" - მესტიაში მომხდარი მკვლელობის დეტალები
მესტიაში ურთიერთშელაპარაკების შემდეგად 25 წლის ლუკა ფალიანი მოკლეს.
0 კომენტარი
"12 წლის ბიჭების ცხედრები წყალში ხელჩაჭიდებული იპოვეს"
SOS - ბოლო ორ თვეში 27 ადამიანი დაიხრჩო
2 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ფულის შოვნის "თანამედროვე მეთოდები"
უმუშევრობის ფონზე ყველა თავისებურად ცდილობს ფულის შოვნასა და თავის გატანას, - გზები მრავალფეროვანია, გააჩნია, ვის როგორი ფანტაზია აქვს.
1 კომენტარი
სახსრებში მამტვრევს. ალბათ ბედნიერების ნიშანია.
LIFE
თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
რა პრობლემებს აწყდებიან რეგიონში ტურისტებთან ურთიერთობისას
0 კომენტარი
"ბრუტუსი, ანუ იულიუს კეისრის მკვლელობა" ახმეტელის თეატრში
"რამდენიმეწლიანმა კვლევამ მიჩვენა, რომ ის მოღალატე არ არის"
0 კომენტარი
ბავშვებად დარჩენილი მსახიობები
1946 წელს ქუთაისელმა ბავშვებმა დაუვიწყარი საჩუქარი მიიღეს - გაიხსნა თოჯინების თეატრი ღვინის ყოფილ სარდაფში.
0 კომენტარი
ნატუკა გულისაშვილის პროტესტი
"მეუბნებიან ხოლმე, მანქანას კაცივით ატარებო"
0 კომენტარი
"მამა "ჩარეცხილების" სიაშიც კი მოხვდა და პანთეონში მისი დაკრძალვა არც უფიქრიათ"
რამაზ ჩხიკვაძის შვილის გულახდილი ინტერვიუ
10 კომენტარი